გადავწყვიტეთ ზღვაზე წავსულიყავით.მე კი დავიწუწუნე,რომ საცურაო კოსტუმი არ მქონდა,მაგრამ ზეინმა ბოლოს მაინც დამითანხმა.საჭირო ნივთებს მალე მოვუყარეთ თავი და მანქანაში ჩავჯექით.დაახლოებით 1 საათში უკვე მისულები ვიყავით სანაპიროსთან.ღრუბლები მზეს გამოჩენის საშუალებას არ აძლევდნენ,მაგრამ ჰაერი მაინც საკმაოდ თბილი იყო.მანქანიდან სწრაფად გადმოვედით და წინ გავიქეცით.
-ვინ შევარდება პირველი წყალში აბა,-წარბები ეშმაკურად აათამაშა,თან შარვალს იხდიდა.
-რა პრობლემაა,-მაისური გადავიძრე და მისი ნაჩუქარი ყელსაბამის მოხსნაც მინდოდა,მაგრამ შემაჩერა.
-არა,ეს დაიტოვე,-გამიღიმა.
-კარგი,-გაკვირვებულმა თავი დავუქნიე.
ჩემდა გასაკვირად მაინც ერთდროულად გავიქეცით წყლისკენ.დამაჟრიალა,წყალი ცივი მომეჩვენა თავიდან,ამიტომ ეგრევე ჩავყვინთე და როდესაც მთელ სხეულზე სიგრილემ დამიარა პირიქით,მესიამოვნა.ცურვა გავაგრძელე და რამდენიმე წამში ზეინს ვეძებდი წყლის ზემოდან.მისი ხელები მუცელზე ვიგრძენი,მივბრუნდი და თაფლისფერ თვალებს კიდევ ერთხელ შევხედე.უფრო მჭიდროდ მიმიკრა და მეც ფეხები წელზე შემოვხვიე.დავიხარე,ნაზად ვაკოცე.
-მარილიანი ტუჩები გაქვს,-გამეცინა.
-მოემზადე.
-რა?
-სუნთქვა შეიკავე,-უცბად ჩაყვინთა და მეც ჩამიყოლა.კიდევ კარგი მისი ნათქვამის შესრულება მოვასწარი.თვალები ნელა გავახილე,მისი ხელები ჯერ კიდევ წელზე მქონდა შემოხვეული.სახე ახლოს მოიტანა და ჩვენი ტუჩები კვლავ შეაერთა.წყლის ქვეშ უფრო ლამაზი შეგრძნება იყო,მაგრამ სუნთქვის ამდენი ხანი შეკავება გამიჭირდა.მალე ამოვცურეთ,ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე.ჩემგან განსხვავებით ის ძალიან მშვიდად სუნთქავდა.გაეცინა,ხელი კისერზე მოვკიდე და ჩემსკენ მოვქაჩე.არ დააყოვნა და მაკოცა.ენა ქვედა ტუჩზე გადამისვა,ამოვიკვნესე და მეორე ხელი თმებში წავავლე.ყურის ქვეშ ვიგრძენი კოცნა,თვალები დამეხუჭა სიამოვნებისგან.
წყალი სასიამოვნოდ თბილი იყო და ამოსვლა არცერთს გვინდოდა.ბოლოს კი მაინც ზეინმა მომკიდა მუხლების ქვეშ ხელები და სანაპიროსკენ წავედით ისევ.გამთბარ ქვებზე ჩამოვჯექით,შემდეგ კი გადავწექით.თავი გულზე დავადე და მის გულისცემას ვუსმენდი.ორივე ჩუმად ვიყავით,ზღვის ტალღების ხმაურით ვტკბებოდით.ჩემი ყურადღება მისმა ტატუებმა მიიპყრო.
-მეც მინდა ტატუ,-დაუფიქრებლად ვუთხარი და გავაგრძელე ხელზე მისი ტატუების დათვალიერება.
-სერიოზულად?-მის ხმაში გაკვირვება შევნიშნე.
-ხო,-თავი ოდნავ წამოვწიე და სახეზე შევხედე.გამიღიმა,ხელით ლოყაზე მომეფერა.
-შენი ბავშვური კანი არ მინდა რომ ამით გააფუჭო,-ხმადაბლა ჩაილაპარაკა.
-დიდი არც მინდა,რამე პატარა და უბრალო,-დავიბუზღუნე.მემგონი მისი დათანხმება არ გამიჭირდებოდა.
-და რა გინდა?-პროგრესი მიმდინარეობს სასიხარულოდ.
-ერთი წუთით,-მზერა კვლავ მის ტატუებზე გადავიტანე.ვიგრძენი როგორ ჩაიცინა.
-ჩემნაირი უნდა გაიკეთო?-თითქოს გაუხარდაო.
-კი,სიმბოლურად,-თვალი თვალში გავუყარე და გავიაზრე,რომ რამდენიმე წამის წინ ის უკვე დავითანხმე.
თითებით მის ყოველ ტატუს ვეხებოდი და ვათვალიერებდი.ზეინი კი ჩუმად იცინოდა.პროცესს სპეციალურად ვწელავდი,ვიცოდი სიამოვნებდა.
საბოლოოდ ჩემი არჩევანი მის მარჯვენა ხელზე,მაჯასთან მდებარე პატარა ჩიტის ტატუზე შევაჩერე.
-აი ეს,-ბავშვურად წამოვიძახე.
შევახედე რომელ ტატუსაც ვგულისხმობდი,მის სახეზე გულწრფელი ღიმილი გამოისახა.
-კარგი არჩევანია,შენთვის,-შემომხედა-სად გინდა?
დავფიქრდი და გამახსენდა,რომ ყოველთვის მინდოდა პატარა ტატუ გამეკეთებინა მარცხენა ხელის არათითზე,შიგნითა მხრიდან.მაშინვე მივუთითე და ავუხსენი ეს.
-მე არ მინდა,რომ ტატუ გაიკეთო.მაგრამ შენს სურვილს ვერ შევეწინააღმდეგები,-ტუჩებზე მსუბუქად მაკოცა.ღიმილით თავი დავუქნიე და მადლობა გადავუხადე.ჩემს ძველ პოზიციას დავუბრუნდი და თვალები ცოტახნით დავხუჭე.ხელი წელზე მომხვია და უფრო მჭიდროდ მიმიკრო.
ვგრძნობდი მეძინებოდა,მაგრამ ყოველ წუთას მაინც თვალებს ვახელდი.ცოტახანში ზეინს ავხედე,მას უკვე გათიშულს ჩასძინებოდა.მისი შემოხვეული ხელი ფრთხილად მოვიშორე,რომ არ გამეღვიძებინა.გონებაში მშვენიერმა იდეამ გამირბინა.ვიცოდი მომხვდებოდა ამისთვის,მაგრამ უკან მაინც არ დავიხიე.მისი წამოღებული პატარა წყლის ბოთლი ავიღე,თავსაფარი მოვხსენი და სახეზე შევასხი.მოულოდნელობისგან მაშინვე ხმამაღლა შეისუნთქა ჰაერი და წამოჯდა.მისი სახის დანახვაზე სიცილი ამიტყდა,თავს ვერ ვიკავებდი.უკან გადავდგი ნაბიჯები,როგორც ჩანს ღრმა ძილში იყო.ზემოთ ამომხედა და მისი მზერიდან ამოვიკითხე-ეს არ უნდა გაგეკეთებინა.
სწრაფად წამოდგა ფეხზე და უკან გამომეკიდა,როგორც კი გავიქეცი.ვიცოდი ვერ გავასწრებდი,მაგრამ მაინც გავრბოდი ყალღების ჰორიზონტალურად.დიდი დრო არც დასჭირვებია,დამიჭირა და მხარზე გადამიკიდა.
-ჩაგაგდო ახლა წყალში?-სიცილით მკითხა.
-არა,-მეც სიცილით ვუპასუხე.
-რაღაც ვერ გავიგე..ანუ ჩაგაგდო?-ოდნავ დაიხარა.
-არა,გთხოვ,-ნამდვილად არ მინდოდა ხელახლა დასველება.
-კარგი,რა პრობლემაა ჩაგაგდებ.
-ზეინ არა,გთხოვ,ზეინ!-უკვე მართლა შემეშინდა.
ფრთხილად ჩამომწია და ამჯერად ფეხები მის წელზე შემომახვევინა.
-შენი აზრით მართლა გავაკეთებდი ამას?-სერიოზული სახით შემომხედა.
თვალებში ვერ ვუყურებდი,თავი ჩავხარე დამნაშავე ბავშვივით.
-შემომხედე,-მისი ნათქვამი ბრძანებას ჰგავდა,მაგრამ ხელით ნაზად შემეხო ნიკაპზე და მაიძულა მის მზერას შევხვედროდი.
-დაიმახსოვრე,არასოდეს გაგიკეთებ რამეს შენი ნების საწინააღმდეგოდ,-მის სახეზე ნანატრი ღიმილი დავლანდე.დავიხარე და ჩვენი ბაგეები კვლავ შევაერთე.გავიგე,რომ ძლიერი ტალღა წამოვიდა ჩვენსკენ.
-ზეინ!-კოცნა გავწყვიტე და შეშინებული სწრაფად ჩავეხუტე.
ის კი იცინოდა და ხელებით მჭიდროდ მიჭერდა.როგორც ჩანს ტალღამ მშვიდობით ჩაიარა,მე კი ჯერ კიდევ თვალდახუჭული მთელი ძალით ვეკვროდი ზეინს.
-მშიშარა,-სიცილით ჩაიბურტყუნა,როგორც კი მოვცილდი.ჩემს თავზე გამეცინა და ვიგრძენი როგორ ავწითლდი.თმა გადამიწია სახიდან და შუბლი შუბლზე მომადო.
-ასე შეგეშინდა? გული ჯერ კიდევ აჩქარებული გაქვს,-ლოყაზე ნაზად მაკოცა.
-არაფერია,გადამივლის,-თვალები დავხუჭე.
-სულელო,მე რისთვის ვარ აქ,თუ არ დაგიცავი?!-ხმადაბლა მიპასუხა და ნელა წავიდა სანაპიროსკენ.როგორც კი ქვებს დავაბიჯე,ვიგრძენი,რომ უკვე აციებულა.დამბურძგლა და ეს ზეინს არ გამოპარვია.თავისი პერანგი აიღო და მე ჩამაცვა,თან ღილებიც შემიკრა.იმხელა ზომის იყო,ლამის მუხლებამდე მწვდებოდა.
***
-სანამ გაწვიმდა ჯობია წავიდეთ,-ყურში ჩავჩურჩულე და ისიც დამეთანხმა.
ფეხზე წამოვდექით,დღევანდელმა დღემ საკმაოდ მალე გაირბინა ზეინთან ერთად.მისი პერანგი ჯერ კიდევ მეცვა,გახდას და მისთვის მიცემას ვაპრირებდი,მაგრამ მან მალევე შემაჩერა.
-არა,შენ გქონდეს.მინდა,რომ გეცვას,-გამიღიმა და ის ორი გახსნილი ღილიც შემიკრა.ზემოდან კი გახსნილი დამიტოვა-ასე ჯობია,-ეშმაკურად ჩაიცინა.
-სწრაფად მოვიშორე და საჭირომდე შევიკარე ღილები,თან მასზე მეცინებოდა.შემდეგ შარვალიც ჩავიცვი.ამასობაში ზეინიც მომიახლოვდა და მის სხეულს ამაკრო.
-დღევანდელი დღე საუკეთესო იყო,-თვალები დავხუჭე და თავი მხარზე დავადე.
-ყოველი დღე ასეთი იქნება,შევეცდები მაინც,-ვიგრძენი როგორ გაეღიმა და თმებზე მომეფერა.
თვალები გავახილე და ეგრევე წინ გავიხედე.სახე შემეცვალა,სიმშვიდე დავკარგე.ჩვენგან არც თუ ისე შორს,ტყიდან გვიყურებდა ნაცნობი სილუეტი.გულისცემა საგრძნობლად ამიჩქარდა,კანკალმა ამიტანა.
-ზეინ,-დავიჩურჩულე.არც ვიცოდი რა მეთქვა,მეშინოდა ზეინისთვის რამე არ დაეშავებინა.
-გისმენ,-მისი ტონი საკმაოდ მშვიდი იყო.ის ვერც ხედავდა რა ხდებოდა.ლუკასმა ხელი წამოსწია,რომელშიც იარაღი ეჭირა და პირდაპირ ჩვენ დაგვიმიზნა.ცივმა ოფლმა დამასხა,ზეინს მოვცილდი.
-ზეინ!!-კიდევ ერთხელ დავუძახე,ოღონდ ამჯერად აფორიაქება ნამდვილად დამეტყო.ზეინი მაშინვე მობრუნდა,მაგრამ ლუკასმა დამალვა მოასწრო.ტყეში შეიმალა.
-რა ხდება?-სიმშვიდე,რომელიც ჩვენს შორის იყო,უეცრად გაქრა.
-იქ..იქ..ის იყო..,-სახეზე ხელები მივიდე.სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი.
-ვინ იყო იქ?-უფრო ხმამაღლა მკითხა.
-ლუკასი,-ძლივს აღმომხდა-იარაღი ეჭირა და..და ჩვენსკენ იშვერდა,-ცრემლები ჩამიდგა თვალებში.ზეინს მკვეთრად შეეცვალა ხასიათი.გაბრაზდა,გაცოფდა.
-ეგ ბოზიშვილი,-ხმადაბლა შეიკურთხა,ხელი ჩამკიდა და სწრაფად გავქეცით მანქანისკენ.ჩვენი ადგილები დავიკავეთ და მაშინვე მოვწყდით ადგილს.ჩუმად ვიჯექი,ვკანკალებდი,საშინელი აზრები მიტრიალებდა თავში,კარგზე ფიქრი არც კი შემეძლო.ზეინიც ხმას არ იღებდა,არ ვიცი რაზე ფიქრობდა,ვერც ვეკითხებოდი.ვგრძნობდი,რომ საშინლად დაძაბული იყო და ზედმეტად ვერ ვაწუხებდი.
არ მინდოდა მეტირა,ვცდილობდი თავი შემეკავებინა,მაგრამ ზეინთან დაკავშირებით ყველაფერი სხვანაირად ხდებოდა.ემოციები ამ შემთხვევაში ჩემზე ძლიერი იყო.
მოულოდნელად ზეინმა მანქანა გააჩერა.
-მოდი აქ,-სწრაფად მითხრა და ჩემსკენ გადმოიხარა.დაბნეული ვუყურებდი,ხელში ამიყვანა და მის მუხლებზე დამსვა.
-გეშინია?-ხმადაბლა მკითხა,შედარებით წყნარი ტონით.ტყუილს აზრი არ ჰქონდა,თავი ნელა დავუქნიე.
-მე არ მივცემ უფლებას მაგ ნაბიჭვარს,რომ რამე დაგიშავოს შენ.ეს არასოდეს მოხდება,მე ყოველთვის დაგიცავ.ხომ გჯერა ჩემი?-ხმას საბოლოოდ დაუწია.მანქანაში მისი ხმა ისედაც ხმამაღლა ისმოდა.
-შენ რომ დაგიშავოს რამე?-ვიგრძენი,კიდევ ერთხელ ამერია თვალებში გამოსახულება.
-ლუკასი მე ვერც მომეკარება,-ჩაიცინა.მე კი საერთოდ არ მეცინებოდა,სამწუხაროდ.
-ნუ ტირიხარ,გთხოვ,-ცრემლები მომწმინდა-შენს ცრემლებად არავინ ღირს საერთოდ,არავინ,-ტუჩებზე ნაზად მაკოცა.
-შენ რომ რამე დაგემართოს..
-ჯერესერთიც მე არაფერი მომივა და მეორეც,რომც მოხდეს რამე,შენ უნდა გააგრძელო ცხოვრება.არ დაუშვა,რომ ამის გამო ბედნიერება დაკარგო,მე ამად არ ვღირვარ.
-ზეინ,-მეტს ვეღარ მოვუსმენდი,სწრაფად დავეწაფე მის ტუჩებს.ხელები ზურგზე მომხვია,თავი მხარზე დავადე და თვალები დავხუჭე.უკვე არაფერზე ფიქრი აღარ მინდოდა,საერთოდ არაფერზე.სულ ცოტა ხნით მაინც.