18

276 20 0
                                    

თვალები გავახილე,მაგრამ ვგრძნობდი,როგორ საშინლად არ მინდოდა გამოღვიძება.ფუფუნება და მდიდრულად,თანამედროვედ მოწყობილი ოთახები..მთელი ღამე თვალი არც მომიხუჭავს,ვფიქრობდი.უსაზღვროდ ბევრს ვფიქრობდი.თავის ატკიებამდე ვფიქრობდი..გუშინ როგორც კი მოვედი მაშინვე ვთხოვე,რომ ოთახი ეჩვენებინათ და წასულიყვნენ.კიდევ კარგი ლუკასმა ზედმეტები არ მოინდომა.შემდეგ კი დავრჩით ისევ მე და სიჩუმე.საკუთარ თავს თან ვადანაშაულებდი,თან ვამხნევებდი.ალბათ გუშინ ზეინი ბოლოჯერ ვნახე,ჩვენი ურთიერთობის ასეთი დასრულება კი არ მინდოდა.მაგრამ სხვანაირად არც გამოვიდოდა.ის მარიასთან წავა,ან სხვა გოგოს იშოვის და დაავიეყდება ყველაფერი რაც ვუთხარი.მე კი არც ვიცი რა მეშველება..

როგორც კი მზის სხივებმა ოთახი მთლიანად გაანათა,მაშინვე ფეხზე წამოვდექი,ფანჯარასთან მივედი და გარემოს დავუწყე ყურება.როგორც იქნა ამინდი გამოვიდა,მაგრამ მაშინ,როცა საერთოდ აღარც მიხარია მზის დანახვა.ბეჭედს დავხედე და წარმოვიდგინე რა დღეში არიან ჩემი ახლობლები.დილანი..ნუთუ მათ ასე უგზო-უკვლოდ დაკარგული ვგონივარ? იქნებ უკვე ხელიც ჩაიქნიეს ჩემზე,აქამდე რომ ვერ მიპოვეს? მაგრამ ადამი ასე არ დანებდებოდა,მას ყველაზე კარგად ვიცნობ და ვიცი,რომ თავისას მაინც გაიტანს.

კარებზე დააკაკუნეს და შემდეგ ნელა გაიღო.მოკლე შორტში და თხელ მოკლემკლავიან მაისურში ვიყავი,მაგრამ მისი სულაც არ შემრცხვა.

-უკვე გაიღვიძე,-ხმადაბლა მომმართა,მაგრამ მას არ გავხედე.გავიგე ნაბიჯების ხმა,რომელიც მომიახლოვდა.

-როგორ გეძინა?-უფრო ახლოდან მომესმა.

-პასუხს არ გამცემ?-ყურთან ჩამჩურჩულა.ხელი ნაზად შემომიცურა მუცელზე,მაგრამ სწრაფად მოვიშორე და გვერძე გავიწიე.

-რატომ მეუხეშები?-რა თქმა უნდა გამომყვა და ისევ უკან დამიდგა.ამჯერად თმა მარჯვენა მხარეს გადმომიყარა ნაზად და მისი ტუჩებით ყელზე შემეხო.რა ამაზრზენია,თავი საშინლად ვიგრძენი და კვლავ მოვცილდი.მაინც არ მეშვებოდა,ნერვების მოთოკვას ვცდილობდი.

AwakingWhere stories live. Discover now