-ნახე რა ლამაზი ვარსკვლავებია,-კიდევ ერთხელ სცადა ჩემი გაბრაზება.
-ზეინ,ბოლოს და ბოლოს დაიწყებ ოდესმე მოყოლას?-სიცილით ვკითხე.ღამის სიბნელეშიც გავარჩიე მისი ლამაზი ნაკვთები.
-კარგი,ვიწყებ,-ხელები ასწია სიცილით,კარგ ხასიათზეა,ესეიგი გუშინ ყველაფერმა კარგად ჩაიარა-როცა ის ყველაფერი მოხდა,როცა ჩემს მშობლებს ხოცავდნენ,-ღრმად ჩაისუნთქა,მისთვის ძნელი გასახსენებელია ძველი ამბები-გადამღები სწორედ ჰარისონი იყო.ის ამის მომხრე არც ყოფილა,არ ვიცი მისი უნდა მჯეროდეს თუ არა,მაგრამ არ ჩანს სხვებისნაირი უნამუსო.როცა დისკი ჯერემისთან გაგზავნეს,იმ დღესვე გაანადგურეს თითონ,ისე რომ ჯერემიმ და დანარჩენებმა ვერც კი მოასწრეს პოლიციაში ამის მიტანა.ხომ ვამბობ,მათ ყველაფერი ზუსტად ჰქონდათ გათვლილი.მაგრამ ჰარისონს კიდევ გააჩნია მეორე დისკი,რომელიც თითონ დაიტოვა და სპეციალურად ლონდონის ერთ-ერთ ბანკში აქვს შენახული.უნდა გაიპაროს ლონდონში და ეს დისკი გამოიტანოს,შემდეგ კი პოლიციაში ჩააბაროს.არ ვიცი ამას რატომ აკეთებს და რატომ მეხმარება,მართლა არ ვიცი.მაგრამ ეს ერთადერთი და უკანასკნელი შანსია ყველაფრისთვის.
-მოიცა,ლუკასმა რომ გაიგოს?
-ისე უნდა გააკეთოს ყველაფერი,რომ მაგ ნაბიჭვარმა ვერ გაიგოს,თორემ საქმე წასულია.
-ანუ უნდა გაიპაროს ლონდონში და საქმე დამთავრებულია?-ჩამეღიმა.
-ხო,მაგრამ ეგეც ძნელია.ლუკასი ყველას და ყველაფერს აკონტროლებს,ამ ბიჭს დიდი სიფრთხილე სჭირდება,შესაძლოა თავისუფლად შემოაკვდეს ლუკასს.
-ღმერთო! ზეინ! მალე ყველაფერი დამთავრდება,-ხელი მსუბუქად ვკარი და მიწაზე გადავაწვინე.თვალებში ჩავყურებდი,გახარებული ვიყავი მისნაირად.ხელები წელზე შემომიცურა და გამიღიმა-მალე საბოლოოდ თავისუფალი იქნები!-კიდევ ერთხელ აღტაცებით წამოვიძახე.
-ხო და შენც ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდები,-მომღიმარი სახით მითხრა.
-ზეინ,ასე ნუ ამბობ,-მისი სიტყვები არ მომეწონა.
-უბრალოდ შენ შენს ოჯახს ნახავ,-გადმობრუნდა და ამჯერად ის იყო ჩემს ზემოდან-ამასთან,მინდა,რომ მარტო მე გიყვარდე,-ეშმაკურად ჩაიცინა და ხელი ჩემს ბეჭედთან ჩააცურა.წვალება დაუწყო,მოშორება უნდოდა.
-მე დილანი დიდი ხანია აღარ მიყვარს,-ხაზგასმით ვუთხარი-როგორც კი ვნახავ მაშინვე დავშორდები.
ეს პასუხი ესიამოვნა,უფრო მეტად გაეღიმა და ტუჩებზე ნაზად მაკოცა.
-სქაილინ,-სერიოზული სახით შემომხედა-იმ დღეს ზედმეტად შეშინებული იყავი.რა მოხდა?
-არაფერი,ალბათ ლუკასის ყოფნამ გამოიწვია ეგ,-არ მინდოდა ახლა მისთვის ბედნიერება ჩამემწარებინა და მეთქვა ის ყველაფერი,რაც აქამდე მაშინებს.
-მატყუებ,-წარბი ამიწია და დაჟინებით დამიწყო ყურება.
-მართლა არაფერი იყო მნიშვნელოვანი,ჩემი ბრალია,ზედმეტად ჩამითრიეს ემოციებმა,-კვლავ ვაგრძელებდი მის მოტყუებას.ვიცი სიმართლის მოსმენის შემდეგ შეეცდება კარგ ხასიათზე იყოს,მაგრამ მაინც ინერვიულებს ჩემს გამო.მე კი ეს არ მინდა.
-იცოდე არ მოგეშვები,-მისმა ტონმა მიმანიშნა,რომ ჯობდა ყველაფერი როგორც იყო ისე მეთქვა.
ხელით ვუბიძგე,რომ დამჯდარიყო.წარბები შეკრა,დაძაბული ემზადებოდა ჩემს მოსასმენად.
-მან თქვა,რომ რაღაც საშინელება მოხდება,რაც ყველაფერს შეცვლის,-შიშისგან ხმა მიკანკალებდა.
-კიდევ?-ჩაიღრინა.
-კიდევ თქვა რომ..რომ შენ მოკვდები.არ ვიცი ამას მე ჩავიდენ თუ სხვა,მაგრამ ყველაფერი შენს თვალწინ მოხდებაო,-თვალები მაგრად დავხუჭე,ისე რომ მას არ შეემჩნია.
-საკუთარ თავში დარწმუნებული ნაბიჭვარი,-ჩაიცინა და ძირს დაიხედა.მე კი ჯერ კიდევ თვალდახუჭული ვიჯექი.
-ჰეი,დამშვიდდი,ნუთუ ამის გჯერა?-ჩემსკენ მოიწია და თავი ამაწევინა.თვალებში ვერ შევხედე,მის გასწვრივ გაშტერებული ვიყურებოდი.
-მოიცა,კიდევ რაღაც თქვა,-ბოხი ხმით მითხრა,როცა სახეზე შემომხედა.მაშინვე თავი გავაქნიე,არადა არ შემიძლია თავის ისე მოკატუნება,თითქოს არაფერი ხდება-სქაილინ,ყველაფერი უნდა მითხრა.
-მეც მომკლავს,-ქვედა ტუჩზე ვიკბინე მაშინვე.
-რატომ ხარ ასეთი სულელი,-ხელები მაშინვე მომხვია და მიმიხუტა.
-მან ეს თქვა,თანაც არ ხუმრობდა.მისთვის დიდ საფრთხეს წარმოვადგენ,რადგან სიმართლე ვიცი.ბოლოს მართლა მოგვკლავს,ორივეს ერთად.მე კი შენთან ერთად ცხოვრება მინდა,-აცრემლებულმა ავხედე.
-დაწყნარდი და ამაზე ნუ ფიქრობ,ამას არ დავუშვებ.ჩემს პრინცესას ყველანაირად დავიცავ,-ცრემლები მომწმინდა.მისმა მომართვამ გონება ამირია,ცრემლები უფრო მეტად წამომივიდა.
-ჩემს დაცვაში თუ იმას გულისხმობ,რომ ამას უნდა შეეწირო,არ მჭირდება ასეთი ცხოვრება,-კანკალით ვუთხარი.მან კი მხოლოდ მიმიხუტა,მის ხელს ვეჭიდებოდი მთელი ძალით.
-კარგი,თემა შევცვალოთ,-თავზე მაკოცა და თვალებში ჩამხედა.ალბათ აინტერესებდა კიდევ ვიყავი შეშინებული თუ არა.თავი დავუქნიე და ვეცადე ხასიათი დამებრუნებინა.
-ზეინ,-მოულოდნელად ერთი კითხვა გამიჩნდა,რომელიც სულ მინდოდა მისთვის დამესვა,მაგრამ ყოველთვის მავიწყდებოდა.
-გისმენ,-ღიმილიანი მზერა მომაპყრო.
ცოტა წამოვწითლდი,არ ვიცი რატომ.
-რამდენი შვილი გინდა რომ გყავდეს?-უხერხულად ჩამეღიმა.
ზეინს გაეცინა,სწორედ ამ რეაქციას ველოდი.არ უნდა მეკითხა,არა.
-არ ვიცი,ალბათ სამი,-წამში დასერიოზულდა-მაგრამ..ადრე არაა ამის კითხვა?-კვლავ ღიმილი გამოისახა მის სახეზე.
-ხო ვიცი,ვიცი,-სწრაფად მივახალე და დარცხვენილმა თავი დავხარე.
-რატომ გეწყინა ეს,-დაიხარა,რათა ჩემთვის შემოეხედა.
-არ მწყენია,-მაშინვე ვიუარე.
-მაშინ შემომხედე,-თავი პატარა ბავშვი მეგონა.
თავი გავაქნიე და კვლავ გავაგრძელე თითებით ნერვიულად თამაში.მოულოდნელად თავი ჩემს მუხლებზე დადო და ჩემი მზერაც მაშინვე მისსას შეხვდა.ხელები მაშინვე სახეზე ავიფარე.
-შენ რა გრცხვენია ჩემთან ამაზე ლაპარაკის?-ხელები ჩამომაღებინა და ინტერესით მომაჩერდა.თავი გავაქნიე.
-არაფერია,დაივიწყე,-ვეცადე გამეღიმა.
-ჩვენ გვეყოლება ძალიან ლამაზი გოგონა,რომელსაც ექნება შენნაირი ლამაზი ღიმილი და თვალები,-მკრთალი ღიმილით მითხრა.
ამჯერად მე გამეცინა,ოღონდ უფრო ბედნიერებისგან.როცა წარმოვიდგინე,რომ მომავალში მე და ზეინს მართლა გვეყოლება პატარა ლამაზი გოგონა,უბრალოდ სხეული სიხარულისგან ამევსო.
-ასევე გვეყოლება ბიჭუნა,რომელიც იქნება სიმპატიური,უშიშარი და ყოველთვის დაიცავს თავის დაიკოს.
-ასევე იქნება მამიკოსნაირი სექსუალური,-ნელა დავიხარე მისკენ.
-ეგ თავისთავად,-ჩაიცინა ჩვენი ტუჩები შეაერთა.
გვერდზე მივუწექი და ცის სილამაზეს ვაკვირდებოდი.ჩაბნელებული იყო,წყვდიადივით შავი ფერის.სადღაც შორს კი მუქ ლურჯში გადადიოდა.მაგრამ ამ სიბნელეს ვარსკვლავები ამშვენებდნენ და ყველანაირ შიშს აქრობდნენ.ირგვლივ სასიამოვნო სიჩუმე იყო და მხოლოდ ზეინის სუნთქვა მესმოდა.
-გინდა ჯერემისთან და მიასთან წავიდეთ?-ცოტახანში მკითხა.
-ახლა გვიანი არაა?
-არა,ბიჭებიც იქ არიან როგორც ვიცი.
-კარგი,წავიდეთ,-გავუღიმე და სწრაფად წამოვდექი.შემდეგ ზეინიც წამოვაყენე და მანქანისკენ ხელიხელგადახვეულები დავიძარით.სიმართლე ვთქვა,მას შემდეგ რაც ზღვაზე ლუკასი დავინახე,რომელიც გვითვალთვალებდა,ისეთი შეგრძნება მაქვს,თითქოს კიდევ გვიყურებენ საიდანმე და შესაძლოა რომელიმე წამს გაისროლონ და ზეინიც მოკლან.
მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი,როცა მანქანაში ჩავჯექით.თავი ფანჯარას მივადე და ფიქრებში წავედი.თითქოს ყველაფერი ხელახლა გავაანალიზე,ხელახლა გავიაზრე რეალობა.საბოლოოდ მივხვდი რომ დიახ,სწორედ ასეა.იცით,შეიძლება მრავალი შეიყვარო,მაგრამ მაინც ვერ გაიგო სიყვარულის მნიშვნელობა,სანამ არ შეხვდები მას.შემდეგ ყოველდღიურად ხვდები,რომ თურმე სიცოცხლე როგორი საჭირო ყოფილა.ხვდები რამდენი რამ უყურადღებოდ დაგიტოვებია.ამ დროს შენი ფსიქოლოგიაც იცვლება.დღევანდელი დღით იწყებ ცხოვრებას და ყოველი წუთი,ყოველი წამი ისეთი მნიშვნელოვანი ხდება,როგორც არასოდეს.ეს სიყვარული უფლებას გაძლევს რომ გაგიჟდე და ამით ბედნიერი იყო.ხანდახან კი იმდენად გცვლის,რომ საჭიროების შემთხვევაში მისთვის თავსაც გაწირავ.რა ბანალურია არა? როგორ მწყდება გული,რომ სხვა სიტყვები არაა ამ ყველაფრის გადმოსაცემად.შენ იცი,რომ ეს ყველაფერი ცუდია რაღაც მხრივ,მაგრამ უბრალოდ თვალებს ხუჭავ.არა,ეს სიგიჟე არაა და შენც არ ხარ ცუდი,როცა ივიწყებ ყველა სხვას.უბრალოდ შენ ნამდვილად შეგიყვარდა ვიღაც და სიყვარულსაც ახლა სწავლობ.ალბათ სწორედ ამაზე ამბობენ "სიყვარული ბრმააო".შენ მასში უფრო მეტ კარგს ხედავ და ხანდახან შენი თავისაც კი გიკვირს.თავიდან,შენს მიერ შექმნილი ილუზია-თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა და მის მიმართ არანაირი გრძნობა არ გაქვს,ერთხელაც დაიმსხვრევა,დაიშლება ან უბრალოდ გაქრება.ჩემს შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა.შენ ის გიყვარდება,თანაც ძალიან და ყოველ წამს გენატრება,თუნდაც შენს გვერდით იყოს.რა უცნაურია არა? ეს უბრალოდ სიყვარულია.ვისაც სწორედ ასეთი სიყვარული არ გამოუცდია,ჩათვალოს ვერც გაიგებს ამ ჩემს ნათქვამს,თუ რამხელა გრძნობით და ემოციებით გადმოვცემ ამ ყველაფერს.შეიძლება სხვამ თქვას,როგორ თუ ვერა,მშვენივრად მოვისმინეო.მაგრამ ის რაც ამ სიტყვების უკან იმალება,ის რასაც მე რეალურად ვგრძნობ და ენით ვერ ავღწერ,ის რაც უბრალოდ უნდა გაიაზრო და ამის მერე კი დაგბურძგლოს მთელს ტანში-აი,ეს არის მისთვის გაუგებარი.სიტყვები უბრალოდ შეერთებული ასოებია,მათ არა ზედაპირული,არამედ ჩაღრმავებული დაკვირვება სჭირდება,საბოლოოდ კი დაფიქრება.ესეც კი თავისებურ ფილოსოფიას ქმნის.
გინახავთ აგვისტოში თოვლი? გინახავთ სექტემბერში მიწიდან ამოსული ია? ან თუნდაც,გინახავთ ხეებზე ლურჯი ფოთლები? სწორედ ასეა ეს სიყვარულიც.ის იმდენად ძლიერია,რომ შენ შეუძლებელსაც შეძლებ.ასე მხოლოდ ერთხელ გიყვარდება და არა ორჯერ,თუ სამჯერ.შენ გრძნობ ამ სიხარულს,სხვა კი ვერც იგებს შენს ნათქვამს და ეს ისეთივე დაუჯერებელი ჰგონია,როგორც სექტემბერში იის თავისით გაზრდა.უნდა იბედნიერო ამით სანამ დრო გაქვს,თორემ დასასრულიც მალე ახლოვდება.სასწაულები მოხდება,მაგრამ ერთხელაც საათის ისარი გაჩერდება და მიხვდები,რომ გამომშვიდობების დროა.და მაინც,შენ ამ გრძნობას ვერ ელევი და მარტოსულად აგრძელებ მასთან ბრძოლას,რადგან ყველაფერთან ერთად მას დიდი ტკივილიც მოაქვს,რომელიც აუტანელია და საბოლოოდ იაზრებ,რომ სამუდამოა.
მე კი სწორედ ამ ტკივილის მეშინია.