-გაიღვიძე,-ვიღაცამ შემანჯღრია.მალევე მივხვდი ეს ვიღაც ზეინი იყო.
-ძილიც არ დამაცადო ამ დილაუთენია,-დავიბუზღუნე და ძილის შებრუნება ვცადე.
-სხვათა შორის დილა კი არა შუადღეა.3-ის ნახევარია,-სიცილით მითხრა.
-ახლა ეგ საერთოდ არ მანაღვლებს,-ამოვიბუტბუტე.
-ადექი ახლა მართლა.უნდა წავიდეთ.
როგორც კი ეს სიტყვები გავიგე მაშინვე გადმოვბრუნდი და მზერა მას მივაპყარი.
-სად უნდა წავიდეთ?-ცოტა არ იყოს გამიხარდა,მთელი 5 დღეა უკვე აქ ვარ და ნელ-ნელა ვგიჟდები.
-სახლში არ გიშვებ,ასეც ნუ გაგიხარდა,-ჩაიცინა-მეგობართან უნდა წავიდე და შენ აქ მარტოს ვერ დაგტოვებ.ამიტომ იძულებული ვარ თან წაგიყოლო,-თვალები გადაატრიალა და ბორკილების შეხსნა დამიწყო.
-არ მინდა წამოსვლა,-ჯიუტად შევეწინააღმდეგე.
-შენ აზრს აქ არავინ გეკითხება-თქო,მერამდენედ გითხრა უკვე,-ტონს ცოტათი აუწია.
-მაინც არ წამოვალ!-თავში ცუდმა აზრებმა გამიელვეს,იქნებ მისი მეგობრები მასზე კიდევ უფრო უარესები არიან.იქ ყოფნას ჯანდაბას,ისევ აქ ყოფნა მირჩევნია.
-რამხელა გმირობაა,სქაილინ,-გადაიხარხარა-მაგრამ სამწუხაროდ ტყუილად ლაპარაკობ.
-ზეინ,შემეშვი,-ხელი მოვაცილე და ისევ დაწოლა ვცადე.
-არ მინდოდა მეთქვა,მაგრამ ჯობია მოკეტო და იმოქმედო,-ძალით წამომაყენა ფეხზე და სააბაზანოს წინ დამაყენა.
-არც კი იცი როგორ მძულხარ,-ჩავიბუტბუტე და სახელური ჩამოვწიე.
-პირველი არ ხარ,ვინც მაგას მეუბნება,-ირონიით გაიცინა.
ცოტახნით სააბაზანოში დავრჩი,თავი მოვიწესრიგე.აწეწილი თმები ლამაზად დავივარცხნე.გაგიკვირდებათ სავარცხელი საიდან მაქვს ალბათ ხომ? ჩანთაში მედო და ზეინმაც დამიდო სააბაზანოში.ცნობისთვის,ჩემი ჩანთა ჯერაც არ ვიცი სად არის.მოკლედ,15 წუთში ყველანაირად მზად ვიყავი,უბრალოდ არ მინდოდა წასვლა,ის კი მაინც ძალით წამიყვანდა.
სამზარეულოში ჩავედით და ორივემ თითო ჰამბურგერი შევჭამეთ.გამიკვირდა,უსიამოვნოდ მშვიდი გარემო იყო.ნუთუ არ ფიქრობდა იმაზე,რომ შემეძლო დანა კიდევ ერთხელ ამეღო და ამჯერად არ ამეცილებინა და დამეჭრა? თუმცა ამას არც ვაპირებდი,ჯერჯერობით თავს ვიზღვევდი.
-არა,მე არ ჩავჯდები მანქანაში,-განვაცხადე,როგორც კი სახლიდან გამოვედით.ხელები გადავაჯვარედინე და გაბრაზებულმა გავხედე.შორს არც იყო,პირდაპირ უკან მედგა.
-ჩაჯდები შენი ნებით თუ მაინც და მაინც საბარგულში უნდა ჩაგაგდო?-წარბი ამიწია.
-არ ჩავჯდები,-ნიშნისმოგებით გავეცი პასუხი.
-ნება შენია,-ხელში ამიყვანა უეცრად და მანქანის უკანა მხრისკენ დაიძრა.
-კარგი,კარგი ჩავჯდები,-მაშინვე წინააღმდეგობა გავუწიე,მაგრამ ვინ მომისმინა.
-ახლა უკვე გვიანია,-ცალი ხელით საბარგულს სახურავი ახადა და შემდეგ ნაპირზე დამაჯინა.
-ზეინ,-დრო ვიხელთე სანამ ნაპირებს ხელებით დაეყრდნო და სახე პირისპირ მომიტანა.
-რა გინდა?-ამაყად მკითხა.
-წინ დავჯდები,-ხმადაბლა ვთქვი.
-და ის ერთი ჯადოსნური სიტყვა?-ცალი ხელი ყურთან მიიტანა და განაბული ჩემს პასუხს დაელოდა.ჯანდაბა,ახლა მოუნდა ჩემი წვალება.
-გთხოვ,-ჩემი ხმა თვითონ ძლივს გავიგე.
-რაღაც ვერ გავიგე,აბა კიდევ გაიმეორე და უფრო ხმამაღლა,-სპეციალურად მიშლიდა ნერვებს.
-გამიშვი რა,-ხელი ვკარი,მაგრამ მისმა ძლიერმა ხელებმა ისევ უკან დამაბრუნეს.
-როგორც ჩანს ძალიან გინდა,რომ მთელი გზა აქ გაატარო,-ცალი ხელი სახურავისკენ წაიღო.
-გთხოვ,-ხმამაღლა ვუთხარი ამჯერად და გულში ჩემი თავი მილიონჯერ დავწყევლე.
-ეს უკვე მომწონს,-თავდაჯერებულად გაიღიმა და წამოდგა.სწრაფად ავდექი მეც და წინ დავჯექი.მანაც დახურა საბარგული და შემდეგ საჭესთან დაჯდა.
-ნეტავ იცოდე რა სასიამოვნო იყო შენი განწირული სახის დანახვა.როგორ არ გინდოდა დანებება,მაგრამ იძულებული გახდი გეთხოვა,თანაც ჩემთან,-ქვედა ტუჩი დამცინავად გადმოაგდო.
-ამჯერად შენ მოკეტე და ჩქარა აამუშავე ეს ძრავა,-გაბრაზებულმა ვუთხარი და ფანჯარას გავხედე.პასუხად მისი სიცილი მივიღე,მერე კი იქაურობასაც გავშორდით.
გამიკვირდა,რადგან 10 წუთში უკვე უცნობი სახლის წინ ვიყავით.სახლი თითქმის იგივე ტიპის იყო,სადაც ზეინი იმალებოდა.სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან,მეც ასე მოვიქეცი.მიდამოს ვათვალიერებდი,ასეთ ადგილას საერთოდ სახლი როგორ არსებობს.ძალიან მეჩხერ ადგილად მეჩვენება აქაურობა.
ზეინი მალე მომიახლოვდა და მკლავზე ხელი მსუბუქად ჩამჭიდა.ეს იმის ნიშნად ალბათ,რომ არ გავქცეულიყავი.
ზარი დარეკა და გავიგეთ მხიარული სიცილი,რომელიც ჩვენ გვიახლოვდებოდა.კარები გოგონამ გააღო,დაახლოებით ჩემხელა ან ჩემზე პატარა იქნებოდა.მუცელი გამობერილი ჰქონდა,ალბათ 5 თვის ორსულია.სახე გაუბრწყინდა ზეინის დანახვაზე და სწრაფადვე გადაეხვია.
-როგორ მიხარია რომ როგორც იქნა დადგა ეს დღე!-არ მეგონა ასე ემოციურად თუ შეხვდებოდნენ.რამდენიმე წამი ერთმანეთს ეხუტებოდნენ და უბრალოდ ჩუმად იყვნენ.ზეინმა შუბლზე აკოცა და თბილად გაუღიმა.ეს ის არის რაც მე მგონია?
-შემოდი..თ?-როგორც იქნა შემამჩნია-ზეინ?-გაუკვირდა,მაგრამ მაინც გამიღიმა.
-ეს სქაილინია,-უემოციოდ უთხრა და შიგნით შევიდა.იქიდან უკვე მესმოდა ბიჭების ხმები და მხიარული შეძახილები.
-ძალიან სასიამოვნოა,მე მია ვარ,-მხიარულად გამეცნო.ძალიან სასიამოვნო გოგონა აღმოჩნდა,გამეხარდა რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელთან ერთად მაინც ვიქნებოდი ცოტა ხნით.შიგნით შემოვედი და იქვე დავდექი,ან სად უნდა წავსულიყავი?! მისაღებში დაახლოებით 7 ან 8 ბიჭი იყო,მაგიდაზე საჭმელები ელაგა და ასევე სასმელი.ყველა ზეინს ესალმებოდა,ულოცავდნენ,მისი ნახვა უხაროდათ.მიამ მანიშნა შიგნით შევიდეთო და შეუმჩნევლად დავჯექით ოთახის ბოლოს დივანზე.რამდენიმე წუთი ჯერ კიდევ აჟიოტაჟი იყო,შემდეგ როგორც იქნა დაწყნარდნენ და ყველამ თავისი ადგილი დაიკავა.ერთი ბიჭი ჩემსკენ წამოვიდა და გაკვირვებულმა შემომხედა.
-უკაცრავად,მაგრამ აქ მე ვიჯექი,-აგდებულად მითხრა.მას გამოკვეთილად ჰქონდა კულულები და ამასთან,მწვანეთვალება იყო.
სიჩუმე ჩამოვარდა,ყველა ჩვენ გვიყურებდა.ჩემს მოპირდაპირედ მჯდომ ზეინს გავხედე,თითქოს სულ არ ანაღვლებდა ეს სიტუაცია.ან რატომ უნდა ანაღვლებდეს ვითომ,სახეზე ისევ ამაყი ღიმილი დასთამაშებდა.საშინლად შემრცხვა,უხერხული სიტუაცია იყო.
-ჯერემი,-თვალები დაუბრიალა მიამ.
ის-ის იყო უკვე ადგომას ვაპირებდი,რომ ეს ჯერემი ისევ ალაპარაკდა.
-კაი,კაი იჯექი.ვიხუმრე,-გაიცინა და გვერძე სავარძელში დაიკავა ადგილი.გულზე მომეშვა,რადგან ყველა ალაპარაკდა ისევ.მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო ისევ ყველამ მე შემომხედა,ახლა რაღა მოხდა?!
-ზეინ და ეს ვინ არის?-მის გვერდით მჯდომმა ბიჭმა იკითხა.
-ეს სქაილინია,-ისევ მოუწია ჩემი წარდგენა იქ მყოფთათვის.
-გასაგებია რასაც წარმოადგენს,მაგრამ..მოიცა ეს ადამის და არ არის?-გაკვირვებულმა ჰკითხა.
-ხოო და იქნებ თემა შევცვალოთ? მგონი უფრო მნიშვნელოვანზე გვაქვს სალაპარაკო,-გაღიზიანდა.
-აუ დღეს არა რა,რა გვეჩქარება.დღეს შენი მოსვლა უნდა ავღნიშნოთ,არა ბიჭებო?-ახლა სხვამ დაიწყო და დანარჩენებიც აიყოლია.ზეინმაც გაიცინა და წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად დასთანხმდა მათ.
გავიდა 1 საათი,2,3.მთელი დღე ასე გაილია.მე თითოეულ მათგანს ვაკვირდებოდი.ერთი ქერათმიანი იყო,ცისფერთვალება.მეორე ყველაზე აქტიური და მხიარული იყო,ისიც ცისფერთვალება.ყველას რაღაც დამახასიათებელი ნიშან-თვისება ჰქონდა.ხმაური იყო,ბიჭები ყველანი სვავდნენ,ზეინის გარდა.ეს მართლა გასაკვირი იყო.მიაც ხანდახან გამომელაპარაკებოდა ხოლმე,მაგრამ ხმის გაგება ფაქტიურად შეუძლებელი იყო.
-ჩვენ გავალთ რა,-თავაზიანად უთხრა სხვებს.
-არა,-მაშინვე გასცა პასუხი ზეინმა-შენ თუ გინდა გადი,გადაიღლებოდი.ეგ კი აქ დარჩება,-ნისნისმოგებით უპასუხა.
-აჰ,კარგი,მაშინ მე წავალ,წამოვწვები,-გაუღიმა-მაპატიე,სხვა დროს უფრო კარგად დაგელაპარაკები,ახლა ეს ძალიან ძნელია,-თბილად მესაუბრებოდა.თავი ღიმილით დავუქნიე.
-წამოდი მიგაცილებ,-ჯერემიც წამოდგა და მიას ხელი გადახვია.უკვე ყველაფერი ნათელია,ეს არის წყვილი,რომელსაც ძალიან მალე პატარა ეყოლება.
უკვე დაღამებული იყო,მეძინებოდა.მთელი დღე უაზრო იყო ჩემთვის,ბიჭების სიცილს ვუსმენდი და მათ ქცევებს ვუყურებდი.როგორც მივხვდი,„ცუდი ბიჭის" კატეგორიას არცერთი განეკუთვნებოდა.მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ხშირად ჩემსკენ იყურებოდა ხოლმე,მისმა ამ ჟესტმა გამაღიზიანა.დანარჩენები ძველ ისტორიებს იხსენებდნენ და დროს მხიარულად ხარჯავდნენ.რამდენჯერმე მეც შემომთავაზეს მეჭამა რამე,მაგრამ ასეთ სიტუაციაში მადა გამიქრა საერთოდ.
ბოლოს როგორც იქნა დავიშალეთ,მაგრამ ნაწილი მაინც დარჩა ქვევით.ზეინმა თქვა,რომ დღეს ამ სახლში ვრჩებოდით და მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში დამტოვა.
-იცოდე,ბიჭები ჯერ კიდევ არიან ქვევით,ასე რომ გაპარვა არც კი გაბედო,-მკაცრად გამაფრთხილა და კარები გაიხურა.რამდენიმე წუთი დაველოდე,სანამ ისიც შევიდა ოთახში და შემდეგ კარები ჩუმად გავაღე.როცა ჰოლში ვერავინ დავინახე გამოვედი და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.არ ვიცი რას ვაკეთებდი,ვიცოდი,რომ გაქცევა ახლა არ გამომივიდოდა.პირველი სართულიდან ხმაური მართლაც ისმოდა.შავი ჩრდილი ამოძრავდა და სწორეს ის ბიჭი ამოვიდა აქ,ვინც მთელი დღე მაკვირდებოდა.ოთახში შესვლა დავაპირე,მაგრამ მან დამინახა და დამიძახა კიდეც.არ ვიცი რატომ არ შევედი შიგნით,უბრალოდ კარებთან დავდექი.
-შენ როგორი ლამაზი ხარ,-ამაზრზენი ხმით დაილაპარაკა.პასუხი არ გამიცია.რამდენიმე ნაბიჯით მომიახლოვდა.
-არ გინდა ერთ-ერთ ოთახში შევიდეთ ცალკე?-დისტანცია არ დაიცვა მაინც,წელზე ხელი შემომიცურა.მაშინვე შევეწინააღმდეგე,ვცდილობდი თავაზიანი ვყოფილიყავი და არ გამეღიზიანებინა.
-თავი დამანებე,-ხმადაბლა ვუპასუხე.
-რატომ ვითომ? უბრალოდ მომენდე,-თავისას აგრძელებდა და ამჯერად მის მკლავებში მომიქცია.ტუჩები ყელს შეეხო,გულის რევის შეგრძენება დამეუფლა.
-თავი დამანებე-თქო!-ყვირილზე გადავედი.
-ჩუმად ეგდე შენი დედაც!-კარებს მიმაჯახა და კოცნა გააგრძელა.კივილი დავიწყე,მაგრამ მეეჭვება ვინმეს გაეგო.
-მოკეტე,შე ბოზო!-დაიღრიალა და სახეში მუშტი გამარტყა.ძირს დავვარდი,საშინლად ამტკივდა მარჯვენა მხარე.მომენტალურად ამეწვა და ტუჩიდანაც ვიგრძენი,რომ სისხლი წამომივიდა.
-რას აკეთებ,შე ნაბიჭვარო!-ნაცნობი ხმა მომესმა,რომელიც იმ ბიჭს მივარდა და ძირს დააგდო.უმოწყალოდ დაუწყო ცემა,გინება.წამოჯდომა ვცადე,მაგრამ თავბრუ დამეხვა და ძალა გამომეცალა.მგონი დაცემისას თავიც დავარტყი.დავინახე ჰოლში დანარჩენებიც ამოვიდნენ და მათ გაშველება დაუწყეს.ზეინი კი გაცეცხლებული იყო.ასე ძალიან რამ გაამწარა ვერ ვხვდები,შეეძლო უბრალოდ გაეფრთხილებინა,მაგრამ ეცემა,თანაც ამ დონეზე?!
-რა გჭირს,შეჩემა,ეგ გოგო ხომ მძევალია,რასაც გინდა იმას გაუკეთებ,შენი ნება არაა?!-დაუღრიალა,როცა წამოდგნენ და სხვებმა გააშველეს.
-მასზე ასე არასოდეს თქვა,გესმის? არასოდეს! შენი ტრაკის საქმე ეგ არაა!!-კიდევ იწევდა ზეინი საჩხუბრად,მაგრამ ბიჭები აკავებდნენ.პასუხი აღარ დაუბრუნებია.დანარჩენებმა ის მეორე გაიყვანეს და ზეინიც დაამშვიდეს.შემდეგ ისინიც გაყვნენ სხვებს პირველ სართულზე.
ზეინი მე მომვარდა და მაშინვე ხელში ამიყვანა,კარები გააღო და საწოლზე ნაზად დამაწვინა.გაკვირვებული ვიყავი,რა ვალდებული იყო,რომ დამხმარებოდა ან ასე „ეზრუნა".მე მას ვერ ვცნობდი,ეს უკვე რაღაც ახალია.თვალები გავახილე და ჯერაც გაკვირვებული მის მზერას შევხვდი.თითქოს შეშინებულიც იყო,ღელავდა რაღაცაზე.სახეზე ჩამოყრილი თმები გადამიწია და ლოყაზე ცერა თითი მომისვა.ტკივილი ვიგრძენი და წარბები შევკარი.ხელი მომაცილა,სადღაც გაიქცა.თვალები ძლივს გავახილე,მაგრამ მას უკვე ვეღარ ვხედავდი.შემეშინდა,მარტო დარჩენა არ მინდოდა.რამდენიმე წამში ნაბიჯების ხმა გავიგე და შემდეგ ლოყაზე სიცივე,რომელიც ძალიან მესიამოვნა.სველი ნაჭერი იყო,ნელა მისმევდა გახურებულ ლოყაზე,შემდეგ ტუჩზეც მომისვა.ტკივილმა ხელახლა დამიარა,რადგან ქვედა ტუჩი გამსკდარი მქონდა.მეძინებოდა,მაგრამ ტკივილი თავს მახსენებდა და ამის საშუალებას არ მაძლევდა.
-მაპატიე,ეს არ უნდა მომხდარიყო,-ხმადაბლა ჩაიბურტყუნა და მეორე ხელით თავზე ხელი მომისვა.ტკივილმა უფრო იმატა,გავმწარდი,სახის მარჯვენა მხარე ძალიან მეწვოდა და ვერ მიამდებოდა.ცრემლები მომადგა და თვალების კუთხეებიდან პატარა ბურთულები გადაგორდა.ცერა თითით ცრემლი მომწმინდა ჯერ ერთ მხარეს,შემდეგ მეორეზე.თვალები ძლივს გავახილე,სიბნელეში ვერ გავარჩიე ნორმალურად,მაგრამ როგორც მივხვდი მიღიმოდა.
ცოტახანში ადგა,გასვლას აპირებდა.
-ზეინ!-დაუფიქრებლად დავუძახე.ერთ ადგილას გაშეშდა-გთხოვ,აქ არ დამტოვო მარტო,-ჩემს ხმას ვერ ვცნობდი.ნუთუ მისთვის ასე ვილტვოდი? ამის თვითონ არ მჯერა.ამ უცხო სახლში ოთახში მარტო ყოფნა მართლა საშიში იყო,მითუმეტეს ამ ამბის მერე.
გამობრუნდა,საწოლზე დაწვა ხმის ამოუღებლად.გადაბრუნდა და ზურგი მაქცია.აქ მარტო ყოფნას ისევ ასე ყოფნა მირჩევნია.თვალები დავხუჭე და რამდენიმე წუთში გავითიშე.