-ზეინ,ისინი მოგვდევენ!-გაუაზრებლად გავაფრთხილე.იმდენად შეშინებული ვიყავი,რომ გონებაში მარტო ცუდზე ვფიქრობდი.
-ვიცი,-მკვახედ მომაძახა.გზაზე იყო ორიენტირებული,საშინელი დაძაბულობა იყო ჩვენს შორის.თუმცა რა გასაკვირია.
-მერე არაფერს აპირებ?-ცნობისმოყვარეობა მკლავდა.ვერ გამეგო ამ სიტუაციაში მათგან თავის დაღწევას როგორ აპირებდა.
პასუხი არ გამცა,მობილური ამოიღო და როგორც მივხვდი ჯერემის დაურეკა.თავი ხელებში ჩავრგე,ვერაფრით ვმშვიდდებოდი.რაღაც გეგმა ჩამოაყალიბეს მგონი,სამწუხაროდ არც მომისმენია.ჩემს თავში იმხელა აურზაურია,რომ ასე მგონია მალე ხმამაღლა ფიქრს დავიწყებ.
თავი გაუაზრებლად წამოვწიე,როცა ზეინმა ფარები ჩააქრო და ისედაც ჩაბნელებული მიდამო საერთოდ ჩაშავდა.
-რა ჯანდაბას აკეთებ?!-მივხვდი რის გაკეთებასაც აპირებდა და ეს იდეა საშინლად არ მომეწონა.მათთვის გზის აბნევა უნდოდა და ამისთვის შესანიშნავი საშუალებაც იყო ახლა.
-უბრალოდ ჩუმად იყავი!-თავი არ მოუბრუნებია.
მარჯვნივ მკვეთრად მოუხვია და დაღმართზე დაეშვა.იმის მოლოდინში,რომ სადმე გადავვარდებოდით ან რამეს მივეჯახებოდით თვალები დავხუჭე და ყურებზე ხელები ავიფარე.უკვე მეგონა რომ კოშმარს ვხედავდი სიზმრად,მაგრამ ერთი განსხვავებაა.აქ რომც გამოიღვიძო ამ ყველაფერს თავს ვერ დააღწევ.
იმდენი ემოცია ირეოდა ჩემში,რომ ვერც კი შევნიშნე მანქანა როდის გაჩერდა.რამდენიმე წამი გონზე მოსვლას ვცდილობდი.ხელები ნელა ჩამოვწიე და ზეინს გავხედე.ვერაფერს ვხედავდი,მაგრამ ლანდი მაინც შევნიშნე.ორივე ხელით მიყრდნობილი იყო საჭეს და ხმას არ იღებდა.მთავარია ცოცხლები გადავრჩით..მეშინია კითხვის დასმის და მასთან გამოსაუბრების.ვაღიარებ,მეშინია იმ მომენტის,როცა ყველაფრის განხილვას დავიწყებთ.ამის ჩემი წამოსვლის პირველივე დღიდან მეშინოდა.
-წავიდნენ?-ხმა მიკანკალებდა.
-ჯერემი გაიტყუებს მათ,-რამდენიმე წამში ძრავა კვლავ აამუშავა და გზატკეცილზე გავედით.მანქანა მოატრიალა და ამჯერად საპირისპირო გზით წავედით.ალბათ როგორც ადრე,ახლაც უფრო გრძელი გზით მოგვიწევდა წასვლა.
5 წუთი გავიდა,10,15.ღმერთო,როგორ იწელება ეს დრო.დათრგუნული ვარ და მთელი ეს დრო ვფიქრობ როგორ წამოვიწყო საუბარი.ხო,მე მიწევს პირველს ხმის ამოღება,რადგან როგორც ვხედავ ზეინი ამას დიდი ხანი არც დააპირებს.თავი პატარა დამნაშავე ბავშვი მეგონა,დატუქსულივით ვიჯექი და ზედმეტი მოძრაობების გაკეთებისაც მეშინოდა.
-რამეს არ მეტყვი?-როგორც იქნა გადავაგორე შიში,მაგრამ გონებაში ასჯერ მაინც დავწყევლე საკუთარი თავი.
-შენი აზრით,რამე მაქვს სათქმელი?-ხმადაბლა მომმართა.მაგრამ ბრაზს მაინც ვამჩნევდი მის ხმაში.
-ზეინ,შენ ყველაფერი არასწორად..
-გთხოვ,ნუ მიხსნი!-ყვირილით გამაწყვეტინა.
-არ იცი რა მოხდა!-გაოცებული ვიყავი მისი რეაქციის გამო.
-და შენ არ იცი ამ დღეებში მე რა გადავიტანე! ვდარდობდი შენს გამო და მაინც,მაშინ შენს გადაწყვეტილებას პატივი ვეცი,გაგიშვი.მაგრამ ჯერ საკითხავი ყოფილა თურმე-სახლში,თუ ლუკასთან?-ბოლო სახელი განსაკუთრებით ხმამაღლა დაიყვირა.
-მე იძულებული გავხდი და საერთოდაც,იქნებ მომისმინო?!
-არ ვაპირებ შენს მოსმენას,საერთოდ არ მაინტერესებს რა მოხდა.მაგრამ შენ უფლება არ გქონდა ჩემთვის ის სიტყვები გეთქვა,აგდებით გესაუბრა,თითქოს მე არ მტკივა და არ მანაღვლებს არაფერი! გგონია ამას საერთოდ რამე მიზეზი გაამართლებს? გგონია შეგიძლია როცა მოგინდება მაშინ ისროლო მწარე სიტყვები?-მის მზერას ვგრძნობდი,მაგრამ მეშინოდა კვლავ მისთვის შემეხედა.მის ყოველ ნათქვამ წინადადებაზე ცრემლები მომდიოდა.
-რა იყო,პასუხს ვერ მცემ სქაილინ? ან იქნებ თავი დამნაშავედ იგრძენი?-ირონიულად მომმართა.
-იცი,დიდი ხანია მივხვდი,რომ დამნაშავე ვარ,-არაფრის მთქმელი თვალებით გავხედე და მასთან შედარებით მშვიდი ტონით ვუპასუხე.იმ წამებში მივხვდი როგორი უსუსური ვიყავი მის წინაშე.ძველი ზეინი დაბრუნდა,რომლის თავიდანვე მეშინოდა.
-შენთვის ესეც მიღწევაა,-ბოროტად ჩაიცინა.
-ნუ მესაუბრები ისე,თითქოს მე ეს შეგნებულად გავაკეთე და ჩემი ნებით წავედი ლუკასთან!-ახლა მეც მემატებოდა ბრაზი მის გამო.
-ლუკასთან როცა იდექი იძულებით ყოფნის არაფერი გეტყობოდა.მოგეწონა მასთან ერთად გავლენიან ხალხში?-მისი ბრაზი სწორედ ამ ირონიამ შეცვალა.
-ზეინ ამას როგორ ამბობ,როცა თითონ დაინახე,რომ ჩემს გაუპატიურებას ცდილობდა!-ერთდროულად ბრაზი და გაოცება მომაწვა.გაჩუმდა და გეფიცებით მისი დუმილი უფრო საშინელი იყო.ჯობდა რამე ეთქვა და ჯანდაბას,თუნდაც დავემცირებინე.
-ზეინ..
-შენს ადგილას ხმას არ ამოვიღებდი!-ისევ გზას გაჰყურებდა.
-დაკმაყოფილდი?-აცრემლებული თვალებით ვუყურებდი.
-რითი?
-ჩემთან ჩხუბით.
-რავიცი,ჯერ ვერ გეტყვი ზუსტ პასუხს,-სიცილით ჩაილაპარაკა.
-თუ პირში მეუბნები ყველაფერს მაშინ იქნებ ისიც მითხრა,რატომ წამომიყვანე? შეგეძლო საკუთარი სიამაყის გამო დაგეტოვებინე და ჩემზე ხელი ჩაგექნია!-გაბრაზებულმა რაც გონებაში მომაფიქრდა ყველაფერი ვთქვი.
-გეთანხმები,შემეძლო.მაგრამ მაგ შეშლილთან არ დაგტოვე როგორც ხედავ.შენ რა,კიდევ უკმაყოფილო ხარ?-თვალებდაწვრილებულმა გამომხედა.
-რატომ წამომიყვანე?-მისი შეკითხვა დავაიგნორე.
-დავიღალე უკვე შენი შეკითხვებით,ვალდებული არ ვარ გპასუხო!-სიჩქარეს მოუმატა.
-მიპასუხე!-დავუყვირე.
-სქაილინ,მოკეტე!-ჩემი ხმა საბოლოოდ გადაფარა და გიჟივით გამომხედა.
რამდენიმე წუთში ჯერემის სახლთან გავჩერდით,ბიჭები უკვე შიგნით იყვნენ,როგორც ჩანს.მანქანიდან სწრაფად გადმოვედით და სახლში შევედით.
-ადი და გამოიცვალე ტანსაცმელი!-ზედ არც შემომხედა ისე მიბრძანა.მის ხმაზე ყველა მისაღებში გამოვიდა.თითოეულის სახეს რომ დავკვირვებოდი ვიცოდი გული საშინლად მეტკინებოდა.სანამ სიტუაცია არ გაირკვევა ბოლომდე არ ვიცი რა მეშველება.
-ზეინ!-მომთხოვნი ტონით დავუყვირე,მაგრამ რა აზრი.
-სწრაფად!-თვალებიდან ნაპერწკლებს ისვრიდა-მია,ტანსაცმელი მიეცი,გთხოვ,-მშვიდად მიმართა.მანაც თავი დაუქნიე,ხელი ჩამკიდა და ორივე მეორე სართულზე ავედით.ხმას არ მცემდა ისიც,ნუთუ ყველამ პირი შეკრა ჩემს საწინააღმდეგოდ.
საკუთარი ტანსაცმელი მომცა,ახალი,რომელიც არცერთხელ ეცვა.საბედნიეროდ ჩემი ზომა აღმოჩნდა.
-არც შენ დამელაპარაკები?-ლამის დავიჩურჩულე.
შემომხედა,გამიღიმა.გულზე მომეშვა,როცა ჩემსკენ წამოვიდა და მომეხვია.
-არ ვაპირებ შენს დატუქსვას,რადგან არც ვიცი რა მოხდა,-თბილად მომმართა-არ მომიყვები?
-ზეინს კი ჰგონია,რომ ჩემი ნებით წავედი ლუკასთან და არც მაძლევს საშუალებას სიმართლე ვუთხრა,-საწოლზე უღონოდ დავეშვი.
-მიდი,მე მომიყევი,-გვერდზე მომიჯდა.
-მე იძულებული გავხდი.დამემუქრა,რომ თუ არ წავიდოდი..
-აღარ გამოდიხარ,რამდენ დროს მაკარგვინებ!-შეღებულ კარებში ზეინი შემოვიდა.
-მოვდივარ,-მზერა სწრაფად ავარიდე.
-ახლავე!-მისი ხმა მკვახედ გაისმა ოთახში.
სხვა შემთხვევაში შევეპასუხებოდი,მაგრამ ახლა ამის ძალა მართლა არ შემწევდა.ფეხზე წამოვდექი დამჯერი ბავშვივით და დერეფანში გამოვედი.სწრაფად ჩავირბინეთ კიბეები და ისევ მანქანაში დავიკავეთ ადგილები.ამჯერად უკვე გაჩუმება ვამჯობინე,მასაც სწორედ ეს სჭირდებოდა.გაცეცხლებული იყო,ჯობია მის დამშვიდებას დაველოდო პირველ რიგში.
ნახევარ საათში დიდი სახლის წინ გააჩერა მანქანა.აქაურობა ნამდვილად არ მეცნობოდა,ამიტომ ზეინს გავყევი უკან.კარები დაკაკუნების მერე დაახლოებით 50 წლის ქალმა გააღო.
-ზეინ!-აღტაცებით წამოიძახა მისი სახელი და გადაეხვია-ჩემო პატარა,რამდენი ხანია არ მინახიხარ!-გულში იხუტებდა.გული გამითბა მათ შეხვედრაზე,ჩემდაუნებურად გამეღიმა.
-ქეით,როგორ მომენატრე,-ასეთი თბილი ზეინი დღეს რატომღაც ძალიან გამიკვირდა.თუმცა რა არის აქ გასაკვირი,ჩემზეა მარტო ასე საშინლად გაბრაზებული.
-მოდი,შემოდი კარებში რატომ დგახარ,-ზეინი შეიპატიჟა და მერე შემამჩნია მეც-ეს ვინ არის?-გაეღიმა.
-ეს სქაილინია,მძებლად მყავს აყვანილი,-უხასიათოდ უთხრა.მძევლად? რატომღაც გულზე მომხვდა ეს სიტყვა,უფრო მეუცხოვა.არადა სრული ჭეშმარიტებაა.
-ოუ,არადა თავიდან ასე არ ჩანდა,-სახე შეეცვალა ქეითს,მანიშნა შემოდიო.
-როგორი დაღლილები ხართ.ივახშმეთ უკვე? თუ გინდათ ახლავე მოგიმზადებთ რამეს უცებ,-ოჰო,როგორი ენერგიული ქალი ჩანს.ნეტავ ვინაა.
-არ გინდა ქეით არაფერი.მხოლოდ ოთახები მოგვიმზადე.რაღაც პრობლემებია და რამდენიმე დღით აქ რომ დავრჩეთ ხომ შეიძლება?
-რატომ მეკითხები მაგას,რა თქმა უნდა.რამდენი ხანიც გინდათ დარჩით!-გაუღიმა.მე ცოტა მოშორებით ვიდექი და ხმას ვერც ვიღებდი,ან რა უნდა მეთქვა.
-კარგი,მაშინ მე ბარემ ავალ,მახსოვს ჩემი ოთახი რომელიც იყო ხოლმე.ძალიან მეძინება,თან დაღლილი ვარ.ისედაც ზედმეტად დავიხარჯე ერთი ადამიანის გამო,-გაუღიმა და მალევე აუყვა კიბეებს.
„ისედაც ზედმეტად დავიხარჯე ერთი ადამიანის გამო"? ვხედავ კარგი დღეები არ მელის წინ.