-თითქმის დავასრულე,ცოტაც მოიცადე და მერე მითხარი რა გინდოდა,-კლერმა ჩემი თმის ნაწილი აიღო და მისი დახვევა გააგრძელა.
მოუსვენრად ვიჯექი,თავიდანვე ვაპირებდი მისთვის ამის თქმას,მაგრამ დაიჟინა,ჯერ ვარცხნილობა უნდა მოგიწესრიგოო.მეც ველოდებოდი,ვიცოდი ცოტა გამიბრაზდებოდა,მაგრამ ეს რომ არ გამეკეთებინა ალბათ საკუთარ თავს ვერასოდეს ვაპატიებდი.
-უკვე მზადაა,ახლა მხოლოდ შეკვრა სჭირდება და ამ თმისსამაგრით დამაგრება,-ხელში თეთრი ლამაზი შესაკრავი ეჭირა.
-კლერ,მოიცადე,-შევაჩერე სანამ საქმეზე გადავიდოდა.მას ისეთი სახე ჰქონდა,მიხვდა რაზეც მინდოდა საუბარი.
-სქაილინ,ჩვენ ხომ ეს განვიხილეთ უკვე?-ჩემს გვერდზე სავარძელში დაჯდა.
-აუცილებლად უნდა წავიდე,ცოტახნით იქ ყოფნა მჭირდება,-რომ გამახსენდა რა მიზეზითაც მივდიოდი გული მეკუმშებოდა,მაგრამ თითქოს მივეჩვიე ამ ტკივილს.
-არ ვიცი,დედაშენი გაგიჟდება აქ რომ არ დაგინახავს,-ვგრძნობდი,რომ ნელ-ნელა გადმოვიბირებდი მას.
-უთხარი,რომ მარტო ყოფნა უნდოდა ცოტახნითო.თუ რამეს იტყვის მე ავუხსნი.
კლერმა მზერა ამარიდა,ფიქრობდა.შემეძლო ჯიუტად წავსულიყავი,მაგრამ ის ჩემთვის დასავითაა,მხოლოდ მან იცის ყველაფერი,რაც 1 წლის წინ მოხდა ჩემს ცხოვრებაში.ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი მისი აზრიც გავითვალისწინო.
-კარგი,წადი.ოღონდ გთხოვ,მალე დაბრუნდი.
-აუცილებლად.ცერემონიამდე კიდევ 3 საათია.და კიდევ,მადლობა,-ჩავეხუტე-არც კი იცი ეს ჩემთვის რამდენს ნიშნავს,-ძლივს წარმოვთქვი სიტყვები.მათ გამო ვიგრძენი,როგორ მძლია ტირილის სურვილმა,მაგრამ არა.ჯიუტად ვებრძოდი საკუთარ თავს,არ მინდოდა კლერს ენერვიულა ჩემს გამო.
ოთახიდან სწრაფად გამოვედი,დედა სალონში იყო წასული.დღევანდელი დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა.მამა და ადამი თავიანთ საქმეებში იყვნენ გართულნი,ამიტომ მეეჭვება ჩემი არყოფნა შეემჩნიათ.ყველა კარგ ხასიათზე იყო,ყველა მე მელოდებოდა.მეც ვცდილობდი მათნაირად ვყოფილიყავი,მაგრამ სამწუხაროდ გულში სევდა ყოველთვის დამყვებოდა და დღეს განსაკუთრებით ვგრძნობ ამას.
სახლიდან სამზარეულოს კარებით გამოვედი,მანქანასთან მივირბინე და შიგნით ჩავჯექი.შემდეგ უკანა სკამზე დატოვებულ ლურჯ ვარდებს გადავხედე,ტკივილმა მთელი ცემი სხეული მოიცვა.კვლავ ვიგრძენი ცრემლები როგორ მახრჩობდნენ,მაგრამ მაინც ვცდილობდი თავის შეკავებას.მადლობა ღმერთს მაჯიაჟი ჯერაც არ მისვია.თუმცა ბევრი არც არაფერი მინდა,სწორედ ამიტომ ვთქვი უარი სალონში წასვლაზე.
ძრავა ავამუშავე და სწრაფად გავცილდი იქაურობას.გონებაში ის დღე ამომიტივტივდა,როცა ზეინი მოკლეს.ემოციების მოზღვავება ვიგრძენი,ყველაზე მძიმედ გასახსენებელი იყო ჩემთვის.ის ხმა ჯერაც არ დამვიწყებია,როცა ორი გასროლის ხმა გავიგე.ერთით ბრაიანმა ზეინი მოკლა,მეორეთი კი ჰარისონმა ლუკასი.ეს მოგვიანებით გამაგებინეს და საკმაოდ გაკვირვებულიც დავრჩი,მან მანამდე მოასწრო ლუკასისთვის სროლა,სანამ ის ზეინს ესროდა.თუმცა ზეინს მაინც არ ასცდა ეს ყველაფერი.მახსოვს რა დამემართა,როცა იქ ჰარისონი დავინახე,რადგანაც ლუკასმა მოგვატყუა,რომ ის მოკლა.სინამდვილეში თავისი გეგმებისთვის სჭირდებოდა ეგ ბიჭი,თუმცა ჰარისონმა მაინც დააღწია თავი ლუკასის კლანჭებს.ლონდონში დისკი აიღო და პოლიციას ზუსტად იმ დღეს გადასცა,როცა ზეინი გარდაიცვალა.სამწუხაროდ ადამმა დისკის ნახვა მაინც ვერ მოასწრო და ბრაიანის მეშვეობით უსამართლოდ გაისროლეს ის ერთი ტყვია,რომელმაც ცხოვრება დამიმახინჯა.შემდეგ ჰარისონი და დანარჩენებიც დააკავეს და ციხეში ჩასვეს,მეტი ინფორმაცია არ ვიცოდი მათზე და არც სურვილი მქონდა გაგების.
მის სიკვდილს ვერ ვპატიობ საკუთარ თავს,მან ეს ჩემს დასაცავად გააკეთა,ჩემი ბედნიერებისთვის.თითქოს მისგან გამანთავისუფლა და საიმედოდ ჩააბარა ჩემი თავი ჩემს ოჯახს და საქმროს.სინდისის ქენჯნას ვგრძნობდი ძალიან ხშირად და ეს მტანჯავდა,მაგრამ ვერაფერს ვცვლი.არ ვიცი ოდესმე თუ ვიგრძნობ თავისუფლებას,ალბათ ამისთვის დიდი ხანი დამჭირდება.
დღეს ზუსტად ერთი წელი გავიდა იმ დღის შემდეგ და დღეს არის ზუსტად ჩემი და დილანის ქორწილი.არ ვიცი მის მიმართ რას ვგრძნობ,ზეინისნაირად არავი არასოდეს მეყვარება,თუმცა ის ვიცი,რომ დილანი ყველანაირად შეეცდება ჩემს გაბედნეირებას.მას დიდი ხანია ვიცნობ და ვენდობი,დარწმუნებული ვარ ამ ნაბიჯს არ ვინანებ.მაგრამ ის ზეინს ვერასოდეს ჩაანაცვლებს.
იმ დღეებში მახსოვს საკუთარ თავში ჩავიკეტე,არავის ველაპარაკებოდი.ამიტომაც ყველამ იფიქრა,რომ ეს ორი თვე ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო და მდგომარეობიდან გამოსვლას ნელ-ნელა ვცდილობდი.არც არავისთვის მომიყოლია არაფერი,კლერის გარდა.ან რა უნდა მეთქვა? მე ჩემი გამტაცებელი შემიყვარდა?! მაინც არავინ გამიგებდა და დილანსაც გული ეტკინებოდა.რატომღაც ვეჭვობ,რომ ადამი ყველაფერს ხვდებოდა მთელი ეს თვეები,მაგრამ ერთხელაც კი არ დამლაპარაკებია ამაზე.არც მე ვყვებოდი რამეს,თავს ისე ვიჭერდი,თითქოს იმ პერიოდის გახსენება არ მინდოდა და ამან გაჭრა.ზედმეტ კითხვებს თავი ავარიდე და დავიწყე ტკივილთან ყოველდღიური ბრძოლა.მე დღესაც ასე ვებრძვი საკუთარ თავს,უფრო მეტად შემიყვარდა მარტოობა.ხშირად ვიჯექი ჩემს ოთახში მარტო,ერთ წერტილს გაშტერებული ვუყურებდი და არაფერზე ვფიქრობდი.ხანდახან ეს სიჩუმეც აუტანელი იყო,მეჩვენებოდა,რომ ჩემ თავში უცხო ხმები ყვიროდნენ,თავს არ მანებებდნენ.შემდეგ ნელ-ნელა დილანთანაც ავაწყვე ურთიერთობა,სწავლა გავაგრძელე და ყურადღება გადავიტანე.მაგრამ ესეც დროებითი აღმოჩნდა,ღამე როცა საკუთარ თავთან მარტო ვრჩებოდი,მხოლოდ და მხოლოდ სევდას ვგრძნობდი.ვფიქრობდი იმაზე თუ რამდენად უბედური ვყოფილვარ სინამდვილეში,აქამდე თითქოს არაფერი მაკლდაო,არაფერს განვიცდიდი.სიყვარულსაც სხვანაირად ვუყურებდი.ახლა კი ყველაზე დიდ დანაკლისს ვგრძნობ გულში იმ მიზეზით,რომელსაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი.
როგორც იქნა მოვედი სასაფლაოზე.ყვავილები ავიღე და შესასვლელისკენ დავიძარი.შიგნით შესვლისთანავე დამაჟრიალა,დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ,რატომღაც ვერ მოვდიოდი.ჩემთვის ყოველი აქ მოსვლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს.ადრე მეგონა შვებას სწორედ მის საფლავთან ვიპოვი-თქო,სანამ არ მივხვდი,რომ ასე უფრო ვიტანჯავდი თავს.
ვიპოვე მისი საფლავი.1992-2013.პირველი რაც თვალში მომხვდა სწორედ წლები იყო.სანამ მისი სახელი და გვარი არ ამოვიკითხე,იქამდე ვერ დავიჯერე,რომ აქ მართლა ის იყო დაკრძალული.ჩავიმუხლე და ყვავილები მიწაზე დავდე.ჩუმად ვიჯექი,ნოსტალგიას ვგრძნობდი.ირგვლივ მიმოვიხედე,დავინახე,რომ ერთ-ერთ საფლავთან ჩემზე რამდენიმე წლით პატარა გოგონა მარტო იჯდა და ტიროდა.
-სისულელეა აქ ასე საუბარი,მაგრამ მე ვიცი,რომ შენ ყველაფერი გესმის,-მიწას დავყურებდი და იმ აზრს ვატრიალებდი თავში,რომ მისი სხეული რამდენიმე მეტრითაა ჩემგან დაშორებული.თუმცა ის დამარხულია.ის მკვდარია,მე კი ცოცხალი.
-ზუსტად ერთი წელი გავიდა უკვე უშენოდ,-ჩავიბუტბუტე და ურჩ ცრემლებს შევებრძოლე-ყველაზე საშინელი და მძიმე ერთი წელი.არავის ახსოვს ეს ჩემს გარდა,ან ვის უნდა ახსოვდეს,-ღრმად ჩავისუნთქე-ამდენი ხანი გავიდა,მე კი ისევ ისე მიყვარხარ,უფრო მეტადაც კი.ეს ძალიან დიდ ტკივილს მაყენებს,მაგრამ რისი შეცვლა შემიძლია?!
გავჩუმდი,უკვე ძალა არ მყოფნიდა,ყოველ სიტყვასთან ერთად ტირილის სურვილი მიძლიერდებოდა.
-შენ გინდოდა,რომ ბედნიერი ვყოფილიყავი და დილანს გავყოლოდი ცოლად,ხოდა დღეს ამ სურვილს გისრულებ.მაგრამ ბედნიერი ვარ თუ არა არ ვიცი.ნეტავ ახლა აქ იყო,-გადმოგორებული ცრემლი სწრაფად მოვიწმინდე-ნეტავ ერთხელ მაინც ჩაგეხუტო,სულ ერთხელ და ამითაც გახარებული ვიქნები.ერთხელაც შევიგრძნო შენი სურნელი,შენი სითბო,რომელიც ასე მენატრება.იცი,ხანდახან უშენოდ რამდენად მარტოსულად ვგრძნობ თავს?!
მიჭირდა ლაპარაკი,დიდი ხანია აქ არ მოვსულვარ.ცოტახანი ჩუმად ვიჯექი,უბრალოდ ვტიროდი და ლამაზ მოგონებებს ვიხსენებდი.
-გახსოვს,ერთხელ რომ გაიხუმრე,როცა მოვკვდები საფლავზე ლურჯი ვარდები მომიტანეო? ესეც აგისრულე.მაშინ,როცა ეგ მითხარი არ მესიამოვნა ეს,თითქოს წინასწარ ვიგრძენი,რომ ეს ახდებოდა.არადა ჯერ ყველაფერი წინ გქონდა.უსამართლობაა ეს,სწორედაც რომ.უსამართლობაა,რომ შენ მკვდარი ხარ,მე კი ცოცხალი.შენ მიწაში ხარ,მე კი სწორედ ამ მიწაზე დავიარები.ხანდახან მინდა სუიციდის ჩადენა,მაგრამ არა,არ შემიძლია.ვერ მივაყენებ ჩემს საყვარელ ადამიანებს კიდევ ერთ დარტყმას.და მომიწევს ასე,ამხელა ტკივილის სამუდამოდ ტარება.შეიძლება ის ოდესმე შემცირდეს,მაგრამ არასოდეს გაქრება.ეს ზუსტად ვიცი,-ვცდილობდი თავი ხელში ამეყვანა,არ მინდოდა ბევრი ტირილი.თუმცა ეს წარმოუდგენლად ძნელი აღმოჩნდა,როცა მოგონებები ერთმანეთის მიყოლებით ამომიტივტივდა გონებაში.
-შენ დამპირდი,რომ ყოველთვის ჩემს გვერდით იქნებოდი და ვიცი,რომ ამ პირობას ასრულებ.მუდამ ვგრძნობ შენს სიახლოვეს,მიუხედავად იმისა,რომ ვერ გხედავ.
კიდევ ერთი ღრმა ამოსუნთქვა,თვალები სწრაფად დავახამხამე.გული საშინლად დამძიმებული მქონდა.
-იმ იმედით ვარ,რომ ერთხელაც,როდესაც მეც უკვე აღარ ვიარსებებ,მაშინ მაინც გნახავ,-ცას ავხედე-და ძალიან,ძალიან მაგრად ჩაგეხუტები.
შევამჩნიე,ღრუბლებიდან მზემ გამოიჭყიტა და თავისი სხივებით მიდამო თითქოს გააფერადა,შეალამაზა.გამეღიმა,ისევ საფლავს დავხედე.
-ხომ ვამბობდი,მარტო მაინც არ ვარ-თქო,- და უკანასკნელი ცრემლი მოვიწმინდე.
სიჩუმე.
-გადაღებულია!-რამდენიმე წამში დაიყვირა ჯონმა.რეჟისორის სახეზე კმაყოფილი ღიმილი იყო გამოსახული.
შვებისგან ამოვისუნთქე,ფეხზე წამოვდექი და მისკენ წავედი.
-ფილმის-The devil's tears გადაღებები ოფიციალურად დასრულებულია! შეგიძლიათ შეისვენოთ,-მიკროფონში განაცხადა და ამას მოყვა ტაშის დაკვრა,დიდი აჟიოტაჟი.ყველა გახარებული იყო,როგორც იქნა ეს რთული ეტაპი გადავლახეთ.ყველანი შევჯგუფდით და ერთმანეთს ვეხუტებოდით,ხელებს ვურტყავდით.თითოეული მათგანის თვალებში ბედნიერებას ვხედავდი.
-შენ როგორც ყოველთვის შეუდარებელი იყავი,მაია,-ჯონმა ღიმილით გამიკეთა კომპლიმენტი,როცა დანარჩენებს მოვცილდი და მას მივუახლოვდი.
-მოხარული ვარ,-მორცხვად გავუღიმე,თან თვალებით ზეინს ვეძებდი.
-აქვე სადმე იქნება,პატარა ინტერვიუც გაქვთ მისაცემი,-მალევე მიხვდა ჩემს აზრებს,თან ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
-საიდან მიხვ..
-მე ყველაფერს ვხვდები,-სწრაფად შევაწყვეტინა,წარბები აათამაშა და ჩაიცინა.გაკვირვებული ვიყავი ამ კაცის მიხვედრილობით,საკმაოდ ჭკვიან ადამიანად ვთვლიდი.მეც მასთან ერთად გამეცინა.
აი ისიც,ჩემს ყურადღებას წამში რომ იქცევს ხოლმე.ჯონს დროებით დავემშვიდობე და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა,ყოველთვის სხვათა ყურადღებით იყო და არის განებივრებული.
-ცოტა ხნის წინ რომ გიყურებდი მეგონა მართლა მკვდარი ვიყავი,-მომიახლოვდა და გაიცინა.
-სულელო,-ხელი მსუბუქად ვკარი და გავუღიმე.რატომღაც მორცხვად ვიდექი,თუმცა ეს ყოველთვის ასე იყო.
-მიდი სწრაფად გამოიცვალე,სანამ ჟურნალისტები მოვარდებიან,-ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და ჩაიღიმა.ნელ-ნელა ვხვდები ამ ბიჭის ღიმილი ჩემზე რამდენად მოქმედებს.უკვე დიდი ხანია რაც ის გავიცანი გადასაღებ მოედანზე,მაგრამ მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე ეს.თითქოს მთელი პერიოდი გათიშული ვიყავი,არ ვაღიარებდი არაფერს საკუთარ თავთან.ახლა კი გამოვიღვიძე და ვიცი,რომ მის მიმართ ნამდვილად მაქვს გრძნობები,რომლებიც დღითი დღე უფრო ძლიერდებიან.მაგრამ ის თუ გრძნობს რამეს ჩემს მიმართ?
-ახლავე,-გამოსაცვლელისკენ გავიქეცი,თან თვალწინ მისი ღიმილი მიტრიალებდა.ვჩქარობდი,რადგან ვიცოდი,ის აქვე მელოდებოდა.მოგვიანებით თმებიც გადავივარცხნე და გამოვედი.ზეინი უკვე ჟურნალისტს ელაპარაკებოდა.მათთან მივირბინე.
-გამარჯობა,მე ჯესიკა მილერი ვარ,-ხელი გამომიწოდა-ახლა შეგვიძლია დავიწყოთ ინტერვიუ.
-სასიამოვნოა,-ღიმილით ჩამოვართვი ხელი-კი,რა თქმა უნდა.
მანაც გამიღიმა,კამერები გადაამოწმეს.ზეინის მზერას ვგრძნობდი,მაგრამ არ ვუყურებდი.რატომღაც მრცხვენოდა.შემდეგ წინასწარ გვითხრა რაზე ვისაუბრებდით ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში და დავიწყეთ ინტერვიუ.
-გამარჯობათ,მე ჯესიკა მილერი ვარ და ჩვენ ვიმყოფებით ფილმის-The devil's tears გადასაღებ მოედანზე.ჩემთან ერთად არიან მაია მიჩელი და ზეინ მალიკი.
მე და ზეინი მივესალმეთ და პირველ შეკითვას დაველოდეთ.
-გადაღებები უკვე ოფიციალურად დასრულებულია,რას იტყვით,როგორი იყო თქვენთვის ამ ფილმზე მუშაობა?
-შემიძლია ვთქვა რომ ძალიან სასიამოვნო და საინტერესო,-ზეინმა გასცა პასუხი-ბევრი ახალი ადამიანი გავიცანი და მათ დავუახლოვდი,-მე გამომხედა,ჩემდაუნებურად გამეღიმა-იყო სირთულეებიც,ბევრი ვიხალისეთ კიდეც.ეს პერიოდი ძალიან მომენატრება.
-მეც იგივე შემიძლია ვთქვა,აქაურობას ძალიან მივეჩვიე.თითოეულს ვისაც კი რაიმე წვლილი აქვს შეტანილი ამ ფილმისთვის,ძალიან ვაფასებ,-მეც პატარა კომენტარი გავაკეთე.
-შეგიძლიათ მაყურებელს უთხრათ ფილმი რაზე იქნება და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?
მე და ზეინმა ერთმანეთს შევხედეთ.
-ამ ფილმის ძირითადი შინაარსი არის სქაილინის და ზეინის ძლიერი სიყვარული,ცუდს და კარგს როგორ უყვარდებათ ერთმანეთი,-ზეინი კვლავ მე მიყურებდა და ისე საუბრობდა.
-არის მტრობა,საშიშროება,საკმაოდ ბევრი დაბრკოლება.მაგრამ მათ სიყვარულს მაინც ვერაფერი უშლის ხელს,-მეც დავამატე,ზეინს მზერა ავარიდე,რადგნ საგრძნობლად ავხურდი.იმედია არაფერი დამეტყობოდა.
-ყველაზე საინტერესო ნაწილი რომელი იყო თქვენთვის გადაღების პროცესში?
-ჩემთვის სქაილინის და ზეინის პირველი დიალოგი,-გამეცინა.
-ჩემთვის ის ნაწილი სადაც სქაილინი ზეინზე ეჭვიანობს,-ზეინსაც გაეცინა.სიცილის შეკავება ვერც მე და ვერც ჯესიკამ ვერ მოვახერხეთ ამჯერად.
-ხელს არ გიშლიდათ ის ფაქტი,რომ ზეინს ფილმშიც ზეინი ჰქვია?-ჯესიკა კვლავ აგრძელებდა კითხვების დასმას.
-ნამდვილად არა,პირიქით,ეს ხელს უფრო მიწყობდა მე.სახელი არ შემეშლებოდა მაინც,-ისევ გაგვეცინა ჩვენ სამს.
-საინტერესოა,სახელები კი დაემთხვა,მაგრამ როგორ ფიქრობ,შენს პერსონაჟს რამით ჰგავხარ?-ჯესიკამ ზეინს მიმართა.
-ამაზე ხშირად ვფიქრობ.ეს პერსონაჟი არის მებრძოლი,დამთმობი.შეუძლია საყვარელი ადამიანის გამო ბევრ რამეზე თქვას უარი და ზუსტად ამ საყვარელი ადამიანის მოფრთხილება იცის.ზეინი სქაილინს ყველანაირად იცავს,თუმცა მისთვის პირველ ჯერზე არის მაინც ამ გოგოს ბედნიერება.მას უნდა რომ ის ოჯახს დაუბრუნოს,რადგან საფრთხეშია მასთან ერთად,თუმცა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება.ვფიქრობ,მე მას ნაწილობრივ ვგავარ,ვერ ვიტყვი ზუსტად.
-კარგი და მაია,სქაილინზე რას იტყვი?
-მე შემიძლია ვთქვა,რომ ის უსაზღვროდ არის ზეინზე შეყვარებული,-გამეღიმა-და ეს მისი ერთ-ერთი მონოლოგიდან მტკიცდება.მის გამო ყველაზე და ყველაფერზე თქვა უარი-ოჯახზე,მეგობრებზე,საკუთარ საქმროზე.თუმცა მას დილანი ისე არასოდეს უყვარდა,როგორც ზეინი.გაბედულია,ისევე როგორც მე,-გამეცინა-თითონ ვერ შევაფასებ დანარჩენს,მირჩევნია ეს სხვისგან მოვისმინო.თუმცა,მეც ნაწილობრივ ვგავარ სქაილინის პერსონაჟს,-ზეინს ავხედე ნიშნისმოგებით და გავუღიმე.
უკნიდან ვიღაც მოგვიახლოვდა.
-ჯენსენიც შემოგვიერთდა,მზრუნველი ძმა თავის დასთან მოვიდა,-სიცილით თქვა ჯესიკამ და ჩვენც აგვიყოლია.ჯენსენი ჯესიკას კითხვებს დაელოდა.
***
ცოტახანში ინტერვიუ დასრულდა დანიელთან,ჯენსენთან,ლოგანთან და დანარჩენებთან ერთად.ჯესიკამ მადლობა გადაგვიხადა და წავიდნენ.შემდეგ ჯონმა დაგვიძახა,მასთან წასვლა დავაპირეთ,როცა ზეინმა ხელით დამიჭირა და უკან გამაქცია.
-ზეინ,რა ჯანდაბას აკეთებ?-სიცილით ვკითხე-ჯონი გველოდება.
-არაუშავს მოიცდის,-ირგვლივ იყურებოდა,თითქოს აღელვებული იყო.მერეღა შევნიშნე,რომ არავინ არ იყო აქ,მარტო მე და ზეინი.რა ჰქონდა ჩაფიქრებული ვერ მივხვდი,მაგრამ გული საშინლად აჩქარებული მქონდა.
ზეინმა დაჭერილი ხელით მის სხეულს მიმაჯახა,მეორე ხელით სახეზე მეფერებოდა.
-დარწმუნებული ვარ ამ მომენტს რეალობაში ძალიან დიდი ხანი ელოდი,-ჩუმად მითხრა და ლოყაზე ნაზად მაკოცა.წინააღმდეგობა ვერ გავუწიე,მისი სიტყვები ხომ სიმართლე იყო.მუცელში ის სასიამოვნო შეგრძნება ვიგრძენი,რომელიც თავიდანვე მებადებოდა გადაღებების დროს.მის სიახლოვესაც კი გული აჩქარებული მქონდა ხოლმე და ბედნიერებისგან ხმაურიანად მიცემდა.
ტუჩები ნელა გადმოაცურა და ჩემსას ოდნავ შეეხო.ჩემს რეაქციას ელოდა,მე კი დამუნჯებული ვიყავი.მისი სურვილი მკლავდა,გული მეგონა ბედნიერებისგან გამისკდებოდა.როგორც იქნა ჩვენი ბაგეები შეაერთა.ხელები კისერზე შემოვხვიე და თითის წვერებზე ავიწიე.ვერ ვიჯერებდი,რომ ეს მართლა ხდებოდა.თუმცა საკუთარ თავს უფლება მივეცი და მეც კოცნით ვუპასუხე.რამდენიმე წამში ერთმანეთს მოვცილდით,უაზროდ გვეცინებოდა,უმიზეზოდ.შუბლი შუბლზე მომადო.
-მიყვარხარ,-ჩუმად მითხრა და ჩემს რეაქციას დაელოდა.ღიმილი სახიდან წამეშალა,ამას ნამდვილად არ ველოდი.სწრაფად გავიაზრე ყველაფერი,ჩემი გრძნობები მისდამი.თავიდანვე ვგრძნობდი,რომ ის გულგრილი არ იყო ჩემს მიმართ,ახლა კი ეს ნამდვილად ვიცი.
-მეც,-დაუფიქრებლად ვუთხარი.ამ ჩემს გრძნობებს მხოლოდ ერთი პასუხი აქვთ-მე ის მიყვარს! თანაც უკვე დიდი ხანია.ამიტომ უარყოფას აზრი არ აქვს.
მის სახეზე ბედნიერი ღიმილი დავლანდე.თვალები თითქოს გაუბრწყინდა.სწრაფად დამავლო ხელი და მოტოციკლთან მიმარბენინა.
-რას აპირებ?-სიცილით ვკითხე.
-წავიდეთ,-ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე.
-რა? ჯონს რაღაც საქმე აქვს,-გული კი დამწყდა ამის გააზრებაზე,მაგრამ არ მინდოდა ჯონი იმედგაცრუებული დამეტოვებინა.
-ერთხელ რომ ადრე წავიდეთ არაფერი მოხდება,-წარბი ამიწია.
-არ ვიცი,-ძირს დავიხედე,ორივეზე მეფიქრებოდა.თუმცა სიგიჟის ჩადენის უფლება ყველას აქვს,ეს სქაილინის სიტყვებია.ზეინმა ხელები გადააჯვარედინა,დაჟინებით მიყურებდა,თან ცდილობდა ღიმილი შეეკავებინა.რამდენიმე წუთი სიჩუმე იყო,ბოლოს კი მაინც მას ავყევი.ავხედე,გვერდულად ჩამეღიმა.
-ასე რატომ მიყურებ?-დაეჭვებით შემომხედა.
თვალებით ჩაფხუტზე ვანიშნე,მანაც ჩემს მზერას გააყოლა თვალი და გაიცინა.თავზე დამაფარა,შემდეგ შესაკვრელიც შემიკრა.თვალებში მიყურებდა და გამომწვევად მიღიმოდა.თვითონაც დაიფარა მეორე ჩაფხუტი.
-ზეინ,მაია!-ჯონმა დაგვიყვირა.მისკენ გავიხედეთ,მაგრამ მაინც სწრაფად დავჯექით მოტოციკლზე.უბრალოდ ერთი პრობლემა იყო,ჩემი ხელები სად წამეღო არ ვიცოდი.ზეინმა ეს მაშინვე შენიშნა.ხელები ჩემს ხელებს მოჰკიდა და მის მუცელზე შემომახვევინა.
-მზად ხარ?-გვერდულად მოატრიალა თავი.
-რა თქმა უნდა,-ნიშნისმოგებით ვუპასუხე და ჩავიცინე.ზეინმა ჯონს პრინციპულად დაუქნია ხელი გამომშვიდობების ნიშნად,მანაც დავინახე რომ გაიცინა.
-ოხ ეს ახალგაზრდები,-გავიგე ჯონმა სიცილით დააყოლა.
რამდენიმე წამში ზეინმა მოტოციკლი დაქოქა და იქაურობას მაშინვე მოვწყდით.
და მაინც,ყოველთვის მჯეროდა,რომ სასწაულები ნამდვილად ხდება.