ჩემი სასმელი მეჭირა ხელში და მარტო ვიდექი ფანჯარასთან.თითქოს არაფერზე ვფიქრობდი,უბრალოდ განმარტოება მსიამოვნებდა.ჩემს უკან მთელი გოგოების ჯგუფი იყო და იცინოდნენ,მხიარულობდნენ,საშიშ ისტორიებსაც ყვებოდნენ.აჰ,დიახ,დღეს კვირაა და ახლა ამ „პიჟამოების წვეულებაზე" ვარ ზუსტად.რატომღაც არ ვიყავი ხასიათზე,სულაც არ მინდოდა გართობა.სახლში მშვიდად ყოფნა მერჩივნა.თითქოს გულიც ცუდს მიგრძნობდა,ნეგატიური დღეა თუ რატომ მაქვს ასეთი ცუდი წინათგრძნობა ვერ ვხვდები.
-სქაილინ,აღარ გამოიცვლი?-ხელახლა დაიწყო ბუზღუნი მილამ.სწორედ მის სახლში ვიყავით კურსელები შეკრებილნი.
-ხო,რამდენიმე წუთში,-მშვიდად ვუპასუხე.
-უკვე თითქმის ყველას აცვია პიჟამოები,ჩვენ კი საშინლად გვინდა ახალი ამბის მოსმენა,-მზერა ჩემი ნიშნობის ბეჭედზე გადაიტანა.
-მერე ამისთვის რა საჭიროა პიჟამოების ჩაცმა?-გამეცინა.თუმცა ჩემგან განსხვავებით მათ არ გაუცინიათ.
-ანუ ვგულისხმობ ისედაც მოგიყვებით-თქო,ახლავე,-მალევე გამოვასწორე ჩემი ნათქვამი.მათი გაკვირვებული სახეებიც გაქრა.
-საერთოდ,ჩვენ არ ვარღვევთ ხოლმე ჩვენს წესს.რატომ არ გინდა გამოიცვალო და შემოგვიერთდე? უფრო თავისუფლად იქნები,-გამიღიმა ემიმ.
-კარგი,თუ მოყოლა უნდა არაუშავს.მერეც გამოიცვლის,-აღტაცებით უპასუხა მილამ.ერთი სული ჰქონდა გაეგო რა როგორ მოხდა.ასეთი ინტერესი რამ გამოიწვია?! ალბათ ბეჭდის ძვირფასმა იერსახემ.
მათთან ახლოს მივედი და ძირს დავჯექი.ფეხები მოვკეცე,რათა უფრო კომფორტულად და თავისუფლად ვყოფილიყავი.ისინიც გაინაბნენ და მოსასმენად დაიწყეს მზადება.
-თავიდან არაფერი გაუმხელია რამეს თუ აპირებდა,-მშვიდად დავიწყე-შემომთავაზა ჩემთან წავიდეთ და კინოს ვუყუროთო.მე ცოტა კი გამიკვირდა,რადგან ან ვსეირნობთ ან რომელიმე კაფეში ვჯდებით.დღეს მხიარულად ვატარებთ ხოლმე.მოკლედ მივედით,თითონაც ისეთი ორგანიზებული იყო,ჩიფსები უცებ მოიტანა,ტკბილეული,კინოც კი გამზადებული ჰქონდა.
-ვაიმე საყვარელი,-დაიწყეს ერთად,გამეღიმა მათ რეაქციებზე.
-შემდეგ მეუბნება ჩემი ოთახიდან გასაღები გამომიტანე,გთხოვო და კარგი-თქო.რას ვხედავ,საწოლზე დევს ძალიან დიდი,უზარმაზარი ყუთი.
გოგოებმა გაოცებისგან თვალები ჭყიტეს.ღმერთო,დარწმუნებული ვარ ნახევარზე მეტი უბრალოდ მეპირფერებოდა და შურისგან სკდებოდა რასაც ჰქვია.იბოღმებოდნენ,რომ ასეთი კარგი შეყვარებული მყავს.რაღა შეყვარებული,საქმრო.
-შიგნით იდო ულამაზესი შავი კაბა,თანაც ზუსტად ჩემს გემოვნებაში რომ ჯდება ეგეთი.არც მოტკეცილი,არც ძალიან მოკლე,მოკლედ არაჩვეულებრივი იყო! კაბის ქვეშ მისი შესაფერისი მაღალქუსლიანები ეწყო.მერე ისე საყვარლად შემეკითხა მოგეწონაო,ამაზე ნერვიულობდა მომეწონებოდა თუ არა.
გოგოებმა ისევ დაიწყეს დილანზე საუბარი და მისი დახასიათება.მე კი ამაყად ვუსმენდი და გულში ბოროტად ვიცინოდი.
-მერე რა მოხდა? გააგრძელე,დაწვრილებით გვაინტერესებს,-ვეღარ ითმენდნენ.
-მერე გამოვიბრანჭე,მაგრამ რა თქმა უნდა ჩემს სტილში.არანაირი გამომწვევი წითელი პომადა და ლაინერისგან გაშავებული თვალები,-გავიცინე.
-ამით აშკარად განსხვავდები ჩემგან,-ემი ამყვა სიცილში-გააგრძელე.
-შემდეგ წავედით ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში,მაგრამ მთელი გზა ვამჩნევდი,რომ აშკარად ნერვიულობდა და არც მეუბნებოდა.მაგიდასთან რომ დავჯექით შემეშინდა,ცუდად ხომ არაა-თქო და რამდენიმე წუთში პატარა „სიტყვა" წამიკითხა,შემდეგ კი ცოლობაც მთხოვა,-მსუბუქად შემოვკარი ხელები ერთმანეთს და გავიკრიჭე.
-ვაიმე რა საყვარელი ბიჭია,-თბილად ჩაილუღლუღა მილამ,სხვებიც მას აჰყვნენ.
-ვიცოდი,რომ თქვენ ბოლომდე ერთად იქნებოდით!-სიამაყით განაცხადა ემიმ.
-გუშინ კიდე ჩვენთან იყო მოსული ოჯახთან ერთად,მშობლების წინაშე გავცვალეთ ბეჭდები და სასიამოვნო საღამოც გავატარეთ.
-უნდა ჩაგეხუტო,-დაიკივლა მილამ და ჩემთან გადმოჯდა სასწრაფოდ.ხელები მომხვია და ვიგრძენი როგორ დამისველდა მაისური.
-მილა,შენ რა ტირიხარ?-საკმაოდ გამიკვირდა.
-უბრალოდ გამიხარდა ძალიან,-ამოისლუკუნა და ცრემლები მოიწმინდა.გამეღიმა და ცალი ხელით მივიხუტე.შეყვარებულს ახალი დაშორებულია და ცდილობს რამენაირად გაერთოს,ამიტომაც არაა გასაკვირი.
-ბეჭედი დაგვანახე აბა კარგად,-ემიმ აათამაშა წარბები.ხელი ახლოს მივწიე თუ არა ისეთი შეგრძნება დამეუფლა,თითქოს თითს მომაძრობდნენ.ემოციებს ვერ მალავდნენ ისე მოსწონდათ,მეც კი ვერ ვწყვეტდი თვალს,იმდენად ლამაზად ბრჭყვიალებდა ბრილიანტის თვლები.
საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.
-გავალ,ვუპასუხებ,-ღიმილით ვუთხარი მათ და სამზარეულოში გავედი.
-ახლავე წამოდი მანდედან!-ადამი იყო,ნერვიულობდა რაღაცაზე.
-ადამ,რა ხდება?
-ახლავე წამოდი სახლში,მანდ ვერ დაგტოვებ,ზედმეტად სახიფათოა ეგ ადგილი.ოღონდ სხვებს არ უთხრა,არ შეაშინო.
-კარგი არ ვეტყვი,მაგრამ ამიხსნი რა ხდება?
-ის პატიმარი..
-ვინ?
-აი ის,პარასკევს რომ გამოიყვანეს,ხომ გახსოვს?
-კი,მახსოვს,-რა დამავიწყებდა ჩემს რეაქციას მისი დანახვის მერე.
-ციხიდან გაიქცა,-ხმადაბლა მიპასუხა.საკუთარ თავზე იყო ალბათ გაბრაზებული.
-რა? კი მაგრამ რანაირად მოახერხა?-შემეშინდა.მისი თვალები რომ მახსენდება,წარმომიდგენია რამდენად საშიში დამნაშავეა და მისი თავისუფლება ხომ საერთოდ საშიშია.
-არ ვიცი,ჯანდაბა.მართლა რანაირად მოახერხა.სულ თქვენი ბრალია,როგორ ვერაფერი შეამჩნიეთ!!-სხვებს უყვიროდა ბოლო ხმაზე.
-კარგი,მაგრამ მე რა შუაში ვარ?-კი ვხვდებოდი,რომ ჯობდა სახლში დავბრუნებულიყავი,მაგრამ მაინც ჩავეძიე,რომ პასუხი ბოლომდე გამეგო.
-მაგაზე ახლა გამოცხადებულია ძებნა,გამორიცხული არაა ვინმეს შეუვარდეს სახლში ფულისთვის და მოკლას კიდეც.ნებისმიერ ადგილას შეიძლება იყოს,ამიტომ მირჩევნია სახლში მშობლებთან ერთად იყო და მეც მშვიდად გავაგრძელებ ჩემს საქმეს.
-კარგი მოვდივარ.
-არა,მოიცა.
-ახლა რაღა მოხდა?
-თითონ მოვალ და წამოგიყვან.
-ადამ,მანქანით ვარ.
-არა,მე წამოგიყვან-თქო,ძალიან გვიანია,რომ მარტომ იარო! დილანს მაინც დაურეკე!-დამიყვირა.
-არა,არავინ მჭირდება საამისოდ.უკვე მივდივარ!-გავუთიშე.ძიძაობაც დამიწყეს ახლა,სახლს რამენაირად მივაგნებდი მე თვითონ ამ შუაღამისას.
გოგოებთან გავედი დასამშვიდობებლად.
-მე უნდა წავიდე,სახლში მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.მაპატიეთ,-შევეცადე აფორიაქება დამემალა და გამეღიმა.ჩანთა მხარზე გადავიკიდე.
-რამე ხომ არ მოხდა?-მაშინვე მკითხა მილამ.ეს გოგო სულ ცუდზე რატომ ფიქრობს?!
-არა,არა.უბრალოდ აუცილებლად უნდა წავიდე,-გავუღიმე და შემდეგ ყველა გადავკოცნე.
-ხვალამდე,-დავემშვიდობე და მანქანისკენ წავედი.გასაღები ამჯერად მალე ვიპოვე,მადლობა ღმერთს ლამპიონები აქ ანთია ჯერ კიდევ.მანქანაში ჩავჯექი,ჩანთა მეორე სკამზე გადავდე და შევეცადე რაც შემეძლო მალე გავცლოდი იქაურობას.
არ დავმალავ და მართლა შევშინდი,მაგრამ იმითი,რომ ჩემი ახლობელი ადამიანებისთვის არ დაეშავებინა რამე იმ ნაძირალას.გაბოროტებულები და გამწარებულები რას აღარ ჩადიან ხოლმე,დანაშაულს და ცოდვებს უფრო იმატებენ.დასამშვიდებლად მუსიკა ჩავრთე და დამეხმარა კიდეც.
მილა ყველაზე შორს ცხოვრობს ჩვენგან.თითქმის ქალაქის ბოლოსაა და 1 საათი ვუნდები ხოლმე სახლში მისვლას.ახლაც ამ გზატკეცილზე,სადაც კაცი-შვილი არაა ლამპიონებიც არ ანთია.ცოტა არ იყოს უცნაურია,მაგრამ ყურადღება არ მივაქციე ამას.ირგვლივ მარტო სიშავეს ვხედავდი,ფარები კი ანათებდა წინ გზას,მაგრამ მაინც ძნელი იყო თვალ-ყურის დევნება გზისთვის.თუმცა დიდ დაბრკოლებას ეს არ მიქმნიდა,დიდი სიჩქარით მივდიოდი,თან უკვე ნახევრად მეძინებოდა.
უცბად წინ ვიღაცის სილუეტი დავინახე.სწრაფად დავატორმუზე მანქანა და გვერძე მოვუხვიე.ცოტა მაკლდა ავარიამდე,მაგრამ მანქანაც მალევე გაჩერდა.საჭეს გაშტერებული ვუყურებდი,რა თქმა უნდა ეს მოულოდნელი იყო ჩემთვის და საშინლად შევშინდი.გული გამალებით მიცემდა,ჯერ კიდევ შოკი მქონდა.რამდენიმე წამის წინ შეიძლებოდა მოვმკვდარიყავი კიდეც,ან ცხოვრება სამუდამოდ გამეფუჭებინა და ციხეში გამეტარებინა.მაგრამ ერთი წუთით..სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში,რომ ის ვიღაც არ გამიტანია,დროულად გადმოვუხვიე ამიტომ აქვე სადმე უნდა იყოს.ალბათ ჩხუბს დამიწყებს,მაგრამ მე უფრო მეტი მიზეზი მაქვს საამისოდ,შუაღამისას გზატკეცილზე რატომ დადის.
მუსიკა გამოვრთე,მაგრამ ფარები ანთებული დავტოვე.ნელა გადმოვედი მანქანიდან და გზის მეორე მხარეს წავედი.სრულ სიბნელეში მივაბიჯებდი მარტო.ვეცადე მობილურით მაინც გამენათებინა გზა,მაგრამ ეს არც თუ ისე ადვილია.
გამიკვირდა,როცა იქ ვერავინ ვიპოვე.წინ და უკან მივდიოდი,მაგრამ ადამიანის ნაკვალევსაც ვერ მივაგენი.ნუთუ ცხოველი იყო? რაღაც მეეჭვება,აშკარად ადამიანის სხეული დავინახე იმ დროს.
რაღაცის ხმა გავიგე,წესით არ უნდა გამკვირვებოდა,მაგრამ როცა 15 წუთი სიჩუმეში დგეხარ,მაშინ უნდა გაგიკვირდეს.ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდევაც.ვიფიქრე მანქანაში ხომ არ დავბრუნდე და წავიდე-თქო,მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია.იქნებ ის ვიღაცაა,იქნებ მართლა მოვკალი? ამიტომ უნდა გამერკვია ეს,მიუხედავად იმისა,რომ ჩემი გონების ნაწილი ფიქრობდა,აქ შესაძლოა რაღაც ცხოველი ყოფილიყო.
წინ გადავდგი ნელა ნაბიჯები.რა სიგიჟეა ასეთ სიბნელეში სიარული და ვინმეს მოძებნა.როცა ეს ხმა კიდევ ერთხელ გავიგე,ამჯერად რაღაცის გადატეხვის,მართლა სერიოზულად შემეშინდა უკვე.მაგრამ მაინც არ დავიხიე უკან.ისეთი შეგრძნება იყო,თითქოს წინიდან,ამ უსასრულო სიბნელიდან ვიღაც გამოხტებოდა ახლა.თუმცა ეს საშინელებათა კინოებში უფრო ხდება,ვიდრე რეალობაში.გული შესამჩნევლად ამიჩქარდა,ხელები გამიცივდა.თვალებით ირგვლივ ვიყურებოდი და საკუთარ თავს ვტუქსავდი იმის გამო,რომ ადამს არ დაველოდე.ახლა ვხვდები,რომ ცუდი ვარიანტი იყო დამოუკიდებლად წამოსვლა იქიდან.ავკანკალდი შიშისგან,ერთ ადგილას გავჩერდი და ვეღარც ვმოძრაობდი.
02:11
როგორც უკვე ვთქვი,გაშეშებული ვდგევარ და ირგვლივ ვიყურები.
02:12
ვფიქრობ,რომ უკვე წასვლის დროა.ხელი ჩავიქნიე იმ ვიღაცის თუ რაღაცის მოძებნაზე.
02:13
ახლა უკვე ნაბიჯის ხმა გავიგე.თვალები გამიფართოვდა და სასწრაფოდ მანქანისკენ გაქცევა დავაპირე.მაგრამ ზუსტად ამ დროს უკნიდან ვიღაცამ დამიჭირა ცალი ხელით,მეორეთი ყელში რაღაც წვრილი ჩამარჭო და სითხე შეუშვა შემდეგ.დაყვირება მინდოდა,მისგან დასხლტომა,მაგრამ ვერაფრით მოვახერხე.შიშმა პიკს მიაღწია,უკვე ვფიქრობდი ვკვდები და ახალი დღე აღარ გამითენდება-თქო.ამ რამდენიმე წამში უკვე ხელიც ჩავიქნიე ცხოვრებაზე და სიკვდილს შევეგუე.როგორც მივხვდი,ეს რაღაც ნემსი იყო ძლიერი წამლით,თან ისეთით,რომ რამდენიმე წამში გავითიშე,დავვარდი და რა მოხდა ვერც ვერაფერი გავიგე.
----------------------
თვალები ძალიან მძიმედ გავახილე,მაგრამ ნეტა არც არასოდეს გამეხილა.ჯერ ყველაფერი ტრიალებდა,ბუნდოვანი გამოსახულება იყო.მერე ნელ-ნელა გაიწმინდა და პირველი ვინც დავინახე რა თქმა უნდა ის იყო..