17

275 19 0
                                    

თვალები კიდევ ერთხელ დავხუჭე,რადგან ქარმა ძლიერად მოუბერა და თან ზღვის მარილიანი წვეთებიც გამოიყოლა.გამთენიისას მოვედი აქ ფეხით და იმის მერე ვზივარ მარტო,ვუყურებ აღელვებულ ტალღებს.მინდა,რომ დრო გაიწელოს და არ დაღამდეს,მაგრამ ეს შეუძლებელია.გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს,უბრალოდ ახლა შიშს ვგრძნობ.არ ვიცი სწორად ვიქცევი თუ არა,მაგრამ ზეინისთვის ასე აჯობებს.თუნდაც რომ დაველოდოთ და პირველებმა ჩვენ შევუტიოთ არ მაწყობს.არ მინდა,რომ ზეინმა ყველაფრის და მიუხედავად მათ სისხლში დაისვაროს ხელები.მას არაფერს ვეტყვი,ღამე კი უბრალოდ წავალ,დავტოვებ.ვიცი,გული ეტკინება და შეიძლება არც არასოდეს მაპატიოს ეს საქციელი,მაგრამ მე ყველაფერი მისი კეთილდღეობისთვის მინდა.ხანდახან რომ ვუფიქრდები სად ვარ და რას ვაკეთებ მიჭირს დაჯერება.წესით ქორწილისთვის უნდა ვემზადებოდე,მე კი ზეინის გამო თავს საფრთხეში ვიგდებ.ალბათ უნდა მძულდეს,მეზიზღებოდეს,მაგრამ ესეც არ შემიძლია.მან სცადა ჩემი მოკვლა ერთხელ და მაინც,მე მასში ვიპოვე ის პატარა ნაპერწკალი,რომელიც ახლა არ მიშვებს.იმასაც ვხვდები როგორ ვარ მასზე დამოკიდებული.გავიქცეოდი და ზეინს დავტოვებდი,რომ ვიცოდე,რომ მას არაფერს დაუშავებენ.მაგრამ ყველაფერი ასე ადვილი არაა.ისიც ვიფიქრე ჯერემის და დანარჩენებს ხომ არ ვუთხრა-თქო ჩუმად,მაგრამ გავაქრე უბრალოდ ეს აზრი.დაპირისპირება უფრო ფართო სახეს მიიღებს და ამით ყველა საფრთხეში იქნება.ჩემს გამო პანიკას ვერ ავტეხ.თუ ვინმეს მოკვლა გახდება საჭირო,მირჩევნია ეს მე ვიყო.1 ადამიანის მსხვერპლი ჯობია ამდენი ადამიანის სიკვდილს.სწორედ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება: მე წავალ,სამუდამოდ დავემშვიდობები ზეინს და მის ცხოვრებაში აღარც გამოვჩნდები.ის თავის უდანაშაულობას დაამტკიცებს,ვიცი,რომ შეძლებს.თუმცა ჩემთვის ის უფრო მნიშვნელოვანია,რომ ლუკასი და მისი ხალხი თავს დაანებებენ,ბოლოს და ბოლოს ამოასუნთქებენ.მის მოკვლასაც აღარ შეეცდებიან.
ფეხები მოვკეცე და მოსაცმელი უფრო მჭიდროდ მოვიხვიე,შემცივდა.კენჭებით დავიწყე თამაში.ლურჯ ღრუბლებში ალაგ-ალაგ ჩანდა მზის სხივები და შორს,ჰორიზონტისკენ,ზღვის პატარა ნაწილებს ანათებდა.
-ვიცოდი,რომ აქ იქნებოდი,-უკნიდან ზეინის ხმა მომესმა.რატომღაც არ შემშინებია,ალბათ იმიტომ,რომ ზღვაც სწორედ მაშინ ახმაურდა.პასუხი არ გამიცია,მხოლოდ ის მინდოდა,რომ არ ავტირებულიყავი ხელახლა.ასე საშინლად თავი ჯერ არ მიგრძვნია,თვალებშიც კი ვერ ვუყურებდი.მე ხომ მას პირნათლად ვატყუებდი და ეს მტანჯავდა.
-სქაილინ,-მომმართა.ალბათ იფიქრა,რომ მისი ხმა ვერ გავიგე.
-ვერ დავიძინე ღამე და წამოვედი.შენი გაღვიძება არ მინდოდა,ამიტომ აღარ გითხარი,-მისთვის არც კი შემიხედავს,არადა ეს საშინლად მინდოდა.ხმა მიკანკალებდა,მაგრამ შევეცადე მტკიცედ მეთქვა ყველაფერი.
-რამე გაწუხებს?-გვერდით დამიჯდა.მის მზერას ვგრძნობდი,მაგრამ თავს ძალას ვატანდი და უბრალოდ წინ ვიყურებოდი.
-არა საერთოდ,-ცივად ვუთხარი.როგორ მიჭირდა მასთან ასე საუბარი,თითქოს არაფერი ხდება და ის უბრალოდ მაღიზიანებს.
-აბა რა გჭირს? ჩემი წასვლის მერე რამე მოხდა?
ჯანდაბა,ჯანდაბა,ჯანდაბა!
-არა,რა უნდა მომხდარიყო,-როგორც იქნა გავბედე და შევხედე,მაგრამ ვიგრძენი რაღაც აუტანელი ტკივილი გულის არეში და მზერა სწრაფად ავარიდე.
-მაშინ ამიხსენი თავს რატომ მარიდებ,-ბრაზდებოდა.
-თავს არ გარიდებ,-მაშინვე შევეწინააღმდეგე.
-სქაილინ..,-ისეთი ხმა ჰქონდა,რომ მივხვდი რასაც გულისხმობდა-"რატომ მატყუებ,ისევ".
-არ შეიძლება,რომ მეც ვიყო ერთხელ ცუდ ხასიათზე?-გაბრაზებულმა გავხედე.
-მიზეზი?-მაინც არ მეშვებოდა.
-ეს ყველაფერი,-ცოტაღა მაკლდა ცრემლების წამოსვლამდე.
-რა?-გამომეტყველება შეეცვალა,გაბრაზებამაც კი გადაუარა.
-დავიღალე,-ცრემლების დასაფარად გვერძე გავიხედე,მაგრამ სახე სწრაფად მომატრიალებინა.
-რისგან,-კბილებში გამოსცრა.
-ამ ყველაფრისგან,-სველი ბურთულები მაინც გადმოგორდნენ თვალებიდან.
-დააკონკრეტე!-მისი ნათქვამი ბრძანებას ჰგავდა.
თვალებში ვუყურებდი და ყველაზე დიდ სიცრუეს ვეუბნებოდი.ცრემლების ნაკადი გადმომცვივდა თვალებიდან,ძალა მოვიკრიბე როგორღაც და გადავდგი ეს ნაბიჯიც.
-შენთან ცხოვრებამ დამღალა,-უემოციოდ ვუთხარი.სახეზე უზომოდ დიდი იმედგაცრუება დაეტყო,წარბები შეკრა,ბაგეები გაეხსნა.ჩემი თავი უკვე მძულდა ამ ყველაფრის გამო.
-დავიღალე ამ ერთფეროვნებით,შიშში ცხოვრებით.შენ რომ მოგკლან,მეც არანაკლები მელის.ეს სისხლის ღვრა,მკვლელობები-ამის ატანა არ შემიძლია!-ხმას ავუწიე.მის სახეს,რომ დავაკვირდი შემდეგ გავიაზრე რა წამოვროშე.მაგრამ ეს საჭირო იყო.ვიცი ახლა რასაც გრძნობს-სიცარიელეს,რომელიც საბოლოოდ თავს უსარგებლოს გაგრძნობინებს.იმედგაცრუება სწორედ ყველაზე ძლიერი გრძნობაა,ხვდები,რომ ყველაფერი თავზე გენგრევა და ძნელია ამ ნანგრევებიდან შემდეგ გამოღწევა.
-ვიცოდი ამას ერთხელაც იტყოდი,არ გამტყუნებ,-ჩუმად მითხრა თავდახრილმა,ვერ შემომხედა.ღმერთო,როგორ შემძულდა იმ წუთებში საკუთარი თავი.ის ამას არ იმსახურებს ჩემგან,მე კი სხვა გზა არ მაქვს.უნდა ვუთხრა ყველაფერი მწარე,რომ ჩემს მოძებნას აღარც შეეცადოს.
ფეხზე წამოვდექი და გამოვბრუნდი,მას არც ველოდებოდი.
-სად მიდიხარ?-მკითხა,სანამ გავცდებოდი.
-უკან,-არც გავხედე ისე ვუპასუხე.
-სად?-სულელი,იფიქრა ლონდონში ვბრუნდებოდი.
-შენთან სახლში და გთხოვ,არ გამომყვე!-მივუბრუნდი.ჩამქრალი თვალებით შემომხედა,ემოცია არ ეტყობოდა.გაბრუნდა,ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ჰორიზონტს დაუწყო ყურება.აღარ დავაყოვნე და მეც გზა გავაგრძელე.ყოველ წამს უკან ვიყურებოდი,არ იმჩნევს,მაგრამ ვიცი,რომ გაგიჟებასაა.ასე გამწარებული რომ დავტოვე მეშინია,რამე სისულელე არ ჩაიდინოს.უკვე წერტილივით ჩანდა,გაუნძრევლად იდგა.ბოლოს კი მისი ღრიალი მომესმა,მთელი გრძნობები მხოლოდ ამ გამაყრუებელ ხმაურს ჩააქსოვა.ვერ გავბედე შემეხედა,მეშინოდა რომ გადავიფიქრებდი ყველაფერს,გავიქცეოდი და ჩევეხუტებოდი.ვიტირებდი და მოვუყვებოდი სიმართლეს.არა ეს არ უნდა მოხდეს!
ხეს მივეყუდე და ჩავიკეცე,ხმამაღლა ვტიროდი.ამ დღეებში განსაკუთრებით,ცრემლები ჩემი მუდმივი მეგობრები გახდნენ.ყველაფერს ერთად ვგრძნობდი,ბრაზსაც და ტკივილსაც,სიამაყესაც და სინანულსაც.დამუშტულ ხელებს გამხმარ ხეს ვურტყავდი,ქუთუთოებს ერთმანეთს მაგრად ვაჭერდი,მაგრამ არა,მე მაინც ამ საშინელ რეალობაში ვიყავი.თითქოს ჩემი ნება-სურვილით ვვარდები გაშავებულ უფსკრულში..
***
სახლში როგორც კი მივედი ცოტა ვჭამე,შემდეგ ოთახში ავედი და ჩავიკეტე.უბრალოდ ველოდებოდი როდის დაღამდებოდა.ცრემლები მოვიწმინდე და საკუთარ თავს ვუბრძანე რომ შემეწყვიტა ტირილი.თითქოს გაჭრა,მაგრამ ძალიან დიდი ნებისყოფა დამჭირდა ამისთვის.ზეინის მოსვლის ხმაც გავიგე,თუმცა აქ არ ამოსულა,ალბათ ისიც თავის ოთახშია.მეშინია რომ გამოველაპარაკო,არ ვიცი როგორ ხასიათზეა.სიმართლე რომ გაიგოს არც ეგ ვიცი რა რეაქცია ექნება,მაგრამ არ გავამტყუნებ.
მოსაღამოვდა.9,10 საათი გახდა.ავნერვიულდი.11 საათზე უკვე ვერ ვისვენებდი,ოთახში ბოლთას ვცემდი,მაკანკალებდა.იმას არ ვფიქრობდი ლუკასთან რა მომელოდა,ის მაღელვებდა აქედან ისე როგორ წავსულიყავი,რომ ყველაფერი დამაჯერებელი ყოფილიყო.ზეინის კიდევ უფრო გამწარება მომიწევდა,იმ "მწარე რეალობის" თქმა კიდევ ერთხელ,რაც გამოვიგონე.ერთადერთი,რაც მისგან მქონდა ყელსაბამი იყო,რომელიც მაჩუქა.მაისურის ქვეშ დავმალე ლურჯი კულონი,მის სამახსოვროდ მინდოდა რომ ეს მაინც დამრჩენოდა.
23:10 წუთი როგორც კი გახდა ოთახიდან გამოვედი.დერეფანი ჩაბნელებული იყო,მაგრამ პირველი სართულიდან შუქი ჩანდა.ესეიგი ზეინიც იქაა.ხელები მოვმუშტე,ღრმად ჩავისუნთქე და კიბეებზე ჩავედი.ოთახებში სულ პაპიროსის სუნი იდგა,მაგიდაზე სასმელი და ჭიქები ელაგა.
-მე მივდივარ,-ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი,ისე რომ მისთვის არც შემიხედავს.სამზარეულოში იდგა და ფანჯარას გაჰყურებდა.
-სად,-უხეშად მომაძახა.
-ლონდონში,-გავხედე.წარბები შეეკრა,ყბა დაეჭიმა.გაბრაზებული იყო,ან რატომ არ იქნებოდა.სწრაფად წამოვიდა ჩემი მიმართულებით.
-რატომ აკეთებ ამას? შენ მე სულ სხვა რამეს შემპირდი! აქ საქმე არაა დახმარებაზე,შენ მითხარი რომ ჩემს გვერდით იქნებოდი! სულელი არ ვარ,რაღაც მოხდა და არ მეუბნები!-პირისპირ დამიდგა და გაბრაზებულმა მომაყარა.არც ვიცოდი უნდა მეპასუხა ის,რასაც ვაპირებდი.მაგრამ ნაბიჯი მაინც გადავდგი.
-არაფერი არ მოხდა და ხო,გადაწყვეტილება შევიცვალე! როდემდე უნდა ვიყო აქ,როდემდე გელოდო სანამ შენს სიმართლეს დაამტკიცებ? მე ასეთ ცხოვრებას არ ვარ მიჩვეული,შენთან ყოფნა არ მინდა,არა!-დავუყვირე.მისი თვალები არასოდეს დამავიწყდება,ტკივილს ვხედავდი მათში და კვლავ იმედგაცრუებას.
-სხვა რომ იყო გეფიცები მოგკლავდი მაგ სიტყვებისთვის და კიდევ იმ ტკივილისთვის,რომელიც დღეს მომაყენე.მაგრამ სამწუხაროდ შენ ხარ და ეს არ შემიძლია,-კბილებში გამოსცრა.ჟრუანტელმა დამიარა,არ ვიცი შემეშინდა,თუ მისმა სიტყვებმა რაღაცის იმედი მომცა.
-შენ მითხარი,რომ თუ წასვლა მომენდომებოდა ამის უფლება მექნებოდა კიდეც! ხოდა მე მივდივარ და ძალიან გთხოვ,არც გამომყვე,არც მომძებნო.არაფერი მჭირდება,როგორმე ჩემით ჩავაღწევ ლონდონამდე,-ხმამაღალი ტონით ვუთხარი და გამოვბრუნდი,მაგრამ მკლავში ჩამავლო ხელი და სწრაფად მომაბრუნა.მის სხეულს მივეჯახე,სახეები ძალიან ახლოს იყო.მზერა ავტომატიურად ტუჩებზე გადავიტანე.
-ახლა მითხარი,რომ ჩემთან ყოფნა მართლა არ გინდა და გაგიშვებ,-თვალებში შემომხედა.არა,ვერ შევძლებ.ასე უნამუსოდ როგორ მოვატყუო,ჯანდაბა.დაჟინებით მიყურებდა და ჩემს პასუხს ელოდა.გული გამალებით მიცემდა,ყველაზე მეტად ტყუილს ვერ ვიტან და ამის გაკეთება მიწევდა ზუსტად.თავი დავხარე,ლამის გადავიფიქრე ყველაფერი.
-არა,შემომხედე და ისე მიპასუხე!-ხელი ნიკაპზე მომკიდა და მაიძულა მისთვის შემეხედა.
-არ მინდა შენთან ყოფნა,-თითოეული სიტყვა დავუმარცვლე.ამდენი გამბედაობა საიდან მქონდა არ ვიცი,მაგრამ ფაქტია,მე მას სამუდამოდ ვატკინე გული.ისევე,როგორც საკუთარ თავს.
-წადი,-ხელი გამიშვა  და უკან დაიხია.ერთ ადგილას ვიდექი,ვერ ვიძვროდი.ემოციები ირეოდა,ვერაფრით დამიჯერებინა,რომ მოვატყუე.
-წადი-თქო!-დამიყვირა.აღარ დავაყოვნე და წამოვედი,კარები ხმაურით გამოვიხურე.ცრემლები წამომივიდა თვალებიდან,მაგრამ ახლა არა.არ უნდა გავაფუჭო ყველაფერი.მართალია ირგვლივ სულ ბნელოდა,მაგრამ მაინც წინ წავედი,ტყის მიმართულებით.თან უკან ვიყურებოდი,ზეინთან მიმიწევდა ისევ გული.ერთადერთი,შუქი მხოლოდ მისაღებში ენთო,ბოლოს კი ისიც ჩაქრა ჩემს პატარა იმედთან ერთად.
დაახლოებით 15 წუთი დამჭირდა დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად.სიბნელეში სიარულის ყოველთვის მეშინოდა,მაგრამ მაშინ მხოლოდ ზეინზე ვფიქრობდი,მისი სახე მედგა თვალწინ და ცრემლები თავისით მომდიოდა.მოგვიანებით შავი ჯიპი შევნიშნე ტყესთან გზატკეცილზე და მაშინვე მოვიწმინდე ცრემლები.მტკიცედ მივაბიჯებდი მათკენ.
-მომილოცავს! სწორი გადაწყვეტილება მიიღე,-ისევ იმან მომმართა,გუშინ ვინც მესტუმრა.პასუხი არ გამიცია,უბრალოდ ვუყურებდი.
-ზაკ,-ერთ-ერთ უკან მდგომს მიმართა და წინა კარები გამიღო.მეც უთქმელად ჩავჯექი,ნელ-ნელა ბედს ვეგუებოდი.ყველამ ადგილები დაიკავა და გზას გავუყევით.ყველანაირად ვცდილობდი არ მეტირა,უნდა დამენახებინა ჩემი სიამაყე,მაგრამ ვაღიარებ ცოტათი მეშინოდა.შეშლილთან მივდიოდი ჩემი ნებით,მაგრამ მთავარი მიზეზი ხომ ზეინია.
როგორც იქნა მივედით.კვლავ აქ ვიყავი,ამ უზარმაზარ სასახლეში.კარები ისევ გამიღეს და გზა დამითმეს.ნელი ნაბიჯით გავეშურეთ შესასვლელისკენ,ვიგრძენი გულისხემა როგორ გამიხშირდა.ზარი დარეკეს და კარებიც ვიღაც ქალმა გაღო,მოახლემ.მის გასწვრივ კი ლუკასიც ჩანდა.
-მოგესალმები კიდევ ერთხელ,სქაილინ,-გამიღიმა და ჩემსკენ წამოვიდა-მიხარია,რომ ბოლოს მაინც მე ამირჩიე,-სიამაყით განაცხადა.ღმერთო,ზიზღის შეგრძნება კიდევ ერთხელ გამიჩნდა.ვუბღვერდი,გაბრაზება ყოველ წამს უფრო მატულობდა.
-მომისმინე,მე აქ მხოლოდ ზეინის გამო ვარ და არა შენს გამო.ძალიან გთხოვ,რომ ეს კარგად დაიმახსოვრო,-თავაზიანად,მაგრამ უხეშად მივმართე და თავი ავწიე.არც ვაპირებდი მისთვის ქედის მოხრას.არცერთს ვაფიქრებინებ,რომ მათ უკვე დამიმორჩილეს!

AwakingWhere stories live. Discover now