33

254 19 1
                                    

ღრმა ძილიდან როგორც იქნა გამოვფხიზლდი.თვალების გახელა ცოტა გამიჭირდა,მაგრამ საკუთარ თავს მაინც შევეწინააღმდეგე.ოთახში ვიწექი,დიდ და რბილ საწოლზე.სიბნელე იყო,ნუთუ მთელი დღე მეძინა?! რატომღაც არც მშიოდა,თითქოს გამოფიტული ვიყავი.კიდევ ერთი,რამაც ჩემი ყურადღება მიიქცია იყო ის,რომ თავი აღარ მტკიოდა.მაგრამ მაინც არ ვიყავი კარგად,გონებაში იმდენი რამე ირეოდა ერთად.გვერდზე გავიხედე და ფანჯრისკენ მიბრუნებული ჯერემი დავინახე.
-ჯერემი?!-ახალგაღვიძებულზე ხმა ხრინწიანი მქონდა და ჩავახველე.
-თავს როგორ გრძნობ?-ღიმილით მობრუნდა ჩემსკენ.
-საშუალოდ,-კიდევ ერთხელ გადავამოწმე საკუთარი თავი სიმართლე ვთქვი თუ არა-თქო.
-კარგია,მთავარია სერიოზული არაფერი მოგსვლია.თავი დაარტყი დაცემისას და ტკივილებიც მაგიტომ გქონდა.ეს შეიძლება განმეორდეს,მაგრამ უკვე არა ასეთი სიძლიერით.ალბათ 4-5 დღეში ისევ კარგად იქნები,ეს დღეები კი ჯობია რომ უმეტესად იწვე,-ასე მეგონა პროფესიონალი ექიმი მესაუბრებოდა.
-შენ ამდენი საიდან იცი?-ცოტა არ იყოს გაკვირვებული ვიყავი.
-ვისწავლე ეს ყველაფერი,-უფრო ფართოდ გაიღიმა.კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ არაჩვეულებრივი ადამიანია.ყველანაირად.
-ძალიან კარგი,-მეც გამეღიმა-ზეინი სადაა?-რატომღაც ცოტა მეუხერხულა მისთვის ამის კითხვა.
-ქვევითაა პირველ სართულზე უკვე რამდენი ხანია,არ ვიცი რა სჭირს,აქ საერთოდ არ ამოსულა,-როგორც ჩანს თითონაც გაკვირვებული იყო,ისევე როგორც მე.
-შეგიძლია დაუძახო?-ჯერემის პასუხმა უფრო მეტად მომანდომა ზეინთან სასწრაფოდ საუბარი.
-ახლავე,-თავი დამიქნია და ოთახიდან გავიდა.2 წუთში კარები კვლავ გაიღო და ზეინიც ნელა შემოვიდა,თითქოს არ ჩქარობდა.თავდახრილი იდგა,იქვე,გვერდზე კედელს მიეყრდნო.როგორც ჩანს ისევ მე მომიწევდა პირველს ხმის ამოღება.
-არაფერს მეტყვი?-შევეცადე ძალიან ხმადაბლა მეთქვა.
-რის მოსმენას ელოდები ჩემგან?-წარბებშეკრულმა ამომხედა.მისმა ნათქვამმა და მზერამ ერთდროულად ჩამაგდებინეს ენა.არ მეგონა თუ შევძლებდი კიდევ საუბრის გაგრძელებას.
-არ ვიცი,თუნდაც რომ მომიკითხო ალბათ მაგის,-დაბნეულმა ვუპასუხე.
-კარგი,როგორ ხარ?-ცივად მკითხა.გაოცებული ვუყურებდი,მისი ასეთი ცვლილება მაშინებდა.
-არა,ვალდებულების მოხდის მიზნით მოკითხვა ნამდვილად არ მჭირდება,-გავბრაზდი და უხეშად ვუთხარი.
-აბა რა პრეტენზიები გაქვს კიდევ,სქაილინ?-მანაც ტონს აუწია.სახეზე ერთდროულად გაკვირვება და ბრაზიც გამომესახა ალბათ.ვერ ხვდებოდა,რომ მისი თითოეული წინადადებით გულს მტკენდა საშინლად.ხმა ვეღარ ამოვიღე,უბრალოდ ვუყურებდი და ვცდილობდი გამეგო რა დავუშავე ასეთი.მეგონა უკვე დაივიწყა ჰარისონზე ამბავი,მაგრამ როგორც ჩანს შევცდი.თავი დახარა,ოთახში მძიმე სიჩუმე ჩამოვარდა.
-მაპატიე,-დაიჩურჩულა.
-მოდი აქ,-დაუფიქრებლად ვუთხარი და საწოლზე ვანიშნე.თვალები გადაატრიალა,მაგრამ მაინც ნელა მომიახლოვდა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა.ფანჯრიდან შემოსული სინათლე მის სახეს ანათებდა.
-საშინლად გამწარებული ვარ,მაპატიე,უსამართლოდ გეჩხუბები,-დაბლა იყურებოდა-და კიდევ ის მაპატიე,რაც ჩემს გამო დაგემართა.ჩემი ბრალია,მარტო რომ არ დამეტოვებინე ის ნაბიჭვარი ამდენს ვერ გაბედავდა,ვერ მოგეკარებოდა.ჯანდაბა,-ლოგინს მუშტი დაარტყა.ნელ-ნელა ვხვდებოდი მისი ასეთი ხასიათის მიზეზს.
-შენ რა იცი ლუკასი აქ რომ იყო?
-დავინახე მათი მანქანა რომ მოდიოდა აქედან,მაგრამ მაინც დავაგვიანე.ვაზღვევინებ,არ შევარჩენ ამას,-იღრინებოდა და ფანჯარაში,უსასრულობას გაჰყურებდა.
-არა,ზეინ,გთხოვ.პირველ რიგში საკუთარ თავს ნუ იდანაშაულებ,ნუ იბრალებ ამ ყველაფერს,-თბილი ხმით მივმართე და ხელი ხელზე დავადე.
-ნუ ცდილობ ჩემს დამშვიდებას,თავს მაინც ყველაზე დიდ ნაბიჭვრად ვთვლი.საშინელი ადამიანი ვარ,ამაყი და ეგოისტი.ხომ ხედავ,კიდევ ერთხელ დამტკიცდა ეს,-თავისი ხელი ჩემსას მოაცილა და ყველანაირად შეეცადა ჩემთვის თავი აერიდებინა.
-შენც იცი რომ ეს ასე არაა,-ჩემი ხმა იმაზე მტკიცე იყო,ვიდრე მოველოდი.
-ზუსტადაც რომ ასეა,შენს თავს არ ვიმსახურებ.ჩემს ნაცვლად შენ გიწევს ამ ტკივილის ატანა.გგონია მსიამოვნებს შენი ასეთ მდგომარეობაში ნახვა? სწორედ ამიტომ მინდოდა რომ ჩემგან შორს ყოფილიყავი.უსაფრთხოდ იქნებოდი და მეც დავმშვიდდებოდი.
-ზეინ,გაჩუმდი!-არ მსიამოვნებდა საკუთარ თავს რომ ლანძღავდა ჩემს გამო.
-რატომ? იმიტომ,რომ სიმართლეს ვამბობ? სინდისი მქენჯნის და ამის გამო ვერც კი ვბედავ მოგიახლოვდე,დაგელაპარაკო,მოგეფერო.სწორედ ეს მკლავს.არ ვიცი საკუთარ თავს რა მოვუხერხო,-ყელზე ძარღვები ეტყობოდა,ის არ უნდა დადიოდეს ამ სიმწრით.
-ეგ ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამება ზუსტადაც რომ,მაგრამ მე არ მანაღვლებს.მე ისეთი მიყვარხარ როგორიც ხარ,-როგორ მინდოდა მისთვის ტკივილი ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა.ქვევით ერთ წერტილზე იყო მიშტერებული,ისეთი მზერა ჰქონდა,თითქოს ჩემი ნათქვამი აფსურდია და ასე არ უნდა იყოს.
-ზეინ,-რამდენიმე წამში დავუძახე,საბედნიეროდ გამომხედა-მაკოცე,-ოდნავ აწითლებულმა ძლივს ამოვილუღლუღე მომთხოვნი ტონით.
თვალები დახუჭა და თავი მსუბუქად გააქნია.შეწუხებული იყო,მე კი ვერ დავუშვებ რომ ასე იტანჯებოდეს.უნდა გავაგებინო რომ ყველაფერი კარგადაა და საპატიებელი ჩემთან არაფერი სჭირს.წამოჯდომა დავაპირე,მაგრამ იგრძნო და მაშინვე გამაჩერა.წამოდგა,უფრო ახლოს მოვიდა და მხრებზე ხელი მომკიდა.
-იწექი ჯობია,-ისევ მიმაწვინა.ვისარგებლე იმით,რომ ასე ახლოს იყო ჩემთან.მის მაისურს ჩავებღაუჭე,ჩემსკენ მოვქაჩე და მონატრებულ ტუჩებზე ვაკოცე.ხელი თმებში შევუცურე,რომ არ გამქცეოდა.თავიდან დაიბნა როგორც ჩანს,მაგრამ შემდეგ მაინც მიპასუხა კოცნაზე.ხელით საწოლს დაეყრდნო,რამდენი ხანია მის ტუჩებს არ შევხებივარ.ეს დღეები საუკუნეებივით გაიწელა.
-სქაილინ,არ შემიძლია,-კოცნა გაწყვიტა და თვალებში შემომხედა.მან მე უარმყო,ცრემლები მომაწვნენ,ეს სიტუაცია ჩემთვის აუტანელი იყო.
-მე კი მჭირდები,-თითქმის დავიჩურჩულე.
-უნდა წავიდე,-თავი გააქნია და მომშორდა.კვლავ დააიგნორა ჩემი სიტყვები,სწრაფად გააბიჯა კარებისკენ.
-ისევ მარტო მტოვებ?-სწრაფად წამოვჯექი საწოლზე,რომ მისთვის უკეთესად შემეხედა-ისევ გარბიხარ,ხომ? შენ არ დამპირდი სულ შენთან ვიქნებიო?-ყვირილი დავიწყე,საკუთარ თავს ვერ ვუმკლავდებოდი.ერთ ადგილას გაქვავდა,ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა,როცა მის საქციელებს ვიხსენებდი.რამდენიმე წამში ნელა შემობრუნდა,თვალებში ვერ მიყურებდა-რა გჭირს ზეინ?-დავიჩურჩულე,თუმცა დარწმუნებული ვარ მან მაინც გაიგო.
ისევ ეს სიჩუმე.მზერა ავარიდე და თავი ჩავღუნე.ცრემლები წამწამებზე ეკიდებოდნენ და საბოლოოდ ჩემს ხელს ეწვეთებოდნენ.
-აღარ გიყვარვარ ხომ?-ხმადაბლა ვკითხე და წარბების ქვეშიდან ავხედე.ხმა ჩამიწყდა,ვგრძნობდი როგორ ვკვდებოდი შიგნიდან.
როგორც კი ბოლო სიტყვები გაიგო,მაშინვე ამომხედა.გონებაში საკუთარ კითხვას პასუხს თითონ ვცემდი.კბილებს ერთმანეთზე მაგრად ვაჭერდი,სიმწრისგან კიდევ რომ არ დამეყვირა.ოღონდ ამჯერად ფიზიკური ტკივილი არ მამწარებდა,სულიერი.უთქმელად მომიახლოვდა,გვერდზე მომიჯდა.გაქვავებული ვიყავი და ამავდროულად ვიმსხვრეოდი,ეს ყველაფერი ჩემში კი ზეინის გულგრილობამ გამოიწვია.ამ ბოლო დროს საშინლად ემოციური გავხდი.
-აღარ მენდობი და ამიტომ აღარ გიყვარვარ ხომ?-პატარა ბავშვივით ვტიროდი-დავიმსახურე კიდეც,ვიცი.მაგრამ არც კი გეცოდები? ამას ვერ შევეგუები,ვერ შევძლებ,-ხელები სახეზე ავიფარე,თავს იმდენად ცუდად ვგრძნობდი რომ ტირილისას ხმა წამივიდა ბოლოს.
-ღმერთო რა სულელი ხარ,-ხელები ჩამომაღებინა სახიდან და მაიძულა მისთვის შემეხედა-ეგ საერთოდ როგორ გაიფიქრე? როგორ შეიძლება არ მიყვარდე,შენ გჯერა ამის?-ღამის სინათლეზე მისი თვალები ბრჭყვიალებდნენ და ყურადღებას მიფანტავდნენ.
ვერაფერი ვუპასუხე,მზერა ავარიდე.
-მე შენ ისევ ისე გენდობი და მიყვარხარ,-მოიწია,ტუჩებზე მსუბუქი კოცნა დამიტოვა.ძლიერი ხელებით მის მკლავებში მომიქცია და საწოლზე გადამაწვინა,თავი მის გულს მივადე.
-რაც არ უნდა მოვინდომო ვერ გადაგიყვარებ,იმიტომ,რომ შენ ჩემს გულში ყველაზე დიდი ადგილი გიკავია და იქიდან ვეღარ მოგაშორებ,ვეღარასოდეს,-ყურთან ჩამჩურჩულა.ჟრუანტელმა დამიარა,მისმა სიტყვებმა მაიძულეს გაღიმება.თუმცა მაინც ცუდ ხასიათზე ვიყავი,ახლა კი მხოლოდ მასთან ყოფნა დამეხმარებოდა.
-ზეინ,-ცოტახანში დავუძახე.
-ჰმმ,-ნახევრად მძინარემ მიპასუხა მაინც.
-ხომ არასოდეს მიმატოვებ?
-ამაზე ხომ ვილაპარაკეთ უკვე?
-არა,ამას არ ვგულისხმობ.ლუკასი ხომ ვერაფერს დაგიშავებს და..?-ლეკვის თვალებით ავხედე.
-რა თქმა უნდა ვერა,-ჩაიცინა-და ამიერიდან ვერც შენ,რადგან მე დაგიცავ,-უცბად დასერიოზულდა.
-ლუკასი დამემუქრა,რომ შენ მოგკლავს.ეს რომ მართლა მოხდეს..,-ვეღარ დავაბოლოვე წინადადება.
-არ მოხდება,სანამ თითონ არ მოვინდომებ,რომ დავნებდე მასთან ბრძოლაში.
ისევ მივეხუტე,თითქოს დავმშვიდდი კიდეც ცოტათი.მაგრამ ამით ლუკასს ვერ შევაჩერებთ.ის ადამიანი არაა,დაუნდობელი ცხოველია და ამიტომ ყველაფერია მოსალოდნელი მისგან.
-შეგიძლია მომიყვე რისთვის მოვიდა,თუ არ გინდა ამაზე საუბარი?-ცოტახანში მკითხა.
-წერილზე მეკითხებოდა.აინტერესებდა რა ეწერა იქ მნიშვნელოვანი.მაგრამ მართლა არაფერი იყო,გარდა იმისა,რომ ჰარისონი შესახვედრად მიბარებდა.შემდეგ მკითხა რა იცი დისკის შესახებო და როცა ამაზეც ვერ მიიღო პასუხი..
ნერწყვი გადავყლაპე და თვალები დავხუჭე.ისევ ზურგზე დავწექი,შემეშინდა,ზუსტად ისე როგორც მაშინ.ლუკასის სახე ჩემს გონებას არ სცილდებოდა.
-კარგი,მორჩა,დამთავრდა,-ჩემსკენ გადმოიწია და ლოყაზე მაკოცა.შუბლიდან თმა გადამიწია,თითებით ნაზად მეფერებოდა სახეზე.
-ერთი რამ არ მესმის.საიდან იცოდა მან ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა ჰარისონი არ ეტყოდა,ნუთუ იქ გაიგო ვინმემ? ვინ უთ..,-სიტყვა დამთავრებული არ მქონდა რომ პასუხი მაშინვე მივიღე ამაზე,თანაც დარწმუნებული ვარ,რომ ეს სწორია-ჯანდაბა,მარია.
-მარია?-გაკვირვებულმა შემომხედა.
-ჩვენთან ერთად იყო,როცა წერილი წავიკითხე.მეც არ გამიკვირდა რატომ იყო ასეთი ჩაფიქრებული.ინფორმაცია მიიღო და მაშინვე წავიდა ლუკასთან,ყველაფერი უთხრა.თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი,-ხელი შუბლზე მოვისვი,საკუთარ თავზე მეშლებოდა ნერვები.
-მე მაგის,-ზეინსაც ჩემი ხასიათი გადაედო,მოწყვეტით გადაწვა საწოლზე,ჭერს ახედა-ვერასოდეს ვიფიქრებდი,რომ ის ლუკასთან ერთად იქნებოდა შეკრული.
-მე ვიფიქრებდი,თავიდანვე არ მომწონდა,-საკუთარ თავში დარწმუნებულმა ვუპასუხე.
-შენ სხვა მიზეზის გამო არ მოგწონდა,-ტუჩების კუთხეში ჩაეღიმა.
-ვიცი,მაგრამ მაინც,-მას რომ გავხედე მეც გამეღიმა.
-დღეისთვის გვეყო,აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი,გადაიღლები.რამეს აუცილებლად მოვიფიქრებთ შემდეგ დღეებში,-გადმოიწია და ისევ მის ტორებში მომიქცია.თხელი გადასაფარებელი გადმომაფარა.თავი დავუქნიე და მკლავზე დავუწყე თითებით თამაში.
-დამპირდი,რომ ყოველთვის ჩემთან იქნები.
-გპირდები,-თავზე მაკოცა და ჩემი თმებით თამაში გააგრძელა-ახლა კი დაიძინე და ხელი გააჩერე,-გამიცინა.
-კარგი,-დავუჯერე და თვალები დავხუჭე.ვიცოდი ნამდვილად არ იყო სიცილის ხასიათზე და მხოლოდ იმიტომ მიცინოდა ძალით,რომ მე დავეწყნარებინე.მაგრამ პატარა ბავშვი არ ვარ და ვიგებ ყველაფერს.უკვე ახალი დღის გათენებისაც მეშინია.ვხვდები,რომ ნელ-ნელა რაღაც საშინელებას ვუახლოვდებით.

AwakingWhere stories live. Discover now