უკვე 4 დღე გავიდა რაც ქეითთან ვართ.შეიძლება ითქვას ლუკასს ვემალებოდით,თუმცა მათ მგონი წარმოდგენაც არ აქვთ რომ აქ შეიძლება ვიყოთ.ამის მიუხედავად მე მაინც ვნერვიულობდი,ისინი ზეინს აღარ დაინდობენ და ტრაგედია რომ დატრიალდეს საკუთარ თავს ამას ვერასოდეს ვაპატიებ.ზეინი სულ მაიგნორებს,თითქოს მე იქ საერთოდ არც ვარ.არ მელაპარაკება და ეს ჭკუიდან მშლის.პირველი ორი დღე სანამ ქეითიც ჩვენთან ერთად იყო მასთან მაინც ვურთიერთობდი.ამასთან,ყველაფერი გავარკვიე,ჯერემის დედაა და ამიტომ აქვთ მას და ზეინს ასეთი ახლო ურთიერთობა.მან ყველაფერი გაიგო და მაიმედებდა კიდეც,სიბრაზე მალე გადაუვლის და ურთიერთობა დაგილაგდებათო,მაგრამ ზეინის ქცევები საპირისპიროს ამბობდნენ.ის იმას იღებდა რაც უნდოდა-ცდილობდა ამ ყველაფრით ჩემთვის გული ეტკინა,ისევე როგორც მე ვატკინე.მისი ეს გეგმა წარმატებით მიდიოდა,უკვე ვიტანჯებოდი,მინდოდა დამლაპარაკებოდა ან უბრალოდ მომსალმებოდა მაინც.ორი დღის მერე,როცა ქეითი წავიდა,მისი ხმა უკვე აღარც გამიგია.ან რას გავიგებდი,არც გუშინ იყო სახლში და არც გუშინწინ.ვნერვიულობდი,რომ გადიოდა.მეშინოდა,რომ ლუკასი ჩაუსაფრდებოდა სადმე და რამე საშინელება მოხდებოდა.მინდოდა გამეფრთხილებინა,მაგრამ ამის საშუალებასაც არ მაძლევდა.თავს მარიდებდა,თითქოს მე იმ ოთახში არ ვიყავი სადაც ის იყო.დილიდან სადღაც მიდიოდა და არც ამბობდა სად მიდიოდა ან რატომ.სამაგიეროდ გვიან ღამით მოდიოდა.მის გამო არც მეძინა,ველოდებოდი როდის მოვიდოდა და როცა დავრწმუნდებოდი,რომ უვნებელია მხოლოდ შემდეგ ამოვისუნთქებდი ხოლმე შვებით.ქეითმა მითხრა,ჩემს დასთან მივდივარ ლონდონშიო და დაახლოებით 3-4 დღეში დავბრუნდებიო.ახლა კი ნამდვილი კოშმარი დამეწყო.სულ მარტო ვიყავი.
გათენდა და თვალები გავახილე,მაშინვე ვიგრძენი როგორი გამოუძინებელი ვიყავი.შუაღამემდე ზეინს ველოდებოდი,შემდეგ გავიგე,რომ მოვიდა და მთელი ღამე ახველებდა.მგონი თითონაც გათენება მოუწია,მხოლოდ გამთენიისას გავიგე,რომ გაჩუმდა.