38

211 18 0
                                    

-ზეინ,ასე არაფერი გამოვა,-მინდოდა ჩემი ზეგავლენის ქვეშ მომექცია,მაგრამ ვიცოდი ძალიან გამიჭირდებოდა.
-აზრს მაინც ვერ შემაცვლევინებ და გთხოვ გამომეცალე,-ამჯერად უფრო კონკრეტულად მითხრა.
-გთხოვ სახლში დავბრუნდეთ,უარესად გააფუჭებ სიტუაციას,-მეშინოდა,კვლავ პოლიციას არ მოესწრო.იქნებ რამე მახე ჰქონდა ლუკასს დაგებული,მისგან უკვე ყველაფერს უნდა ელოდო.
ზეინმა დაეჭვებული მზერით შემომხედა,ვგრძნობდი რამდენად გამწარებული იყო.ხელზე ძარღვები ემჩნეოდა,მის გონებაში მხოლოდ შურისძიება ტრიალებდა ახლა.
-სქაილინ,იაზრებ მაინც შენს ნათქვამს?-ხმამაღლა დაიყვირა-მან ყველა,ყველა ჩემი მეგობარი მოკლა! ვიცოდი რომ შეშლილია,მაგრამ არა ამ დონის! და ესეც შევარჩინო? ფეხებზე მკიდია ციხეში თუ ჩავჯდები,ისინი ჩემს გამო მოკვდნენ!
ასეთი ზეინი პირველად ვნახე.განადგურებული,დაცემული.ცეცხლმოკიდებულივით იყო,იმდენად სწყუროდა ლუკასის სიკვდილი.თვალებიდან ნაპერწკლებს ისვროდა,თითქოს მასში ყველაფერი ადამიანური წამში გაქრა.
-გთხოვ,დავბრუნდეთ უკან,-ერთადერთი გამოსავალი მისი დაყოლიება იყო.
-არ შემიძლია,არა! არ შემიძლია სახლში ასე უბრალოდ ვიჯდე,როცა ვიცი რომ ის ნაბიჭვარი ჯერ კიდევ ჰაერს სუნთქავს,-კბილებში გამოსცრა.
-ვიცი,ზეინ,ვიცი! მაგრამ ეს კარგს არაფერს მოგიტანს,გთხოვ დამიჯერე.
-სქაილინ,ძალიან ვღიზიანები უკვე,-უკან დაიხია.
-ჩემი ხათრით თუ არა,მათი ხათრით მაინც დამიჯერე,-ხელი გაუხედავად გავიშვირე სახლისკენ,მიჭირდა იმ მხარეს თავის გაბრუნება.თვალებში ცრემლები ჩამიდგა,ჩემდა გასაკვირად თვალები დაუმშვიდდა.თავი ჩაღუნა,მოდუნდა.
-მომეცი პისტოლეტი,-ხმადაბლა ვუთხარი და ერთი ნაბიჯით მივუახლოვდი.
ყოყმანობდა,არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა.ხელით ვანიშნე,რომ იარაღი ჩემთვის მოეცა.გაშტერებული იდგა რამდენიმე წამი,გაქვავებული.ბოლოს თვალები დაახამხამა და ნელა დადო პისტოლეტი ჩემს ხელისგულზე.
-წამოდი,მანქანაში ჩავჯდეთ,-მაშინვე დრო არ დავკარგე,ხელი მოვხვიე და მგზავრის ადგილას დავსვი.თითონ კი საჭესთან დავჯექი და ზეინს გასაღები გამოვართვი.ვიცოდი ის ახლა ვერ შეძლებდა მანქანის მართვას,ამიტომ ეს პასუხისმგებლობა მე ავიღე საკუთარ თავზე.მიუხედავად იმისა,რომ არც მე ვიყავი მშვენიერ ფორმაში.
მთელი გზა ხმას არ იღებდა,მძიმე სიჩუმე იყო ჩამოწოლილი.მასზე ვნერვიულობდი,ვერ ვფიქრობდი მომავალში რა უნდა მოხდეს,ან ეს დღე საერთოდ როგორ დასრულდება.ლუკასი ყველაზე საშინელი სიკვდილის ღირსია,მაგრამ ახლა ზეინი ჩვეულებრივ რომ გამეშვა არასწორი იქნებოდა.არ მინდა რომ ამ ყველაფერმა გონება ბოლომდე აურიოს და მკვლელი გახადოს.ყველაზე მეტად ეს არ მინდა.
მაგრამ ამ ადამიანების სიკვდილი..უბრალოდ დიდი სისასტიკე იყო.ახლა მივხვდი,ლუკასი სწორედ ამას გულისხმობდა საშინელებაში,სწორი სათაური შეურჩევია.ყოველთვის იცის ზეინის გატეხვა როგორ შეიძლება,მისი ჭკუიდან გადაყვანა და შემდეგ თავის ნებაზე მართვა.მისი მიზანიც სწორედ ესაა-ნელ-ნელა ცდილობს მის პსიქოპატად გარდაქმნას.ჯერ მშობლები,ახლა კი მეგობრები.ბოლოს ვინ იქნება,მე? არა,არ დავუშვებ რომ ზეინი ასე გატანჯოს.
ხმის ამოუღებლად გადმოვიდა მანქანიდან და სახლისკენ სწრაფი ნაბიჯით წავიდა.ძლივს ვეწეოდი.
-ზეინ და ისინი..
-ქეითს შევატყობინებ და მიხედავს ყველაფერს,-შემაწყვეტინა,ცივად მომაძახა მოუხედავად,გამკაცრებული ხმით და გზა გააგრძელა.
ოთახში შევარდა და სავარაუდოდ საწოლზე დაწვა.მესმოდა რაღაც ბურტყუნი,მაგრამ არ მქონდა სურვილი მომესმინა რას ეუბნებოდა.ეს საკმაოდ ძნელი სათქმელი იქნებოდა ზეინისთვის და ქეითი ამას როგორ მიიღებდა არც ვიცი.მეც ვერაფრით ვიჯერებდი,შოკირებული ვიყავი.მაგრამ ზეინის გამო თავი ხელში ამყავდა.
ცოტახანში ზემოთ ავედი.მუცელზე იწვა,ხელები ზემოთ ჰქონდა აწეული,სახე მხრებში ჩამალა.არ ვიცოდი მივსულიყავი თუ მარტო დამეტოვებინა,ვიცოდი,რომ არ ეძინა.ზღურბლთან ვიდექი და ვუყურებდი როგორ კვდებოდა ყოველ წამს.
საბოლოოდ მაინც მივუახლოვდი,გვერდზე მივუჯექი და თმებზე მოვეფერე.არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა ასეთი,რომ დამემშვიდებინა ან ტკივილი შემემსუბუქებინა მისთვის ოდნავ მაინც.
-ზეინ..
-არ მინდა ამაზე ლაპარაკი!-მკაცრად განაცხადა და ჩემსკენ ზურგშექცევით დაწვა.
-არაა საჭირო საკუთარ თავში ჩაკეტვა,ამ ამბავს მეც შენზე არანაკლებ განვიცდი,-მისი ტონი დავაიგნორე და მშვიდად დალაპარაკება ვცადე.
-სქაილინ,თავი დამანებე.არ მინდა რამე ცუდად გითხრა.
უკვე მივხვდი რომ მასთან საუბარს აზრი არ აქვს.მესმის მისი,ისინი ხომ ბავშვობის მეგობრები იყვნენ და არა მხოლოდ მეგობრები.ზეინისთვის ისინი ყველაფერს წარმოადგენდნენ.მათ ენდობოდა და მათში ხედავდა იმ ადამიანებს,ვინც მას ყოველთვის გვერდში დაუდგებოდნენ.ახლა კი..ახლა ისინი ერთი ხელის მოსმით ამოხოცეს,გაანადგურეს,სათითაოდ სიცოცხლე წაართვეს და პატარა არსებაც კი მოსპეს.
ოთახიდან უთქმელად გამოვედი და დავტოვე ზეინი საკუთარ თავთან მარტო.
***
უკვე 4 დღე გავიდა იმ ამბის შემდეგ.გარეთ არცერთი გავსულვართ,ორივე დამუნჯებულები ვართ თითქოს.მთელი დღის განმავლობაში ორჯერ ან სამჯერ თუ გამოველაპარაკებოდით ერთმანეთს,ისიც ხანმოკლედ და ჩემი ინიციატივით.ერთადაც აღარ გვეძინა,პირველ სართულზე,დივანზე ვიძინებდი.მას არაფერი უთქვამს ამის შესახებ,უბრალოდ მივხვდი,რომ ჯობდა ამ დღეებში არ შემეწუხებინა.შეშინებული ვიყავი,ლუკასი აქაც რომ მოსულიყო?! ზეინი რადიკალურად იცვლებოდა,საკუთარ თავში ჩაიკეტა და გადაწყვიტა,რომ ყველაფერს მარტო გაუმკლავდებოდა,ჩემი დახმარების გარეშე.თითქოს ჩემს თვალწინ კვდებოდა,მე კი ვუყურებდი და ვერაფერს ვაკეთებდი.
დღეს უკვე გასვენების დღეა,უფროსწორად ჯერჯერობით ღამეა.ზეინმა მოშორებით დადგომა გადაწყვიტა და როცა ყველა წავა,მხოლოდ მაშინ მიუახლოვდება მათ საფლავებს.საკმაოდ ძნელი კადრები იქნება,მაგრამ გვერდს ვერ აუვლი.
მართალია მეძინა,მაგრამ ძალიან ფხიზლად.რაღაც ვიგრძენი ჩემს სხეულზე და შეშინებულმა თვალები სწრაფად გავახილე.მაშინვე დავმშვიდდი,მაგრამ გაკვირვება ვერ დავმალე,როცა ნაცნობ თვალებს შევხვდი.ზეინიც მოულოდნელობისგან როგორც ჩანს შეხტა.
-მაპატიე,არ მინდოდა გამეღვიძებინე,-მაშინღა დავაკვირდი,თხელ გადასაფარებელს მაფარებდა და ამისგან გამომეღვიძა.შუაღამე იყო,ყველაფერი შავ ფერს მოეცვა.სწრაფად მომცილდა,გაბრუნდა და ოთახში ასვლა დააპირა.
-მოიცადე,-მოვასწარი დაძახება.გაჩერდა,მაგრამ წინ იყურებოდა.
-გთხოვ,უბრალოდ შენთან ყოფნის უფლება მომეცი.
გვერდულად გამომხედა.არ ვიცი უნდა მეთქვა ეს ახლა თუ არა,მაგრამ მეტის ატანა აღარ შემეძლო.
-არ შემიძლია,-ჩაიბურტყუნა.
-გასაგებია,-თავი დავხარე და იმედგაცრუებულმა ჩავიბურტყუნე.
-ერთად ვერ ვიქნებით,-ამჯერად ხმამაღლა განმიმარტა.
-რ-რა?-ხმა ჩამიწყდა,იმდენად არ ველოდი ამას თუ მეტყოდა.
არ მიპასუხა,ვერ მიყურებდა.მე კი სწორედ ახლა მჭირდებოდა პასუხები.სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ნელა მივუახლოვდი.
-ზეინ,მესმის ახლა საშინელი პერიოდი გაქვს და გონებაარეული ხარ,მაგრამ..
-ზუსტად ვიცი რასაც ვამბობ,-შემაწყვეტინა და თვალებში შემომხედა.
-არა,არაფერიც არ იცი,-ჩავიღრინე.
-შენს გარდა აღარავინ მყავს,საერთოდ აღარავინ.არ მინდა ჩემს გამო შემდეგი მსხვერპლი შენ გახდე,-მკაცრად მითხრა.მისგან ასეთი ტონით საუბარი უჩვეულო იყო ჩემთვის,მიჭირდა შეგუება,მაგრამ უკვე ნათელი იყო,რომ ზეინი სამუდამოდ შეიცვალა.მისგან ვეღარ ვგრძნობდი იმ სითბოს,როგორც ადრე.მასში მხოლოდ სიცივე დარჩა.ეს ყველაფერი საბოლოოდ იმას მაფიქრებინებს,რომ აღარ ვუყვარვარ.მაგრამ თავს ვიმშვიდებ,დრო გავა და ისევ დაბრუნდება ძველი ზეინი-თქო.
ვერც შევამჩნიე ისე ავიდა კიბეებზე და ოთახში შევიდა.ვიცი,ჩემზე ზრუნავს და იმიტომ უნდა ურთიერთობის გაწყვეტა.მაგრამ ამის უფლებას მე არ მივცემ,მარტოს არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ.
დაახლოებით 12 საათისთვის ორივე მანქანაში ჩავჯექით და სასაფლაოსკენ წავედით.გუშინ ღამის მერე ხმას აღარ მცემდა,მხოლოდ ოფიციალურად თუ დამელაპარაკებოდა "წავედით", "მზად ხარ" და ა.შ.საშინლად მაინტერესებდა მის გონებაში რა ხდება,რას აპირებს,მაგრამ არ ვაწუხებდი კითხვებით.
მანქანა მოშორებით დააყენა,ისე,რომ არავის დაენახა,მაგრამ გადასვლას ჯერ არ აპირებდა.ჩუმად ვიჯექით და ველოდებოდით ხალხი როდის წავიდოდა.ამის ყურება არ შემეძლო,მომტირალი ადამიანების,რომლებიც გაგიჟების ზღვარს იყვნენ.თვალები დავხუჭე და თავი უკან გადავწიე.ნელ-ნელა ჩამეძინა,ამ დღეებში იმდენად დიდი იყო ემოციური გადაღლილობა ჩემში,რომ ხშირად ჩამთვლიმავს ხოლმე.
ზეინის ხმამ გამაღვიძა.თვალები რომ გავახილე უკვე აღარავინ იყო იქ,ნუთუ ამდენი ხანი გავიდა.მანქანიდან გადმოვედით და სასაფლაოსთან მივედით.როგორც კი შავებში ჩაცმული ქეითი დავინახე,მაშინვე ამიწყლიანდა თვალები.ნელა ვუახლოვდებოდით,ცრემლები ჩემს ლოყებზე მოგორავდნენ.ხანდახან ზეინისკენ ავაპარებდი თვალს,ცდილობდა მოეჩვენებინა,თითქოს კარგადაა,მაგრამ მე ვერ მომატყუებდა მაინც.ქეითს მივუსამძიმრე,ზეინი კი გაქვავებული იდგა და ჩამწკრივებულ საფლავებს უყურებდა.ქეითისთვის არც შეუხედავს,ორივეს გვიგნორებდა.ხელები ჯიბეებში ჩაიწყო,ერთი ცრემლიც კი არ გადმოუგორდა.თითქოს მის სამყაროში ჩაიკეტა.
-როგორაა?-ზეინზე მკითხა.მე უბრალოდ თავი დავხარე,არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა.მგონი ყველაფერი ისედაც თვალსაჩინო იყო.
-გასაგებია,-ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა და მისი შვილის საფლავს მიუბრუნდა.სანამ არ წავიკითხე მიას სახელი და გვარი იქამდე ვერ დავიჯერე,რომ აქ მართლა მისი საფლავია.ის დღე გამახსენდა როგორ გავიცანი,შემდეგ დანარჩენებიც როგორ დამიმეგობრდნენ,როგორ თავისუფლად მიმიღეს როგორც ზეინის შეყვარებული და როგორც მათი მეგობარი.მია ყოველთვის ცდილობდა ზეინის შესახებ ჩემთვის წარმოდგენის შეცვლას,მხარს მიჭერდა ყოველთვის და მეხმარებოდა.ახლა..ახლა კი უბრალოდ აღარ არის,ისევე როგორც დანარჩენები.
-მას ალბათ ჰგონია,რომ გაბრაზებული ვარ მასზე,ან რამე მაგდაგვარი,-ქეითმა ჩუმად მითხრა.
-სიმართლე ვთქვა,არ ვიცი.ეს დღეებია საერთოდ არ მელაპარაკება,-ჩუმად გავეცი პასუხი,ისე რომ ზეინს არ გაეგო.
ქეითმა დანანებით გააქნია თავი და ზეინს გახედა.
-პოლიცია ჩარეულია საქმეში,მაგრამ მეეჭვება ლუკასს ეს ანაღვლებდეს.მასზე ვინ უნდა იეჭვოს საერთოდ,არც იციან რას წარმოადგენს.
სიჩუმე ჩამოვარდა,თავში ცეცხლი ამივარდა ლუკასის გახსენებაზე.
-შენ რას აპირებ?-მას გავხედე.
-ალბათ ქვეყნიდან წავალ,არ შემიძლია აქ დარჩენა.შესაძლოა საერთოდაც აღარ დავბრუნდე.
მკრთალად გავუღიმე,მისი გადაწყვეტილება მოვიწონე.ახლა ალბათ გამოსავალი მხოლოდ ესღაა ქეითისთვის.
-შენთან ერთი თხოვნა მაქვს.
-გისმენ.
-ზეინი არასოდეს მიატოვო,ვიცი რომ მართლა გიყვარს და ამის თქმა არც გჭირდება.უბრალოდ მარტო არ დატოვო,ის ამას უშენოდ ვერ გადაიტანს.მისი ერთადერთი იმედი ახლა შენ ხარ.
-ვიცი და მე ყველაფრის მიუხედავად მაინც მასთან დავრჩები.
ზეინს კიდევ ერთხელ გავხედე.მას ასეთს რომ ვუყურებდი მეშინოდა.გული კარგს არაფერს მიგრძნობდა.
***
გამომეღვიძა.თავი წამოვწიე და ფანჯარასთან მდგომი ზეინი დავინახე.წამოვდექი,მივუახლოვდი და მის გვერდზე დავდექი.
-ვერ იძინებ?
თითქოს ჩემი ნათქვამი ვერც გაიგო,ისევ ფანჯარაში იყურებოდა.
-კარგი,ნუ დამელაპარაკები.
არც ახლა ჰქონდა რეაქცია.
-ზეინ როდემდე აპირებ ასე ყოფნას? როდემდე უნდა იტანჯო?
გაბრაზებულმა მივახალე,მაგრამ ისევ გაშეშებული,უემოციოდ იდგა.მივხვდი რომ არაფერს ჰქონდა ახლა აზრი.
-არვიცი,-მისი ხმა გავიგე.
-გთხოვ მომეცი უფლება დაგეხმარო.
-არ შემიძლია.შენთან ასე ახლოს ყოფნაც კი ცუდად მხდის,ისე მინდა მოგეფერო,ჩაგეხუტო,გაკოცო.მაგრამ ჩემს თავს ამის ნებას არ ვაძლევ და ამას შენც ხედავ,-ხმადაბლა,ბოხი ხმით საუბრობდა.
მისი სიტყვები თითქოს დავაიგნორე,თითის წვერებზე ავიწიე და ტუჩებზე ვაკოცე.არ მეგონა ასე თუ მომენატრებოდა,საშინლად და ძალიან მაგრად.ისევ ამიჩქარდა გული,მუცელში ყველაფერი ტრიალებდა სიხარულისგან.თითები მის თმებში ამეხლართა,ხელები წელზე შემომხვია.უფრო მჭიდროდ მივეკარი,ზუსტად ვიცი,რომ მას ვერასოდეს დავშორდები,ეს როგორც არ უნდა უნდოდეს.
-თავიდან მაინც ვერ მომიშორებ,-ჩურჩულით ვუთხარი.
-ვიცი,-შუბლზე მაკოცა და მიმიხუტა.

AwakingWhere stories live. Discover now