8

327 21 0
                                    

დილით თვალები ძლივს გავახილე,თავი მისკდებოდა.ალბათ იმიტომ,რომ ტირილში გავატარე თითქმის მთელი ღამე.როგორ ვერ ვიტან ჩემს თავს ატირებულს,ამიტომ ვცდილობ ყოველთვის პოზიტივი ვიქონიო,მაგრამ ახლა ეს უბრალოდ მჭირდებოდა.კედლისკენ ვიყავი გადაბრუნებული და მოკუნტული ვიწექი საწოლზე.ბორკილს ვაშტერდებოდი ხოლმე და ზიზღს ვგრძნობდი მთელს ორგანიზმში.საერთოდ,მიმაჩნია რომ არავინ უნდა შეიძულო,რაც არ უნდა დაგიშავოს.მაგრამ ზეინის შემთხვევაში გამონაკლისს ვუშვებ.მძულს,დიახ მძულს! თანაც მთელი არსებით! ვერ,ვიტან,მას რომ ვხედავ საშინელი შეგრძნება მეუფლება.ახლა კი უფრო კანკალი ამიტანს და შიში.აქამდე კიდევ „ნორმალური" ურთიერთობა გვქონდა,თუ რა ჯანდაბაც შეიძლება დაარქვა ამ ყველაფერს.ახლ კი მხოლოდ შიშს და ზიზღს ვგრძნობ.მაგრამ ვხვდები კიდეც იმას,რომ საშინლად უმწეო ვარ.თითქოს ეს დღეები დავნებდი,მივხვდი რომ ვერაფერს გავხდები.დავიღალე,თავში იმდენი რამ მიტრიალებს უკვე..
კედელს ვუყურებდი შეშინებული თვალებით,იმიტომ რომ ყოველ წუთას მახსენდებოდა როგორ ცდილობდა გუშინ ზეინი ჩემს მოკვლას.ახლა რა მოხდება? საერთოდ როგორ უნდა ვიყო მასთან? ის მკვლელია,არაადამიანი და როგორც უკვე ვუწოდე,ნამდვილი სატანა.
სრულ სიჩუმეში ვიყავი,მაგრამ გარედანაც მესმოდა ხმები.ზეინი ვიღაცას ესაუბრებოდა.მივხვდი,მალე ჩემთანაც შემოვიდოდა.მე კი ეს არ მინდოდა,მერჩივნა აქ მშიერს ამომხდომოდა სული მარტოობაში,ვიდრე მისთვის შემეხედა კიდევ ერთხელ.
კარების საკეტიც ახმაურდა.ხო,ეს გარდაუვალია,ის აქ მაინც მოვა.კიდევ უფრო მეტად მოვიკუნტე და თვალები სიმწრისგან დავხუჭე.გავიგე როგორ გადმოდგა მძიმე ნაბიჯები და თავზე დამადგა.კანკალმა ამიტანა,გულისცემა გამიხშირდა.ავფორიაქდი და დამშვიდებაც შეუძლებელი იყო.
-როცა ადგები ეს ჩაიცვი,-ჩვეულებრივი ტონით მითხრა.რაღაცის დაკიდვის ხმა გავიგე,მაგრამ ინტერესმა სულაც არ მომიცვა,ამიტომ იგივე პოზიციაზე დავრჩი.შემდეგ მომიახლოვდა,ბორკილი გაიხსნა და მაჯაზე თავისუფლება ვიგრძენი.გავიდა და დაძაბულობაც იმდენად აღარ იყო ჩემს ირგვლივ.ის რამდენიმე წამი,სანამ თავზე მედგა უსასრულობად გადაიქცა და ისევ ვფიქრობდი,რომ მომკლავდა.თავი არც ამიწევია,ისევ ისე ვიწექი,გაუნძრევლად და ხმას არ ვიღებდი.ხელები მუცელზე შემოვიხვიე და თვალები დავხუჭე.5 წუთში კარებზე დააკაკუნა და შემდეგ ისევ შემოვიდა.
-ადექი,მნიშვნელოვან საქმეზე მივდივარ და შენც მიმყავხარ.ერთი წუთითაც არ უნდა დავაგვიანო,ამიტომ 20 წუთზე მეტს ვერ დაგიცდი.თუ დროულად გამზადებული არ დამხვდები,გუშინდელის განმეორებას აუცილებლად გპირდები,-ისევ მშვიდი ტონი ჰქონდა.კარები გაიხურა და ჩაკეტა.ვყოყმანობდი რა მექნა,მაგრამ ბოლოს ისევ დავემორჩილე.თუ მოვკვდები არ მინდა რომ მას ჩავაკვდე ხელებში.ეს ან ჩემი ბუნებრივი სიკვდილით უნდა მოხდეს,ან უბედური შემთხვევით.მას კი თავს ნამდვილად არ მოვაკვლევინებ,თანაც სიკვდილი ახლა არ მინდა.
ნელა წამოვჯექი და მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება კარების გვერდზე დაკიდებულმა შავმა ტანსაცმელმა.კომბინიზონის სტილში იყო,ოღონდ კლასიკურად გაფორმებული.და მის ძირში კრემისფერი მაღალქუსლიანები ელაგა.ეს საიდან იშოვა? ან რა საჭიროა ამის ჩაცმა?
ფიქრით თავი უფრო მეტად აღარ ავიტკიე და სწრაფად შევედი სააბაზანოში.შხაპი გადავივლე ძალიან მალე,შემდეგ კი მისი დატოვებული ტანსაცმელი ჩავიცვი.დეკოლტე არც თუ ისე ღრმა იყო,თუმცა ეს ჩემი სტილი მაინც არაა.თმები გავიშალე და ოდნავ ამოვიბურცე ზედა ნაწილში.ეს ყველაზე ადვილი ვარცხნილობაა,რაც ამ სტილს უხდება.სააბაზანოში დატოვებული ჩემი კოსმეტიკა ავიღე და ბაცად წავისვი შავი ჩრდილები,შემდეგ ტუში.კრემისფერი პომადაც წავისვი და უკვე გამზადებული ვიყავი.სუნამო შევისხი თუ არა გავიგე,რომ ოთახში შემოვიდა.
-გაემზადე?-კითხვა დამთავრებული არ ჰქონდა უკვე გამოსული ვიყავი.თავიდან ბოლომდე დამათვალიერა,მე კი მის ჩაცმულობას უფრო ვაკვირდებოდი.შარვალ-კოსტუმში გამოწყობილიყო,მაგრამ საშინლად უხდებოდა.თმები ლამაზად აწეული და გადავარცხნილი.მაინც ვერ ვხვდები,სად მივდივართ?
წინ მე გამიშვა და ჩუმად გავედი ჰოლში.ასევე ჩუმად ჩავიარეთ კიბეები,გარეთ გამოვედით და მანქანაში ჩავჯექით.ხმას არ ვიღებდი,უბრალოდ არ მინდოდა რამის თქმა,ან საუბარი.ჯერ კიდევ შეშინებული ვიყავი,გუშიდნდელი საღამოს ყველა დეტალი ზედმიწევნით მახსოვდა,ვგრძნობდი როგორი დაძაბულობა იყო ჩვენს შორის.როცა მისი თვალები მახსენდებოდა მაშინ,სანამ ჩემს დახრჩობას ცდილობდა,ვგრძნობდი,რომ ცუდად ვხდებოდი რამდენიმე წამში.
მთელი დღე გზაში ვიყავით.დანიშნულების ადგილას მოსაღამებულზე მივედით,დაახლოებით 7 საათი იქნებოდა.მანქანა რაღაც მიუვალ ადგილას დააყენა.თუმცა იმ ადგილიდან ვხედავდი დაბნელებულში მოშორებით მდგომ სახლს და მის წინ უამრავ ხალხს.მანქანიდან გადმოვიდა და მეც ასე მოვიქეცი.მას ვაკვირდებოდი და ვცდილობდი მისი მოქმედებებიდან მაინც გამეგო რას აპირებდა.გული ამიჩქარდა,როცა ჩემსკენ წამოვიდა.დოინჯი შემოიყარა,მანიშნებდა მკლავი გამიყარეო.მაგრამ მე მაინც გაშეშებული ვიდექი და ენაჩავარდნილი ვუყურებდი.რამდენიმე წამში თითონ მომკიდა ნაზად ხელი მაჯაზე და მკლავი მკლავში გამაყრევინა.გაკვირვებული ვუყურებდი მას.
-ეს ცოტა დამაჯერებლობისთვის,-ხმადაბლა მითხრა,თან წინ იყურებოდა და ხალხს იკვლევდა.მეშინოდა,ერთიანად მაკანკალებდა.კიდევ ერთხელ მასთან ასე ახლოს ვარ.სახლის მიმართულებით ნელა დავიძარით,მის სურნელს აქედანაც ვგრძნობდი.ცოტახანში ხალხსაც შევერიეთ.
-ღიმილიანი სახე დაიჭირე,-გამაფრთხილა.როგორი ადვილი სათქმელია მისთვის.ის ყველას თავს უკრავდა და ღიმილით ესალმებოდა.მეც ვცდილობდი სახიდან ღიმილი არ მომეშორებინა.საოცრად დადებითი აურა იყო,მაგრამ ძალზედ საეჭვოც.რაღაც არ იყო ისე როგორც უნდა იყოს.ირგვლივ სულ დაცვა იყო,ნუთუ ზეინს აქ გავლის არ ეშინია?
ეს გავიფიქრე თუ არა მიმართულება შევიცვალეთ და სახლის უკანა მხარეს გადავინაცვლეთ.იქ ხალხი თითქმის საერთოდ არ იყო,მაგრამ ერთი ბიჭების შეჯგუფება დავინახე.ჩვენც სწორედ მათ ვუახლოვდებოდით.რა თქმა უნდა ვიცანი ისინი,მისი ძმაკაცები,ვისთანაც გუშინ ვიყავით.
ერთმანეთს მიესალმნენ,მეც გამიღიმეს და შემდეგ რაღაცის განხილვა დაიწყეს.
-ხომ დაინახე,შიგნით შესვლა როგორი ძნელია,-უთხრა ერთ-ერთმა.
-თქვენ რომ შეხვიდეთ კიდევ არაფერია,მაგრამ ჩემზე უკვე ყველაფერს მიხვდებიან,-პასუხი გასცა ზეინმა.
-შენ არც კი უნდა მოსულიყავი,ძალიან სახიფათოა შენი აქ ყოფნა ახლა.
-ვიცი,მაგრამ მე ამას გამოვტოვებდი?-მსუბუქად ჩაიცინა ზეინმა.
-მოკლედ ჩვენ ვისმჯელეთ ახლა და ერთი გეგმა ჩამოვაყალიბეთ,მაგრამ შიგნით რომელი უნდა შევიდეთ ვერ გადაგვიწყვეტია,მერე იქ კაბინეტში შეიპარო კიდევ და დისკი იპოვო.რომ გამოგვიჭირონ ყველაფერი ახლიდან დაიწყება,ამიტომ ვინმე მათთვის უცნობი გვჭირდება.
ზეინი რამდენიმე წამით ჩაფიქრდა,მერე ხელი მომკიდა და უკან გამიყვანა.
-შენ შეხვალ შიგნით!-მტკიცედ განმიცხადა.
-რა? არა!-მაშინვე მივუგე.როგორც იქნა,ხმა ამოვიღე! საკუთარი შიში გადავლახე და ამით ვამაყობ.
-ყველაზე კარგი ვარიანტი შენ ხარ.
-მე არც კი ვიცი რა უნდა გავაკეთო,თქვენიანი შევიდეს რომელიმე.
-არ შეგვიძლია,ზედმეტად სახიფათოა თუნდაც მათთვის.
-არა,მე მაინც არ წავალ იქ,-მტკიცედ ვიდექი ჩემს აზრზე.
-გგონია ხვეწნას დაგიწყებ? წახვალ!-ბოლო სიტყვა დამიმარცვლა.მრისხანე თვალებით მიყურებდა და ჟრუანტელმა დამიარა.ისევ,ისევ დამიდგა თვალწინ ის კადრები.
-ვერ შევძლებ,-ძლივს აღმომხდა.
-შეძლებ,-უცბად მოლბა-დამიჯერე,შეძლებ,-მომენტალურად შეიცვალა.გამიკვირდა.
გავბრუნდი,ღრმად ჩავისუნთქე.არ ვიცი უნდა გავბრაზებულიყავი თუ არა,მაგრამ თითქოს მივხვდი კიდეც,რომ ახლა დახმარება მართლა სჭირდებოდა.ჯანდაბა,ჩემს თავს ვერ ვცნობ.თუმცა მაინც მეშინია.
-არ მიყვარს ყველაფრის დრამატიზირება,მაგრამ..არ ვიცი როგორ გითხრა..ახლა მხოლოდ შენ შეგიძლია დამეხმარო,-ხმადაბლა მითხრა.ადგილზე მივიყინე „ახლა მხოლოდ შენ შეგიძლია დამეხმარო"-ეს ფრაზა განსაკუთრებულად მომხვდა ყურში,ძალიან უცხოდ და უჩვეულოდ.
გაუაზრებლად მივბრუნდი მისკენ.
-მე არც კი ვიცი რატომ ..
-ასეა საჭირო და იმიტომ!-გამაწყვეტინა სათქმელი.
-იქნებ ამიხსნა ასეთი მნიშვნელოვანი რა ხდება?
-არ შემიძლია,-ჩუმად მიპასუხა.როგორც ყოველთვის,არ შეუძლია.
-რატომ მენდობი? არ გეშინია რომ გავიქცე?-კითხვების დასმას არ ვწყვეტდი.
-პირველი-მე შენ არ გენდობი და მეორეც-ვერსად გაიქცევი,ბიჭები სახლის ყველა მხრიდან იდგებიან,-ამაყად გამიღიმა.თვალები გადავატრიალე.
-რა უნდა გავაკეთო?-თითქმის დავიჩურჩულე.ჩაისუნთქა,საუბრის დაწყებისთვის მოემზადა.
-სახლში შეხვალ მაიკლთან ერთად.მას არ იცნობენ და ამიტომ არ მგონია იეჭვონ რამე.ის დაცვასთან ჩხუბს დაიწყებს და რა თქმა უნდა ყველა მათ გაშველებას შეეცდება.შენ დროს იხელთებ და მარჯვენა დერეფნისკენ გაუხვევ.რაც შეიძლება სწრაფად იარე და ამავდროულად ფრთხილად,არ უნდა შეგამჩნიონ.შემდეგ გაუხვევ მარცხნივ და მარჯვენა მხარეს გადათვლი მესამე კაბინეტს.მაგ კაბინეტის პატრონმაც არ უნდა დაგინახოს.ახალგაზრდა ბიჭია,ხნიერი არ გეგონოს.კარები ალბათ ჩაკეტილი იქნება,ჩვენ მოგცემთ საჭირო ნივთებს რომ გააღო.როგორც კი შიგნით შეხვალ დაიწყე დისკის ძებნა.ჩვენი ბოლო ცნობით მაგ დისკს სამალავში მალავდნენ,ერთ-ერთი დიდი ფოტოს უკან აქვთ ეგ სამალავი და კოდი აქვთ დადებული.აი მაგ კოდს როგორ გაშიფრავ ეგ უკვე..
-ვიცი როგორც უნდა,-ჩავერთვე მის საუბარში.
-ოუ..,-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა.
-და კარების გაღებაც ვიცი როგორ უნდა.
-ამდენი საიდან?-გაეღიმა.
-თავის დროზე ვისწავლე,-ცალყბად გავუღიმე.
-მოკლედ,დისკს რამენაირად იპოვი და შემდეგ უკან დაბრუნდები.ოღონდ არავინ უნდა იეჭვოს რამე,საერთოდ არავინ!
-ზეინ,რომ არ გამომივიდეს?-მოწყენილმა ავხედე.
-უნდა ვცადოთ მაინც.ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.
თავი დავუქნიე,ბიჭებმაც დაგვიძახეს.
-აი ეს აიღე,-ზეინმა რაცია მომაწოდა.ჩამეცინა,ჩემი ძმის ხელში ამ მოწყობილობას ძალიან კარგად ვიცნობ.ზეინიც მიხვდა ამას და მანაც გაიცინა.
-რაციით დამიკავშირდები რამე რომ დაგჭირდეს და კარების გასახსნელად..
-ჩვეულებრივი თმისსამაგრიც გამომადგება,-არ ვიცი ასე თამამად როგორ ვესაუბრებოდი მას.ალბათ არ მეშინოდა,რადგან მეგობრებთან ერთად იყო.
-თმისსამაგრი არ ვიცი,მაგრამ რკინის მავთულიც არ იქნება ურიგო,-ერთ-ერთმა ცისფერთვალებამ მიპასუხა.თავი დავუქნიე და გამოვართვი.მაიკლი ჩემს გვერდით იდგა,საშინლად ავნერვიულდი.მიას ჩანთა მომაწოდეს,სადაც გამორთმეული ნივთები ჩავალაგე.
-აბა თქვენ იცით,წარმატებები,-ღიმილით გვითხრა უკან მდგომმა ბიჭმა.მე და მაიკლი გამოვბრუნდით.
-ნეტავ მე გადავრჩე,ალბათ მთელ დაცვასთან მომიწევს ჩხუბი,-ჩაიცინა.
-სქაილინ,-გავიგე ნაცნობი ხმა და მისკენ მივბრუნდი-ფრთხილად იყავი,-ამჯერად აღარ იღიმოდა,მეტიც,შევამჩნიე თითქოს ანერვიულდა.უბრალოდ გამოვბრუნდი და მაიკლთან ერთად გზა გავაგრძელე.მე ჯერ კიდევ ვთვლი,რომ ვალდებული არ ვიყავი მათ რამეში დავხმარებოდი და არ მესმის,ასე რატომ ვიქცევი.
შიგნით თავისუფლად შევედით,შემდეგ ერთმანეთის საპირისპირო მხარეს წავედით.წვეულების მსგავსი საღამო იყო,მაგრამ ყველა კლასიკურ სტილში იყო გამოწყობილი.პატარა მაგიდას მივუახლოვდი და შამპანიურის ჭიქა ავიღე,ცოტა დავლიე,თან ნელი ნაბიჯებით წინ მივდიოდი და უცნობებს ვუღიმოდი.5 წუთში მაიკლმა გამომხედა,თავი შეუმჩნევლად დამიკრა,ანუ მანიშნა,რომ ყველაფერი იწყებოდა.სპეციალურად სხვა მხარეს დავიწყე სიარული და რამდენიმე წუთში გავიგე კიდეც ჩხუბის ხმა.ხალხის ყურადღება მალევე მიიქცია,დაცვა ჩაერია.შამპანიურის ჭიქა იქვე მაგიდაზე დავდე და სწრაფად წავედი მარჯვენა დერეფნისკენ,როგორც ზეინმა მითხრა.ეს ნაწილი საკმაოდ ადვილი აღმოჩნდა,ადვილად გამოვძვერი სიტუაციიდან და მგონი ვერც ვერავინ შემამჩნია.კი ვამბობდი ვერ შევძლებ-თქო,მაგრამ თუ მოვინდომებ ვიცი,რომ ყველაფერიც გამომივა.გამიმართლა,ზევით არავინ იყო.სირბილით ავედი მეორე სართულზე და ნელა გავიხედე ვინმე ხომ არ იდგა.აქაც ყველაფერი სუფთა იყო.სწრაფად გადავთვალე მესამე ოთახი და ყოველი შემთხვევისთვის მაინც გადავამოწმე,იქნებ ღია იყოს-თქო.მოსალოდნელი შედეგიც გამართლდა-ჩაკეტილია.ჩანთიდან ამოვიღე რკინის მავთული და ძველი ხერხები გამოვიყენე.რამდენიმე წუთი ამაზე ვწვალობდი,ბოლოს ლამის გავიფიქრე არ გამომივა თქო.მაგრამ ბედმა გამიღიმა და საკეტიც გაიხსნა.მალე შევედი შიგნით და კარებიც ჩუმად მივხურე.უკვე ვჩქარობდი,რადგან ქვევით ხმაური იმდენად აღარ იყო და შეიძლება ზევით ვინმე ამოსულიყო.ოთახი საკმაოდ მაღალი დონის კაბინეტი იყო,მაგრამ დრო არ მქონდა მის დასათვალიერებლად.პირველი რაც გადავამოწმე კედლებზე დაკიდული ნახატები იყო.ერთ-ერთის უკან აღმოვაჩინე ზუსტად სამალავი.ნახატი მოვხსენი და მაგიდაზე დავდე.ყური მივადე ცივ მეტალს და საკეტის გადატრიალება დავიწყე.ასეთ დროს სრული სიჩუმე მჭირდება რომ ყველაფერი ზუსტად გავაკეთო,ახლა კი ხელსაყრელი მომენტია.5 წუთი ვწვალობდი,იმაზე ძნელი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა.ცოტა უნდა გავივარჯიშო ხოლმე მსგავსი ქმედებები.შიგნიდან რაღაც ხმა გავიგე და ვიგრძენი როგორ გაიღო კარები.ჩემმა სიხარულმა პიკს მიაღწია,საკუთარი თავით ვამაყობდი.მაგრამ ყველაფერი გაქარწყლდა,როცა შიგნით ვერაფერი ვიპოვე.ჯანდაბა,ამდენი რისთვის ვიწვალე?!
გარედან ნაბიჯების ხმა მომესმა.ოღონდ ის არა რაც მე მგონია! ჩქარა მივხურე კარები,საკეტი თავისით ჩაიკეტა.ნაბიჯები კი უფრო და უფრო ახლოვდებოდა.ნახატი ჩამოვკიდე,მაგრამ მთავარი პრობლემა ისაა სად დავიმალო.ერთადერთი რაც საუკეთესო ვარიანტი ჩანდა კარადა იყო.ჩანთას ხელი დავავლე და შიგნით დავიმალე.
ოთახის კარები გაიღო და გავიგე,რომ ვიღაც შემოვიდა.

AwakingWhere stories live. Discover now