ჩუმად ჩავიცინე,როცა ზეინი ტუჩებით ყელზე კიდევ ერთხელ შემეხო.ხელებს თბილ წყალში ვათამაშებდი და ქაფისგან საპნის ბუშტებს ვბერავდი.
-როგორ მინდა გამოგლანძღო,მაგრამ არ შემიძლია,-ღიმილით ავხედე.მაგრამ პასუხის გასაცემად არც ეცალა,თავზე მკოცნიდა და მეფერებოდა.მოგვიანებით გავიგე,რომ ჩაიცინა.განათებული,უნაკლო თვალებით შემომხედა.
-და რატომ უნდა გამომლანძღო?-წარბი ამიწია.
-იმიტომ,რომ ძალით მაეჭვიანებდი,-სპეციალურად ვიწვევდი.
-მოიცა,მოიცა..ანუ აღიარებ,რომ იეჭვიანე?-გახარებულმა ეშმაკურად ჩაიცინა.პირი გავაღე რაღაცის სათქმელად,მაგრამ მალევე დავხურე.თავი უკან გადავწიე პასუხის გაცემისთვის გვერდის ავლის მიზნით და თვალები დავხუჭე.
-პასუხს ველოდები,-ყურში ჩამჩურჩულა და მხარზე მაკოცა.
-სულ ტყუილად,-თავმომწონედ ჩავილაპარაკე და ხელები ქაფში კიდევ ერთხელ ავათამაშე.
-სქაილინ,მიპასუხე იცოდე,-ზუსტად ყურის ქვეშ მაკოცა და ჩემი სიცილი ექოდ გაისმა სააბაზანოში.
-ზეინ,გაჩერდი.გთხოვ,-ძლივს ვამბობდი სიტყვებს.მაინც მკოცნიდა,არ ჩერდებოდა,მე კი სულის მოუთქმელად ვიცინოდი.
-ჯერ მიპასუხე.კიდევ ერთხელ მინდა გავიგო,-ყურში დაბალი ხმით მითხრა.
-კარგი,ხო.ვიეჭვიანე!-მაინც გავატანინე თავისი.სხვა შემთხვევაში მე გავხდებოდი ცუდად.
-ასე ჯობია,-ნიკაპზე ხელი მომკიდა და მაკოცა.მისი ეს ჟესტი ყველაზე მეტად შემიყვარდა.ოთახში ტემპერატურა ისედაც მომაეტბული იყო,ახლა კი უკვე საგრძნობლად ცხელოდა.ნელა მომცილდა და ქაფიანი თითი ცხვირზე ნაზად ჩამომკრა.რა თქმა უნდა ამას არ შევარჩენდი და მეც იგივე გავიმეორე.თავი 5 წლის ბავშვი მეგონა და სულ არ მანაღვლებდა ის ფაქტი,რომ მართლა პატარებივით ვიქცეოდით.