-რაზე ფიქრობ?-კიდევ ერთხელ გავხედე ჩაფიქრებულ ზეინს და დავარღვიე სიჩუმე.უკვე დიდი ხანია ზღვის ხმაურს ვუსმენთ და ერთმანეთის დუმილს ვუსმენთ.
მხრები აიჩეჩა და ქვებით თამაში გააგრძელა.თითქოს ამით ჩემს მოტყუებას შეძლებდა.
-ზეინ.
-აქამდე ლუკასის სიტყვებზე ვფიქრობ.
ამ სახელის ხსენებაზე უსიამოვნოდ დამაჟრიალა,ხელები მოსაცმელის ჯიბეში ჩავიწყვე და ზღვას გავხედე.ეს უკვე ქრონიკულად მეორდება,ამ სახელზე ყოველთვის უსიამოვნო შეგრძნება მაქვს.
-კარგად ხარ?-მომიახლოვდა და ხელი მხარზე გადმომხვია.
-ხო უბრალოდ..კაი დაივიწყე,არაფერია,-ღიმილით გავხედე და ვეცადე დავწყნარებულიყავი.
-ვიცი,რომ ძნელია საკუთარ თავთან ბრძოლა ამ მხრივ.მაგრამ არ მინდა გეშინოდეს მაშინ მაინც,როცა ჩემთან ხარ.მე ყველაფერს საკუთარ თავზე ავიღებ და შენ მაინც დაგიცავ,-ვგრძნობდი მის მზერას.გრილი ჰაერისგან დამბურძგლა,მაგრამ ზეინის სიტყვებმა ყველანაირი სიცივე გააქრო.გამეღიმა,იმ წამს თავს მართლა დაცულად ვგრძნობდი.მაგრამ მე მომავლის მეშინოდა.არ ვიცი,იქნებ ხვალ ყველაფერი უარესობისკენ მოტრიალდეს და ზეინი ჩემს გვერდით ვეღარ იყოს.ყველაზე საშინელი რეალობა,რომელსაც არ ვიცი ოდესმე თუ შევეგუები.
-უბრალოდ დიდი ხანია ამაზე არ გვილაპარაკია და დამავიწყდა ეს გრძნობა როგორია,-ჩავიცინე.მეორე წამს კი უკვე დავსერიოზულდი,მთელი დღეები სანამ ვცდილობდი ნერვიულობა გადამეფარა ტყუილი იყო.
-თუ გინდა სხვა რამეზე ვილაპარაკოთ.
-ყოველთვის ვერ ავარიდებთ თავს ამ საკითხს,-მის თვალებს შევხედე-და კიდევ,აუცილებლად უნდა გავარკვიოთ იმ დისკის ამბები.ამისთვის კი ჰარისონს უნდა დაველაპარაკოთ,-თანდათან ვხვდებოდი როგორი პრობლემური იქნებოდა ამის გაკეთება.
-და ამ დროს ისმის შეკითხვა: როგორ უნდა დაველაპარაკოთ ჰარისონს? ეს ფაქტიურად შეუძლებელია,-გულდაწყვეტილმა ხელები მომაცილა და კვლავ ჰორიზონტს გახედა.
-შესაძლებელია,თუ სახლში შევიპარებით,-ჩუმად შევაპარე ეს იდეა.
-გამორიცხე,ზედმეტად სარისკოა,-მაშინვე შემეწინააღმდეგა.ამას ველოდი კიდეც.
-ზეინ,სხვა შემთხვევაში ჰარისონს ვერ ვნახავთ,ვერანაირად,-ახლა ყველანაირად უნდა ვეცადო რომ ის ჩემს მხარეს გადმოვიბირო.რადგანაც ერთადერთი გამოსავალი სწორედ ესაა,მიუხედავად იმისა,თუ როგორ საშინლად მეშინია ლუკასთან და დანარჩენებთან შეხვედრის.
ზეინი კვლავ ჩაფიქრებული იდგა.
-ღამე მივალთ,როცა ყველას ეძინება.
-და ჰარისონს როგორ ვიპოვით?-მალევე მკითხა.
-რამენაირად ვიპოვით.დაფიქრდი,უბრალოდ სხვა გზა არც გვაქვს.ჩვენ კი სიმართლე გვჭირდება,-წინ დავუდექი,რომ მისთვის უკეთესად შემეხედა.
-კარგი,მაგრამ შენ არსად წამოხვალ,-ხაზგასმით მითხრა.
-არა,მეც უნდა წამოვიდე,-ხელები გადავაჯვარედინე.
-სახიფათოა შენთვის,-ის მაინც თავისას აგრძელებდა.
-მე ვერ გაგიშვებ ასე მარტოს,-უკვე მომთხოვნი ტონით ვესაუბრებოდი.
-ბიჭები წამომყვებიან,-და ამის მერე კიდევ მე ვარ საშინლად ჯიუტი.
-გთხოვ,უფრო მშვიდად ვიქნები შენთან ერთად,-უკვე ხვეწნაზე გადავედი.
-არა,შენ დაგველოდები მანქანაში სხვებთან ერთად,-დამიკონკრეტა და მივხვდი რომ ლაპარაკს უკვე აზრი აღარ ჰქონდა.
გამოვბრუნდი და ზღვას გავხედე.გაბრაზებული ვიყავი,მაგრამ ვიცი ჩემს ე.წ. ვალდებულებას მაინც არ შევასრულებდი.ზეინი მომიახლოვდა და მუცელზე მომხვია ხელები.
-მეც გამიგე გთხოვ,5 დღის წინ მოხდა ის ამბავი და ახლახანს წამოდექი ფეხზე.არ მინდა მათ კიდევ შეხვდე,-ყურთან მესაუბრებოდა,ბოლოს ლოყაზე ნაზად მაკოცა.
-იცი,რომ არ მოგეშვები.ამიტომ დღის ბოლომდე იფიქრე,-მოვცილდი და გვერდზე ჩავუარე.მაგრამ მაჯაში მწვდა და მისკენ სწრაფად მიმაბრუნა.
-პატარა ბავშვივით ნუ იბუტები,-ჩაეღიმა.დაიხარა,რათა ეკოცნა,მაგრამ მე თავი გავაბრუნე.
-აღარ გცალია,გეგმა უნდა გააცნო დანარჩენებს,-ცივად ვუპასუხე.
-კარგი,ახლა ეთანთან ვიკრიბებით ყველა.საღამოს კი შენ მოგხედავ,-წარბები შეკრა.ხელი ჩამჭიდა და მანქანისკენ გამიძღვა.
***
ეთანთან როცა მივედით დანარჩენებიც ნელ-ნელა მოვიდნენ და საბოლოოდ ყველანი შევიკრიბეთ.
-აბა,როგორ ხარ?-ჯერემიმ ღიმილით მკითხა.
-უკვე კარგად,ნელ-ნელა ძველ ფორმას ვუბრუნდები,-მეც გავუღიმე.
-აი ეს მომწონს,-მხარი გამკრა და გამიცინა,შემდეგ მიმიხუტა.
როცა ყველამ თავისი ადგილი დაიკავა,ზეინმა მათ ყველაფერი უთხრა.კმაყოფილი არავინ ჩანდა,რადგან ეს მართლაც სარისკო საქმეა,მაგრამ სხვა გზაც არაა.
-ორნი შევალთ შიგნით,მე და ოლი,დანარჩენები მანქანებში დაგველოდებით.მანქანების დაყენება ალბათ მოშორებით მოგვიწევს,ამიტომ როგორც კი დაგვინახავთ რომ გამოვედით ძრავებს აამუშავებთ,რომ რაც შეიძლება მალე წავიდეთ,-ზეინმა კიდევ ერთხელ ახსნა.უხასიათოდ ვუსმენდი,ხანდახან ჩემსკენ თვალს გამოაპარებდა და არაფრის მთქმელი მზერით მიყურებდა.
-მეორე შესასვლელიდან შევალთ ხო?-ოლიმ ზეინს ჰკითხა.
-ხო და აი შიგნით რა როგორ მოხდება ეგ უკვე არ ვიცი,-ხასიათი წამში შეეცვალა.
-ყველას გვექნება იარაღები,იმ შემთხვევაში თუ სროლის ხმა იქნება ჩვენც შემოვალთ მაშინ,-ჯერემიმ თქვა და ყველამ თავი დაუქნია.
-ოღონდ ერთი სქაილინთან უნდა დარჩეთ,-ზეინმა კვლავ შემომხედა.
-ძიძა არ მჭირდება,-შევეცადე წყნარი ტონით მეთქვა,მაგრამ რამდენად გამომივიდა არ ვიცი.
-მაგას მე ვწყვეტ,გჭირდება თუ არა,-მანაც ჩემნაირად კბილებში გამოსცრა და ზრდილობისთვის გამიღიმა.
-ზეინ,დაწყნარდი.მასთან მე დავრჩები,-ეთანმა გამიღიმა და გასამხნევებლად ხელი გადმომხვია.
-ზეგ დილით,3-ზე ჯობია ხო?-ოლის ხმა ვიცანი.
-ხო,ეგრე აჯობებს,-ყველა დაეთანხმა.
შემდეგ კიდევ განიხილავდნენ რაღაც დეტალებს.ცოტახანში კი თემა შეცვალეს და განტვირთვის სასმელიც შემოიტანეს ბურგერებთან ერთად.თუმცა საჭმელს პირი ვერ დავაკარე,მადა არ მქონდა საჭმელად.ჩემთან ერთად კიდევ ჯერემი და ზეინი არ სვავდნენ,ორივე საჭესთან იყვნენ და დანარჩენები კი ჭიქას ჭიქაზე აყოლებდნენ.ვეცადე ხასიათი რამენაირად გამომეკეთებინა,მაგრამ ზეინზე ბრაზი არაფრით გადამდიოდა.ბოლოს როცა უკვე დაღამდა და მეც დავიღალე ზეინს წასვლა ვთხოვე.ყველას დავემშვიდობეთ და მანქანაში ჩავჯექით.
სახლის კარები როგორც კი შევაღე მაშინვე კიბეებისკენ წავედი.არ მქონდა სურვილი მას დავლოდებოდი ან რამეზე მელაპარაკა.
-ეს რა ჯანდაბა იყო?-ყვირილით გამომყვა უკან.
კიბეებთან გავჩერდი და მისკენ მივბრუნდი.სანამ რამეს ვიტყოდი თითონ გააგრძელა.
-ამ სისულელის გამო მთელი დღე რატომ იყავი გაბრაზებული?-მომიახლოვდა,მე კი უკან დავიხიე.
-ეს სისულელე არაა ჩემვის,-ღრენით ვუპასუხე.არ მინდა კიდევ ერთხელ მასთან ჩხუბი,მაგრამ თავს არ მანებებდა თითონ.
-მე რადგან ასე გადავწყვიტე კეთილი ინებე და შეიგნე,რომ მოგიწევს დამელოდო მანქანაში.ამ გადაწყვეტილებას არ შევცვლი,-საშინლად გაღიზიანებული იყო,ამიტომ ჯობდა მალე მოვცილებულიყავი.
-გასაგებია,-მოკლედ მოვუჭერი და წასვლა დავაპირე,მაგრამ შემაჩერა.
-მაშინ რატომ არ მაძლევ უფლებას რომ გაკოცო?-ჩემი სახე თავის ხელებში ნაზად მოიქცია,მაგრამ მალევე მოვიშორე.
-იმიტომ,რომ მე ასე მინდა,-ამჯერად შევძელი მისი მარწუხებიდან თავის დაღწევა და კიბეები სწრაფად ავირბინე.
-მე კი საერთოდ არ მაინტერესებს შენ რა გინდა,-უკნიდან მომიახლოვდა და ხელში ამიყვანა.
-რას აკეთებ,ჩამომსვი ახლავე!-ბრძანება გავეცი,მაგრამ მას ეს სიცილადაც არ ეყო.
-ნახავ რასაც ვაკეთებ,-ცალყბად ჩაეღიმა.
ოთახში შევიდა და საწოლზე დამაგდო.ჩემს ზემოდან მოექცა სწრაფად და ტუჩებს დააცხრა.მის მოშორებას ვცდილობდი,რა თქმა უნდა შევეწინააღმდეგებოდი.ხელები გამიკავა და კოცნა გააგრძელა.
-ზეინ,მომშორდი!-კიდევ ერთხელ გავიბრძოლე,როცა ტუჩები ყელზე გადააცურა.
-არა და გითხარი,აქ ნუ ბრძანებლობ-თქო!-თვალები დამიბრიალა და თავისი საქმე გააგრძელა.
გავბრაზდი,მაგრამ ვაღიარებ,რომ ცუდად მხდიდა და თავბრუს მახვევდა ყოველი კოცნით.მე კი არ მინდოდა მის თვალში სუსტი გამოვჩენილიყავი ამ მხრივ.ეს ძალადობა არ იყო,რადგან ვიცი ბოლომდე წინააღმდეგობის გასაწევად ძალა არ მეყოფოდა.ჩვენი ტუჩები კიდევ ერთხელ შეაერთა და საბოლოოდ სხეულიც მომიდუნდა.გონებამ რამდენი ბრძანებაც არ უნდა გასცეს,გული ხომ მას არასოდეს მოუსმენს.ხელები გამიშვა და სახეზე მომეფერა.
-საშინელი ეგოისტი ვარ,-დავიჩურჩულე და ხელები თმებში შევუცურე.
-არ ხარ,უბრალოდ ჩემზე ზედმეტად ღელავ,-ჩაიცინა და ცხვირზე მაკოცა-და მაპატიე რომ დაგიყვირე,-თავზე ხელს მისმევდა,რაც ნიშნავს რომ ყველაფერი საშინელება ჩვენს შორის დამთავრდა.თავი სიცილით გავაქნიე და გავუღიმე.რამდენიმე წამით მივაშტერდი,ვფიქრობდი.
-ფრთხილად იყავი გთხოვ,შენ რომ რამე დაგიშავდეს მე..,-ვერ დავაბოლოვე,რადგან ამის გაფიქრებაც კი ცუდად მხდის.
-ფრთხილად ვიქნები,თუ შენ მომცემ კიდევ ერთი კოცნის უფლებას,-ეშმაკურად ჩაიღიმა,ვიცი,ჩემი გამხიარულება უნდოდა.პასუხს არც დაელოდა,დაიხარა და ძალიან ტკბილად მაკოცა.