-ერთი,ორი,სამი,-ხმადაბლა ვითვლიდი დამამშვიდებლის წვეთებს.
-ნაბიჭვარი,ბოზიშვილი!-კიდევ ერთხელ დაიღრიალა ზეინმა და მაგიდას დამუშტული ხელი დაარტყა.
-შვიდი,რვა,ცხრა,-მე ისევ ვაგრძელებდი წვეთების დათვლას.
-არა,ეს უბრალოდ შეუძლებელია!-თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა.უკვე მეორე დღეა იმ საღამოს მერე ასე ღრიალებს,გამწარებულია და ვერ წყნარდება.პატარა ჭიქა წინ დავუდე.
-დალიე,ცოტა დაგამშვიდებს,-ხმადაბლა ვუთხარი და მის პირდაპირ დავჯექი.
-დამამშვიდებს? დამცინი ხომ? ახლა რა დამამშვიდებს?-თვალები ბრაზისგან ისევ აენთო და მწვავე მზერით შემომხედა.
-ნუთუ არ დაიღალე მაინც?-მაგიდას იდაყვებით დავეყრდენი,წინ მოვიწიე.
-რა მოხდა თქვენო აღმატებულებავ,ხომ არ შეწუხდით?-ირონიით მითხრა.
-მე არა,მაგრამ წესით შენ უნდა შეწუხებულიყავი.ვერ ამოიყარე აქამდე ჯავრი?-ჩემს მშვიდ ტონს ბოლომდე ვინარჩუნებდი.
-თავი დამანებე,არ გესმის შენ არაფერი,-საზურგეს მიაწვა და მაგიდას მიაშტერდა.
-რანაირად უნდა მესმოდეს,როცა არაფერი არ ვიცი რა ხდება საერთოდ?!
ღრმად ჩაისუნთქა.გავინაბე იმის მოლოდინში,რომ მიპასუხებდა,მაგრამ შევცდი.
-ზეინ?
-რა გინდა?-უხეშად მკითხა.
-არაფერს მეტყვი?
-თუ იმას გულისხმობ,რომ ყველაფერი მოგიყვე,ჯობია ეგ აზრი ახლავე ამოიგდო თავიდან,-უცებ მომაყარა.
-იქნებ ცოტათი მაინც მოგეშვას და..
-მომეშვას?-გამაწყვეტინა-დამიჯერე გულახდილი საუბარი არ მჭირდება,უკვე დიდი ხანია ეგ არ მშველის,-მწარედ ჩაიცინა.
-მაშინ დამამშვიდებელი დალიე,-ჩემსას მაინც არ ვიშლიდი.
-გითხარი შემეშვი-თქო,-ჩუმად,მაგრამ გაბრაზებულმა მიპასუხა.
-დახმარების უფლებაც აღარ მაქვს?-ოდნავ ავუწიე ტონს.
-არავის დახმარება არ მჭირდება,-ნელა გამოაპარა თვალი ჩემსკენ.
-ეგრე ფიქრობ?
-ზუსტადაც,-უფრო ხმამაღლა მითხრა.
-სულ მარტო დარჩები ბოლოს,-მშვიდად გავაგრძელე.
-სქაილინ,შეგიძლია ბოლოს და ბოლოს მოკეტო?!-დაიღრიალა.
-ასე ხომ ვერ გაგრძელდება უსასრულოდ,რამდენი დღე უნდა იღრიალო კიდევ?!-ახლა უკვე მეც გავბრაზდი.
-რამდენიც საჭირო იქნება,-მისმა ხმამ ყურები ამატკია.
-დამამშვიდებელი აუცილებლად უნდა დალიო!-დავუყვირე.
-არ მჭირდება ეს შენი დამამშვიდებელი,არა!-ჭიქა ძირს დაანარცხა და რაღა თქმა უნდად სულ წვრილ ნამსხვრევებად აქცია.ამდენი ვეღარ ავიტანე და წამოვდექი.სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე სამზარეულო და კიბეებზე ავვარდი.
-სად ჯანდაბაში მიდიხარ?-გავიგე როგორ მომაძახა.მინდოდა დავმალულიყავი,ცოტახანი მის გარეშე ვყოფილიყავი.დერეფნის სულ ბოლო კარები შევაღე და შესვლის შემდეგ ჩავკეტე.კედელთან ჩავიკეცე,სიბნელეში ამ უზარმაზარ ოთახში ვიყავი.ჩემი ვარაუდით ეს ოთახი ზეინს ეკუთვნოდა.
-სქაილინ,გამოდი ახლავე!-დერეფანში ღრიალებდა,რადგან არ იცოდა სად ვიყავი.ვერ მოასწრო დანახვა.კარებებს აღებდა და ყველა ოთახს ამოწმებდა.ყურებზე ხელები ავიფარე,ტირილი ამივარდა.
სახელური გამოძრავდა,შემდეგ კი საკეტის ხმა გავიგე.კარები გააღო და შემდეგ შუქიც აანთო.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?-დამიყვირა ბოლო ხმაზე და მკლავზე ხელი უხეშად მომკიდა,წამომაყენა.ცრემლები თავისით მომდიოდა,მაგრამ ესეც კი არ მოქმედებდა მასზე.
-არ მესმის რა გინდა,რატომ ერევი სულ ჩემს საქმეში,რატომ?!-მეორე მკლავზეც მომკიდა ხელი და შემანჯღრია.მისი უხეში ქცევები თითქმის სიკვდილის ტოლფასი იყო.
-მაინც და მაინც აქამდე უნდა მიმიყვანო?-საწოლისკენ დაიძრა სწრაფად და ზედ დამაგდო.სწრაფადვე მოექცა ჩემს ზემოდან.შეშინებული,უმწეო თვალებით ვუყურებდი.
-ზეინ,-დავიჩურჩულე და თვალებიდან ცრემლების ახალი ნაკადი გადმომცვივდა.
სახე ახლოს ჰქონდა მოწეული,ტუჩებს მგონი რამდენიმე მილიმეტრი აშორებდა.მისი სხეული ჩემსას ეხებოდა,ისევ ვგრძნობდი მის სურნელს,რომელიც ჯერაც თავბრუს მახვევდა.თვალებში ჩამცქეროდა დაჟინებით და თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა.ბრაზი,რომელშიც რამდენიმე წამის წინ იხრჩობოდა გაქრა.მზერა ტუჩებზე გადაიტანა,მაგრამ მალევე შემომხედა თაფლისფერი თვალებით.ჩემმა ქვეცნობიერმა მგონი გაიფიქრა,რომ ნეტავ ეს წამი უსასრულოდ გაგრძელდესო,მაგრამ ეს აზრი სამუდამოდ გავაქრე გონებიდან.ახლა ყელზე დამხედა და თითებით ნაზად შეეხო ნატკენ ადგილს,მგონი პატარა სიწითლე ჯერ კიდევ იყო.იმას ვგულისხმობ,როცა ჩემი დახრჩობა უნდოდა.ოდნავ შევკრთი,მაინც მტკიოდა ამდენი დღის მერე ყელის მიდამოები.მის მზერაში მგონი პატარა სინანულიც ჩანდა,მაგრამ ამაში დარწმუნებული არ ვარ.ხელი სწრაფად მომაცილა და საბოლოოდ თვალები დახუჭა,წამოდგა.ვერ მივხვდი რა ხდება საერთოდ.საწოლზე წამოვჯექი,ჩემგან ზურგშექცევით იდგა.
-არ შემიძლია,-ჩაიცინა,მაგრამ იმედგაცრუებაც შევნიშნე მის ხმაში.
-რ-რა?-ჩემი ხმა თვითონ ძლივს გავიგე,ენა დამება მისი პასუხის მოლოდინში.
-ისიც კი არ შემიძლია,რომ შენზე ძალა ვიხმარო,-თმებში ხელი შეიცურა და ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო.ჩემმა ლოყებმა სწრაფად მოახდინეს რეაგირება,ავწითლდი,ავხურდი.თუმცა თავიდან შენც ხომ ეგ გაიფიქრე,ახლა რაღატომ განიცდი ამას?!
მეორე მნიშვნელოვანი ხაზი-ჩემთან პირველად ეწევა.თუმცა მისგან რა გასაკვირი უნდა იყოს სიგარეტი.სწრაფად მოუკიდა და იქვე სავარძელში ჩაჯდა.
თავი დავხარე,არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა.ის კი ფანჯრისკენ იყურებოდა და სიგარეტს აბოლებდა.რაღაც ვერ იყო კარგად,თითქოს საკუთარ თავს უწყრებოდა. მას გავხედე,თვალი გამიშტერდა.ისეთი იდეალური იყო,ისეთი გამომწვევი.სიგარეტი საშინლად უხდებოდა..მოიცა რა დღეში ვარ? სქაილინ,დედამიწა გეძახის!
ისევ ძირს დავიხედე,ემოციები არეული მქონდა და მისი სიტყვები გამახსენდა.ახლაღა გავიაზრე ბოლომდე რა მითხრა და შემდეგ როგორ მოიქცა.თავისუფლად შეეძლო გავეუპატიურებინე და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ემოქმედა,მაგრამ ასე არ მოიქცა.ჩემს მიმართ არაა ისე განწყობილი,რომ ეს ვერ „ეკადრებინა".მაშ რა ხდება?!
სიგარეტი საფერფლეში დატოვა,ფეხზე წამოდგა უცებ და ჩემთან მოვიდა უსიტყვოდ.გაბრაზებულმა ხელი წამავლო მკლავში და ოთახიდან გამიყვანა.მის ამ ჟესტს უკვე მივეჩვიე,"ჩემს" ოთახში დამაბრუნა,როგორც ყოველთვის ბორკილებით საწოლს მიმაჯაჭვა და გავიდა.
***
ხმაური მომესმა და თვალები ნელა გავახილე.ფანჯარას პირდაპირ ვხედავდი,ოდნავ შეღებული იყო და ღამის სასიამოვნო სიჩუმესაც ვგრძნობდი.თუმცა ერთი შესწორება-ვიღაც იჯდა რაფაზე.თავიდან ვიფიქრე მელანდება,ან უბრალოდ სიზმარია-თქო,მაგრამ გავიაზრე რომ უკვე მეღვიძა და თავი უსწრაფესად წამოვწიე.შემეშინდა,ვიღაც უცნობი იყო,თავზე ნიღაბი ჰქონდა.მიყურებდა და ელოდებოდა რას გავაკეთებდი.ჩემი გულის ცემა მესმოდა,ლამის ისტერიკებში ჩავვარდი.
-ზეინ!-ჩემდაუნებურად დავუყვირე და უკან,კედლისკენ მივიწიე.ფეხების საწოლზე ამოვწიე.მხოლოდ ზეინში ვხედავდი ახლა მშველელს.წამის მეასედში ძირს ჩამოხტა ეს უცნობი და პირზე ხელი ამაფარა.ხელს უწყობდა ის ფაქტიც,რომ ბორკილები უკვე გაკეთებული მქონდა და ზედმეტ მოძრაობებსაც ვერ გავაკეთებდი.შავი,მუქი თვალებით მიყურებდა,მაგრამ ხმას არ იღებდა.ადვილად მივხვდი,რომ ბიჭი იყო.ძალა სადამდეც მყოფნიდა ვყვიროდი,საცოდავად ვწრიალებდი,მაგრამ ეს კნავილს უფრო ჰგავდა.მშველელი კი ახლაც აღარავინ მყავდა.
საწოლზე დამაგდო,ბალიში აიღო და სახეზე დამაფარა.უკვე მეორედ ცდილობდნენ ჩემს გაგუდვას.მე რატომ უნდა ვიყო სულ მსხვერპლი?! მეორედ ვიგრძენი თუ რა მწარეა სიკვდილი.მაგრამ უფრო მეტად მეგონა გული გამისკდებოდა შიშისგან,სანამ გავიგუდებოდი.ყურებში ხმა გუბდებოდა,გულისცემა მიჩერდებოდა.ვგრძნობდი როგორ ვითიშებოდი და საკუთარ თავს ვერანაირ დახმარებას ვერ ვუწევდი.ჟანგბადი საბოლოოდ გამომელია,მძლავრი ხელებით ბალიშს არ უშვებდა.სხეული თავისით გაჩერდა,ვეღარაფერს ვგრძნობდი.
ბოლო წამს,როცა მეგონა,რომ ყველაფერი დამთავრებულია,მივხვდი,რომ სიმძიმე ჩემს ზემოდან მომაცილეს.რაღაც მესმოდა ძალიან ყრუდ,თითქოს შორიდან.ვიღაცამ ხელები გამინთავისუფლა და წამომაყენა.სახეზე მეხებოდა და მგონი ყვიროდა კიდეც.თვალები ძლივს გავახილე,მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წამით.გამოსახულება ტრიალებდა,მაგრამ მისი სურნელი ადვილად ამოვიცანი.
-სქაილინ,გესმის ჩემი?-ძლივს გავარკვიე ეს სიტყვები.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ტყის ბოლოდან მეძახდა.
თვალები ისევ დამეხუჭა,არაფრის ძალა არ მქონდა საერთოდ.მომენტალურად დავსუსტდი,მაგრამ რა გასაკვირია,სიკვდილამდე რამდენიმე წამი მაკლდა.ვიგრძენი,რომ ფეხქვეშ საყრდენი გამომეცალა და ჰაერში ამიყვანა.შემდეგ კი საბოლოოდ გამოვითიშე.
***
გაღვიძებისთანავე საწოლზე წამოვჯექი და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე.კოშმარი დამესიზმრა,მაშინვე ვიგრძენი გული რომ ცუდად მქონდა მომხდარის გამო.ის კადრები თვალწინ დამიდგა,როცა ბალიში სახეზე დამაფარა.ის შეგრძნებაც გამახსენდა,რომელიც მაშინ გეუფლება,როცა ჟანგბადს ვეღარ სუნთქავ.ყოველთვის მეშინოდა გაგუდვის და ვფიქრობ ეს შემთხვევა ჩემი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მემახსოვრება.
ირგვლივ მიმოვიხედე,მაშინვე მივხვდი,რომ ზეინის ოთახში ვიწექი,ის კი არ იყო აქ.ჯერ კიდევ ბნელოდა,არადა მე იმედი მქონდა,რომ დილით მაინც გავიღვიძებდი.აქამდე სიბნელის შიში არასოდეს მქონია,მაგრამ ახლა საშინლად მინდოდა აქედან გაქცევა.ნელა წამოვდექი ფეხზე,თავს უკეთესად ვგრძნობდი,მაგრამ ფეხზე დგომა და მითუმეტეს სიარული მაინც მიჭირდა.თავბრუ მეხვეოდა,მაგრამ როგორღაც მივედი კარამდე და დერეფანში გამოვედი.კედელს ვეყრდნობოდი და ისე მივიწევდი წინ,თვალებიც უკვე მეხუჭებოდა.კიბეებთან ცოტახნით გავჩერდი,მოაჯირს ხელი კარგად მოვკიდე.გამორიცხული არ იყო,რომ ფეხი გამსრიალებოდა და კიბეებზე დავგორებულიყავი.ჩუმად და ძალიან ნელა ჩავიარე საფეხურები,მისაღებში ოთახის ბოლოს ენთო შუქი.სამაგიეროდ სამზარეულო ანათებდა.ნელა მივედი ზღურბლთან და დავინახე,რომ ზეინი მაგიდასთან იჯდა,თავი მაგიდაზე ედო.მის დანახვაზე რატომღაც ტირილი მომინდა,ცრემლები ჩამიდგა თვალებში.ზუსტად მაშინ ამომხედა და სახე შეეცვალა.სანამ წამოდგომა დააპირა გამოვბრუნდი,რატომღაც მისგან შორს მინდოდა წასვლა.მის გამო მემართება ეს ყველაფერი,სწორედ მის გამო ვკვდები ნელ-ნელა.მის გამო განვიცდი ამხელა ტკივილს.
მკლავში მწვდა და ის გააკეთა რასაც ყველაზე ნაკლებად,ან შეიძლება საერთოდაც არ ველოდი.მისკენ მიმატრიალა და მიმიხუტა.უფრო მეტად ავქვითინდი.ის,რომ ცოტაოდენი სითბო გამოიჩინა ჩემს მიმართ მაკვირვებდა და ცრემლები არა და არ ჩერდებოდა.დამუშტული ხელები მის მკერდზე მეწყო,მას კი მძლავრად ვყავდი ჩახუტებული.თავზე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი,უკვე ხმამაღლა ვტიროდი და უბრალოდ ვერ ვჩერდებოდი.ამ შემთხვევაში საკუთარ თავს მე არ ვაკონტროლებდი,ემოციები ჩემზე საკმაოდ ძლიერი იყო.თავზე ხელი გადამისვა,მისი ყოველი მოფერება საბაბს მაძლევდა იმისთვის,რომ უფრო ძლიერად მეტირა.
მომშორდა,დამთავრდა.მანიშნა სამზარეულოში შედიო და მის ნებას დავემორჩილე.ფრთხილად გადავდგი ნაბიჯები,რადგან თავბრუ ჯერ კიდევ მეხვეოდა.
-წყალი გინდა?-ხმადაბლა,მშვიდად მკითხა.პასუხად თავი გავაქნიე.მაგიდაზე რაღაც სასმელის ბოთლი დადგა ჭიქით და დაისხა შემდეგ.თუმცა სანამ ბოთლს სახურავს დააფარებდა ჭიქა მე ავიღე და სასმელი მთლიანად დავცალე.მას ალბათ გაუკვირდა,მაგრამ ახლა ეს მჭირდებოდა ზუსტად.სასმელი კი ყველაზე დიდი დამხმარეა.საკმაოდ მწარე აღმოჩნდა,თუმცა ისედაც გამწარებულს საშინლად მესიამოვნა.
-თავს როგორ გრძნობ?-კვლავ მშვიდად მკითხა და სკამზე დაჯდა.
-შენი აზრით?-გაბრაზებულმა დავიწყე,თვალებში ცრემლების ახალი ნაკადი მქონდა ჩადგომილი.
-მისმინე,მე ძალიან ვწუხვარ..
-შენ შეწუხებული ხარ?-გავაწყვეტინე-არ გინდა ზეინ,უბრალოდ არ გინდა,რადგან რამდენიმე დღის წინ თითონ სცადე ამის გაკეთება შენ,-გაცოფებულმა რაც თავში მომივიდა ყველაფერი წამოვროშე.
-ვიცი,მაგრამ მე მართლა ვწუხვარ,-შემომხედა.თავი საპირისპირო მხარეს გავაბრუნე,რომ ჩემი ცრემლები რამენაირად დამემალა.
-მე აუცილებლად მომკლავენ,-ცრემლები ძირს ვარდებოდა.
-ეგ არ მოხდება,-მალევე გამცა პასუხი.წარბებშეკრულმა ავხედე,ვერ ჩავწდი ამ სიტყვების აზრს,ან უბრალოდ რატომ ამბობდა ამას.
-ანუ მე ვგულისხმობ,-სწრაფადვე გააგრძელა-შენ მოკვდები ან შენი ბუნებრივი სიკვდილით ან მე მოგკლავ,-თავისუფლად და უდარდელად თქვა.
-ამით რა,დამამშვიდე?
-როგორც გინდა ისე გაიგე.სხვათა შორის,ფანჯარა რატომ დატოვე ღია?
-მე დავტოვე ღია? ოთახში რომ შემომიყვანე არაფერი დამაცადე,პირდაპირ ბორკილები დამადე,-მაშინვე შევუტიე.
-შეგეძლო გეთქვა და მე დაგელოდებოდი,-პრეტენზიები არ ელეოდა.
-რა? შენ ისეთი გაბრაზებული იყავი რა უნდა მეთქვა?-გაკვირვებულმა ვკითხე.
-ეგ გამართლება არაა,სქაილინ,-მტკიცედ განმიცხადა.
-ანუ კიდევ მე გამოვდივარ ამ ყველაფერში დამნაშავე? მშვენიერია ზეინ,არაჩველებრივია!-დავუყვირე და ცრემლები უხეშად მოვიწმინდე.ფეხზე წამოვდექი,მაშინვე მძლავრად ვიგრძენი თავბრუს ხვევა,მაგრამ საკუთარ თავს წინააღმდეგობა გავუწიე და მთავარი კარებისკენ სწრაფად წავედი.აქ რატომ არასოდეს მიმართლებს-ისევ ჩაკეტილია!
-სად აპირებდი წასვლას ძალიან მაინტერესებს?!-ხმას აუწია.მომენტალურად ჩემს წინ აისვეტა.
-გარეთ უნდა გავიდე!-ჩემს თავს სიმტკიცე შევმატე და ეს ხმაზეც დამეტყო.კვლავ კედელს მივეყრდენი წონასწორობის შესანარჩუნებლად.
-ძალიან ბევრი ხომ არ მოგინდომებია?-თვალები დააწვრილა.
-უბრალოდ სუფთა ჰაერი მჭირდება!-დავუყვირე.
-არა!-კედელს მიმაჯახა.თვალები დამეხუჭა და ცრემლები გადმომცვივდა.ძალაგამოცლილი ჩავიკეცე,ისევ ვტიროდი.ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა.ჩემს გვერდით დაჯდა ძირს ისიც,მუხლები მოკეცა და ხელები ზემოდან დაალაგა.თვალი ნელა გავაპარე მისკენ.
-სერიოზულად გეუბნები,-მშვიდად და გაწონასწორებულად დაიწყო-ყველაფერს გავაკეთებდი,რომ შენ არაფერი დაგშავებოდა და ამ სიმწრით არ გევლო,რასაც ახლა გრძნობ.
-მაგრამ შენ ეს ვერ შეძელი,-მისი სათქმელი მე დავაბოლოვე და თვალები დავხუჭე.