32

251 18 0
                                    

ზეინის წასვლის შემდეგ ატირებულს ცოტახანი მიმეძინა.იმდენად გულნატკენი და იმედგაცრუებული ვიყავი,რომ მინდოდა გავთიშულიყავი და რეალობას მოვწყვეტოდი უბრალოდ.არასოდეს მეგონა ასეთ სისუსტეს თუ გამოვიჩენდი ოდესმე.ხოდა,ახლა მივხვდი-ზეინი ჩემი სუსტი წერტილია.
როცა გავიღვიძე უკვე პირველი საათი იყო.დღევანდელმა ჩხუბმა ჩემზე ძალიან იმოქმედა,ასე გვიან არასოდეს ავმდგარვარ საწოლიდან.სააბაზანოში შევედი,შხაპი გადავივლე და შემდეგ ტანსაცმელი ჩავიცვი.თმები გაშლილი დავტოვე და ქვევით ჩავედი.მსუბუქი საუზმე მოვიმზადე,თუმცა ამასაც ვერ ვუდებდი გულს.იმდენად ვდარდობდი,რომ ყოველ წამს ზეინზე მეფიქრებოდა.ან ახლა სადაა,რას აკეთებს.დიდი იმედი მაქვს ლუკასთან არ წავიდა.
ცოტახანში კარებზე დააბრახუნეს მთელი ძალით.შემეშინდა,ნუთუ ზეინი ასეა გაბრაზებული ჩემზე.კარებისკენ გავიქეცი,თორემ უკვე სადაც იყო ჩამოიღებდნენ.
ჯანდაბა.როცა ის სამი ადამიანი დავინახე ვისიც ასე ძალიან მეშინოდა თვალები გამიფართოვდა.ნერწყვი გადავყლაპე და საკუთარ თავს ვაიძულე ფეხზე მაგრად ვმდგარიყავი ცოტახნით მაინც.მისი სახე ადამიანისას კი არა ცხოველისას უფრო ჰგავდა,გამწარებული,გაცოფებული იყო.
ლუკასი.
აზრზე ვერ მოვედი ისე სწრაფად ამოიღო იარაღი უკნიდან და შემოვიდა სახლში.ერთადერთი რაც გავიაზრე იყო ის,რომ უნდა გავქცეულიყავი,რაც შეიძლება სწრაფად და შორს.კიბეებისკენ გავუხვიე და ავირბინე,თუმცა ისინი ჩემზე მეტნი იყვნენ და ზევით დამიჭირეს.ხელები გამიკავეს,ისე რომ მოძრაობის საშუალება არ მქონდა საერთოდ.ყელთან დანა მომიტანეს,ბასრ პირს კანზე ვგრძნობდი.ერთი ზედმეტი მოქმედება და შესაძლოა სიცოცხლეც იქვე დამემთავრებინა.
-ჩვენი პატარა სქაილინი,-ირონიულად დაიწყო ლაპარაკი,ბოროტულად იყურებოდა და მისი ეს მზერა მაშინებდა.
-რა ჯანდაბა გინდა,-კბილებში გამოვცარი,რაზეც მეორემ დანა უფრო მომაჭირა ყელზე.
-პირველ რიგში წესიერად მელაპარაკე.მგონი ხვდები,რომ ამ წამს შენი სოცოცხლე ჩვენს ხელშია,-გაიცინა და იარაღი აათამაშა ხელში.შემდეგ შეინახა და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.
მართლაც ასე იყო,საკუთარი თავი ცოტა უნდა დამემშვიდებინა.მაგრამ მის მიმართ ზიზღი იმხელა იყო,რომ ძალიან მიჭირდა ეს.ვერაფრით ვიჯერებდი,რომ ფიზიკურად ასეთი სიმპატიური ადამიანი შესაძლოა ასეთი სასტიკი და დაუნდობელი იყოს.
-ინფორმაცია მჭირდება,-უცბად დასერიოზულდა.
-რა ინფორმაცია?-გამიკვირდა.
-რა ეწერა წერილში,-ისევ იმ ტონით გააგრძელა.
-რომელ წერილში?-რა თქმა უნდა ყველაფერს მივხვდი,მაგრამ მაინც მსახიობობას ვაგრძელებდი.
-ძალიან კარგად იცი რომელ წერილს ვგულისხმობ,-მხრებში გაიმართა და ამაყად დამხედა.
-ვერა,ვერ ვხვდები,-გულგრილად ვუპასუხე.ღრმად ჩაისუნთქა და ძირს დაიხედა.
-ბოლოჯერ გეკითხები,რა ჯანდაბა ეწერა იმ კრეტინის წერილში?-ხმა დაუბოხდა.ცისფერი თვალები მომშტერებოდნენ და შესამჩნევად ელავდნენ ბრაზისგან.
-მეც კიდევ ერთხელ გპასუხობ-არ მესმის რას გულისხმობ,-ხაზგასმით ვუთხარი.
დავინახე რომ ჩემს უკან მდგომ ბიჭებს,რომლებიც ამდენი ხანი მიჭერდნენ,ხელით ანიშნა,გაუშვითო.ყელზე,სადაც დანას მაჭერდნენ ხელი მოვისვი,მაგრამ ლუკასი ხომ ასე არ დანებდება.ეს უარესის ნიშანია.ნელა მომიახლოვდა,ხელები კვლავ ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი და ინტერესით მაკვირდებოდა.
-ანუ არ იცი ჰარისონმა რომელი წერილი დატოვა ჯერემისთან და მიასთან,არც ის იცი შეხვედრა რომ გთხოვა და არც ის იცი,რომ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვიდა და შენც იმედგაცრუებული წამოხვედი დანიშნულების ადგილიდან.არა,უფროსწორად შეშინებული გამოიქეცი,-ღიმილიანი სახით მესაუბრებოდა,საკმაოდ მშვიდი ტონით.
არ ვიცი სახეზე როგორი რეაქცია მქონდა,მაგრამ მისი რატომღაც უფრო მეტად შემეშინდა.საიდან იცის,რომ მისული ვიყავი იქ.ვიცი,ის არ მომეშვება.არც მე და არც ზეინს.ნეტა ახლა სადაა,იმედია ჯერ არ დაბრუნდება.არ მინდა რომ მასაც დაუშავონ რამე.
-პირველად მესმის ეგ ყველაფერი,-ჩემი სამსახიობო ნიჭის გამოვლინება ჩაფლავდა.ამას უკვე თითონ მივხვდი.ერთ წამს ბოროტულად მომღიმარ ლუკასს ვუყურებდი,მეორე წამს კი უკვე კედელზე ვყავდი გაკრული.მკლავებში მწვდა და მთელი ძალით მიმანარცხა,ისე,რომ ტკივილმა მაშინვე დამიარა ტანში და მაიძულა რამდენიმე წამით თვალები დამეხუჭა.სახე დამინაოჭდა,სუნთქვა მიჭირდა.
-თქვი,რა ინფორმაცია გაქვს! რა ეწერა იმ წერილში მნიშვნელოვანი?-მაღალი ტონალობით მკითხა.
-გააჩნია მნიშვნელოვანი ვისთვის,-ძალა მოვიკრიბე და პასუხი გავეცი ირონიით.ტუჩების კუთხეში ჩამეღიმა,ვიცი ღიზიანდებოდა,მე კი ყველაზე მეტად მისი გამწარება მინდოდა.
-როგორც იქნა მიხვდი,რომ სიმართლე უნდა მითხრა,მაგრამ გირჩევ,ჩემს ნერვებზე ნუ ითამაშებ,-წარბი ნიშნად ამიწია-რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი შენი საყვარელი ზეინისთვის.
-არაფერი არ ეწერა მაგ წერილში,საერთოდ არაფერი!-არ მესმის საიდან მოიტანა,რომ იქ კიდევ რამე უნდა ეწეროს.
-ნუ მატყუებ! ამოღერღე ყველაფერი,სწრაფად!-ყელზე წამიჭირა ხელები.
-არ გატყუებ,-ხმადაბლა ამოვიხავლე.ჩემს დახრჩობას არ აპირებდა ჯერ-ჯერობით და როგორღაც კიდევ შემეძლო სუნთქვა.
-კარგი,მაშინ სხვანაირად გკითხავ,რა იცი დისკის შესახებ?-თითოეული სიტყვა ხმამაღლა წარმოთქვა.
-მოიცა,ანუ დისკი მართლა არსებობს,-ჩავილაპარაკე და ჩავიღიმე.
-ლუკას,მან არაფერი არ იცის.შენ თითონ გააგებინე ახლა დისკის არსებობის შესახებ,-მის უკან მდგომმა ბიჭმა უთხრა.შეშფოთებული იყო,მე კი მეღიმებოდა.სიმართლე თითონ ვათქმევინე.
-მაინც ვერ იპოვიან,რადგან პირველი მე გავიგებ მის ადგილსამყოფელს და თითონვე გავანადგურებ,-პასუხი გასცა მას,ისე რომ ჩემთვის თვალი არც მოუშორებია.წარბების ქვეშიდან მიყურებდა,ზიზღით და ამაზრზენად.
-ნუ ხარ ასე დარწმუნებული.დისკი პოლიციას ჩაბარდება და ძალიან მალე შიშისგან წრუწუნასავით ირბენთ ყველანი,-თავდაჯერებულად შევეწინააღმდეგე.
-ჯერ ყველაფერი არ დამთავრებულა.საკუთარ თავს გაუფრთხილდი და კიდევ შენს ძვირფას შეყვარებულს.შენზე არ ვიცი ჯერჯერობით,მაგრამ ზეინს გადაეცი,რომ მისი სიცოცხლის დღეები უკვე დათვლილია,-ცალყბად ჩაიღიმა.თუმცა ბრაზი აწვებოდა,ახრჩობდა.
დამაჟრიალა,ის ზეინს მოკლავს,მოკლავს.მართლა მოკლავს.არა,ეს არ უნდა მოხდეს.
-მაინც ციხეში ამოყოფთ თავს,გპირდებით,-დამცინავი მზერით გავხედე ლუკასს.გამწარდა და მეც ჩემს მიზანს მივაღწიე.მოულოდნელად კვლავ მკლავებში მომკიდა ხელები და საპირისპირო მხარეს მომისროლა.შემდეგ კი მარტო ის მახსოვს,როგორ დავგორდი კიბეებზე,როგორ დავარტყი თავი რაღაცას ძალიან მაგრად და ბოლოს როგორ გავითიშე.
***
რაღაც ხმაური მესმოდა ძალიან ყრუდ,თითქოს შორიდან.ვიგრძენი თავი წამომიწიეს და შემდეგ ნელ-ნელა გამოვფხიზლდი.თვალები გავახილე,საშინელი ტკივილისგან წამში ცრემლები წამომივიდა.კიბეების ბოლოში ვიწექი იატაკზე.
-ღმერთო,კიდევ კარგი გონზე მოხვედი,-მონატრებული ხმა გავიგე და ზეინის შეშინებული სახეც გავარჩიე.თმებზე ხელს მისმევდა,მთელი სხეული თითქოს დაბუჟებული მქონდა.
-ზეინ,მტკივა,-ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდებოდა თავში და ცოტაღა მაკლდა რომ შეშლილივით მეყვირა.თვალები მეხუჭებოდა,მაგრამ მაინც ძალით ვახელდი.
-ყველაფერი კარგად იქნება,-შუბლზე მაკოცა და მობილურში ვიღაცის ნომერი მოძებნა.სიტუაცია სწრაფად აუხსნა და ბოლოს მადლობა გადაუხადა.შემდეგ ხელში ამიყვანა და იქვე დივანზე მიმაწვინა.
თავი დავდე თუ არა მაშინვე წამოვიკივლე და ცრემლების ახალი ნაკადი გადმომცვივდა თვალებიდან.
-დამშვიდდი,-ბალიშები დამიდო თავქვეშ და თან სახეზე მეფერებოდა.მაგრამ ტკივილი უზომოდ დიდი და აუტანელი იყო,როგორც ჩანს დავარდნისას ძლიერად დავარტყი თავი.
-ღმერთო,ზეინ,საშინლად მტკივა!!!-მის ხელს ვეჭიდებოდი და ვსლუკუნებდი.ტკივილი ოდნავადაც არ მიამდებოდა,პირიქით უფრო ძლიერდებოდა.ქუთუთოებს ერთმანეთს მთელი ძალით ვაჭერდი.
-ცოტაც მოითმინე,ძალიან ცოტა,-ჩურჩულით მიპასუხა.
-ამის ატანა არ შემიძლია,-ტირილით ამოვიბუტბუტე.ზეინი კვლავ მამშვიდებდა,მაგრამ მისი მოსმენის თავიც კი აღარ მქონდა.
ტკივილმა კიდევ ერთხელ შემომიტია და სიმწრისგან როგორც კი წამოვიკივლე მაშინვე დივანზე წამოვჯექი.ხელები თავზე დავიდე,ისტერიკული ტირილი ამივარდა.
-სქაილინ,დამშვიდდი და ნუ ყვირიხარ,ასე უფრო აიტკიებ თავს,-მზრუნველი ხმით მომმართა.
-არ მიმატოვო გთხოვ,არ დამტოვო.სულ მარტო ვრჩები უშენოდ,-პატარა ბავშვივით ვტიროდი,სანამ ზეინმა უკან მიმაწვინა.
-აქ ვარ,შენთან ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ,-ჩამოყრილი თმები სახიდან გადამიწია.თუმცა მაინც ფრთხილობდა,ზედმეტად ვერ მეხებოდა თითქოს.
-ძალიან მეშინია,-უკვე ხმაწასულმა ძლივს ამოვიხავლე.
-ნუ გეშინია,ვეღარაფერს დაგიშავებენ,-ხელი ჩამჭიდა და მეფერებოდა.
-მ-მე შენს გამო მეშინია,-არ ვიცი გაიგო თუ არა რაც ვუთხარი,ძალა არ მყოფნიდა რომ ხმამაღლა მელაპარაკა.თვალები მიმეხუჭა,ტკივილი ოდნავ,ძალიან ცოტათი შემსუბუქდა.
-ჩემზე ნუ ღელავ,ახლა შენ ხარ მისახედი,-მის თვალებში უზომოდ დიდ ტკივილს და სინანულს ვხედავდი.
არ მანაღვლებდა საკუთარი თავი,ოღონდაც ის იყოს კარგად.მაგრამ მას ამის მოსმენაც არ უნდა.
-შეეცადე დაიძინო,-თბილი ხმით მითხრა.
-ვერ ვიძინებ,საშინლად მტკივა,-ტკივილმა ხელახლა დამიარა.თავი უკან გადამივარდა,ასე მეგონა მალე კრუნჩხვები დამეწყებოდა.პირი მოვკუმე,საკუთარ თავს ვებრძოდი.
-ჯანდაბა ჯერემი მალე!! მარტო რომ არ დამეტოვებინე ეს არ მოხდებოდა,-თავისთვის ჩაიბურტყუნა და ხელი ლოყაზე მომადო.ის თავს დამნაშავედ თვლის,არადა ასე არაა.მინდა ეს ვუთხრა,მაგრამ ვიცი ვერ შევძლებ,ძალიან სუსტად ვარ.
-ზეინ,-ღონემიხდილმა როგორღაც შევძელი ხმის ამოღება-რაღაც უნდა გითხრა.
-ახლა არა,მერე.დასვენება გჭირდება,-ხელი ჩემს გაოფლილ შუბლზე ააცურა-როგორი ცხელი ხარ,-შეშფოთებით წამოიძახა.ნამდვილად ვგრძნობდი,რომ სიცხეც მქონდა,სხეული საშინლად მიხურდა.
-ეს..მნიშვნელოვანია,-თვალდახუჭული ვესაუბრებოდი.
-ნუ აძალებ საკუთარ თავს ლაპარაკს.
კარებისკენ გაიხედა და სწრაფად წამოდგა.ალბათ ჯერემი მოვიდა.თავი გავატრიალე თუ არა აუტანელი ტკივილი უკანა მხარეს ისევ დამიბრუნდა.სიმწრისგან კიდევ ერთხელ წამოვიკივლე თვალდახუჭულმა,მაშინვე ვიგრძენი როგორ გამიკავეს ხელები.გამახსენდა ლუკასი და მისიანები როგორ მიჭერდნენ თავიდან და ამის გამო პანიკა დამეწყო.
-ზეინ!-თვალები გავახილე,რეალობას დავუბრუნდი და მას დავუწყე ძებნა.ჯერემი უკვე თავზე მედგა,ხელი გამაშლევინა.შემდეგ კი ნემსის ჩხვლეტა ვიგრძენი ვენაში,ქუთუთოები დამიმძიმდა.კიდევ ერთხელ გავხედე ზეინს,მოშორებით იდგა კედელთან და ხელები გულმკერდზე ჰქონდა შემოწყობილი.ვერ გავარჩიე მის სახეზე ბრაზი იყო გამოსახული,თუ სინანული,მაგრამ როცა ჩემი მზერა მისსას შეხვდა თვალი ამარიდა და ძირს დაიხედა.ჩაგუბებული ცრემლები საბოლოოდ გადმომცვივდა,გამოსახულებაც გაშავდა და რამდენიმე წამში ღრმა ძილში გადავეშვი.მაგრამ გულში მაინც ლუკასის სიტყვებზე ვნერვიულობდი.ეჭვი მეპარება იმაში,რომ ის მის ნათქვამს არ აასრულებს.

AwakingWhere stories live. Discover now