23

313 21 0
                                    

კარები დავხურე და საწოლზე დავწექი.დაუჯერებელი იყო ის რაც ლამის რამდენიმე წამის წინ მოხდა.არ ვიცი ასეთი რეაქცია რატომ მქონდა ან ამან ასე რატომ იმოქმედა.მარცხენა ხელს დავხედე,ნიშნობის ბეჭედი აქამდე მიკეთია.არა,მე არ შემიძლია დილანს ასე უსინდისოდ ვუღალატო,მაგრამ მასთან მსგავსი არაფერი მიგრძვნია.საშინელ გაურკვევლობაში ვარ,შესაძლოა პასუხი უკვე ვიცი კიდეც,მაგრამ არ ვაღიარებ ამას.

რამდენიმე წუთში ნაბიჯების ხმა გავიგე ოთახში.

-კარგად ხარ?-ხმადაბლა მკითხა,თუმცა სიჩუმეში ყოფნის გამო ხმამაღლა მომეჩვენა.

თავი დავუქნიე და უფრო მეტად მოვიკუნტე.

-რატომღაც ასე არ მგონია,-ფანჯარასთან დადგა და რაფას მიეყუდა.

-ზეინ,რაც რამდენიმე წუთის წინ მოხდა..შეცდომაა,-რატომ ვამბობ ამას თითონ არ ვიცი.მაგრამ გონზე როცა მოვედი მივხვდი,რომ ასე არ შეიძლება.ეს უბრალოდ ვნებაა,რომელსაც ნებისმიერი ადამიანის დამორჩილება შეუძლია.მე კი არ მინდა ამ ადამიანების რიცხვს ვეკუთვნოდე.

-შენთვის ალბათ დაუჯერებელია,მაგრამ ეს სრულიად ბუნებრივად მოხდა,-სახე დაუსერიოზულდა.

-ეგ არაფერს ცვლის,-მზერა კედლებზე გადავიტანე.

-კი მაგრამ მე შენთვის არც კი მიკოცნია და ამის გამო ტრაგედიას ქმნი?!-ჩაიცინა.მისი განსხვავებული სახე დავინახე ცოტა ხნის წინ,ახლა კი თითქოს იმედები გამიცრუვდა.იმედები,რომელთა არსებობა არ მინდოდა უკვე საბოლოოდ ჩაქრა.

-ხო,მართალი ხარ,-უმნიშვნელოდ შევხედე და წამოვჯექი.მრცხვენოდა ამ თემაზე საუბრის,ლოყები მიხურდა.

-თითქოს ამაზე არ ფიქრობდი ბოლო რამდენიმე დღე,-ჩემსკენ წამოვიდა.

გაოცებისგან ლამის ყბა ჩამომივარდა,გაფართოებული თვალებით გავხედე.

-სისულელეებს როშავ,-წამოვდექი,მინდოდა გამესწრო ოთახიდან სანამ საბოლოოდ მომიახლოვდებოდა.მაგრამ ვერ მოვახერხე.

AwakingWhere stories live. Discover now