41

224 16 6
                                    

-სქაილინ,დროა,-ქვევიდან ზეინის ხმა მომესმა.მთხოვა,რომ გასასეირნებლად წავსულიყავით.ეს კარგი საშუალება იქნებოდა ცოტა დასამშვიდებლად.თითქოს რამდენიმე წუთის წინ მესმოდა,რომ ზეინი ვიღაცას ელაპარაკებოდა,მაგრამ შესაძლოა უბრალოდ მომესმა.
რამდენიმე დღეა უკვე საკუთარ თავს თითონ ვერ ვცნობ.ზეინის სიტყვებმა,რომლებითაც მიმანიშნა რომ ჩემს სამუდამოდ მიტოვებას აპირებდა,ჩემზე ძალიან იმოქმედა.ახლა თითქოს უკვე ყველაფერი შედარებით კარგადაა,მაგრამ მაინც თან დამყვება შიში,რომ რაღაც საშინელება აუცილებლად მოხდება.
ფანჯარას გამოვეცალე და სარკეში საკუთარ ანარეკლს თვალი შევავლე.ისეთი სევდიანი და არაფრის მთქმელი გამომეტყველება მქონდა,როგორც არასოდეს.მზერა ავარიდე ამას და კარებისკენ წავედი.
-უკვე ამოსვლას ვაპირებდი,-ზეინის სახეზე ღიმილი შევნიშნე-მალე გავიდეთ.
-რატომ,რამე ხდება?-წარბები შევკარი.
-არა,უბრალოდ მინდა მთელი დღე იქ ვიყოთ,-მოიწია და შუბლზე მაკოცა.ეჭვის თვალით ვუყურებდი,მაგრამ ვცდილობდი არ შემემჩნია ეს.
***
მანქანა გზატკეცილზე გააჩერა,რაც საკმაოდ საეჭვოდ მეჩვენა.
-აქ მანქანას რატომ აჩერებ? ხომ შეიძლება პოლიციამ ჩამოიაროს?
-ეგ არაფერი,-ღიმილით გადმომხვია ხელი და მდელოსკენ წავედით.
ადრე ამ ადგილას მოსვლა მიხაროდა,ზეინთან ერთად შეუდარებელ დროს ვატარებდი.ბედნიერი ვიყავი,თითქოს ყველაფრის იმედი მქონდა.უბრალოდ მისი სიყვარულით ვტკბებოდი.ახლა კი ეს ყველაფერი საზარელმა შიშმა ჩაანაცვლა,რაღაც საშინელების მოლოდინმა.
თუ ადრე გზატკეცილისგან საკმაოდ მოშორებით,მდელოს ცენტრში ვჯდებოდით ხოლმე,ახლა პირიქით,გზატკეცილიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით,ერთ-ერთი ხის ქვეშ ჩამოვჯექით.
-ზეინ..
-გთხოვ,აღარაფერი მკითხო ამის შესახებ,-სწრაფად გამაწყვეტინა-უბრალოდ აქ ვიჯდეთ.
აღარაფერი ვუპასუხე,წინ გავიხედე და ხელები ფეხებზე დავიწყვე.
-ისე გახსოვს,პირველ დღეებში როგორ გეზიზღებოდი,-ჩაიცინა,თითქოს ლამაზ მოგონებებს იხსენებსო.
-როგორ არა,ნამდვილი მკვლელი მეგონე.მანიაკი და შეშლილი,-ჩუმად ჩავიცინე-მაგრამ მალევე მივხვდი თუ როგორ ვცდებოდი,-ღიმილით გავხედე.მის პროფილს ვაკვირდებოდი,ჩაფიქრებული უსასრულობაში იყურებოდა.
-ნეტავ შემეძლოს დროის უკან გადახვევა,-დანანებით ჩაილაპარაკა და გამომხედა.
გავიაზრე ეს და მართლაც გული დამწყდა,რომ იმ წუთების დაბრუნება უკვე აღარ შეიძლება.ისინი ჩაიბეჭდნენ ჩვენში მოგონებებად და სამწუხაროდ ამას ვერ შევცვლით,უძლურები ვართ საამისოდ.ჩვენ ხომ მოგონებებით ვცხოვრობთ.
ზეინს ვაკვირდებოდი,თითქოს ეიფორიაში იყო.რაღაც არ ასვენებდა და ირგვლივ იყურებოდა.
-რა გჭირს?
-არაფერი,-მაშინვე გამცა პასუხი.
-მეჩვენება თითქოს აღელვებული ხარ,-ძალიან უცნაურად იქცეოდა.
გამომხედა,მის მზერაში დიდი ტკივილი ამოვიკითხე.ისეთი თვალებით მიყურებდა,თითქოს მისი უკანასკნელი წუთები იყო და პატიებას მთხოვდა.
ჩემთან ახლოს მოიწია და სწრაფად მაკოცა.ცოტა გაკვირვებული დავრჩი,მოულოდნელი იყო ეს,მაგრამ მეც კოცნით ვუპასუხე.შემდეგ სახე დამიკოცნა,ისე მეფერებოდა თითქოს ასი წელი არ ვყავდი ნანახი.გულში ჩამიკრა,მთელი ძალით მიხუტებდა და მეფერებოდა.თავზე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი,თმებზე სასიამოვნოდ მისმევდა თითებს.სწორედ ისე,როგორც ადრე.
-ზეინ,ამ ბოლო დროს ძალიან მაშინებ,ახლა კი განსაკუთრებით,-მის მკერდზე მიკრულმა ჩავილაპარაკე.გულის ფეთქვა მესმოდა,ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო მელოდია.
-ნუ გეშინია,შენ კარგად იქნები.ეს ზუსტად ვიცი,-მზრუნველად ხმით მომმართა.სწრაფად გამოვეცალე რათა მისთვის შემეხედა.
-და შენ? შენს თავს რას უპირებ?-თვალები გამიფართოვდა როცა მისი ნათქვამი გონებაში კიდევ ერთხელ გავაანალიზე.
-ამას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა.იმითაც ბედნიერი ვიქნები თუ უბრალოდ გემახსოვრები,მეტი არაფერი მჭირდება,-ღიმილით მიპასუხა.
-ზეინ ნუ იწყებ თავიდან,-თვალები დავხუჭე,მინდოდა უბრალოდ ეთქვა რომ იხუმრა.
-არა,სქაილინ.ამჯერად უკვე ვეღარაფერს შევცვლით,-სინანულით გააქნია თავი.
-რა ჯანდაბა გააკეთე?-ძლივს დავიჩურჩულე.
-ალბათ დიდი ხანი ვერ მაპატიებ ამას,მაგრამ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და არა შენი.
თვალები მასზე მიშტერებული მქონდა,მიჭირდა კიდევ ერთხელ ამ ყველაფრის გააზრება.ჩემსკენ მოიწია და შუბლზე მაკოცა.
-მიყვარხარ,-ხმადაბლა მითხრა და შუბლი შუბლზე მომადო.აცრემლებული თვალებით ვუყურებდი,არ მინდოდა ამ რეალობასთან შეგუება,მაგრამ არც იმის ძალა მქონდა უკვე რომ წინააღმდეგობა გამეწია.თუმცაღა არც კი ვიცოდი რა ჰქონდა ჩაფიქრებული.
-და კიდევ ეს,-ჯიბეში ხელი ჩაიყო,მაგრამ ჩემი ყურადღება პოლიციის რამდენიმე მანქანამ მიიპყრო.პოლიციელები სწრაფად გადმოვიდნენ და იქვე ჩამწკრივდნენ.
-ზეინ,-შეშინებულმა დავუძახე და მანაც იმ მიმართულებით გაიხედა,საითაც მე ვიყურებოდი.
-როგორც იქნა,-ჩაიბუტბუტა.შემდეგ ხელი დამავლო და ნელა წამომაყენა,არ ჩქარობდა.მის გვერდზე დამაყენა და ხელი მაჯაზე მომკიდა,თითქოს არ უნდოდა რომ გავეშვი.
დაახლოებით 8 მანქანა მაინც იდგა ჩვენგან საკმაოდ მოშორებით.ბუზებივით ირეოდნენ პოლიციელები და სწორედ მათ შორის შევნიშნე შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი სიმპატიური კაცი.
ადამი.
-ზეინ,რა ჯანდაბას აკეთებ?-შეშლილივით წამოვიყვირე და ვცადე მისი ხელი მომეშორებინა,მაგრამ არ გამოვიდა.
მან მხოლოდ შემომხედა და თვალი ჩამიკრა,რაც იმის ნიშანი იყო,რომ "სპექტაკლი" დაწყებულია.ეს ერთი მზერა გახდა საჭირო იმისთვის,რომ ყველაფერს მივმხვდარიყავი.
-ლაპარაკობს ადამ მეიერი,-ჩემი ძმის ხმა ხმამაღლა გაისმა სპეციალურ მიკროფონში-გამოუშვი სქაილინი და დანარჩენს მოგვიანებით გავარკვევთ,-საკუთარ თავში დარწმუნებული ამაყად ყვიროდა.თუმცა მისი ბოხი ხმა ისედაც კარგად აღწევდა ჩვენამდე.ვიგრძენი როგორ მომნატრებია,თითქმის 2 თვეა ის არ მინახავს.
-ჩემთვისაც სასიამოვნო იყო შენთან კიდევ ერთხელ შეხვედრა,ადამ,-ჩემს გასაგონად ჩაიცინა და შემდეგ დაუყვირა-მას არ გამოვუშვებ მანამ,სანამ თქვენ უკან არ დაიხევთ!-მანაც არანაკლებ მტკიცედ განაცხადა და კმაყოფილად ჩაიღიმა.
-ზეინ,ამას რატომ აკეთებ,-თვალები აცრემლებული მქონდა.
-ნუ ტირიხარ გთხოვ,უბრალოდ დაკბი სანახაობით,-ჩემს გასამხნევებლად გაიხუმრა,მაგრამ სიცილის ხასიათზე საერთოდ არ ვიყავი.
-აქ ძალიან ბევრი შეიარაღებული ადამიანია,თანაც ალყაში ხართ.ამიტომ ჯობია გოგონა გამოუშვა და ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება,-ადამი მის აზრზე მტკიცედ იდგა.
-მე კი კვლავ ვიმეორებ,დაიხიეთ უკან და მას გამოვუშვებ,თუ არადა,-დაჭერილი ხელით მიმზიდა,მის წინ დამაყენა და საფეთქელთან იარაღი მომიტანა-თითონაც ხვდებით რაც მოხდება.
ჩემი ზურგი მის მკერდს ეხებოდა და ვგრძნობდი კანის ქვეშ გახშირებულ გულისცემას.
-ზეინ,-ძლივს დავილაპარაკე.შეშინებული და შოკირებული ვიყავი.
-შენც იცი,რომ ამას არასოდეს გავაკეთებ,-ყურში ჩამჩურჩულა და მსუბუქად მაკოცა,თან მათ თვალს არ აშორებდა.როგორ მინდოდა მისკენ შევბრუნებულიყავი,მაგრამ არ შემეძლო.
-ზეინ შეწყვიტე,ვიცი რისი მიღწევაც გინდა,-ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა.
ადამი და დანარჩენები ჩუმად იყვნენ,ალბათ გადაწყვეტილებას იღებდნენ.არადა მათ ხომ არაფერი იციან რაც სიმართლეს შეესაბამება.ერთ-ერთმა სნაიპერი მოამზადა,ტანში მთლიანად მაჟრიალებდა.ეს ბრაიანი იყო,მას ვერ ვიტანდი რატომღაც,არ მიმაჩნდა კარგ ადამიანად.თავისუფლად შეეძლო ადამიანის გამწარება,ზედმეტად ამაყი და თავდაჯერებული იყო.
-ასეა საჭირო,ახლა ერთადერთი გამოსავალი სწორედ ესაა.მხოლოდ შენი სამსახიობო ნიჭი მჭირდება,-ჩუმად ჩაიცინა.უფრო და უფრო მეტირებოდა,ასე არ უნდა მომხდარიყო,სიტუაცია არ უნდა მოტრიალებულიყო ამის მსგავსად.ჯანდაბა.
-კარგი,ვიხევთ უკან,ოღონდ ერთი პირობით.იარაღი ძირს დადე,-ადამმა როგორც იქნა დაიძახა-ახლა კი გამოუშვი სქაილინი,-მიკროფონი დადო და თან ყველას აფრთხილებდა,რომ მზადყოფნაში ყოფილიყვნენ.
ზეინი ცოტა მოდუნდა,ხელი გამიშვა და იარაღი როგორც უთხრეს-ძირს დადო.მაშინვე მისკენ მივტრიალდი.
-იარე წინ და არ მოიხედო უკან.მიდი მათთან,-მკაცრად მითხრა.
-რა? არა,არ დაგტოვებ!-მის ნათქვამზე სწრაფი რეაქცია მქონდა.
-სქაილინ,დრო აღარაა! გააკეთე რასაც გეუბნები!-ყველანაირად ცდილობდა ჩემს დარწმუნებას.
-არა,არ შემიძლია,-ტირილით ძლივს აღმომხდა.ემოციების ქვეშ ვიყავი დამონებული,მეგონა მალე გული გამისკდებოდა.
-გთხოვ,მე კარგად ვიქნები,არ იღელვო,-ღიმილით მომეფერა სახეზე,თუმცა თვალები მასაც დამწუხრებული ჰქონდა.
თავს მაინც ვაქნევდი,ამის გაკეთებას ვერ შევძლებდი.
-ისინი ამდენს აღარ მოიცდიან,წადი,-შუბლი შუბლზე მომადო და თვალებში ჩამხედა,შემდეგ კი ცხვირზე მაკოცა.
მე კი კვლავ ვუყურებდი,უსიტყვოდ,უბრალოდ მას მივჩერებოდი და გული მტკიოდა.
-თუ ოდნავ მაინც გიყვარვარ,წადი,-მომცილდა და თითონ უკან დაიხია.რამდენიმე წამი კიდევ მას ვუყურებდი,შემდეგ კი არ ვიცი როგორ ვაიძულე საკუთარი თავი,რომ მოვტრიალებულიყავი და წინ წავსულიყავი.ალბათ იმიტომ,რომ ეს მისი სურვილი იყო და სხვა გზა მართლაც აღარაა?! მისკენ თვალს მაინც ვაპარებდი."მე კარგად ვიქნები,არ იღელვო" მისი სიტყვები ყურში კვლავ ჩამესმოდა.მან თავი დამიქნია,თითქოს ჩემი გადაწყვეტილება მოიწონა,როდესაც ბოლოჯერ გავხედე და ნელი ნაბიჯებით სვლა გავაგრძელე.ვიაზრებდი რას ვაკეთებდი და ვხვდებოდი,რომ ეს არასწორი იყო.ფეხებს ვერ ვიმორჩილებდი,არა,არ შემიძლია.ვერ მივატოვებ მას,მიყვარს.საშინლად,სასტიკად მიყვარს.
მოულოდნელად პოლიციელებს შორის ჰარისონი შევნიშნე,უკვე მოლანდებებიც დამეწყო.მაგრამ ეს აშკარად ის იყო.ჩვენ გვიყურებდა,თუმცა მეეჭვება ზეინს ის დაენახა.
ზეინისკენ შევბრუნდი და გაქცევა დავაპირე,როდესაც მის უკან მომავალი ლუკასი დავინახე,პისტოლეტით ხელში.დროის დაკარგვა აღარ შეიძლებოდა.
-ზეინ,უკან!-დაუფიქრებლად წამოვიყვირე.მას არც გაუხედავს,ჩემი რეაქციის მიხედვით ალბათ მიხვდა,რომ საშიშროება იყო.თავისი პისტოლეტის ასაღებად დაიხარა,მაგრამ გაბრუნება ვეღარ მოახერხა.ვეღარ მოასწრო.
თვალის დახამხამებაში გაისმა ორი გასროლის ხმა.
საკუთარ გულის ცემას ყურებში ვგრძნობდი.თვალები გამიშტერდა,გულში საშინლად დიდი ტკივილი ვიგრძენი.ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა სწორედ ის მოხდა.მათ გაიფიქრეს,რომ რადგან იარაღის ასაღებად დაიხარა,ე.ი. ის ჩემთვის აპირებდა სროლას და სანაცვლოდ ტყვია პირდაპირ გულში მოახვედრეს.
-ზეინ!-ისტერიკულად წამოვიყვირე და მას მივვარდი.მუხლებზე დავარდნილიყო,თვალები უკვე ეხუჭებოდა,მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქავდა.
-ესეც ასე,-ტკივილნარევი ღიმილით ისევ შემომხედა.
-არა,არა გთხოვ,არა,-ხელები მიკანკალებდა,მაგრამ მის დაჭერას მაინც ვცდილობდი.
-ახლა უკვე ჩემგან თავისუფალი ხარ,-ჩაიცინა და გვერდზე გადავარდა,მიწაზე დაწვა-შენ ყველა გელოდება,ოჯახი,მეგობრები,საქმრო.მე კი აღარავინ,-სახე ტკივილისგან უნაოჭდებოდა,თითქოს კრუნჩხვებში იყო.მაგრამ სულ მალე ესეც მორჩებოდა.
-ასე ნუ ამბობ,-ძლივს მოვუყარე სიტყვებს თავი.ცრემლები მახრჩობდნენ და ის აზრი,რომ მალე ვეღარ ისუნთქებდა.მის ხელს ვეჭიდებოდი,თითქოს ამით სიცოცხლისკენ მინდოდა მომებრუნებინა.
-ყველა ზღაპარი ხომ კარგად არ მთავრდება,-მიღიმოდა-კიდევ ეს,-ხელი ძლივს ჩაიყო ჯიბეში და იქიდან ბეჭედი ამოაცურა,ჩემი ნიშნობის ბეჭედი,რომელიც მე გადავაგდე და მოვიშორე.შემდეგ ადრე სადაც მეკეთა,მარცხენა ხელის არათითზე გამიკეთა.
-მინდა..რომ ბედნიერი იყო..მასთან,-უკვე ვეღარ ლაპარაკობდა-დამპირდი,-როგორც იქნა შემომხედა.
-ზეინ,-ვცდილობდი გამეჩუმებინა,მისთვის ლაპარაკი დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.თითქოს მინდოდა მისი სიცოცხლის წამები ცოტათი მაინც გამეხანგრძლივებინა.
-გთხოვ,-თვალები დაეხუჭა.
-გპირდები,-მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ვიცოდი,რომ ეს პირობა უსაფუძვლოა.
-ახლა უკვე დამშვიდებული ვიქნები,-მკრთალად გამიღიმა.მე კი ხმამაღლა ტირილი ამივარდა,ცრემლები ერთმანეთის მიყოლებით მომდიოდა.როგორ მინდოდა მეც მასთან ერთად მოვმკვდარიყავი.თითქოს ვერაფერს ვიაზრებდი რაც ხდებოდა და ამავდროულად ეს რეალობა გულს მიკლავდა.ისტერიკაში ვიყავი,მეგონა მეტს ვეღარ გავუძლებდი.მომაკვდავი ზეინის ყურება ჩემთვის ყველაზე საშინელი სიზმარი იყო,რომელიც რეალობაში ამიხდა.
მძიმედ დაიწყო სუნთქვა,ხმაურიანად.თვალები გაუშტერდა,ოხრავდა თითქოს.მისი ხელი რომელიც ამდენი ხანი მეჭირა საბოლოოდ მოდუნდა.ხელი რომლითაც ცოტა ხნის წინ მეფერებოდა.ჯანდაბა,არა! ასე არ უნდა დასრულებულიყო ყველაფერი!
..და დამთავრდა.ბოლოჯერ ჩაისუნთქა ჟანგბადი,ბოლოჯერ იფეთქა მისმა გულმა.გულმა რომელიც სასიკვდილოდ იყო განწირული.მხოლოდ ის მახსოვს როგორ დავიყვირე,მთელი ძალით.თითქოს მინდოდა ტკივილი ამისთვის გამეტანებინა,მომეშორებინა,გამქრალიყო.ტკივილი რომელიც ამ წუთებიდან გამანადგურებს და ნელ-ნელა მომკლავს.არ მჯეროდა,რომ ზეინი ახლა მხოლოდ მოგონებად დარჩებოდა.ყველაზე ლამაზ და ტკივილიან მოგონებად.
ზეინისკენ დავიხარე და შუბლზე ვაკოცე.ვერ ვცილდებოდი,ან როგორ უნდა დამეტოვებინა,ვერ წარმომედგინა.თითქოს ყველაფერმა რაც მასთან მაკავშირებდა თვალწინ გადამირბინა,გამახსენდა ყველა წუთი და ყველა წამი,რაც,როგორც ვთქვი,მხოლოდ მოგონებად დამრჩა.მაგრამ მე ამ მოგონებებსაც შევინახავ,ეგოისტურად,მხოლოდ ჩემთვის.მივისაკუთრებ და გულში ღრმად დავიტოვებ.
დიდი ხანი ვტიროდი,ძალიან დიდი ხანი."ყველა ზღაპარი ხომ კარგად არ მთავრდება",მისი ხმა ჩამესმოდა.ხმა,რომელიც სამუდამოდ მომენატრებოდა.ადამი მოვიდა ჩემთან და წამომაყენა.ვეწინააღმდეგებოდი,შეშლილივით ვყვიროდი,მაგრამ ძალა მაინც აღარ მყოფნიდა.მხოლოდ მას ვუყურებდი,უკვე გარდაცვლილს,რომელიც ვეღარც სუნთქავდა,ვეღარც გრძნობდა.ის აღარ არის ჩემს გვერდით-ამ აზრის გაფიქრებაზე ისტერიკული ტირილი მივარდებოდა,ვყვიროდი,ვწიოდი.ვნატრობდი,რომ გამომეღვიძა და ეს საშინელი კოშმარი ყოფილიყო.
-ეს არის შენი სამართალი?!-ადამს მივუბრუნდი და ხელი ვკარი.ის გაკვირვებული მიყურებდა,მაგრამ ნელ-ნელა ხვდებოდა,რამხელა შეცდომა დაუშვეს მან და მისმა მეგობრებმა.მოულოდნელად მშვენიერმა აზრმა გამიელვა თავში,ზეინის პისტოლეტი ავიღე და მთელი სიჩქარით გავიქეცი ბრაიანისკენ.მან თავისას მიაღწია,გამაუბედურა,დარწმუნებული ვარ ამით გახარებულიც არის.ყველა უკან მომსდევდა,მაგრამ იმდენად გამწარებული ვიყავი,მათზე სწრაფად გავრბოდი.ბრაიანი თავდაჯერებული ღიმილით იდგა და მიყურებდა.ხელი ვკარი მთელი ძალით და ისიც უკან,მანქანას მიეჯახა.
-შენი გაიტანე მაინც ხომ?-დავუყვირე და პისტოლეტი შუბლთან დავუმიზნე.ღიმილი მის სახეზე შიშმა ჩაანაცვლა,გაფართოებული თვალებით მიყურებდა.
-დაფიქრდი რას აკეთებ,-კბილებში გამოსცრა-მე შენ გადაგარჩინე,-თვალებს აბრიალებდა.
-სქაილინ,იარაღი დაუშვი,-ნაცნობი ხმა მომესმა.დილანი.მაგრამ მე ჩემს აზრს მაინც არ შევიცვლიდი,მიუხედავად იმისა,ამის შემდეგ რა მელოდა.
-გადამარჩინე არა?-დავიღრინე.
ვიცოდი ყველა ამიჯანყდებოდა და ვერ ავასრულებდი ამ სურვილს.ამიტომ ჩახმახს სწრაფად,დაუფიქრებლად გამოვკარი თითი,მაგრამ ამაოდ.ტყვიები არ იყო შიგნით.დავნებდი,საბოლოოდ.
-მას ტყვიებიც კი არ ჰქონდა,თქვენ კი დაუნდობლად მოკალით ის,-ცრემლები გადმომცვივდა კვლავ,ჩემი ხმა საკმაოდ მშვიდი და ჩუმი იყო.თუმცა ხანდახან სწორედ ეს სიმშვიდეა საშიში.
ადამმა მთელი ძალით მიმიხუტა და დაწყნარება დამიწყო,თუმცაღა ვიცოდი,სიმშვიდე არ მელოდა,სანამ ერთ აზრს ვატრიალებდი თავში-
ზეინი მკვდარია.

AwakingWhere stories live. Discover now