ოთახში ვიდექი ფანჯარასთან და ლუკასის ამოსვლას ველოდებოდი.ვარდისფერი კაბა მაცვია და თმები მაქვს ცოტათი დახვეული.სახეზეც მსუბუქი მაკიაჟი წამისვეს.ნეტავ მალე მოვიდეს შუაღამე და დამთავრდეს ეს ყველაფერი.სიმართლე ვთქვა ვერც გავიგე რა ხდება და არც მაინტერესებს.ლუკასს ზედმეტ კითხვებს არ ვუსმევ,თავს ვარიდებ.ყოველ წამს ვხვდები,რომ ზეინი საშინლად მენატრება.მასთან ყოფნა მინდა,სიშორე ჩვენს შორის მკლავს.ნეტავ როგორაა? რომ გავიგო,რომ უკვე დავავიწყდი და არ ვანაღვლებ იქნებ ამოვისუნთქო კიდეც.თუმცა ჩემზე რატომ უნდა ღელავდეს? მე მისთვის არაფერს წარმოვადგენ,საერთოდ არაფერს.ერთი ჩვეულებრივი მძევალი ვარ და წესით ასეც უნდა დარჩენილიყო ყველაფერი.უბრალოდ ბოლო პერიოდში დავახლოვდით,რაც მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა.შემდეგ კი ისევ მე მომიწია ყველაფრის გაფუჭება.
-წავედით,-ღია კარებში შემოვიდა და გამიღიმა.სახეზე ყველანაირი ემოცია წაშლილი მქონდა,დაღლილი ვიყავი უკვე ამ ყველაფრისგან.თუმცა მას ეს საპირისპიროდ ეტყობოდა.ცუდ ხასიათზე ჯერ არ მინახავს.ხანდახან რომ ვაკვირდები,მართლა როგორი სიმპატიურია.მაგრამ ვიზუალით ადამიანს ვერ განსჯი და ეს სწორედ ლუკასის მაგალითზე მტკიცდება.
მოვბრუნდი და მასთან ერთად გზას გავუყევი.ფეხები არ მემორჩილებოდნენ,მაგრამ თავს ძალას ვატანდი და მის გვერდზე ვიდექი მაინც.
-კარგი იქნება ზრდილობისთვის მაინც თუ გამიყრი ხელს ხელში,-ნიშნისმოგებით მითხრა როცა კიბეებს მივუახლოვდით.თვალები გადავატრიალე და მისი თხოვნა შევასრულე.
ნელა ჩავდიოდით,ქვევით უკვე იმდენი ხალხი იყო,რომ ამის გამო გაკვირვება ძლივს დავმალე.თითქმის ყველა კლასიკურად გამოიყურებოდა,კაბებში და სმოკინგებში იყვნენ გამოწყობილნი.მუსიკა ხმადაბლა იყო ჩართული და უმეტესობას სასმელი ეჭირა ხელში.ასეთი მნიშვნელოვანი რა ჯანდაბა ხდება?