14

299 20 0
                                    

-ისევე როგორც ყველა,მეც ერთი ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი,არავისგან არაფრით გამორჩეული,არც სიმდიდრით,არც გავლენით.აქ არ გამიტარებია ბავშვობა,ლონდონის ერთ-ერთ არც ისე ცნობილ უბანში გავიზარდე.და-ძმა არ მყავს,ამიტომაც ალბათ ეგოისტიც ვარ.მშობლები თავს მევლებოდნენ,ასე ვთქვათ ცივ ნიავსაც არ მაკარებდნენ.მაგრამ ეგოიზმი ჩემში გაიზარდა,ვერ დავაფასე ის რაც გამაჩნდა.მამამ სამსახური დაკარგა და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე,სმა დაიწყო.მასთან ყოველდღიურად ჩხუბი მომდიოდა,ძნელი იყო უკვე ნორმალური ურთიერთობის შენარჩუნება.მეც ბევრი რამის გაკეთება მიწევდა,რომ ოჯახს დავხმარებოდი.ბედნიერი ბავშვობის მერე როგორც იქნა გავიგე რა იყო რეალობა და როგორი მწარე გემო აქვს ამ ყველაფერს.17 წლიდან საკუთარი პრობლემებიც დამემატა.კოლეჯში ვსწავლობდი და ბევრი მეგობარიც მყავდა.ისინი,ვისთანაც მივდივართ ხოლმე,სწორედ მათზე ვსაუბრობ ახლა.არ მინდა თავი შევიქო,მაგრამ პოპულარული ბიჭი ვიყავი გოგოებისთვის და არა მარტო მე.ყველა,ჩვენი სამეგობროდან,მგონი დამეთანხმები კიდეც,-ღიმილით შემომხედა.დარცხვენილმა თავი დავუქნიე და ვანიშნე,გააგრძელე თქო-შემდეგ კი გამოჩნდნენ ლუკასი და მისი ჯგუფი.ჩვენ სამეგობროებს ერთმანეთი არ მოგვწონდა და ყველაფერში,პატარა წვრილმანშიც კი ვეჯიბრებოდით ერთმანეთს.თავიდან ეს რბოლებით და ტიპიური,თინეიჯერებისთვის საინტერესო შეჯიბრებებით გამოიხატებოდა.მაგრამ შემდეგ მოხდა ისეთი რაღაცეები,რამაც საქმე დაასერიოზულა.ლუკასს შეყვარებული ჰყავდა,კლერი.ის მთელი კოლეჯის ბიჭებისთვის საუკეთესო იყო და მას ხელიდან არ უშვებდა.მაგრამ შემდეგ დაშორდნენ,ამის მიზეზი კი მე ვიყავი.არ ვიცი ამას უნდა გეუბნებოდე თუ არა,მაგრამ აქედან გამომდინარეობს ყველაფერი და ამიტომ უბრალოდ მისმინე.კლერს ამჯერად მე შევუყვარდი,მეც რა თქმა უნდა შანსი არ გავუშვი ხელიდან.არ მიყვარდა,მაგრამ თავს ვაჩვენებდი თითქოს მის მიმართ მართლა მაქვს გრძნობა.სინამდვილეში ლუკასის გამწარება მინდოდა,ისედაც გამწარებული იყო,როცა მე და კლერს ერთად გვხედავდა და მეც მსიამოვნებდა ეს ყველაფერი მასზე ასე რომ მოქმედებდა.ჩხუბები იყო,სიტუაცია იძაბებოდა და ყველაფერი იმაზე სერიოზული გახდა,ვიდრე მოველოდით.მე და კლერმა ერთი ღამე ერთადაც გავატარეთ და ლუკასმა გაიგო ამის შესახებ კლერისგან.ეს გოგო ხვდებოდა მისი ყოფილი როგორ ეჭვიანობდა და სიამოვნებდა მის ნერვებზე თამაში.ლუკასი ემუქრებოდა,მოითხოვდა რომ დამშორებოდა და ისევ მასთან დაბრუნებულიყო.შემდეგ მკვლელობებიც დაიწყო,თუმცა ჩვენ ამაში გარეულები არ ვიყავით.საბოლოოდ კი საშინელი შედეგი მივიღეთ.კლერი გარდაიცვალა,ავტოკატასტროფაში დაიღუპა.აქედან დაიწყო ყველაფერი,სისხლის ღვრა უკვე გარდაუვალი გახდა,დაპირისპირება ჩვენს შორის იმდენად გაიზარდა.ლუკასი მე პირადად მემუქრებოდა სიკვდილით,მაგრამ უბრალოდ ვიცინოდი.ჩვენ ზუსტად ვიცოდით როგორ შეიძლება დაგვსხმოდნენ თავს და საკმაოდ შეიარაღებულებიც ვიყავით.ამიტომ მათი არ გვეშინოდა ოდნავადაც კი.სახლს საერთოდ მოვწყდი,მარტო მათზე ვიყავი გადართული.ლუკასი ადამიანს კი არა ცხოველს დაემსგავსა,შურისძიების სურვილი და ბოღმა ჰკლავდა.როდესაც მიხვდნენ,რომ ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებდნენ გამწარდნენ,ამიტომ სხვა გეგმა გამოიყენეს,რომელიც სამწუხაროდ საკმაოდ შედეგიანი აღმოჩნდა.მოკლედ მთავარი სწორედ ახლა უნდა ვთქვა-ჩვენი გაქრობა უნდოდათ,ჩვენი დაცემა და განადგურება.განსაკუთრებით კი ჩემი,რადგანაც კლერის სიკვდილს მე მაბრალებდა,არადა მე საერთოდ არაფერ შუაში ვიყავი.ლუკასი გაგიჟდა,ჭკუიდან შეიშალა,ნამდვილად სახიფათო გახდა.მაგრამ ჩვენ ამას სერიოზულში არ ვიღებდით.
ერთ დილით როცა სახლში დავბრუნდი ყურადღება არ მივაქციე იმას,რომ მშობლების ხმა ვერ გავიგე.ადრე იყო ჯერ და ვიფიქრე ეძინათ.როცა გახდა 12,1 საათი დავეჭვდი.მათ ოთახში ავედი და ყველაზე საშინელი კადრი დამხვდა-ორივე საწოლში დახვრიტეს.გრძნობა,რომელიც მაშინ დამეუფლა ახლაც მახსოვს,თითქოს ყველაფერი მეორდებაო,-თვალები მაგრად დახუჭა-სისხლის გუბეები და სუნი,რომელიც მთელს ოთახში იყო.ვერაფრით დამეჯერებინა მომხდარი,მახსოვს რამდენიმე წუთი გაშეშებული ვიდექი და ვუყურებდი დედაჩემის შეშინებულ თვალებს.მშობლების სიკვდილი ჩემი ყველაზე სუსტი წერტილი აღმოჩნდა,რომელმაც ლამის ჭკუიდან გადამიყვანა.ყვირილი დავიწყე,მაგრამ არა დასახმარებლად.უბრალოდ ყვირილი,ღრიალი მინდოდა.ცრემლები გადმომცვივდა,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს.საშინელ ტკივილს ვგრძნობდი გულში და მაშინ გრძნობებმა გაიმარჯვეს ჩემზე.ადამიანები,ვინც ჩემთვის ყველაფრის და მიუხედავად ყველაზე ძვირფასნი იყვნენ,მოკლეს,ყველაზე საშინელი სიკვდილით.ისინი არაფერ შუაში არ იყვნენ საერთოდ,გესმის? უდანაშაულო ადამიანები,რომლებმაც ეს არ დაიმსახურეს.საწოლზე პისტოლეტი შევნიშნე და ხელში ავიღე.მაშინ ვერ ვაზროვნებდი,გაქრობა მინდოდა,შურისძიების თავიც კი არ მქონდა.მაგრამ ლუკასს ყველაფერი ზუსტად ჰქონია გათვლილი.პოლიციელები ამოვარდნენ და ფაქტზე დამიჭირეს,მოკლედ გამოვიდა,რომ თურმე მე მოვკალი მშობლები და შემდეგ თვითმკვლელობაც დავაპირე.ყველაფერი იმდენად სუფთად ჰქონდათ გაკეთებული მათზე ვერავინ გაიფიქრებდა რამეს.ფარდა გაწეული დატოვეს,კვალი გაწმინდეს.გასროლის ხმაც კი არავის გაუგია.სასამართლოზე ადამიანიც მიისყიდეს,რათა ეთქვა თუ როგორ დაინახა მკვლელობის პროცესი მოპირდაპირე სახლიდან.ჩემი მეგობრები ბევრს შეეცადნენ დამხმარებოდნენ,მაგრამ უმეტესობამ მხოლოდ ზურგი მაქცია.ისინი კი ვინც დღესაც ჩემს გვერდით არიან,იცი უკვე ვინც არიან.ლუკასმა გაიმარჯვა,შეძლო ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილის მოყენება.ამასთან თავისუფლებაც წამართვა,თითონ კი სუფთად დარჩა.მთელი ერთი თვე სანამ ციხეში ახალი ვიყავი ვერაფერს ვხვდებოდი,გონზე ვერ მოვდიოდი ჯერ კიდევ.იცი,ხანდახან რაც არ უნდა აჩვენო სხვას რომ ცივი ხარ და გულთან ახლოს არაფერი მიგაქვს,სწორედ მაშინ ხდები ყველაზე მგრძნობიარე ადამიანი.ხო,მეც მქონდა საშინელი პერიოდი,ის პერიოდი როცა ცრემლების შეკავება ძალიან ძნელი იყო.მაგრამ როცა რეალობას დავუბრუნდი ვგრძნობდი როგორ მინდოდა შურისძიება,როგორ მწყუროდა ეს და სისხლი როგორ მიდუღდებოდა ლუკასის გახსენებაზე.ყველა ემოცია გაქრა ჩემში,სიხარული,ბედნიერება,ვეღარაფერს ვგრძნობდი.ბრაზი მახრჩობდა,ყოველდღე წარმოდგენილი მქონდა როგორ ვჭრიდი ყელს მაგ ნაბიჭვარს და როგორ ვკლავდი ჩემს ხელებში.ვერ ვიჯერებდი,რანაირად მოახერხა თავის ასე დაძვრენა.ციხეში რანაირად მოვხვდი,საკმაოდ ჭკვიანი აღმოჩნდა.მეგონა ყველაფერი სისხლის ღვრის გარეშე ჩაივლიდა ჩვენს შორის,მაგრამ როგორც უკვე ვთქვი ის ნამდვილი შეშლილია.არ მოველოდი,რომ ოდესღაც მკვლელობას გაბედავდა,მაგრამ ადამიანები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.ამიტომ გონებაში გამიჯდა ის,რომ სამაგიერო აუცილებლად უნდა გადამეხადა მისთვისაც და მისი ყველა ძმაკაცისთვისაც.საკუთარ თავს არ ვგავდი,ხო,ნათქვამია ტკივილი ცვლის ადამიანებსო.მაშინ გავიგე ამ სიტყვების მნიშვნელობა.4 წელი გავატარე ციხეში,მაგრამ ვიცოდი,რომ იქიდან თავი აუცილებლად უნდა დამეღწია.რა თქმა უნდა ისევ ჩემი მეგობრები დამეხმარნენ ამაში.ძველი სახლი გავაყიდინე,მე იქ აღარასოდეს დავბრუნდები მაინც.ეს სახლი კი ჩემი ერთ-ერთი მეგობრისაა,რომელიც ახალი აშენებული და მოწყობილია.მოკლედ,ყველაზე მეტად მინდოდა ასევე რომ სამართალს გაემარჯვა.მათ ისიც არ იკმარეს და ყველაფერი გადაიღეს,ყველა დეტალი მკვლელობის.შემდეგ დისკზე ჩაწერეს და ჩვენ გადმოგვცეს.მე ვერ ვნახე,რადგან ციხეში ვიყავი უკვე.მაგრამ ჯერემიმ და დანარჩენებმა ნახეს.ეს ერთადერთი სამხილი იყო მათ წინააღმდეგ,რომელიც თითონვე გაანადგურეს ძალიან მალე.შემდეგ კი მათგან ამბავი გავიდა,რომ ეს დისკი კიდევ არსებობს.მე კი მხოლოდ ერთი ვიცოდი,ციხეს აუცილებლად დავაღწევდი თავს და მათ ჩემს ადგილას დავაყენებდი.ამას თუ ვერ შევძლებდი,მაშინ უკვე საკუთარი თავიც უნდა გამეწირა სამუდამოდ და მომეკლა ყველა მათგანი.მიუხედავად იმისა,რომ მკვლელი არ ვარ და არც არასოდეს გავხდებოდი,მათ მაიძულეს ეს ყველაფერი.რაღაც პერიოდი მივხვდი,რომ ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად სხვის სისხლში ვერ დავისვრიდი ხელებს,მაგრამ ეს საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არ იყო.როცა დისკი ვერ იპოვე შენ,მივხვდი,რომ ეს გარდაუვალი იყო.მათი მოკვლა მომიწევდა.ხელი ჩავიქნიე ცხოვრებაზე,რაც მოსახდენია ისედაც მოხდება.თუნდაც ცხოვრების სამუდამოდ ციხეში გატარება მომიწიოს,ყველაფერი ასე ვერ ჩაივლის.მე დავანახებ მათ,რომ არანაკლებ შემიძლია დავხვრიტო ნებისმიერი.დამნაშავე უნდა დაისაჯოს! და მე ჩემს ამ მიზანს მაინც მივაღწევ ყველანაირი გზით.
გაოგნებული,შოკირებული ვიჯექი.გაყინული,მიუხედავად მზის ამხელა სითბოსი.ცრემლები სახეზევე შემშროდა,მაგრამ ეს ყველაფერი საშინელება იყო.ვერ გადმოვცემ იმ დროს რას ვგრძნობდი,მაგრამ ჩემში ყველა ეს გრძნობა ირეოდა და გული მიმძიმდებოდა.მინდოდა მივვარდნოდი და ჩავხუტებოდი,დამემშვიდებინა.
მაგრამ არ შემეძლო.
ნამდვილად ვნანობდი იმას,რატომ ვაიძულე ამის მოყოლა.მესმოდა მისი და მისნაირად ახლა მეც ვგრძნობდი ზიზღს და ყველაფერ საშინელებას.ვერასოდეს ვიფიქრებდი,რომ მას ასეთი ისტორია ექნებოდა.ალბათ რამდენიმე დღე დამჭირდებოდა ამის დასაჯერებლად.როგორც ჩანს ციხიდან სულ სხვა ზეინი გამოიქცა,რადგან მას როცა პირველად შევხვდი ვერ იფიქრებდი,რომ ამხელა ტკივილი გადაიტანა.მისი ირონიული საუბარი ახლაც მახსოვს.
-თუ არ გინდა არაფრის თქმა არ გაიძულებ,-ჩუმად მომმართა.ჩემგან განსხვავებით ის მტკიცედ იყო.
-არც კი ვიცი რა უნდა გითხრა,-ხმის კანკალით აღმომხდა.
-ხო.ყველა ადამიანს ვერ ექნება ისეთი უბრალო ისტორია,რომლის გამოც ციხეში იჯდება.
ხმა ვერ გავეცი,ლაპარაკის უნარი წართმეული მქონდა.ხასიათი საბოლოოდ გამიფუჭდა,აღარც ჩემი დაბადების დღე მახსოვდა.ზეინს ვუყურებდი და მის მონაყოლს ხელახლა ვიხსენებდი.
-შენი დაბადების დღე ჯერ არ დასრულებულა,ცნობისთვის,-ღიმილით ამომხედა.
-ხო,-თავი დავხარე.
-აქ ნუღარ ვიჯდებით,კიდევ გვაქვს საქმე,-ჩაიცინა და წამოდგა.შემდეგ მეც დამეხმარა წამოდგომაში.ცდილობდა ჩემი ყურადღება მიეპყრო.
-რას გულისხმობ?-ამჯერად მეც გამეღიმა.
-ნახავ,-მანქანისკენ წავიდა.არა,დღეს ნამდვილად არაჩვეულებრივი დღეა!
***
-აღარ მეტყვი სად მივდივართ? უკვე 5 საათია გზაში ვართ!-დაღლილმა ძლივს დავიწუწუნე კიდევ ერთხელ.
-ცოტაც მოითმინე გთხოვ.
-ჩემი დაბადების დღე 4 საათში დასრულდება.
-მოვასწრებთ,-ღიმილით გამომხედა.
მანქანაში სიცივე ვიგრძენი,რომელიც გარედან მოდიოდა.ასევე ხმაური,რომელიც ასე ძალიან მიყვარდა.მოიცა,ეს შეუძლებელია.
-ზღვა?!-გაოგნებულმა წამოვიყვირე.
-აქამდე არ მითქვამს და ახლა გეტყვი,რომ ბრაიტონში ვართ.ოღონდ ჩემი სახლი შენც იცი როგორ მიყრუებულ ადგილასაცაა,ზღვისგან ძალიან შორს.ამიტომ მოგვიწია ამდენი ხანი გზაში ყოფნა.
-ბრაიტონში?-კიდევ უფრო გავვოცდი.ამასობაში სანაპიროსგან არც ისე შორს დააყენა მანქანა.
-ხო,ბრაიტონში,-გაიცინა და გადმოვიდა მანქანიდან.ფარები ანთებული დატოვა.ციოდა,მაგრამ დარწმუნებული ვარ დღევანდელი მზის შემდეგ ზღვა მაინც თბილი იქნება.ზეინი მომიახლოვდა,დაჟინებით მიყურებდა.
-გელოდები.თუ მე შევვარდე პირველი წყალში?-წარბი ამიწია.
-მე..,-ვყოყმანობდი რატომღაც.
-რა ხდება?
-არ შევალ ახლა წყალში,-ზღვის წვეთები ვიგრძენი სხეულზე.
-არ შეხვალ,თუ ვერ შეხვალ?
-არ შევალ,-კიდევ ერთხელ გავუმეორე.მივხვდი რაც იგულისხმა,მაგრამ აქ სხვა რამეში იყო პრობლემა.ღამე ზღვის საშინლად მეშინია.ჩამუქებული ჰორიზონტი და ბნელი ტალღები..
-ეგ პასუხი არ მიიღება,-მაისური გაიხადა.
-არ მიყვარს ღამე ცურაობა,-დავიბუზღუნე.
-ცურვა იცი და გეშინია?-ყველაზე საყვარელი სახით შემომხედა.
-არა,-მაშინვე ვიცრუე-მაგრამ ცურვა საკმაოდ კარგად ვიცი,-თავიც მოვიწონე.
-აბა რაღას ელოდები?-შარვალიც მიაყოლა.
-უბრალოდ არ მინდა,-ეს ზღვის შავი ფერი ყოველთვის მაშინებდა,ახლა ხომ განსაკუთრებით.
-დასანანია.მაშინ მე მიყურე და დატკბი,-ეშმაკურად გამიღიმა.დაუჯერებელია,რამდენიმე საათის წინ ისეთი სერიოზული იყო,ახლა კი სულ სხვა ზეინს ვუყურებდი.ეს მისი ორი რადიკალურად განსხვავებული მხარეებია.
წყლისკენ გაიქცა და რამდენიმე წამში ტალღებში დაიკარგა.
-მშიშარა!-გავიგე როგორ მომაძახა.ნაპირთან ახლოს დავჯექი.
-არ ვარ მშიშარა!-პატარა ბავშვს ვგავდი იმ მომენტში.
დავინახე წყალში ფართხალი დაიწყო.სახე მაშინვე შემეცვალა.ხელებს იქნევდა,საკმაოდ ღრმად იყო შესული.ისეთი სიბნელე იყო კარგად ვერც გაიგებდი რა ხდებოდა,მაგრამ აშკარად დახმარება სჭირდებოდა.
-ზეინ!-დავუყვირე,მაგრამ პასუხსაც ვერ მცემდა.როცა საერთოდ ვეღარ დავინახე ფეხზე წამოვდექი.შიში დავივიწყე,ტანსაცმელი წამში გავიხადე და ზღვაში მის დასახმარებლად შევცურე.ცოტახანში ვიპოვე კიდეც გათიშული და დიდი წვალებით გამოვიყვანე ნაპირზე.
-ზეინ! გონს მოდი გთხოვ!-დავყვიროდი.პულსი გავუსინჯე და ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.მუცელზე მსუბუქად ვაწვებოდი,შესაძლოა ბევრი წყალი გადაეყლაპა.არაფერმა არ გაჭრა,მკვდარივით იყო.მაშინ ხელოვნური სუნთქვის გაკეთება გადავწყვიტე.მისკენ დავიხარე,მაგრამ თვალები გაახილა და გამიცინა.
-რას აკეთებდი?-უცბად გადმოტრიალდა და ჩემს ზემოდან მოექცა.ჯანდაბა,მომატყუა!
-ღმერთო ჩემო,ზეინ,მეზიზღები!-სიცილით დავუყვირე.საკმაოდ ახლოს ვიყავით ერთმანეთთან.სრულ სიბნელეშიც ვარჩევდი მის სახეს.
-ეს პატარა გამოცდა იყო შენთვის,-თვალი ჩამიკრა და მომშორდა.
-იცი როგორ შემაშინე?-გული ჯერაც აჩქარებული მქონდა.მასთან ერთად ფეხზე წამოვდექი.
-სამაგიეროდ წყალში შემოგიყვანე,-ამაყად გაიღიმა.
-ახლა აღარ შემოვალ,რა გიხარია,-ენა გამოვუყავი.
-მაგასაც ვნახავთ,-უცბად მომვარდა და ხელში ამიყვანა.შემდეგ კი ზღვის მიმართულებით გაიქცა,მიუხედავად ჩემი თხოვნისა.

AwakingWhere stories live. Discover now