უკვე მესამე დღეა ერთი და იგივე მეორდება,ვერაფერს ვაკეთებ და იძულებული ვარ ზეინს დავემორჩილო.ადამისგან არაფერი ისმის,როგორც ჩანს ზეინი საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა ასეთ ადგილას რომ იმალება.მაგრამ იმედი ჯერ არ დამიკარგავს.
თითქმის მთელი ღამე მეძინა,მაგრამ დილით საკმაოდ ადრე გამეღვიძა და შემდეგ ვეღარც დავიძინე.ვფიქრობდი და ბორკილებს ვაწვალებდი ისევ.ასეთ საშინელ სიტუაციაში პირველად ვარ.აქაურობას უკვე ვერ ვიტან,ეს კომფორტულად მოწყობილი ოთახი საშინლად მაღიზიანებდა და გულს მირევდა.
საწოლზე ვიჯექი და სრულ სიჩუმეში მხოლოდ ჩემი გონების საუბარი მესმოდა.განსაკუთრებით ყველა წინა დღეების მომენტებს ვიხსენებდი.არ მანაღვლებდა უკვე მან რა გადაიტანა,რა სტკივა და გულზე რამხელა ტვირთი აქვს.ადამიანებს ყოველთვის ვუგებდი,ამას ვცდილობდი მაინც.ზეინის შემთხვევაში ის ჩემში ზიზღს უფრო იწვევდა.მისი მანერები,ქცევები,საუბარი.ზუსტად ასეთი კატეგორიის ბიჭებს ვერ ვიტან.
პირველად ვიგრძენი როგორ საშინლად მომნატრებია დილანი,მშობლები,ოჯახური გარემოება.არ მეგონა საკუთარ თავს თუ გამოვუტყდებოდი ოდესმე იმაში,რომ ვიღაცის დახმარება მჭირდება.ყოველთვის დამოუკიდებელი ვიყავი და საკუთარი თავის მჯეროდა კიდეც.ახლაც მჯერა,ვიცი,რომ რამენაირად,ძალიან მალე მოვახერხებ აქედან გაქცევას .ეს ყველაფერი კი დარჩება ერთ კოშმარად.საკუთარ თავში ვიპოვი ძალას,რომ ეს ამბავი დავივიწყო.
უკვე გათენებული იყო,ჩემი ვარაუდით დილის 10 საათი იქნებოდა.თავი კედელზე მქონდა მიდებული და თითონაც არ ვიცოდი,მეძინა თუ არა.გარკვევაც ძნელი იყო,მე და სიჩუმე საუკეთესო მეგობრები გავხდით უკვე და მანაც მის სამფლობელოში ჩამითრია.რეალურს ვერ ვიგებდი ვერაფერს,მხოლოდ თვალდახუჭული ვსუნთქავდი.
სიჩუმე კარების საკეტის გადატრიალებამ დაარღვია.თავი მაშინვე წამოვწიე,მივხვდი შემოსვლას აპირებდა.ამიტომ ძველ პოზიციას დავუბრუნდი,ოღონდ ამჯერად თვალები გავახილე და მზერა მოპირდაპირე კედელზე ერთ წერტილს მივაპყარი.კარები გაიღო და სილუეტი იქვე გაჩერდა,როგორც მივხვდი ზღურბლთან დადგა და კედელს მიეყრდნო.გაღებულ კარზე დააკაკუნა,მისი შემოსვლა მაცნობა.მე კი მას მაინც არ ვუყურებდი.
-გავიგე,რომ შემოხვედი.რა გინდა?-უხეშად ვუთხარი.
-დაწყნარდი პირველ რიგში,-გაიცინა-მომწყინდა და შემოვედი.დარწმუნებული ვარ შენც მოიწყინე.
-არა,რას ამბობ.მშვენიერ ხასიათზე ვარ,პირობებიც მიწყობს ამაში ხელს,-სარკაზმით ვუპასუხე.
-ძალიან კარგი,რადგან მხიარულება მხოლოდ ახლა იწყება,-ჩემს წინ დაჯდა,სკამზე.შევეცადე მისთვის გამეჯავრებინა და მისნაირი ამაყი ღიმილი დავიჭირე.
-შენ თავისუფლებას არ იმსახურებ,-მზერა მასზე გადავიტანე.
-შენი აზრი საერთოდ არ მაინტერესებს,-აგდებულად მიპასუხა.
თვალი ავარიდე და ფანჯარას გავხედე.მოულოდნელად ფეხზე წამოდგა,ბორკილების შეხსნა დაიწყო.
-კიდევ ერთხელ თუ ცდი გაქცევას..
-მაშინ რა?-სწრაფად შევეპასუხე და ფეხზე წამოვდექი,როგორც კი ცალ ხელზე ბორკილი მომაძრო.მის წინ დავდექი,თვალებში მიყურებდა.
-მაშინ..,-დანა ნელა ამოიღო ჯიბიდან და ყელზე ამიცურა,მომიახლოვდა და ახლა უკვე ზევიდან დამყურებდა,-იცი რაც მოხდება.არ იფიქრო,რომ შემეცოდები,-წარბი ამიწია და სრული სერიოზულობით მითხრა,თანაც ცოტა არ იყოს დამაჟრიალა.დანა ნიკაპის წვერთან მომიტანა და მაიძულა თავი ამეწია,მისთვის შემეხედა.მის თვალებში იმ წამებში მხოლოდ ბოროტებას ვხედავდი და მივხვდი,რომ არ ხუმრობდა.დანა მომაშორა,ჯიბეში ჩაიდო და შემდეგ მეორე ბორკილიც მომხსნა.
-სადისტი ნამდვილად არ ვარ,სასაუზმოდ ჩამყავხარ,-ზეინს ახლა ვერ ვცნობდი,ასე მალე ეცვლება ხასიათი? ან ისევ თამაშობდა თუ მართლა ასეთია?
-შენს წინ ნამდვილად არც შევჭამდი,-პრეტენზია გამოვთქვი.
-მაგას უკვე მივხვდი,-გამიღიმა.მკლავში ხელი ნელა მომკიდა და ოთახიდან გავედით.კიბეები ჩუმად ჩავიარეთ,მისაღებში გავედით და შემდეგ სამზარელოში შევუხვიეთ.მაშინვე დავინახე მაგიდაზე დატოვებული დიდი დანა.შანსი მომეცა და რატომ არ უნდა გამოვიყენო? ცდა ბედის მონახევრეა.ხელის ჩაქნევა როგორც უკვე ვთქვი არ მინდა.ამიტომ ყველანაირ ხერხს მივმართავ,თუ საჭიროა.როცა უკვე იმ მაგიდას მივუახლოვდით დანას ვწვდი და ზეინს დავუმიზნე.
-გგონია მე არ შემიძლია ცუდის გაკეთება?-კბილებში გამოვცარი.თავიდან მოულოდნელობისგან დაფრთხა და ხელიც გამიშვა.
-არ შეგიძლია,-ღიმილით მიპასუხა.
-ვითომ რატომ?
-კანკალებ,ვერ შეძლებ ჩემთვის დანის დარტყმას,-სახეზე ღიმილს არ იშორებდა და თითქოს ყველაფერს თვალებიდან კითხულობდა,ისე მიყურებდა.
-დარწმუნებული ნუ იქნები,-დამცინავი სახით შევხედე.უცბად წელზე ხელი მომხვია და მოხერხებული მოძრაობით მისკენ ზურგით ვიდექი რამდენიმე წამში.ცდილობდა დანა წაერთმია,მაგრამ ურჩად ვებრძოდი.დანა მეორე ხელში გადავიტანე და მისკენ სწრაფად შემოვბრუნდი.არ მინდოდა მისთვის ზიანის მიყენება,უბრალოდ ვცდილობდი ამით მაინც შემეშინებინა,თუ საერთოდ რამის ეშინია.დანა მის სხეულთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა და სრულიად შემთხვევით ღრმა ჭრილობაც მივაყენე.სისხლი მაშინვე დაეტყო გაჭრილ მაისურს,ტკივილისგან სახე შეუწუხდა და ხელი გამიშვა,ისევ.რა ჯანდაბას ვაკეთებ? იმის ნაცვლად,რომ გავიქცე და საკუთარ თავს ვუშველო,ვკარგავ წამებს და შოკირებული იმისგან,თუ რა ჩავიდინე რამდენიმე წამის წინ,გაცეცხლებულ ზეინს ვუყურებ.ხელი ჭრილობისკენ წაიღო.
-ჯანდაბა,-შეიკურთხა ხმადაბლა და ხელი ჩამავლო.სისხლის დენა არ ჩერდებოდა,დანა გამივარდა და ზეინს ძლივს დავეწიე,მიუხედავად იმისა რომ თითონ ასე ვთქვათ,მიმათრევდა.მეგონა უკვე აღარ მაპატიებდა და მის მუქარას შეასრულებდა.მაგრამ ამის ნაცვლად იმ ოთახში შევიდა,სადაც აქამდე ვიყავი ხოლმე,კარები გადაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო,შემდეგ კი საწოლამდე ძლივს მივიდა,წამოწვა.მაისურის დიდი ნაწილი დასისხლიანებული იყო,აიწია და დავინახე ჭრილობა რამხელაზე ჰქონია.ხელები პირზე ავიფარე,ცუდად ის უფრო მხდიდა,რომ ეს მე გავუკეთე.მართალია ვთქვი,რომ მას ვერ ვიტან,მაგრამ ადამიანს რა თქმა უნდა ცუდს არასოდეს არაფერს გავუკეთებ.ზეინი ამაში მართალი იყო,ვერ გავბედავ ვინმეს დანა დავარტყა.10 წუთი ვიდექი და მას ვუყურებდი,სტკიოდა და ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილას.
-ზეინ,ნება მომეცი დაგეხმარო,-ბოლოს ჩუმად ამოვილუღლუღე.
-შენ? დამეხმარო? როგორი გულის ამაჩუყებელია,-გაიცინა,მაგრამ მალევე შეწყვიტა,ჭრილობა ასტკივდა.
-უბრალოდ მითხარი სად არის ბამბა და სპირტი,-მაინც ჩემსას ვაგრძელებდი.
-ჩემს თავს თითონაც მოვუვლი რამენაირად,-ძლივს მიპასუხა.
-სანამ სისხლისგან არ დაიცლები მოასწრებ?-რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი,წარბები შევკარი.სინდისი მაწუხებდა და სწორედ ამიტომ ვცდილობდი მის დახმარებას.
თვალები გაახილა და შემომხედა.არაფრის მთქმელი მზერა ჰქონდა,უბრალოდ მიყურებდა და არ ვიცი რას ფიქრობდა.ჟრუანტელმა დამიარა.სიმართლე ვთქვა,არც ვარ ვალდებული დავეხმარო,მაგრამ ასე უბრალოდ ვერ ვიქნები.
-მეორე უჯრაში უნდა იყოს საჭირო ნივთები,ნახე,-ხმადაბლა გამცა პასუხი და მოპირდაპირე კედელთან მდგომ კამოდზე მიმითითა.მისი ნათქვამი შევასრულე და ავიღე ბამბა,სპირტი,სპეციალური ნემსი და ძაფი.საწოლთან ჩამოვჯექი და მაისური ავუწიე ნახევრამდე.შემდეგ ბამბა სპირტით დავასველე და ჭრილობის დამუშავება დავიწყე.პირველად აეწვა,რა თქმა უნდა სხვა რეაქცია არც იქნებოდა.ვცდილობდი ნელა გამეკეთებინა,რომ არ სტკენოდა.ღმერთო ჩემო,მის გრძნობებზეც ვფიქრობ ახლა? ეს უნდა ამოვიგდო თავიდან.ამას აკეთებ იმისთვის,რომ შენივე გაფუჭებული გამოასწორო!
-შეგიძლია ამიხსნა,ამას რატომ აკეთებ?-ზუსტად ამ დროს დამისვა კითხვა.სახე ავწიე და შევხედე.ენა დამება,რა ჯანდაბა უნდა მეპასუხა?
ჩუმად დავრჩი და ჩემი საქმე გავაგრძელე.მასაც აღარაფერი უთქვამს.20 წუთში ყველაფერს მოვრჩი,ჭრილობა გავუკერე და შემდეგ ბინტიც დავადე.წამოვდექი,რომ ნივთები თავის ადგილას დამებრუნებინა.რომ მოვბრუნდი დავინახე,რომ ჩასძინებოდა.ალბათ როგორ ძალიან არ უნდოდა,მაგრამ ფხიზლად ყოფნა ვერ მოახერხა.რა თქმა უნდა,ახლა შემიძლია მისი ჯიბიდან ამოვიღო გასაღები.იმედია ყველაფერი ისევ არ ჩამეშლება,როგორც პირველ ჯერზე იყო.
გასაღები ძალიან ნაზად ამოვაცურე წინა ჯიბიდან,კარებიც ფრთხილად გავაღე.ვიფიქრე გარედან ხომ არ ჩამეკეტა ეს ოთახი ყოველი შემთხვევისთვის-თქო,მაგრამ დროს დავკარგავდი.ჰოლი ჩუმად გამოვიარე,ვიგრძენი სიხარულისგან გულმა როგორ გამალებით დაიწყო ცემა.კიბეები სწრაფად ჩავირბინე და ზუსტად ამ დროს გავიგე ზეინის ღრიალი.
-სქაილინ!-მთელ სახლში გაისმა ხმა.თვალები შიშისგან გამიფართოვდა და უფრო სწრაფად გავიქეცი კარებისკენ.მესმოდა ხმა,რომელიც მიახლოვდებოდა.ბედმა გამიღიმა მგონი და კარებიც ღია აღმოჩნდა.გარეთ გამოვიქეცი და სისწრაფეს მოვუმატე.ჰაერი სახეში მეცემოდა,მაგრამ მხოლოდ გზას ვუყურებდი.უკან მიხედვის დროს არ იყო.ახლაღა დავინახე,რომ გაშლილი სივრცე იყო,მინდორი.წინ კი დიდი ტყე იყო.ირგვლივ ერთი სახლიც არ იყო,გზატკეცილიც კი არ იყო ძალიან კარგად დაგებული.
სულ რამოდენიმე წუთში ზეინი მომიახლოვდა და დამიჭირა.თავი წაქცევისგან ძლივს შევიკავე.ჩემმა საკუთარმა ბედმა დამცინა და ბედნიერების მხოლოდ 2 წუთი მომანიჭა.ორივე გახშირებულად ვსუნთქავდით.მე გაკვირვებული უფრო ვიყავი,ჭრილობა არ იყო უმნიშვნელო,ამდენი ძალა როგორ აქვს მაინც?
-მე ხომ გაგაფრთხილე,-უცბად ფეხებში მწვდა და თავისუფლად გადამიკიდა მხარზე.ახლა კიდევ უფრო მეტად გაოცებული დავრჩი.
-ზეინ,ჩამომსვი!-ბრძანება გავეცი.ჩემი თავი როგორი სასაცილო იყო იმ მომენტში.
-ნუ ბრძანებლობ,ძალიან გთხოვ რა!-გაიცინა.
-ხვეწნას არც დაგიწყებ,-მშვიდად ვუპასუხე.
-ჯობია გაჩუმდე,-სიცილი განაგრძო.
უნდა მეშინოდეს ახლა? ჯერჯერობით ვერ შევატყვე,რომ საშინლად გაბრაზებული იყოს.იქნებ ასე მომკლავს,სიცილით,ირონიით? არამგონია გაუჭირდეს.
რამდენიმე წუთში უკვე ოთახში ვიყავით.საწოლს მიუახლოვდა და ზედ დამაწვინა.ხელები ჩემი თავის ირგვლივ დააწყო,ცალი ფეხით დაეყრდნო საწოლს.სახე ახლოს მოსწია და პირდაპირ თვალებში ჩამხედა.დუმდა,მაგრამ მისი მზერით ბევრს ამბობდა.უკვე მის სუნთქვასაც ვგრძნობდი,მის სასიამოვნო არომატს..
-რატომ მაიძულებ,რომ საშინელება ჩავიდინო?-ჩემდა გასაკვირად მშვიდად მითხრა.თორემ აქამდე არ ჩაუდენია საშინელება.ხმა ვერ ამოვიღე,მის ლამაზ წამწამებს ვუყურებდი,თაფლისფერ თვალებს..
როგორც ჩანს ისევ ტკივილმა შეაწუხა და მომშორდა,ძირს დაჯდა და საწოლს მიეყრდნო.უცბად მაჯაში მწვდა,ბორკილი დამადო და მისკენ მომქაჩა.იძულებული გავხდი მის გვერდით დავმჯდარიყავი,მხოლოდ მერე შევნიშნე,რომ მეორე ბორკილი საკუთარ მაჯაზე ეკეთა.აჰ,ახლა გამოდის ერთად ვართ დაბმულები?!
-რა ჯანდაბას აკეთებ?-გაკვირვებულმა და თან გაბრაზებულმა ვკითხე.
-ნუ სვავ ზედმეტ შეკითხვებს,ასე უფრო მშვიდად ვიქნები,-თვალდახუჭულმა მიპასუხა.მის პროფილს ვაკვირდებოდი,ლამაზ ცხვირს,ტუჩებს.ეს უნდა შევწყვიტო,ახლავე! წინ გავიხედე.
-რატომ,რომ არ გავიქცე,ისევ?-სარკაზმით გამეცინა.
-მიხვედრილი ხარ,-ისევ მშვიდად მიპასუხა.ეს მართლა გასაკვირია.
-მეგონა მომკლავდი,-მსუბუქად ჩავიცინე.
-უბრალოდ მაგის თავი არ მაქვს ახლა,-ჭრილობაზე დაიდო ნაზად ხელი-შემდეგში მოგივლი,-თავი უკან გადააგდო.არ ვიცი ეს სიტყვები უნდა დავივიწყო,თუ გონებაში ჩავიბეჭდო?! მუხლები მოვხარე და ხელები ზემოდან დავაწყვე.გვერდიგვერდ ვიჯექით და ვაღიარებ,უცნაური შეგრძნება იყო ეს.მის კანს ვეხებოდი,მის ხელსაც.როგორი მნიშვნელოვანი ხდება ასეთ დროს პატარა დეტალებიც კი.
-სიმართლე გითხრა ვიცი რასაც გრძნობ,-რამდენიმე წამში გააგრძელა-ციხეში როცა ვიყავი ყველაზე მეტად ეგ მინდოდა.მთელი დღეები ვფიქრობდი როგორ გამოვქცეულიყავი.როცა ოთხ კედელს შუა ხარ გამოკეტილი და ყველანაირი გზა გადაჭრილია,უკვე სიცოცხლის სურვილიც გეკარგება.მითუმეტეს როცა იქ საუკეთესო წლებს კარგავ,-თვალები ისევ დახუჭული ჰქონდა,მაგრამ ვგრძნობდი,ამ სიტყვებს უბრალოდ არ ამბობდა.წარმოვიდგინე ეს ყველაფერი და მივხვდი რა საშინელებაცაა.პრინციპში უკვე გამოვცადე კიდეც.ეს რამდენიმე დღე ციხეში ყოფნას დაემსგავსა.
-მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ შენ უნდა გაგიშვა.ჯერ კიდევ ბევრ რამეში მჭირდები.
თვალები გაახილა და ფეხზე წამოდგა.რა თქმა უნდა მეც წამოვდექი,რადგან ჩემი ხელი მისსას აჰყვა.საწოლზე დაწოლა დააპირა.
-ახლა რაღას აკეთებ?-შევუბღვირე.
-დაწოლა მჭირდება,-ისეთი სახე ჰქონდა,თითქოს ის შეკითხვა არც უნდა დამესვა.
-მე არ მჭირდება სამაგიეროდ.
-შენ ვინმემ გკითხა?-გაიცინა.ჯობია მას არც გაუგო,ამას ვერ შეძლებ.მეგონა ის სიტყვები რაც მითხრა გულიდან იყო წამოსული,მაგრამ ახლა ისევ ძველი ზეინი დაბრუნდა.საწოლზე დაწვა და შესაბამისად-მეც.ცოტა უხერხული სიტუაცია შეიქმნა,მაგრამ მას სულაც არ ანაღვლებდა,რომ ერთ საწოლზე ვიწექით.გადაბრუნდა,ზურგი მაქცია.მეც ასე მოვიქეცი.ოღონდ მარჯვენა ხელი რანაირად უნდა მომეთავსებინა ეგ ვერ გავიგე.
-იქნებ ბორკილებს შორის დაშორება მაინც გაგეზარდა?-დავიწუწუნე.
-რა იყო,ხელს ვერ სდებ?-ხმამაღლა გადაიხარხარა.
-ძალიან სასაცილოა,-გავღიზიანდი.
-სამწუხაროდ არ მაქვს მაგის თავი,შემეშვი,-უხეშად მიპასუხა.
მშვენიერია.ისევ ზურგზე დავწექი და ჭერს ავხედე.მის სხეულთან ასე ახლოს და ხანგრძლივად პირველად ვარ.მას გავხედე,მაგრამ მზერა მალევე ავარიდე.გასაღების ამოღების ხელმეორე მცდელობა ფუჭი იქნებოდა.ხელს როგორც კი ავამოძრავებდი ის ამას იგრძნობდა,თანაც არ მინდა უარესად გავამწარო,ჯერჯერობით მაინც.დარწმუნებული და დაზღვეული იმისგან არ ვარ,რომ რამეს არ დამიშავებს.