თვალები მძიმედ გავახილე,ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს რაღაც ძალა მკარნახობდა ეს არ გამეკეთებინა.ოთახში მარტო ვიყავი,მალევე გავიხსენე რომ ეს მიას ოთახია.თავი ავტომატიურად მარჯვნივ გავაბრუნე რათა ფანჯრისთვის შემეხედა.თენდებოდა,მოიცა აქ რატომ ვარ? რამდენიმე წამში გავიხსენე მომხდარი.ღმერთო,ზეინი.ის ფიქრობს რომ მისი მეშინია და მომხდარს არ ვაპატიებ.არადა ასე არაა.თავს ვერ მოვიტყუებ,რადგან ვხვდები,რომ ერთი სული მაქვს მივიდე,სიმართლე ვუთხრა და ჩავეხუტო.საერთოდაც,ხომ კარგადაა? მე რომ წამომიყვანეს არ ვიცი შემდეგ რა მოხდა.ავნერვიულდი,უნდა გამეგო მისი ამბავი.გუშინდელისგან გადაღლილს ჯერ კიდევ თავბრო მეხვეოდა.წამოვჯექი და ცოტახანი საწოლს მივაშტერდი.ყველაფერთან ერთად ის მომენტები გამახსენდა,როცა ზეინი მამშვიდებდა.მაშინ ვიგრძენი მისგან ყველაზე მეტად სითბო.ახლაც მახსოვდა როგორ მეხვეოდა,მეფერებოდა.სიამოვნების ჟრუანტელმა დენივით დამიარა სხეულში და უფრო მეტად მომინდა მასთან წასვლა.ჯანდაბა,ვეღარც დილანზე ვფიქრობ,ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა,რადიკალურად.ჩემი გრძნობები შეიცვალა და თითონ არ ვიცი რა მჭირს.ყოველ დღე ეს გრძნობა უფრო მეტად ძლიერდება და მავიწყებს ყველას და ყველაფერს.დედა,მამა,მეგობრები..მენატრებიან,მაგრამ..არა,ამაზე ფიქრიც არ მინდა.ზეინთან უნდა დავბრუნდე!
ფეხზე წამოვდექი და ოთახიდან გამოვედი.პირველი სართულიდან ხმადაბალი საუბარი მესმოდა.მათთან ჩავედი,ჯერემი და მია იყვნენ მარტო.
-დილამშვიდობის,-ხმადაბლა მივესალმე მათ.
-სქაილინ,თავს როგორ გრძნობ?-მია მაშინვე ჩემთან მოვიდა.
-ნორმალურად ვარ.ზეინი როგორაა?-აღარ დავაყოვნე და ჯერემის დავუსვი კითხვა.
-კარგადაა,მაგრამ გვთხოვა არავინ მოხვიდეთო ჩემთანო,-სავარძლიდან წამოდგა და მომიახლოვდა.ამოვისუნთქე,მთავარია კარგადაა და უვნებელია.