28

275 22 0
                                    

-ხომ არ გეშინია?-ღიმილით შემომხედა.
საპასუხოდ თავი გავაქნიე.
ზუსტად ამ დროს კარები რაიანმა გაგვიღო და შიგნით შეგვიპატიჟა.ეშმაკური ღიმილით გვიყურებდა,ალბათ ყველაფერს მიხვდა ჩემი და ზეინის შესახებ.თუმცა ადვილი გამოსაცნობია,რომ შეადარო ჩვენი ახლანდელი ურთიერთობა ძველ ურთიერთობას.
-შენგან საკმაოდ გამიკვირდა,-რაიანმა მომმართა-და შენგან უფრო მეტად,-ახლა ზეინს გახედა.ორივეს გაგვეცინა.ასე მეგონა რაიანი ჯერ კიდევ ჩვენზე დაკვირვებას აწარმოებდა.
-ძალიან პატარა ტატუს იკეთებს,ნახავ თითონ,-ზეინმა პასუხი გასცა.
-კარგი,მაშინ დაჯექი,სქაილინ,-დივანზე მიმითითა რაიანმა.
ცოტა ავნერვიულდი,ზეინი უკან მომიჯდა და მომეხუტა.ცოტა მოულოდნელი იყო მის ძმაკაცთან ასე რომ მექცეოდა.რაიანი მალევე დაბრუნდა,ხელში მგონი სპირტი და ბამბა ეჭირა.სახეზე კვლავ ის ღიმილი დასთამაშებდა.
-მაჩვენე რა გინდა დაიხატო,-მისი მზერა გაურკვეველი იყო,ალბათ ელოდა როდის ეტყოდა ზეინი ყველაფერს.
ზეინმა დამასწრო და თავის მარჯვენა ხელზე ჩიტის ტატუ აჩვენა.რაიანს გაეღიმა უფრო ფართოდ,მე კი რატომღაც გავწითლდი.
-და სად?-ინტერესით შემომხედა.
როგორც უკვე მინდოდა ჩემი სურვილის და მიხედვით,მარცხენა ხელის არათითის შიგნითა ნაწილზე მივუთითე.
-ასეთი პატარა? კარგია,-კმაყოფილმა ჩაილაპარაკა.
-ახლა ხომ ხვდები რატომ დავთანხმდი,-ზეინმა ჩაილაპარაკა.
-ალკოჰოლი ხომ არ მიგიღია გუსინ ან დღეს?
-არა,-თავი გავაქნიე.
შემდეგ კიდევ ათასი წვრილმანი მკითხა,სანამ სამუშაოს შეუდგებოდა.სპირტით კანი გამიწმინდა,დაამუშავა და მოამზადა.როცა მოწყობილობა მოიმარჯვა დამაჟრიალა,თუმცა მაინც არ ვიმჩნევდი ამას.ზეინს ხელი ჩავჭიდე და საკუთარი თავი შევამზადე მცირეოდენი ტკივილისთვის.
მხოლოდ თავიდან ვიგრძენი ყველაფერი,შემდეგ კი ვეღარ.ზეინს ხელზე ვუჭერდი,ის კი მხარზე მკოცნიდა და მეფერებოდა დასამშვიდებლად.პროცესს ინტერესით ვაკვირდებოდი,რაიანი ზედმიწევნით ზუსტად ხატავდა ზეინის ტატუს.მე კი ვერ ვიჯერებდი,რომ ეს ხდებოდა.ყოველთვის მქონდა დიდი სურვილი,მაგრამ არ მეგონა ამას თუ ავიხდენდი. ახლა,როცა ზეინის ნაირი ტატუ მექნება რატომღაც მგონია,რომ ეს მასთან უფრო მაკავშირებს.დაახლოებით ნახევარ საათში დაასრულა რაიანმა ყველაფერი და პატარა,დამცავი ცელოფანი გადააფარა ტატუს,რათა ბაქტერიები არ მოხვდეს.
-ჯერ არ მოიძრო ეს,3 საათში მოიშორე და ცივი წყლით და ანტიბაქტერიული საპნით ჩამოიბანე ფრთხილად.შემდეგ გასუფთავებულ კანზე ზეინი მოგცემს სპეციალურ მალამოს და თხელი ფენა გადაისვი,დაჩირქებისგან იცავს.დღეში 3-ჯერ და ცოტახანი კიდევ ზღვას და ცხელ წყალს უნდა მოსცილდე.თუმცა მას უკეთ ეცოდინება წესები რა როგორ უნდა გააკეთო,-ზეინს ამოხედა.მანაც თავი დაუქნია და ერთმანეთში ეშმაკური მზერები გაცვალეს.
ტატუს ვაკვირდებოდი,ძალიან მომწონდა.შემდეგ ზეინის ხელიც დავიჭირე და ხან ერთს შევხედავდი,ხან მეორეს.მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი ლოყაზე და ჩამეღიმა.სულ დამავიწყდა,რომ ჩვენს წინ ჯერ კიდევ რაიანია.ხმამაღლა ჩაახველა და ორივე გავსწორდით,თითქოს სმენაზე ვართო.
-ახსნა-განმარტებას მოვითხოვ,-ხელები სასაცილოდ გადააჯვარედინა და წარბი აგვიწია.ცდილობდა არ გაეცინა,თავს ძლივს იკავებდა.
-რისი ახსნა გინდა?-ზეინმა ხელი გადმომხვია და მიმიხუტა.რაიანმა ჩაიცინა.
-თავიდანვე ვხვდებოდი ყველაფერს,-კიდევ ერთხელ გაიცინა და ნივთების თავის ადგილზე დაბრუნება დაიწყო.თან ვხედავდი,რომ ჩუმად ღიმილიანი სახით გვაკვირდებოდა.
ცოტახანში მე და ზეინიც წამოვედით უკან,ქეითის სახლში.როგორც ვიცი ქეითი დღეს უნდა ჩამოსულიყო,სანამ ჩვენ არ ვიქნებოდით.უკვე 4 დღეა წასულია და თან დარეკა კიდეც.
უკანა შემოსასვლელიდან შევედით სახლში.როგორც გავიფიქრე,ქეითი უკვე მოსული დაგვხვდა.მასაც ზუსტად ისეთი მზერა ჰქონდა,როგორიც რაიანს,როცა ჩვენ გვიურებდა-ეშმაკური,მაგრამ ამავდროულად თბილი და გახარებული.შემდეგ მე და ზეინი ოთახში ამოვედით.რატომღაც დაღლილობას ვგრძნობდი და წამოწოლა მინდოდა.კარები გავაღე თუ არა ლოგინზე გადავწექი და თვალები დავხუჭე.ჩემს ზემოდან სიმძიმე ვიგრძენი,გამეცინა.მის მოციმციმე თაფლისფერ თვალებს შევეჩეხე და ამაზე უფრო მეტად გამეღიმა.მიხაროდა,რომ ხასიათზე მოვიდა.თორე მას შემდეგ,რაც ლუკასი წაგვაწყდა სანაპიროზე ვატყობდი,რომ დაძაბული იყო.მეც ვნერვიულობდი,მაგრამ უფრო მეტად მის გამხიარულებას ვცდილობდი.დღეს კი აშკარად კარგად დაიწყო ყველაფერი.
თავი ზეინის გულზე მედო და დაძინებას ვცდილობდი.კარებზე სწრაფად დააკაკუნეს,შემდეგ კი ქეითი შემოიჭრა ოთახში.
-ზეინ,არ მინდა იდილია დაგირღვიოთ,მაგრამ..პოლიცია მოდის ამ მხარეს,-შეშინებულმა ჩაილაპარაკა.მორჩა,უკვე ყველაფერი გაფუჭდა.
ორივე მაშინვე წამოვჯექით,გაფართოებული თვალებით ზეინს ვუყურებდი.კვლავ ვიგრძენი ეს საშინელი გრძნობა.შიში,რომელიც ყოველთვის თავის კლანჭებში მიქცევდა.ზეინიც დაბნეული ჩანდა,ვერ აზროვნებდა.არა,ასე არ უნდა დამთავრდეს ყველაფერი.
-ზეინ! გონს მოდი!-დავუყვირე და ხელები სახეზე მოვკიდე.
-ლუკას,შენი კარგ..
-ამის დრო არაა ახლა,-გავაწყვეტინე-რა უნდა ვქნათ?-დამაიმედებელი პასუხის მოლოდინში ქეითს გავხედე.
-სარდაფში უნდა დაიმალოთ,სანამ მე მათ გავისტუმრებ.იქნებ აქ არც მოვიდნენ,არ ვიცი,-სწრაფად მიპასუხა.თავი დავუქნიე და ზეინმაც ხელი დამავლო.ქეითს მივყვებოდით უკან,გული რატომღაც ცუდს მიგრძნობდა.
-მაპატიე ქეით,ჩემს გამო ახლა შენც გაეხვევი შარში,-ზეინმა დანანებით ჩაილაპარაკა.
-გაჩუმდი და ეგ აღარ გაიმეორო! არაფერი მოხდება დარწმუნებული ვარ,ისე გავიტყუებ მათ და შენ კიდევ იცი,როგორ მიყვარხარ და თუ საჭიროა თავზეც გადაგყვები!
ღმერთო,ეს ქალი ათასჯერ უფრო მეტად შემიყვარდა.ზეინს გაუმართლა,რომ მისნაირი ადამიანი ჰყავს.
ზუსტად სარდაფის კიბეებზე ჩავდიოდით,როცა კარებზე ზარი დარეკეს.შიშმა ჩემში იმატა.
-ჩქარა ჩადით! აქაც თუ მოვლენ მაშინ იცი სადაც უნდა შეიმალოთ,ზეინ,-ქეითმა ჩვენს უკან კარები სწრაფად გამოიხურა და შემდეგ ჩაკეტა.ზეინმა ნაბიჯებს აუჩქარა და სიბნელეში გავაგრძელეთ სვლა.ბოლოს მგონი რაღაც კედელთან გავჩერდით,სუნთქვა ორივეს არეული გვქონდა.
-ზეინ,-მინდოდა მტკიცედ მეთქვა,მაგრამ ხმა აშკარად მიკანკალებდა.
-მოდი აქ,-სწრაფად შემომხვია ხელები და მიმიხუტა.
-მეშინია..შენი დაკარგვის,-ცრემლები მადგებოდა,არადა არ მინდოდა ტირილი,ახლა არა.
მას კი არაფერი უპასუხია,უფრო მეტად მომეხუტა.ამან მაიძულა რომ ტირილი დამეწყო,ასეთ დროს ყველაზე მეტად მიჭირს ცრემლების შეკავება,ჯანდაბა.
-არ იტირო,გთხოვ,-ცრემლები მომწმინდა და შუბლზე მაკოცა.დარწმუნებული ვარ ისიც არანაკლებ შეშინებულია,მაგრამ მაინც მე მამშვიდებს.ხელებით მისი სახე მოვძებნე და ტუჩებზე ვაკოცე.დაკარგული ბავშვივით ჩავეხუტე,ამ სიტუაციას კიდევ ის ემატებოდა,რომ სიბნელეში ვიდექით და შიშისგან მხოლოდ ვეხუტებოდი.
თავისი მობილური ამოიღო და გაანათა.
-კიდევ გეშინია?-ჩაიცინა.
თავი გავაქნიე,მეც გამეცინა,მაგრამ მალევე დავსერიოზულდი.ზემოდან ლაპარაკის ხმა ისმოდა და გავშრი,როცა ერთ-ერთი მაშინვე ვიცანი.ადამი..
-რა გჭირს?-ზეინმა ჩემი აფორიაქება შენიშნა.
-ჩემი ძმა არის იქ,-თავი დავხარე.არ ვიცი რა მჭირდა.სინდისი მქენჯნიდა და სასინლად მრცხვენოდა.ზეინი იატაკზე ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
-ასე ვეღარ გაგრძელდება,-ამოიბუტბუტა-შენ შენს ოჯახს სჭირდები.
ამ სიტყვების გაგონება და ჩემი ჩაკეცვა მის გვერდით ერთი იყო.
-რას გულისხმობ?-ახლა ყველაზე მეტად ამ კითხვაზე პასუხის მიღება მინდოდა.
მან პირი გააღო რაღაცის სათქმელად,მაგრამ ვეღარ მოახერხა.კარები ახმაურდა,ისინი აქ მოდიოდნენ.ხელი დამავლო სწრაფად და რაღაც კარები გამოაღო.როგორც ჩანს პატარა ოთახი იყო და იმედია აქაც ვეღარ მოგვაგნებდნენ.
-გთხოვ,ცოტაც მოითმინე.ძალიან ცოტა,-ჩურჩულით მამშვიდებდა და სახეს მიკოცნიდა.თავი დავუქნიე.
ადამის ხმა მესმოდა და ეს ცუდად მხდიდა.ვგრძნობდი როგორ ნერვიულობდა,ღელავდა ჩემზე.ახლა კი წარმომიდგენია დედა და მამა რა დღეში იქნებიან.მე კი..ჯანდაბა,თავი ისეთი არეული მაქვს,საღად ვეღარ ვაზროვნებ.
-ნორმალურად საქმეშიც არ გამარკვიეთ,ვიღაც გაქცეული პატიმრის საძებნელად ხართ მოსულები,თან მძევალიც ჰყავსო თურმე და კიდევ სახლში მივარდებით?!-ქეითის გაბრაზებული ხმა ამოვიცანი.
-ადამ,სუფთაა აქაურობა,-ეს კი ოლივერი იყო.
-ხანდახან მგონია,რომ ის უკვე მართლა მკვდარია,-ადამის იმედგაცრუებული ხმა გავიგე.თვალებზე ცრემლები მომადგა,როგორ მინდოდა გავსულიყავი და მეთქვა რომ მე აქ ვარ უვნებელი,ცოცხალი და რომ ზეინი უდანაშაულოა,მაგრამ არ შემიძლია.
როგორც ყოველთვის.
-გვაპატიეთ ქალბატონო,ასეთი რამ აღარ განმეორდება.
ეს მხოლოდ რამდენიმე წამი იყო რაც ადამთან ახლოს ვიყავი,ამდენი ხნის მერე.მიუხედავად იმისა,რომ ჩვენს შორის კარები იყო.ის აქამდე მეძებს..მათ იმედი არ დაუკარგავთ,მაგრამ ბოლოს ხომ ყველა იღლება.
ცოტახანში კარების გახურვის ხმა გავიგე.
მე და ზეინიც გამოვედით სარდაფიდან და ზევით ავედით.ჯერ კიდევ ვებრძოდი იმ ცრემლებს,რომელთა გადმოგორებაც საშინლად არ მინდოდა.
სინათლეზე ავედით თუ არა ზეინმა მისკენ მიმაბრუნა და მძლავრად ჩამიხუტა.
-მას ჰგონია რომ მე მკვდარი ვარ,-ამოვისლუკუნე-მკვდარი,გესმის?-ემოციებისგან თავს ვეღარ ვიკავებდი.ის ჩემი ძმაა და ამას არ იმსახურებს.მაგრამ ზეინი..არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ისე,რომ გული არცერთს ეტკინოს.
ზეინი ხმას არ იღებდა,არ ვიცი რატომ,თუ ჩემი დაწყნარებით იყო უფრო დაკავებული,მაგრამ ეს დუმილი რაღაც ცუდზე მიმანიშნებდა.
ქეითმა შემდეგ აგვიხსნა სიტუაცია.როგორც გავიგეთ ლუკასს არავისთვის დაუვალებია რამე,უბრალოდ ჩემი ძმის ჯგუფი თითქმის ყველა ქალაქში აწარმოებს ასეთ აღწარმოებას.მგონი სამხილიც კი არ აქვთ რაიმე,არ ვიცი..
***
საღამოსკენ ზეინმა თქვა რომ ძველ სახლში უნდა დავბრუნებულიყავით.მთელი დღე ჩუმად იყო,არ ვიცი რა სჭირდა.
სახლში როგორც კი შევედით მაშინვე დავიწყე ლაპარაკი.
-ზეინ?
-გადაწყვეტილება მივიღე,-ზურგით იდგა ჩემსკენ.
გულმა სწრაფად დაიწყო ძგერა.
-რა გადაწყვეტილება?-რამდენიმე წამში ვკითხე,სანამ მის ნათქვამს ვიაზრებდი.
ჩემსკენ შემობრუნდა,სახეზე არანაირი ემოცია ეტყობოდა.
წამები იწელებოდა,მე კი უკვე რაღაც საშინელებას ველოდი.

AwakingWhere stories live. Discover now