7

355 28 0
                                    

თვალები გავახილე და თეთრი ჭერი დავინახე.წამიერად გამიკვირდა,მაგრამ მერე გამახსენდა სად ვიყავი.თავი მარცხნივ გავაბრუნე,მაგრამ იქ ვერავინ დავინახე.გასაკვირი რატომ უნდა იყოს.გათენებული იყო,მზე ანათებდა ფანჯარაში.წამოჯდომა ვცადე და მაშინვე ვიგრძენი ტკივილი სახეზე,თანაც იმდენად ძლიერი,რომ მაიძულა თვალები დამეხუჭა.მაინც ჯიუტად დავჯექი და მარჯვენა ლოყაზე ხელი ნაზად მივიდე.წამოვდექი და სააბაზანოში შევედი.სარკეში ჩავიხედე და ვინანე ეს რომ გავაკეთე.სახის მარჯვენა ნაწილი გაწითლებული მქონდა,ტუჩი გახეთქილი და საერთო ჯამშიც საშინლად გამოვიყურებოდი.თავს ცუდად ვგრძნობდი,მყარად ვერ ვიდექი ფეხზე და თავბრუ მეხვეოდა.ის ეპიზოდი მთლიანად გავიხსენე და ვიგრძენი,რომ საშინლად მომინდა ტირილი.ჩემდაუნებურად ცრემლები წამომივიდა,მივხვდი როგორი საცოდავი ვარ.პირველად გავიგე რას ნიშნავს იყო სასოწარკვეთილი,თითქოს განწირულიც.არ ვიმჩნევ ამ ყველაფერს,მაგრამ საშინლად გამწარებული ვარ და ნელ-ნელა ყელში ამომდის ეს ყველაფერი.ვერც კი გავაცნობიერე როგორ გულამომჯდარი ვტიროდი,ცრემლები ერთმანეთს მისდევდნენ და არ ჩერდებოდნენ.რისთვის დავიმსახურე ეს,სარკეში მეშინოდა ჩახედვის.ნახევარი სახე ხომ ჩალურჯებული და აწითლებული მქონდა.ახლა სხვისი მსხვერპლიც უნდა გავხდე? თუ როგორ გამოდის?! ზეინს ის არ ეკმარა,რომ მისი მძევალი გავხდი და ახლა სხვასაც უნდა აცემინოს ჩემი თავი? ბრაზი მომაწვა,საშინლად გავცოფდი.საკუთარ თავს ვუბრძანე,რომ აღარ მეტირა და ეს შევძელი კიდეც.ჩამოგორებული ცრემლები უხეშად მოვიწმინდე,შემდეგ კი პირი დავიბანე.შეიძლება ზეინს მის ბორკილებში ვყავარ გამომწყვდეული,მაგრამ იმას არ ნიშნავს ეს,რომ ჩემი დამცირების უფლებას მივცემ! ეს არასოდეს მომხდარა და არც ახლა მოხდება.
თავი მოვიწესრიგე შეძლებისდაგვარად და ჰოლში გამოვედი.არავინ იყო,დავმშვიდდი და კარები მოვიხურე.ჩემს უკან ზუსტად ვიღაცის გამოსვლის ხმა გავიგე.თავი მაშინვე გავაბრუნე და ზეინი დავინახე,მაგრამ მას არ დაველოდე და წინ წავედი.რამდენიმე წამში მკლავში ხელი მომკიდა და მისკენ მიმაბრუნა.
-რას აკეთებ?-დაეჭვებით შემეკითხა.
-შენი საქმე არაა,-მშვიდად ვუპასუხე,თუმცა ჩემს ხმაში ალბათ გაბრაზება იგრძნობოდა.ხელი უხეშად გამოვგლიჯე და ვეცადე სწრაფად მოვშორებოდი.უკან გამომყვა მაშინვე,კიბეები თითქმის ერთად ჩავირბინეთ.პირველ სართულზე ბიჭები მიმოფანტულნი იყვნენ,ზოგი სად იჯდა და ზოგი სად.
-უკან დავბრუნდეთ,-ზეინს მივუბრუნდი და განვუცხადე.
-უკაცრავად?-გაიცინა.
-სმენა დაგიქვეითდა? უკან დავბრუნდეთ-თქო,-უფრო დავუკონკრეტე.
-მე როცა მომინდება უკან მაშინ დავბრუნდებით,-ღიმილიანი სახით მითხრა-ისე აწითლებული ლოყა მოგიხდა-ირონიით ჩაილაპარაკა და ჩამიარა.ბრაზი უფრო მომემატა,გამოვბრუნდი და სამზარეულოში შესვლა დავაპირე,იქ მია მეგულებოდა.ზეინს სპეციალურად მხარი ვკარი და შემდეგ გავიარე,მაგრამ წამის მეასედში ისევ მის გვერდით ვიდექი.
-და ნუ გგონია აქ შენს ნებაზე იქნები,-ხელი უხეშად დამიჭირა,ამტკივდა.დივანზე დაჯდა და მეც მის გვერდით დამსვა.განძრევის საშუალებას არ მაძლევდა.ბიჭებთან საუბარი დაიწყო,რაც მე საერთოდ არ მაინტერესებდა.ისინი თავიდან გაკვირვებულები მიყურებდნენ,ალბათ დარტყმის შედეგი ჩემს სახეზე მოსალოდნელზე მეტი იყო.მარჯვენა მხარეს თმით ვიპარავდი.მე კი მათ უკვე ვერ ვიტანდი,კიდევ კარგი ის არ ჩანდა,ვინც გამარტყა და ზეინს ეჩხუბა.
რამდენიმე წუთში ოთახში მია შემოვიდა.
-დილამშვიდობის,სქაილინ.მგონი არ გისაუზმია და წამოდი სამაზრეულოში გავიდეთ,-გამიღიმა.ადგომა დავაპირე,მაგრამ ზეინმა ისევ ადგილზე დამსვა.
-არაა მშიერი,-ღიმილით უპასუხა ჩემს ნაცვლად.
-ზეინ,მე შენთვის არ მიკითხავს,-ჩემთან მოვიდა და ხელი ჩამკიდა.რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ზეინი დაემორჩილა და თავისუფლად გამოვაღწიე იქიდან.
-ზეინი ასეთია საერთოდ,უყვარს მბრძანებლობა,-მშვიდად დაიწყო და უკვე გამზადებული ომლეტიანი თეფში მომაწოდა.ღიმილით გამოვართვი,ჩანგალი და დანა მოვიმარჯვე.თან მარჯვენა მხარეს თმა კარგად გადმოვიყარე,დავმალე ჩაწითლებები შეძლებისდაგვარად.მან როგორც ჩანს არ იცოდა გუშინდელზე და ამიტომ არც მე მინდოდა,რომ გაეგო და ენერვიულა შემდეგ.
-ხო მაგას უკვე მივხვდი,-ჩუმად ამოვილუღლუღე.
-არ იფიქრო რომ მის საქციელს შენს შესახებ ვამართლებ,უბრალოდ..არ ვიცი როგორ გითხრა.ის არაა ცუდი ადამიანი,-ჩემს გვერძე დაჯდა და ხმადაბლა მესაუბრებოდა.მუქი თაფლისფერი თვალები ანათებდნენ,ძალიან სასიამოვნო შესახედაობა ჰქონდა.მისნაირი ადამიანი იშვიათად შემხვედრია,რომ გარეგნობა და ხასიათი ასე შეესაბამებოდეს ერთმანეთს.
როცა ჩემგან დუმილი მიიღო პასუხად ისევ გააგრძელა:
-შეიძლება ის ახლა შენ ნამდვილი ურჩხული გგონია,მაგრამ იცოდე,რომ მის უკან ყველაზე თბილი,გამგები და ხანდახან მარტოსული ადამიანი დგას.
-ხო,რავიცი,-მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.მიკვირდა,ასე როგორ ახასიათებდა ზეინს.ისიც მიკვირდა ეს სიმართლეს როგორ უნდა შეესაბამებოდეს.
-ალბათ ძნელია შენთვის ამის დაჯერება,-ჩაიცინა-ჩვენ ყველა ბავშვობიდან ერთად ვართ,ერთად გავიზარდეთ და ამიტომ ვამბობ ამას ასე ხმამაღლა.მას ძალიან კარგად ვიცნობ.უბრალოდ შემდეგ მის ცხოვრებაში ძალიან დიდი გადატრიალება მოხდა,დიდი ტკივილი გადაიტანა.ამის გახსენებაც კი არ შემიძლია,-ვიგრძენი როგორ გაუჭირდა საუბარი.
-და..ასეთი რა იყო?-ჩუმად ვკითხე.ვცდილობდი რაც შეიძლება გულგრილად მესაუბრა ზეინზე.
-მე..მე არ შემიძლია გითხრა.ის თითონ მოგიყვება ამას,აუცილებლად,-დავინახე თვალებში სისველე როგორ აუციმციმდა,მაგრამ ემოციებს არ აჰყვა და გამიღიმა.
-ალბათ,-იმედგაცრუებულმა ვთქვი,მეგონა მეტყოდა.შევამჩნიე,რომ ომლეტი ძალიან მალე შევჭამე.როგორ მომნატრებია ნორმალური საჭმელი.
-სიმართლის გაგების შემდეგ შეიძლება გაუგო კიდეც,ასე ვფიქრობ.
სახეზე აშკარად დამეტყო პასუხი "რაღაც ეჭვი მეპარება მაგაში".ცარიელ თეფშს ვუყურებდი სანამ სიჩუმე იყო ოთახში და მის ნათქვამზე ვფიქრობდი.ნუთუ რა უნდა მომხდარიყო ასეთი? ზეინს ვკითხო? აჰ არა,გმადლობთ.მასთან საუბარი საერთოდ არაფერზე არ მინდა.
-სქაილინ,წავედით,-უემოციოდ დამიძახა.მისთვის არც შემიხედავს,ზანტად წამოვდექი.
-ის სიტყვები არ დაივიწყო კარგი? ზეინის შესახებ,-ღიმილით მითხრა და წამოდგა.თავი დავუქნიე,დავემშვიდობე და ზეინისკენ წავედი,თუმცა მისთვის არც შემიხედია.არც არავის დავემშვიდობე,კარები გავაღე და გარეთ გავედი.უკან ზეინიც მომყვებოდა.არ გამიგია სხვებს როდის დაემშვიდობა,ალბათ იქამდე,სანამ მე დამიძახებდა.მანქანაში სწრაფად ჩავჯექი და მაშინვე ფანჯარაში დავიწყე ყურება.მანაც ხმისამოუღებლად დაძრა მანქანა.
გზაში ყველანაირად ვცდილობდი რეალობასთან კავშირში მომეყვანა ის ფრაზა,რომ ზეინი შეიძლება იყოს მარტოსული.თბილი და გამგები ალბათ არის,ჩემთან ძალიან ცოტათი გამოამჟღავნა ეს და ამიტომ ვამბობ ამას.მაგრამ მარტოსული? ნუთუ ვინმე მეგობარი გოგონა არ ჰყავს? ის ხომ ასეთი სიმპატიურია,მარტოსულობით მისი დახასიათება კი მართლა გასაკვირია.
ალბათ ჯერ გზის ნახევარიც არ გვექნებოდა გავლილი,რომ მანქანა გააჩერა და ვიღაცას დაელაპარაკა.შევამჩნიე როგორ დაფრთხა და როგორც კი მობილური შეინახა მითხრა,რომ მანქანიდან გადმოვსულიყავი.
-რა ჯანდაბა ხდება?-უხეშად ვკითხე.
-წამომყევი,-მითხრა და ტყისკენ გაემართა.
-იცი რა? დავიღალე უკვე.არსადაც არ წამოვალ!-ხმამაღლა დავიყვირე და ხელები გადავაჯვარედინე.
-ნუ ცდილობ ჩემს გამწარებას,განსაკუთრებით ახლა! გააკეთე ის რასაც გეუბნები!-დამიყვირა.
-ამომივიდა ყელში! რამდენიც უნდა დაგიჯერო შემდეგ ისევ მე უნდა დავზარალდე ხო?-ხმას კიდევ უფრო მეტად ავუწიე.
სწრაფად მოვიდა ჩემთან და ძალიან ახლოს დამიდგა პირისპირ.
-მაინც და მაინც ისე უნდა მოგექცე,რომ ხმის ამოღებაც ვერ გაბედო ჩემთან?-დამიღრიალა.სახლში რომ ვიყავით როგორც ჩანს რაღაც მოხდა.ვატყობდი,რომ დაძაბულია,თითქოს ეშინია კიდეც.მის თვალებში ზიზღს ვხედავდი.სიშავეს,რომლისთვისაც დიდხანს რომ გეყურებინა საშინლად შეგეშინდებოდა და გაქცევაც მოგინდებოდა.
-გამიშვი,-წინააღმდეგობა გავუწიე,მაგრამ ეს სასაცილო იყო უფრო.ორივე ხელი გამიკავა და მოძრაობას ვერ ვახერხებდი.
-ახლა წამომყვები უკან და ხმას საერთოდ არ ამოიღებ,გასაგებია?-ისევ ყვიროდა.
-არა! საერთოდ ყველაზე დიდი ნაბიჭვარი ხარ ვინც კი შემხვედრია!-როგორ სიამოვნებით შევაფურთხებდი,მაგრამ ამ დონეზე არ დავეცემი.
-შენს მოსმენას არ ვაპირებ,-ხელი ჩამჭიდა.
-მე კიდე წამოსვლას არ ვაპირებ!-ისევ შევეწინააღმდეგე.
მერეღა შევამჩნიეთ რომ რაღაც მანქანა გვიახლოვდებოდა.ზეინს ისეთი სახე ჰქონდა,თითქოს იცნო იქ ვინ არის.გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე სწრაფად ამიტაცა და ტყისკენ გაიქცა.სწრაფად გარბოდა,რამდენიმე წამში უკვე შიგნით ტყეში ვიყავით.ვერ მივხვდი დავარდა,თუ სპეციალურად დამაგდო,მაგრამ ფაქტია ორივე მიწაზე აღმოვჩნდით.ოღონდ შესწორება,ის ჩემს ზემოდან იყო და პირზე ჰქონდა ხელი აფარებული,თან მანიშნებდა ჩუმად იყავიო.ვიღაცას ემალებოდა,პოლიცია ნამდვილად არ იყო,მანქანაზე მივხვდებოდი.ალბათ ამის შესახებ დაურეკა იმ ვიღაცამაც? ვერაფერი ვერ გავიგე,ისეთი აბურდული და არეული სიტუაციაა,რომ უკვე ფიქრიც არ მინდა ამის გარკვევაზე.ირგვლივ იყურებოდა,თითონაც განაბული იყო.ზევიდან მიყურებდა და თვალებით მაფრთხილებდა რომ ჩუმად ვყოფილიყავი.მხოლოდ ერთს ვფიქრობდი,რომ მალე ავმდგარიყავი და მას მოვცილებოდი.
როგორც იქნა დაადგა ამას საშველი.ტანსაცმელს ვიბერტყავდი გაბრაზებული,მაგრამ გამიკვირდა,როცა მან ისევ ტყეში გააგრძელა სიარული.
-მანქანით არ მივდივართ?
-ფეხებს გაავარჯიშებ ცოტახნით,არაფერი მოგივა.
-ესღა მაკლდა ახლა,-გავსწორდი და მისკენ დავიძარი.
-ნუ წუწუნებ და გააბიჯე ახლა,-უხეშად მიპასუხა.
მაპატიე მია,მაგრამ შენი ნათქვამი უნდა დავივიწყო.სრული სისულელე!
მგონი მთელი დღე ასე უსასრულოდ დავდიოდით ტყეში,ჩუმად და ხმის ამოუღებლად.მეგონა ბოლომდე გავძლებდი,ხანდახან ვისვენებდით კიდეც,მაგრამ ძალა მაინც არ მეყო.ან ამხელა გზა რა ჯანდაბად გვჭირდებოდა,ჯერ კიდევ ვიღაცას გაურბოდა და გზატკეცილზე ვერ გავდიოდით.
-მე ვეღარ მოვდივარ,-ხეს მივეყრდენი,უკვე ფეხზე დგომაც არ შემეძლო.
-ცოტაღა დარჩა,-არც მოუხედავს ისე მიპასუხა.
ძალა მოვიკრიბე და გავყევი ისევ უკან,მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმის მერე თვალებში მოულოდნელად სიშავე დავინახე და მიწაზე დავვარდი.საბოლოოდ არ გავთიშულვარ,ვიგრძენი როგორ მომვარდა ის და ხელში ამიყვანა.
თვალები როცა გავახილე უკვე დივანზე ვიწექი.გარეთ სულ დაბნელებული იყო,შუქი მისაღების ბოლოს იყო ანთებული და ოთახს ძალიან მკრთალად ანათებდა.
მძიმედ ამოვიქშინე და წამოვჯექი.მოულოდნელობისგან ლამის შევხტი,როცა მოპირდაპირე დივანზე ზეინი დავინახე,რომელიც მე მიყურებდა.საშინლად მშიოდა და კუჭმაც ეს შემახსენა.
-იქნებ ამიხსნა,მთელი დღე ფეხით რატომ ვიარეთ?-ბოლოს ისევ მე წამოვიწყე საუბარი.
-არ ვარ ვალდებული რამე აგიხსნა,-მშვიდად მიპასუხა,მაგრამ მივხვდი,რომ ცუდ ხასიათზეა ისევ.
-მაგრამ მაინც უნდა მითხრა,-ხელები გადავაჯვარედინე.
-შენ რაში გაინტერესებს ჩემი საქმე?-უხეში ხმით მკითხა.
-ცნობისმოყვარეობა,-მოკლედ მოვუჭერი.
-საკმაოდ ბევრი იცი ჩემს შესახებ.
-და მაინც?
-ჩემი სახელი,-გამიღიმა.
-კარგი,მაშინ ასე შეგეკითხები.ვის გაურბიხარ?
-არავის,-თავდაჯერებულად მიპასუხა.
-ვისი გეშინოდა ასე ძალიან?
-მე არავისი მეშინია,-ირონიულად ჩაილაპარაკა.
-მაშინ რაღაც ახსნა ხომ უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს?
-აუ რამდენ კითხვას სვავ,თავი დამანებე რა,-თვალები გადაატრიალა და წამოდგა.სამზარეულოსკენ დაიძრა,მე კი საუბრის გაგრძელება და სიმართლის გაგება მინდოდა.
-ზეინ!-დავუყვირე და წამოვდექი.
-ახლა რაღა გინდა,-შეწუხებული სახით მობრუნდა.
-ვიცი რომ შენს ცხოვრებაში რაღაც მოხდა,-მშვიდად გავაგრძელე.
-ვერ ვხვდები რაზე მესაუბრები,-მაშინვე თავი აარიდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემას.
-ძალიან კარგადაც ხვდები.თანაც ეს რაღაც ძალიან მტკივნეული იყო შენთვის.უბრალოდ მინდოდა მეკითხა,შენ ტკივილი საერთოდ თუ იცი რა არის-თქო,-ირონია გავურიე ჩემს სათქმელს.ოთახის ბოლოშიც კი გაიგებდი როგორ გაუხშირდა სუნთქვა.მომენტალურად მომვარდა და კედელს მიმაჯახა,მთელი ზურგი ერთიანად ამტკივდა.
-ჩემს ცხოვრებაში ნუ ერევი! და ნურც ცდილობ ნურაფრის გარკვევას! ამის დედაც!-მუშტი ჩემს გვერძე კედელს მიარტყა-რაც არ იცი იმაზე ნუ საუბრობ,ზედმეტებით ტვინს ნუ ჭამ.საბოლოოდ შეგიძლია უბრალოდ მოკეტო.ძნელი გასაგებია ეს?-მთელი ძალით ღრიალებდა.
-ნუ გგონია რომ დაგემორჩილები!-დავუყვირე.ჩემი სითამამე ამწარებდა.
-კი არ მგონია,ვიცი ეს.შენი მოვალეობა მხოლოდ ეგაა,რომ დამემორჩილო.თუ დაგაძალო ეგ ყველაფერი?-ჯიბიდან დანა ამოიღო და ყელთან მომიტანა.ნერწყვი გადავყლაპე,ძალიან სახიფათოდ ეკავა და თავისუფლად დამჭრიდა,ან მომკლავდა.
-დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე,-გავუღიმე სარკაზმით-დამარტყი ეგ დანა,რას ელოდები.ისედაც ვგრძნობ,როგორ ძალიან გინდა მაგის გაკეთება.
რამდენიმე წამი თვალებში მიყურა,შემდეგ დანა მომაცილა.
-აღიარე რა ჩაიდინე ასეთი,ვინ მოკალი,შენგან მაინც არაფერი გამიკვირდება.
ვიფიქრე დამთავრდა-თქო ყველაფერი,რადგან არ უპასუხია,მაგრამ უარესი ჩაიდინა.მობრუნდა,ყელზე ხელები მომიჭირა და ჩემი დახრჩობა დააპირა.ჰაერი ნელ-ნელა მეცლებოდა,პანიკა დამეწყო,გული მიჩერდებოდა.ხელებს უმწეოდ ვურტყავდი,მაგრამ ზეინმა ადამიანობა დაკარგა.თითქოს ის თითონ აღარ იყო,ვიღაც სხვა ჰკარნახობდა ყველაფერს.თამამად ვიტყვი,მაშინ მეგონა რომ უკვე ვკვდებოდი.შემეშინდა,ასე ვთქვათ "სიკვდილს ჩავხედე თვალებში".დღეს უკვე მეორედ თვალებში გამოსახულება გაშავდა,ნელ-ნელა ვითიშებოდი.მეგონა ამჯერად ვეღარ გადავრჩებოდი,მაგრამ ხელები დროულად გამიშვა და მეც ეგრევე იატაკზე დავვარდი.გონზე მოვედი,ხველება ამივარდა,არ მჯეროდა რომ ჰაერს ხელახლა ვსუნთქავდი.ყელის მიდამო სულ მტკიოდა,მეწვოდა.თავი უკან გადავაგდე და რამდენიმე წუთი საკუთარი თავის მოსულიერებას მოვუნდი.თვალები მძიმედ გავახილე,ზეინი დივანზე იჯდა და თავი ხელებში ჰქონდა ჩარგული.ჩემსკენ გამოიხედა და როცა დამინახა ფეხზე წამოდგა,ისევ გამირბოდა.
-შენ,-ჩახლეჩილი ხმა მქონდა,-ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ.შენ ხარ სატანა,გაცოცხლებული სატანა.ის შენში ცხოვრობს და მუდამ იცხოვრებს.შენ ნორმალური ცხოვრებაც კი არ გეღირსება არასოდეს,რადგან არავინ შეგიყვარებს,არასოდეს.
ძლივს ვლაპარაკობდი,მაგრამ ეს წინადადებები აუცილებლად უნდა მეთქვა.ერთ ადგილას იყო გაშეშებული,ჩემსკენ ზურგით იდგა და მისმენდა.ხელები დაემუშტა,ისევ იგივე მეორდება.თავი უკან გადააგდო,ბრაზისგან დამუშტული ხელები უკანკალებდა.სწრაფად შემობრუნდა,ჩემთან მოვიდა და ცალი ხელით ჩემს წამოყენებას შეეცადა,მაგრამ ეს გამიჭირდა.
-ადექი!-დამიყვირა.მაგრამ ვერ შევძელი.
-ადექი!!!-დაიღრიალა.ძალები მოვიკრიბე და კედელზე მიყრდნობით როგორღაც დადექი ფეხზე.მომაკვდავს უფრო ვგავდი,ვიდრე ცოცხალ ადამიანს.სწრაფად მიდიოდა,მე კი ვერ მივყვებოდი და ყოველ ორ ნაბიჯში ვვარდებოდი.მიმათრევდა,ბრაზისგან ყველაფერი დავიწყებული ჰქონდა და აღარ იცოდა როგორ გაეკეთებინა ცუდი ჩემთვის.
საწოლზე დამაგდო,ბორკილებით მის კიდეს მიმაბა და გავიდა.კარები მთელი ძალით დააბრახუნა გახურვისას.ვიგრძენი როგორ ამეტირა და თავი აღარ შევიკავე.არ მინდოდა ამ მონსტრის გვერდზე ყოფნა,რომელმაც რამდენიმე წუთის წინ ლამის სიცოცხლეს გამომასალმა.ნუთუ მშველელი არავინ მყავს? ვგრძნობდი გულის არეში ტკივილს და უფრო მეტად მინდოდა ტირილი.რატომღაც მგონია,რომ ის აუცილებლად მომკლავს ადრე თუ გვიან.ის ხომ ადამიანი არაა,ცოცხალი ლეშია,რომელსაც გრძნობები არ გააჩნია.რისთვის დავიმსახურე ეს ყველაფერი.
ტირილისგან როცა გული ვიჯერე თვალები დავხუჭე.ახლა მაინც მოვწყდები ამ გაუბედურებულ სამყაროს,რომელშიც დაბრუნება არ მინდა.გადაღლილს მალევე მიმეძინა,მაგრამ მშვიდი ძილი რა თქმა უნდა არ მიწერია.

AwakingWhere stories live. Discover now