30

279 23 0
                                    

თავი 30.
"ქარიშხლის წინ ზღვა ყოველთვის მშვიდია."

გათენდა.
თვალები ნელა გავახილე და ვიგრძენი ძლიერი მკლავები შემოხვეული ჩემს ზურგზე.აქამდე ყურში ჩამესმოდა ის ხმა,როცა პირველად მითხრა,რომ ვუყვარდი.რატომღაც ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი,ზეინს ჯერ კიდევ საკმაოდ ღრმად ეძინა.ერთმა ბოროტულმა იდეამ გამიელვა თავში და ნელა წამოვდექი საწოლიდან.სამზარეულოში ჩავირბინე და უჯრაში მარკერი ვიპოვე.პატარაობაში ჩემს ძმას ვამწარებდი ამით,იმედია ზეინს არ გაეღვიძება.ოთახში დავბრუნდი,საწოლზე ფრთხილად დავჯექი და საქმეს შევუდექი.ჯერ ულვაშები დავახატე,შემდეგ წარბები ასე ვთქვათ გაუერთიანე და ბოლოს  მთელი სახე გულებით გავუვსე.უკვე ვრჩებოდი ზუსტად,როცა გამოეღვიძა და თვალების გახელა დაიწყო.მარკერს თავზე დავაფარე სახურავი სასწრაფოდ და ძირს მოვისროლე.შემდეგ წამში დავწექი საწოლზე.
-დილამშვიდობის,-გამიღიმა და საკოცნელად გადმოიწია.როგორც ჩანს ვერაფერს მიხვდა მაინც.სპეციალურად თავი გამოვწიე,სახეზე მაშინვე გაკვირვება დაეტყო.
-რას აკეთებ?-ოდნავ გაეღიმა,რადგან მისი შემხედვარე მე თითონ მეცინებოდა.თავი გავაქნიე და საპირისპირო მხარეს გავიხედე,თორემ მალე ისტერიკული სიცილი ამიტყდებოდა.
წამში მოექცა ჩემს ზემოდან და მაიძულა მისთვის შემეხედა.შემდეგ დაიხარა და ტუჩებზე მაკოცა.
-რაღაც ხდება და მე არ ვიცი?-ჩაეცინა.
-ჯერ სააბაზანოში შედი,-სიცილით ვუთხარი.
დაეჭვებით შემომხედა,შემდეგ კი ჩემი ნათქვამი შეასრულა.ვიცოდი რა რეაქციაც ექნებოდა,ამიტომ სწრაფად წამოვდექი და პირველი სართულისკენ ავიღე გეზი.
-სქაილინ!-გავიგე მისი ყვირილი და შემდეგ სწრაფი ნაბიჯების ხმა.ამაზე უფრო მეტად გამეცინა,მისი გაბრაზებული და ამავდროულად სასაცილო ხმა.ამხელა სახლში სად უნდა დავმალებოდი არც ვიცი.
დიდი ხანი არც იყო გასული რომ მომეწია და ცალი ხელით დამიჭირა.შემდეგ იქვე სააბაზანოში შემიყვანა ძალით,კარები ჩაკეტა და კედელს ამაყუდა.ყველაფერი გასაგები გახდა ჩემთვის,როცა მეორე ხელით დიდი წყლიანი ბოთლი დამანახა და მომენტალურად თავზე გადამასხა.ცივი წყლისგან სულ დამბურძგლა,ყვირილი დავიწყე,თუმცა მის სახეზე კიდევ მეცინებოდა.რა თქმა უნდა ასე მალე არ დავნებდი და ბოთლში დარჩენილი წყალი მოვახერხე და მას შევასხი.ეს არ იკმარა,ონკანი გახსნა და ბოლოს ფაქტიურად ორივე თავიდან ბოლომდე სველები ვიყავით.
ოთახში დავბრუნდი და ამჯერად თბილი შხაპი მივიღე.ტანსაცმელი გამოვიცვალე,სარკის წინ დაბალ პუფზე დავჯექი და თმის დავარცხნას შევუდექი.ცოტახანში ოთახში ზეინი ამოვიდა.ჯინსი ეცვა,ზემოდან კი პერანგი ჰქონდა მოცმული და თვალის მოწყვეტა მისთვის გაგიჭირდებოდა.
-შეიძლება მე დაგვარცხნო?-მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა.
-რატომაც არა,-გავუღიმე და სავარცხელი გავუწოდე.
გვერდზე მომიჯდა და ნელა დაიწყო თმის დავარცხნა.ასე მეგონა დამეძინებოდა,ეს ჩემი სუსტი წერტილია და ყოველთვის ასე იყო.ბოლოს კი ჩამიწნა და წამოდგა.კოლოფიდან სიგარეტის ღერი ამოიღო და მოუკიდა.მისკენ შევბრუნდი და უკნიდან ჩავეხუტე.
-გინდა გაგასინჯო?-მომიბრუნდა და სიგარეტზე მანიშნა.წარბი ავუწიე და თავი დავუქნიე.ნელა მოაახლოვა ჩემს ტუჩებთან,მეგონა მართლა აპირებდა თავისი ნათქვამის შესრულებას,მაგრამ მოულოდნელად მისი ტუჩები დააცხრნენ ჩემსას.ჩამეღიმა,ცალი ხელი წელზე შემომიცურა და მის სხეულს ამაკრო.
-გინდა ცოტახანი ჯერემისთან წავიდეთ?
-კი მინდა,-ბავშვურად გამომივიდა.ზეინს ჩემს რეაქციაზე გაეცინა.
გამეხარდა,მია დიდი ხანია არ მინახავს და მომენატრა კიდეც.საუზმობის შემდეგ მანქანაში ჩავჯექით და გზას დავადექით.
როცა მივედით ყველა გადავკოცნეთ,მოვიკითხეთ.მერეღა გამახსენდა,რომ მათ პირველად გვნახეს მგონი "ერთად".ზეინიც არ ერიდებოდა მეგობრების წინაშე ჩემს მოხვევას და ჩახუტებას,რაც ყველაზე მეტად მიხაროდა.თუმცა მიას შევატყვე რაღაცაზე ნერვიულობდა აშკარად.
ცოტახანში მასთან ერთად სამზარეულოში გავედი,რაღაცის თქმას აპირებდა.მაგიდასთან დავჯექით და ჩუმად დაიწყო საუბარი.
-დღეს დილით,როცა ჯერემი საქმეზე წავიდა კარებზე დააკაკუნეს.გავაღე და ეს წერილი დამხვდა ძირს დაგდებული,-წერილი გამომიწოდა,თან ფრთხილობდა.არ უნდოდა რომ ბიჭებს დაენახათ ან გაეგოთ რატომღაც.როცა დავხედე ზედ ეწერა "For Skylynn".დავეჭვდი,ჩემთვის წერილი ვის უნდა გამოეგზავნა.ამოვატრიალე და იქ უკვე ეწერა,რომ ჰარისონისგანაა.
-იცი ვინაა?-ლამის ჩურჩულით მკითხა მიამ.
შეცბუნებულმა თავი დავუქნიე,იმის მოლოდინში,წერილში რა იქნებოდა დაწერილი.
-ლუკასის ჯგუფიდან ერთ-ერთია.მათთან როცა ვიყავი სულ თვალს მადევნებდა და ადრეც,როცა დისკის საპოვნელად ვიყავი შიგნით დამინახა,მაგრამ არ ჩამიშვა.გაპარვაში დამეხმარა.აქამდე არ ვიცი ეს რატომ გააკეთა,მაგრამ რატომღაც მგონია ზეინთან დაკავშირებით რაღაც მნიშვნელოვანი იცის.
-მიდი გახსენი მაშინ,იქნებ რას გიწერს.
თხელი ფურცელი ნაზად გავხიე და იქიდან პატარა ნაგლეჯი ამოვიღე.
"ზეგ,დილის 4 საათზე მოდი ტყის დასაწყისთან,გზატკეცილთან დაგელოდები.მარტო იყავი და გავაგრძელოთ ის საუბარი,თუ გინდა,რომ მნიშვნელოვანი დეტალები გითხრა."
წერილი მიას გასაგონად წავიკითხე,დაბალ ხმაზე.
-ვის უნდა შეხვდე?-უცხო ხმა მომესმა.ორივემ გავხედეთ,მარია.კიდევ კარგი ხმადაბლა მაინც იკითხა.ნელა მოგვიახლოვდა და მაგიდას მოუჯდა.მიას ვაკვირდებოდი სახეზე და უკმაყოფილებას ვამჩნევდი,მარიას მოსვლის გამო.
-ჰარისონს,ლუკასის ჯგუფიდან ერთ-ერთია,-კიდევ ერთხელ განვმარტე.
-და რატომ?-გაკვირვებული იყო.ცისფერი თვალები მომანათა.
-სალაპარაკო მაქვს მასთან,-მოკლედ მოვუჭერი.მასთან არ ვაპირებდი ამის განხილვას.
-მოიცა,რას აპირებ?-მიამ შეშინებულმა მკითხა.
-წავალ,-რამდენიმე წამში ვუპასუხე.
-იქნებ ტყუილია? არც ზეინს ეტყვი?
-არამგონია და არა,ის ამას არავითარ შემთხვევაში დაუშვებს.მე კი მჭირდება მშვიდად დაველაპარაკო ჰარისონს.
-ზეინს ეს არ მოეწონება,-მარიამ ხმა ამოიღო.
-არ ვიცი რა უნდა გითხრა,-თავი დახარა,აშკარად შეწუხებული იყო ამის გამო.
-არ ინერვიულო გთხოვ,ყველაფერი კარგად იქნება,-მიას მივმართე.
-უბრალოდ მათ რომ ვიცნობ ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის,რომ ვიღაც მათგან ზეინის დახმარებას ცდილობს,-კვლავ გააგრძელა მან.
-თავიდან მეც გამიკვირდა,მაგრამ ერთხელ მას ველაპარაკე და ზუსტად ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
სიჩუმე ჩამოვარდა,ვფიქრობდით.ვცდილობდი მარიას დავკვირვებოდი,რაში აინტერესებდა მას ჩემი საქმე არ მესმოდა.ქერა თმა ერთ მხარეს ჰქონდა გადმოყრილი და მაგიდას მიშტერებოდა.
-ალბათ ზეინის სახლთან დატოვება ვერ გაბედა,იცოდა რომ მაგ შემთხვევაში ვეღარ მოვიდოდი.ზეინი მათ არცერთს ენდობა რაც არ უნდა იყოს.
-და შენ ენდობი?-მიამ გაკვირვებულმა ამომხედა.
-არა,მაგრამ უნდა ვცადო მაინც,-მის გასწვრივ ვიყურებოდი.გავიგე როგორ ხარბად ჩაისუნთქა ჰაერი მარიამ.
ზუსტად ამ დროს გავიგეთ სამზარეულოში შემომავალი ნაბიჯების ხმა,წერილი სწრაფად გავუცურე მიას,რომ შეენახა და დაემალა.მე ამას ვერანაირად მოვახერხებდი,ზეინი მაინც დაინახავდა.
-რას აკეთებთ?-ნელა მოგვიახლოვდა.უკნიდან მომეხუტა და თავზე მაკოცა.დავინახე მარიამ როგორ შემოგვხედა,მაგრამ მზერა მალევე აგვარიდა.
-ბავშვის სახელის შერჩევაში მეხმარებოდა,-მიამ პასუხი გასცა ჩემს ნაცვლად და მეც დავიწყე მსახიობობა.იმედია მარია არაფერს გააფუჭებს.
-როგორც ვიცი ბიჭია ხომ?-ამაყად იკითხა ზეინმა.
-დიახ,-თავი დაუკრა მიამ და ფართოდ გაეღიმა.მის თვალებში უზომოდ დიდ ბედნიერებას ვხედავდი.
-კარგით,სახელის შესარჩევად ჯერ ბევრი დრო გაქვთ.ამიტომ ახლა მისაღებში გამოდით,ჩვენთან.
-გაძლებ ცოტახანი მის გარეშე,მოითმინე,-მიამ ჩაიცინა და მეც გამეცინა მის ნათქვამზე.ზეინს როგორც ჩანს არ მოეწონა ეს,მაგრამ მაინც დაიხარა და ლოყაზე მაკოცა.
-ისე მია მეც მოვიწყინე უკვე,-მისაღებიდან ჯერემიმ გამოგვძახა.
-რა ეგოისტები ხართ ეს ბიჭები რა,-გამეცინა.
-ჩემი წასვლის დროა,-მარიამ ხმა ამოიღო.ყველამ მას გავხედეთ.ხასიათი შეეცვალა,აშკარად ზედმეტად იგრძნო თავი,თუმცა არ მანაღვლებს.არც დალოდებია არავის,არც დამშვიდობებია.უბრალოდ ადგა და სწრაფი ნაბიჯებით ჯერ მისაღებში,შემდეგ კი სახლიდან გავიდა.
ჩუმად ჩავიცინეთ მის საქციელზე,მაგრამ მგონი უფრო ამოვისუნთქეთ.ზეინი როგორც კი გავიდა ოთახიდან მიამ მაშინვე ლაპარაკი დაიწყო.
-სულ დამავიწყდა ჯერ ეს მომელოცა.დიდი ხანია ერთად ხართ?-გახარებულმა ეგრევე მიაყოლა.
-ალბათ ერთი კვირაა,-გაღიმებულმა გავხედე.
-ვაიმე,-წამოიძახა და ჩემთან მოვიდა,ჩამეხუტა.
-კაი,ფრთხილად,დამახრჩობ,-სიცილით ვუთხარი და მეც მოვეხვიე.შემდეგ კი წამოვდექი და ორივე მისაღებში გავედით.
***
ვერაფრით ვიძინებდი,სულ ჰარისონზე მეფიქრებოდა და ხვალინდელ ღამეზე.ერთი კი ვიცოდი-ზეინს ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეგო,თორემ არ მომცემდა არაფრის საშუალებას.
საწოლზე წამოვჯექი და ზეინს გავხედე.ღრმად ეძინა,მშვიდად.როგორ საშინლად არ მინდა მისი მოტყუება,მაგრამ საქმეს სჭირდება.ვიცი,რომ ბოლოს მაინც გაიგებს ამას და ალბათ ჩხუბს დამიწყებს.საშინლად ვნერვიულობ,იქნებ მართლა ტყუილი აღმოჩნდეს და რაიმე საშინელება მოხდეს?! მაგრამ რატომღაც არ მჯერა ამის.
ნელა წამოვდექი და პირველ სართულზე ჩავედი.დილის 3 საათია,ფანჯარას მივუახლოვდი და სიბნელეში ყურება დავიწყე.არ ვიცი რამდენი ხანი ვიყავი ასე,ისიც კი არ ვიცი ზუსტად რაზე ვფიქრობდი,მაგრამ გული დამძიმებული მქონდა.
-სქაილინ? რატომ არ გძინავს?-ზეინის ნამძინარევი ხმა გავიგე.კიბეებზე ჩამოდიოდა და თან თვალებს ისრესდა.მხრები ავიჩეჩე და მისკენ მოვბრუნდი.მომიახლოვდა თუ არა მაშინვე ჩავეხუტე,დაბნეულმა ხელები მომხვია და მხარზე მაკოცა.
-რა გჭირს,პატარავ?-გამოიწია,რომ თვალებში შემოეხედა.
-მიყვარხარ,-ჩემდაუნებურად წამომცდა და კიდევ ერთხელ ძალიან მაგრად ჩავეხუტე.

AwakingWhere stories live. Discover now