35

227 17 0
                                    

-მოკლედ,როგორც შევთანხმდით ისე ვმოქმედებთ ყველა.გეგმა არ იცვლება და ეს ყველაფერი წყალში არ უნდა ჩაგვეყაროს,-ზეინმა საბოლოოდ გაგვაფრთხილა ყველა.საშინლად მეშინოდა მის გამო,ვგრძნობდი რომ ყოველ წამს უფრო ვნერვიულობდი და მიჭირდა მისი გაშვება.ამას ხვდებოდა თითონაც,მაგრამ არაფერს მეუბნებოდა.აღარ უნდოდა ბოლო წამს რაიმეს შეცვლა.
-იცოდეთ,რამე რომ მოხდეს მაშინვე შეგვატყობინეთ რაციით,-ჯერემიმ გააფრთხილა და მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა.ბიჭებმა მანქანებში საკუთარი ადგილები დაიკავეს.ჯერემის მანქანაში იყო რაიანი და ზეინთან იყვნენ ოლი და ეთანი.
ზეინი და ოლი ყველას დაგვემშვიდობნენ და სახლის გზას გაუყვნენ.ვეცადე მომეთმინა და საკუთარი თავი ხელში ამეყვანა,მაგრამ ძალიან გამიჭირდა ემოციების კონტროლი.
-ზეინ!-დავუყვირე,როგორც კი მანქანის კარი გამოვაღე.ეთანმა მგონი გააზრებაც ვერ მოასწრო,ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა.ზეინი ჩემსკენ გაკვირვებული მობრუნდა,ხელები ზურგზე მოვხვიე და მთელი ძალით მივეხუტე.ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო და თავზე მაკოცა.ხელები სახეზე მომკიდა.
-თავს გაუფრთხილდი,-ამოვილუღლუღე,როცა მის თვალებს შევხედე.
-რამე სისულელე არ გააკეთო,-მკრთალად გამიღიმა.ეს მომენტი ყოველთვის საოცარი იყო ჩემთვის,ყველაფრის და მიუხედავად მაინც ჩემს დაწყნარებას რომ ცდილობდა.მისი თვალები კვლავ ბრწყინავდნენ ღამის სიბნელეშიც კი.ტუჩებზე მსუბუქი კოცნა დამიტოვა და მთხოვა მანქანაში ჩავმჯდარიყავი.მას კი ერჩივნა ახლა მიასთან ერთად სახლში ვყოფილიყავი,მაგრამ ამაზე თითონ არ დავთანხმდი.როცა დაინახა რომ უსაფრთხოდ ვარ ეთანთან გაბრუნდა და გზა გააგრძელა ოლისთან ერთად.
მანქანები სახლიდან მოშორებით ჰყავდათ დაყენებული,ამიტომ არ დამინახია სახლში როგორ შევიდნენ.მეც და ეთანიც ჩუმად ვიყავით,ზეინისგან ჯერ არაფერი ისმოდა.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს წამები სპეციალურად იწელებოდა.მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა ზეინს ჰარისონთან ჩხუბი არ დაეწყო.ის მათ ვერცერთს ვერ იტანს და იმედია შეძლებენ მშვიდად დალაპარაკებას.ოღონდ ლუკასმა არ გაიგოს ეს ყველაფერი..ჯანდაბა,უკვე მოუსვენრობა დამეწყო.
-ეთან,მოდი ერთი წუთით,-ჯერემიმ უკნიდან დაუძახა.
-მალე მოვალ,არსად წახვიდე,-გამიღიმა და მანქანიდან გადავიდა.თუმცა მე უკვე მქონდა ერთი იდეა,რომელსაც აუცილებლად განვახორციელებდი.ეთანს თვალი გავაყოლე და როცა დავინახე რომ ჯერემის მანქანაში ჩაჯდა,ფარები ჩავაქრე.სიბნელეში ვერ დამინახავდნენ,მე კი ეს მაწყობდა.ჯიბეში კიდევ ერთხელ გადავამოწმე ზეინის დანა,რომელიც ყოველი შემთხვევისთვის თან უნდა მქონოდა.შემდეგ ეთანის დატოვებული რაცია ავიღე და დრო აღარ დავკარგე, ჩუმად გადმოვედი მანქანიდან.ცოტახნით ჩაცუცქულმა მივაყურადე,მაგრამ მათ მგონი ვერაფერი გაიგეს.ჩაცუცქულმა რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მანქანის წინ გავჩერდი,გავინაბე.ისინი რაღაცას განიხილავდნენ,იქნებ ზეინზეა რამე? მაგრამ არა,მე მაინც უნდა შევიდე.ვიცი,არაა სწორი არჩევანი,მაგრამ გული რატომღაც ცუდს მიგრძნობს.
ფეხზე წამოვდექი და სიბნელეში გადავდგი ნაბიჯები,ცოტახანში კი სირბილი დავიწყე.როცა უკვე მათგან კარგად შორს ვიყავი გავიგე,რომ დამიყვირეს და მეძებდნენ,მაგრამ მაინც ვერ მხედავდნენ.ყურადღება აღარ მივაქციე მათ და სახლისკენ წავედი.ვჩქარობდი რატომღაც,არავინ იცის ლუკასისგან რას უნდა ელოდო.დარწმუნებული ვარ ზეინს მიაყენებს ყველაზე დიდი დარტყმას.
რამდენიმე წუთში უკანა კარებს მივუახლოვდი,როგორც ჩანს ღია დატოვეს.პირველ სართულზე და ზოგადად მთელ სახლში სინათლე არსად ენთო,ამიტომ ფრთხილად უნდა მევლო.ჩუმად შევიპარე,თითის წვერებზე დავდიოდი.მკრთალად ვარჩევდი საგნებს,კიბეებს მივუახლოვდი და მეორე სართულზე დერეფანში გავჩერდი.პირველივე ოთახიდან ძალიან ჩუმი საუბარი ისმოდა,როგორც ჩანს იპოვეს ჰარისონი.ნაბიჯი გადადგმული არ მქონდა,რომ დერეფნის ბოლოდან ნელა მოსიარულე ათლეტური აღნაგობის ბიჭი დავინახე.
ლუკასი.
იქვე სინათლე აანთო და ჩემი მიმართულებით წამოვიდა.მაშინვე უკან დავიხიე და კედელს ამოვეფარე.მის დანახვაზე გული საშინლად ამიჩქარდა,შიშისგან დავიბენი და ლამის იქვე ჩავიკეცე.მოტკეცილი ჯინსის შარვალი ეცვა,პერანგის სახელოებს თავდახრილი ისწორებდა.მადლობა ღმერთს მთლიანად არ გაანათა იქაურობა.ნელ-ნელა მიახლოვდებოდა და ვხვდებოდი,რომ გაქცევის დროა.მაგრამ ბიჭები..სახე შეეცვალა და დაეჭვებით ამოიხედა.ზუსტად იმ ოთახის კარებს უყურებდა,სადაც ზეინი და ის ორი იყვნენ.რამე უნდა გამეკეთებინა,რომ ისინი იქ არ გამოეჭირა.ნაბიჯებს აუჩქარა,ცისფერ თვალებში უსასრულო სიბნელეღა დარჩენილიყო.გვერდზე რაღაც უზარმაზარ ვაზას ვკარი ხელი სპეციალურად.წვრილი ნატეხები ირგვლივ მიმოიფანტა,ოთახში საუბარიც შეწყდა და ლუკასის ყურადღება ამჯერად ჩემს მხარეს იყო მომართული.ჯიბიდან იარაღი ამოიღო,ნელი ნაბიჯებით წამოვიდა.მაშინვე კიბეები ავირბინე და სხვენზე აღმოვჩნდი.არამგონია მას დავენახე,მითუმეტეს საკმაოდ ჩუმად ვმოძრაობდი.არც ვიცი ამომყვა თუ არა.ერთადერთი რაც მოვასწარი ის იყო,რომ რაღაც ოთახში შევედი და მაგიდის ქვეშ შევიმალე.ღმერთო,ახლა რა უნდა გამეკეთებინა? დავლოდებოდი სანამ ლუკასი მიპოვიდა და მომკლავდა? რაცია კი თან მაქვს,მაგრამ არ მინდა ზეინი ჩავრიო,არ მინდა ლუკასს შეხვდეს და რამე დაუშავდეს შემდეგ.
-ეთან?-რაციაში ზეინის ხმა ვიცანი,ის ჩემს ფიქრებს კითხულობს?-ეთან,სქაილინი შენთანაა ხომ?-მის ხმაში ნერვიულობა შევნიშნე.
-ზეინ,-ვერ შევძელი ცრემლების შეკავება.
-არ ხარ ეთანთან,-ღრმად ჩაისუნთქა-სქაილინ,ხომ გთხოვე დარჩენილიყავი მანქანაში?-გაბრაზებულმა დამიწყო ხელახლა ჭკუის სწავლება.
-მაპატიე,მინდოდა დავრწმუნებულიყავი,რომ კარგად ხარ,-ჩემი საუბარი ჩურჩულს უფრო ჰგავდა.
-სად ხარ ახლა?
-ამას არ აქვს მნიშვნელობა,მანქანაში დაბრუნდით და მეც მოვალ,-თვალები დავხუჭე მისი პასუხის მოლოდინში.
-სქაილინ,კითხვაზე პასუხი გამეცი!-ბრაზი უფრო მეტად მოემატა.
-სხვენზე და გთხოვ არ ამოხვიდე,-მაინც მას ვიცავდი,მიუხედავად იმისა,რომ ახლა შველა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.
-რატომ არ უნდა ამოვიდე?
-იმიტომ რომ აქ..
-ლუკასია?-კბილებში გამოსცრა.მშვენიერია,ყველაფერი "კარგად" მიდის.
-სქაილინ?-დამიძახა,როცა ჩემგან პასუხი ვერ მიიღო.მაგრამ უფრო იმიტომ ვიყავი ჩუმად,რომ კარებთან ლუკასი იყო და ვცდილობდი გამერკვია შემოსვლას აპირებდა თუ არა.
-ზეინ გაჩუმდი ცოტახნით!-ვჩურჩულებდი და ვცდილობდი რამენაირად გამეჩუმებინა ის.
-რა ხდება? მანდ არის?
-უბრალოდ მოკეტე ორი წუთით და როცა საჭირო იქნება თითონ დაგელაპარაკები,-სწრაფად მივახალე.
სახელურის ხმა მომესმა და მაშინვე გავინაბე.მუხლები მკერდს მივაბჯინე,მოვიკუნტე და თვალები დავხუჭე.ჯიბიდან დანა ამოვაცურე და ხელში დავიჭირე.დაზღვეული არ ვარ იმისგან,რომ არ დამჭირდება ამჯერად.გამიკვირდა,რადგან შუქი არ აანთო.კარები ღია დატოვა და ოთახის შუაში დადგა.გავიგე როგორ გადატენა პისტოლეტი,საკუთარი გულისცემა ყურებში მესმოდა.არ ვიცი რამდენჯერ დამბურძგლა,მისი ყოველი ნაბიჯის ხმაზე შიშის ზარი მცემდა და მაკანკალებდა.ახლა რომ მიპოვოს ალბათ ცოცხალი ვეღარ გადავურჩები.ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე,როცა მისი ნაბიჯების ხმა უფრო და უფრო მომიახლოვდა.
-გგონიათ რამე გამოგივათ? მწარეთ ცდებით,-ხმამაღლა გაიცინა და პისტოლეტი მაგიდაზე დადო-რასაც არ უნდა ცდილობდეთ მაინც ტყუილი წვალებაა,მე თქვენზე ჭკვიანი ვარ.დატკბით სანამ დრო გაქვთ და ასევე რაღაც ძალიან საშინელს ელოდეთ.ყველაფერი იმაზე მალე შეიცვლება,ვიდრე ამას ელოდებით,-მაგიდას შემოუარა და ამჯერად უკვე პირდაპირ შემეძლო დამენახა მისი ფეხები.მაგიდას ხელებით დაეყრდნო-ყველა შემთხვევაში ზეინი მოკვდება.არ ვიცი ამას მე ჩავიდენ თუ სხვა,მაგრამ ეს ყველაფერი შენს თვალწინ მოხდება და საბოლოოდ შენც მას გაჰყვები,-გესლიანად ჩაიცინა.ბოლო წინადადებაზე ვერ ავღწერ რა დამემართა.ემოციები ირეოდა ჩემში,დიდი სიამოვნებით გავცემდი მას ახლა პასუხს,მაგრამ ზედმეტად შოკირებული ვიყავი.ხელები ფეხებს შემოვხვიე და ძირს ერთ წერტილს მივაშტერდი.ველოდებოდი როდის გამომათრევდა აქედან და პისტოლეტს დამიმიზნებდა,მაგრამ რატომღაც დროს წელავდა.წამიერად ფიქრებში გადავეშვი,წარმოვიდგინე როგორ კლავს ის ზეინს და უკვე ესეც კი საკმარისია ჩემი საბოლოოდ განადგურებისთვის.ამის მერე დიდი მნიშვნელობა არც ექნება იმას,მე ცოცხალი ვიქნები თუ არა.ასეთი შეშინებული მგონი პირველად ვარ,ზედმეტად ჩაფლული ვიყავი ჩემს ფიქრებში.მოულოდნელად ლუკასი დაიხარა,ღიმილიანი სახით მომჩერებოდა.გამოსახულება ამერია ცრემლების გამო.მისი გუგები გაფართოვდნენ,შემდეგ კი მივხვდი,რომ გუგები არაფერ შუაშია.მუქი ცისფერი ნელ-ნელა შავ ფერში გადაიზარდა.ცალყბად ჩაიცინა და ხელში პისტოლეტი აათამაშა.ეიფორიაში ვიყავი,სუნთქვა ამერია,ცივმა ოფლმა დამასხა.დანაც კი ვერ ამოვიღე წინააღმდეგობის გასაწევად.ვერც ვმოძრაობდი,თითქოს გაშეშებული ვიყავი და ველოდებოდი უბრალოდ რას გააკეთებდა.
და ზუსტად ეს მოხდა-პისტოლეტი შუბლთან დამიმიზნა და სწრაფად გამოჰკრა ჩახმახს თითი.
ხმაური ჩემს თავში.
ტკივილი.
მძიმე სიჩუმე.
თვალები რამდენჯერმე სწრაფად დავახამხამე და გავაანალიზე,რომ ეს ყველაფერი ჩემი წარმოსახვა იყო.მისმა სიტყვებმა იმდენად იმოქმედა ჩემზე,რომ ჯერ ზეინის,შემდეგ კი ჩემი სიკვდილი წარმოვიდგინე.ის ჯერ კიდევ აქ იდგა,ჩუმად.არ ვიცოდი რას ელოდებოდა.არადა შეგრძნება ისეთი რეალური იყო,დავიჯერე კიდეც რომ მომკლეს.
სხვა ოთახიდან იარაღის გასროლის ხმა გავიგე.ზეინი,ნუთუ ის არის იქ?! არა,ეს არ უნდა მოხდეს,ოღონდ ახლა არა! ლუკასი რამდენიმე წამი კიდევ იდგა,სანამ რეაგირება მოახდინა.
-შე ნაბოზარო!-დაიღრიალა,პისტოლეტი აიღო,კარები გაიხურა და სხვა ოთახში გავიდა.
ხელი მარცხნივ დავიდე,გული ამოვარდნაზე მქონდა.
-ზეინ?!-მაშინვე რაციით დავუძახე.ხმა ამოიღე,გთხოვ,უბრალოდ ხმა გამაგონე.ზუსტად ამ დროს ფანჯარაზე კაკუნის ხმა გავიგე.კანკალით გამოვძვერი მაგიდის ქვეშიდან და ბარბაცით მივუახლოვდი მას.თან კარებისკენ ვიყურებოდი,მეშინოდა,რომ ლუკასი ისევ დაბრუნდებოდა.გამოვაღე თუ არა ზეინი გადმოძვრა.
-რამე ხომ არ დაგიშავა?-აფორიაქებულმა შემეკითხა.შვებისგან ცოტათი ამოვისუნთქე.
-არა,არა.მოიცა,ეს-ს შენ არ გაისროლე..წეღან?-ენა დამება სანამ აზრები მოვიკრიბე.რამდენიმე წამის წინანდელ შიშს ჯერაც არ გაევლო.
-ეგ ჰარისონი იყო.ლუკასის ყურადღების მისაქცევად გაისროლა,-ჩურჩულით მიპასუხა.
არ ვიცოდი მქონდა თუ არა უფლება ჩავხუტებოდი,დაბნეული და საშინლად შეშინებული ვიდექი მის პირისპირ.თითონ მომიახლოვდა,მხოლოდ მაშინ ვიგრძენი თავი დაცულად,როცა ტორები მომხვია და მთელი ძალით მიმიხუტა.სწორედ ამ ჩახუტებაში ვიპოვე შვება,თითქოს ცოტა გავძლიერდი კიდეც.
-ძალიან შემაშინე,-თმებზე ხელს მისმევდა-კარგად ხარ?-სახეზე ხელები მომკიდა და თვალებში შემომხედა.არც პასუხი გამიცია და არც თავი დამიქნევია.ერთადერთი რეაქცია ამაზე ის იყო,რომ თვალები დავხუჭე,რათა ცრემლები შემეჩერებინა,რადგან თავს მართლა საშინლად ვგრძნობდი.მეგონა,რომ ვგიჟდები.მეჩვენება ისეთი რაღაცეები,რაც სინამდვილეში არ ხდება.
-კარგი,წამოდი სწრაფად ჩავიდეთ ახლა,-ხელი დამავლო და ფანჯრისკენ წამიყვანა.ჯერ მე დამეხმარა გადაძრომაში,შემდეგ კი თითონ გამომყვა და შეძლებისდაგვარად ფანჯარაც მოხურა.როცა დავდექი და ქვევით გადავიხედე იქ ოლი დავინახე,რომელმაც ღიმილით ხელი დამიქნია.მაგრამ ვერ მოვიტყუებ და ვიტყვი,რომ სიმაღლის შიშმა თავი შემახსენა.
-ვერ შევძლებ,ზედმეტად მაღალია,-მაშინვე აღელვებულმა ვუთხარი ზეინს.ამას კიდევ ის ემატებოდა,რომ ბნელოდა და ძლივს ვარჩევდი ყველაფერს.
-მე დაგეხმარები,ნუ გეშინია.ჯერ რაცია გადააგდე.
მისი ნათქვამი შევასრულე.შემდეგ ჩასვლაში დამეხმარა და დიდი წვალებით როგორც იქნა მიწაზე ფეხი დავდგი.მყარად მაინც ვერ ვიდექი,წონასწორობასაც ძლივს ვინარჩუნებდი.
-მორჩა,დამთავრდა ყველაფერი,-შუბლზე მაკოცა და ხელი ჩამჭიდა.
-ხელი არ გამიშვა,გთხოვ,-შევევედრე.ხელი მომხვია და მანქანებისკენ წავედით,დრო და დრო უკან ვიყურებოდით.
ოლი ჯერემის მანქანაში ჩაჯდა დანარჩენებთან ერთად,მე და ზეინი კი მარტოები დაგვტოვეს.მუნჯივით ვიყავი,არაფერზე ვლაპარაკობდი.მინდოდა სახლში მალე მივსულიყავით და დამეძინა.მანქანაში ჩავჯექით,კომფორტულად მოვკალათდი და თავი ზეინის მხარეს გავაბრუნე.თვალები დავხუჭე,ქუთუთოები ძალიან დამძიმებული მქონდა.
-ზეინ,ჰარისონმა რა გითხრა,-ძლივს ამოვილუღლუღე.
-ხვალ მოგიყვები,ახლა დაიძინე,-თმა გამისწორა და ლოყაზე თბილი კოცნა დამიტოვა.მის ხელს პატარა ბავშვივით ჩავეჭიდე და აღარ ვუშვებდი.ასე უფრო კარგად ვგრძნობდი თავს,როცა ახლოს მყავდა და როცა ვხვდებოდი,რომ ის ჩემთანაა.

AwakingWhere stories live. Discover now