13

301 20 0
                                    

გათენდა.წინა წლებში ერთი სული მქონდა ეს დღე როდის დადგებოდა ხოლმე,მაგრამ ახლა არა,უფროსწორად აღარ მიხარია.თავი გაკვირვებულმა წამოვწიე,ხელებზე ბორკილები არ მედო და საწოლს არ ვიყავი მიჯაჭვული,როგორც ადრე.არადა გუშინ ასე არ იყო.ისედაც მთელი სამი დღეა უხეშობს,ან რა ვალდებულია მე კარგად მომექცეს.მაშინ,როცა ლუკასზე მითხრა სიმართლე,სწორედ მაშინ დავინახე მისი თავდაპირველი სახე: ირონია,ეგოიზმი და სისასტიკე.
საწოლზე წამოვჯექი და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე ბალიშზე,კედლის მხარეს დადებული ერთი ცალი ლურჯი ვარდი.გაკვირვებულმა ავიღე და ვერც კი შევამჩნიე როგორ გამეღიმა.რაღაც მიხაროდა ძალიან,მაგრამ თითონ ვერ ვხვდებოდი რა.ნუთუ ის ხდება რაც მე მგონია?!
ოთახის კარებიც ღია იყო,ფეხზე წამოვდექი და ნელი ნაბიჯით გამოვედი ჰოლში.სრული სიჩუმე იყო და მეც ვცდილობდი არ გამომეწვია ხმაური.კიბეები ჩავიარე და როცა მისაღებს მივუახლოვდი ადგილზე გავიყინე.ლამაზ,მაღალ ვაზაში იყო ჩაწყობილი ლურჯი ვარდები.არა ერთი ან ორი,ძალიან ბევრი! მივუახლოვდი და პირზე ხელი ავიფარე,რომ არ მეყვირა.ასეთი სილამაზე აქამდე არ მენახა,დიდხანს რომ გეყურებინა მაინც ვერ დატკბებოდი ამ ვარდების ცქერით.ძალიან გახარებული ვიყავი,ჩუმად ვიცინოდი და რატომღაც ამასთან უზომოდ დიდ ბედნიერებას ვგრძნობდი.ის ერთი ვარდი,რომელიც აქამდე ხელში მეჭირა თაიგულის შუაში ნელა ჩავდე.
-დაბადების დღეს გილოცავ,სქაილინ,-ოთახის ბოლოდან ღიმილით გამოემართა ჩემსკენ.ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი,როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.სიმართლე ვთქვა,თავიდან მისი ხმის გაგონებაზე დავფრთხი და უკან დავიხიე,რადგან საშინლად შემეშინდა.მაგრამ როდესაც მის სახეს შევხედე ყველაფერი საკუთარ ადგილზე დაბრუნდა.ჩემს წინ იდგა,წესით ამ დროს ეხუტებიან და უფრო გრძლადაც ულოცავენ,მაგრამ ზეინისგან ესეც კი მოულოდნელი იყო ყველაფრის მერე.
-მადლობა,-ძლივს გადავდგი ნაბიჯი და ვუპასუხე.
-მოგეწონა ვარდები?-წარბი ამიწია და ცალყბად ჩაიღიმა.მისი ასეთი საუბრით ჩემში ქრებოდა ყველანაირი შიში მისდამი.
-კი,რა თქმა უნდა,-აღტაცებით წარმოვთქვი და კიდევ ერთხელ გავხედე მათ.ხელები შარვლის უკანა ჯიბეებში ჩავიწყვე.მისი საქციელი ჩემს დაბადების დღესთან დაკავშირებით ჩემთვის მაინც ამოუხსნელი რჩებოდა.
-ძალიან კარგი,-გაიღიმა და ძირს დაიხედა.
-და,რატომ მაინც და მაინც ლურჯი?-ინტერესმა მომიცვა.
-იმიტომ,რომ შენი საყვარელი ყვავილია ლურჯი ვარდები,-ეშმაკურად ჩაიღიმა.სწორედ ამ პასუხს ველოდი და ეს სიმართლეცაა.ისინი კი არ მიყვარს,უბრალოდ ვგიჟდები მათზე!
-შენ საიდან იცი?-მის ღიმილზე მეც გამეღიმა.
-ეგ საიდუმლოა,-თითი დამიქნია.თავი გვერძე გავაბრუნე,როცა ასეთი მშვიდი საუბარი გვაქვს,მაშინ განსაკუთრებით არ ვიცი რა უნდა გავაკეთო ხოლმე.
-მე შენთვის რაღაც საჩუქარი მაქვს,-მალევე გააგრძელა-და იმედი მაქვს მიიღებ,-ქვევიდან ამომხედა.საჩუქარი? მეხუმრება? მე ვარდებიც კი გამიკვირდა..
თავი უხერხულად დავუქნიე,მანაც თითქოს შვებით ამოისუნთქა და შარვლის ჯიბიდან როგორც მივხვდი,პატარა ყელსაბამი ამოიღო.ჩემთან ახლოს მოვიდა და უკან დამიდგა.
-არ დამეხმარები?-ყურთან ახლოს მისი სასიამოვნო ხმა ჩამესმა.დამაჟრიალა,გონება გამეფანტა,მაგრამ მალევე გამახსენდა რა უნდა გამეკეთებინა.თმა ერთ ხელში დავიჭირე და ავწიე,მან კი ყელსაბამი გამიკეთა.როცა მომშორდა თმას ხელი გავუშვი და კულონს დავხედე.პატარა,ლურჯი თვალი იყო.შესაძლოა ერთი შეხედვით უბრალო ჩანდა,მაგრამ მე მაინც ძალიან მომეწონა.
-რა ლამაზია,-აღფრთოვანება ვერ დავმალე-დიდი მადლობა,-ღიმილით ავხედე.მის სახეზეც ღიმილი დავლანდე.
-მიხარია,რომ მოგეწონა,-თვალებში სევდას ვხედავდი,მაგრამ არ ვიცოდი უნდა შევკითხოდი თუ არა რა სჭირს.
დროის გასაყვანად ვარდებს მივუახლოვდი და კვლავ ვათვალიერებდი მათ.
-ისე,იცი რას ნიშნავს როცა ლურჯ ვარდებს გჩუქნიან?
-არა..მგონი,-რაღაც მახსოვდა ნამდვილად,მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებდი.
-კარგი.დრო მოვა და მერე გეტყვი,-კვლავ გამიღიმა.როგორ მარტივად შეუძლია ამ ღიმილს რომ ყველაფერი დამავიწყოს.მისმა ნათქვამმა დამაინტრიგა,სამწუხაროა,რომ დამავიწყდა მათი მნიშვნელობა.
-ახლა მე შეგეკითხები.საიდან იშოვე ვარდები? როგორც ვიცი ძნელად საშოვნია,-მისთვის რომ შემეხედა ისევ,ალბათ ავწითლდებოდი,ამიტომ ყურადღება ყვავილებზე მქონდა გადატანილი.
-გეთანხმები,ძნელად მოსაპოვებელი არის.მაგრამ არა ჩემთვის,-თავდაჯერებულად გაიღიმა,ამაყად.თითქოს მეთამაშებოდა კიდეც.
-ოუ,ამის ნამდვილად მჯერა,-მის თამაშს ამჯერაც მეც ავყევი-მამა ყოველ დაბადების დღეზე მჩუქნიდა ლურჯ ვარდებს,-თავი დავხარე,ნოსტალგია მომაწვა.ვიგრძენი როგორ მომნატრებია ის,დედა,დილანი.დილანიც? ჰო,რავიცი..
ზეინი გაბრუნდა,დაიძაბა.მაშინვე ვინანე ჩემი სიტყვები.იმედი მაქვს ყველაფერი არ გამიფუჭებია.
-ზეინ? ყველაფერი კარგადაა?-შემობრუნდა და თავი დამიქნია.მთავარია გაბრაზებული არ იყო.
-ეს ყვავილები მეც მიყვარს.როცა მოვკვდები,თუ რაღა თქმა უნდა იკადრებ ჩემს საფლავზე მოსვლას,ეს ყვავილები მომიტანე,-ჩაიცინა,მაგრამ მივხვდი,რომ ყველაფერი სერიოზულად იგულისხმა.სახე შემეცვალა,არ მესიამოვნა ეს სიტყვები.გულში რაღაც ჩამწყდა,ხასიათი გამიფუჭდა.
-ეს რას ნიშნავს?-წარმომიდგენია სახეზე როგორი ფერი მედო.ვცდილობდი არ შემემჩნია ნერვიულობა,მაგრამ ხმაც ამიკანკალდა უკვე.
-კარგი,დღეს ცუდზე ლაპარაკი აღარ გვინდა,-ჩემი კითხვა როგორც ჩანს დააიგნორა.
-კითხვაზე მიპასუხე,-პასუხი აუცილებლად უნდა გამეგო.
-არაფერს.მე ჯერ კიდევ დიდ ხანს ვიცოცხლებ,-გაიცინა.
რატომღაც მისი ეს „ხუმრობა" საერთოდ არ მომეწონა.პირიქით უფრო დამთრგუნა.
-და შენ რატომ გაღელვებს ეს ასე?-კითხვა,რომელიც ყველაზე მეტად მინდოდა,რომ არ დაესვა.
-უბრალოდ დამაინტერესა,-მის საპირისპირო მხარეს გავიხედე,მაგრამ მალევე მომიწია ისევ მისთვის შემოხედვა.ეცინებოდა,თან ისეთი სახე ჰქონდა,თითქოს გულში ამბობდა „კი,კი როგორ არაო".
-ზეინ?!-ცოტაღა აკლდა იმისთვის,რომ გულიანად გადაეხარხარა.
ხელები ასწია,რომ გაჩერდა უკვე.
-შენ რა დამცინი?-წარბი ავუწიე.
-საიდან მოიტანე,-სერიოზული სახე დაიჭირა,მაგრამ მაინც ვამჩნევდი,რომ ეცინებოდა-მიდი შენ მოწესრიგდი მანამდე,უნდა გავიდეთ.
თავი დავუქნიე და ოთახისკენ გავიქეცი.
***
-დღეს ძალიან კეთილი ვარ,ამიტომ ერთ სურვილს შეგისრულებ,-სიცილით მითხრა.მისი ეს სიტყვები ცოტა დაუჯერებელიც იყო ჩემთვის.
-ოუ,რა პატივია,-უკვე დავიწყე ფიქრი იმაზე,თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ერთი სურვილი.თუმცა ფიქრი არც მჭირდებოდა,პასუხი დიდი ხანია მოფიქრებული მქონდა.
-ოღონდ ძალიანაც არ გამწირო,-ხელი შუბლზე მიიდო რომ მზე დაეჩრდილა.მართალია ბუნებაში,ხის ქვეშ ვიჯექით,მაგრამ მზე მაინც საკმაოდ მცხუნვარე იყო.
-მპირდები,რომ მართლა შემისრულებ?-ამჯერად მე დავსერიოზულდი.
-გპირდები.
რამდენიმე წამი უბრალოდ ვუყურებდი,არ ვიცი რა რეაქცია ექნებოდა იმის მერე რასაც ვეტყოდი.
-სიმართლე.სიმართლე მომიყევი,-საბოლოოდ მაინც გავბედე.აფორიაქდა,მაგრამ გაეღიმა კიდეც.
-სქაილინ ელის მეიერ,-ნელა ჩაილაპარაკა-ისე მეიერი ხომ გერმანული გვარია?-ინტერესით ამომხედა.
-კი,-გამეცინა იმაზე,თუ როგორ ცდილობდა თემის შეცვლას.მაგრამ მე ჩემსას მაინც გავიტანდი-მამაჩემის მხრიდან არიან გერმანელი წინაპრები,მაგრამ დედაჩემი ინგლისელია.
-როგორი საინტერესო ისტორია გაქვს,-უკეთესად მოკალათდა.წესით მე უნდა ვემზადებოდე მოსასმენად.თავი სიცილით დავუქნიე.
-სახელიც ლამაზია.სქაილინი.
-უცნაურიც,-გამეცინა-ორი სახელის შეხამებაა და მგონი სეხნია ორჯერ თუ სამჯერ შემხვედრია მარტო.
-ეგ გადარდებს მერე?
-სულაც არა,-გულწრფელად ვუპასუხე.
-ზუსტად.მაგრამ მეორე სახელიც ძალიან რომ მომწონს,ელისი?! შეიძლება ასე დაგიძახო ხოლმე?-მიღიმოდა.
-შენ როგორც გინდა,-მეზიზღება ის მომენტი როცა მის ღიმილს ვუყურებ და არ ვიცი შემდეგ რა ჯანდაბა უნდა გავაკეთო!
-მაშინ ხან ერთი იყოს,ხან მეორე,-გაიცინა.მზერა ჩემს ბეჭედზე გადაიტანა,რომელიც აქამდე არ მომიხსნია.
-დანიშნულიც ხარ,-მხიარულება სადღაც დაიკარგა.
-და მალე ქორწილიც უნდა მქონოდა,-მის ნათქვამს დავაყოლე.მოწყენილმა ამომხედა.რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ ისევ მე შევაწყვეტინე.
-ზეინ,პირობა,-გავუღიმე იმ იმედით,რომ ისიც გამიღიმებდა.
-ხო,რამდენიმე წუთი მომეცი მარტო,-მძიმედ ამოილაპარაკა.ადვილი საუბარი როგორც ჩანს არ გველოდა წინ.თავი დავუქნიე და გავჩუმდი.
-არც კი ვიცი საიდან უნდა დავიწყო მოყოლა,-სადღაც შორს იყურებოდა.
-და..შენი მშობლები?-ცოტახანში ვკითხე.
თითქოს ეს ბოლო შეკითხვა მისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდაო.ფეხზე წამოდგა სწრაფად და წინ წავიდა,ზურგი მაქცია.მას გავყევი,მაგრამ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.
-მაპატიე თუ..
-ბოდიშს ნუ მიხდი!-მაშინვე გამცა პასუხი.
-აბა რა ხდება?-მზისგან თვალები მეხუჭებოდა.
-სიმართლეს როცა მოგიყვები,მე არ ვიცი ძალა მეყოფა თუ არა,რომ კიდევ გაიძულო ჩემთან ყოფნა,როგორც მძევალს.მერე შენ უნდა მიიღო გადაწყვეტილება: ან ჩემთან დარჩები,ან წახვალ.თუ წახვალ,მე გაგიშვებ.შენ თუ ასე გადაწყვეტ,ესეიგი საკუთარი თავისთვის ბედნიერება გინდა.მე კი უფრო მშვიდად ვიქნები,რადგან გადაწყვეტილებას შენი ნებით მიიღებ და არა ძალდატანებით,-მშვიდად გამცა პასუხი.
მის სიტყვებს ვიაზრებდი და ვერაფრით დამეჯერებინა,რომ ეს სწორედ ზეინმა მითხრა.რას გულისხმობდა ვერ გავიგე,ნუთუ ასე მალე დანებდა ყველაფერში და მეც მაძლევს წასვლის უფლებას?!
-ზეინ,რა ხდება?-თვალებში შევხედე.
-არაფერი,უბრალოდ საქმე შენ გეხება,-მანაც გამომხედა-ახლა კი ჩემს დანაპირებს შევასრულებ,-მანიშნა წამომყევიო და ისევ ძველ ადგილას დავჯექით.მისი ყოველი წინადადება მაფიქრებს და გონებას მირევს.ორივე ჩუმად ვიყავით,სანამ ზეინი თავს მოაბავდა სიტყვებს და დაიწყებდა მოყოლას.

AwakingWhere stories live. Discover now