9

311 23 0
                                    

*თხრობას აგრძელებს ადამი*
-ერთი კვირა..მთელი ერთი კვირაა უშედეგოდ ვეძებთ,-ხმადაბლა განმიცხადა ტომასმა.მის გარდა ჩემს კაბინეტში კიდევ 5 თანამშრომელი იჯდა.
-მე ძებნას არ შევწყვეტ,-კატეგორიული ტონით მივმართე.
-ჩვენ პატარა მინიშნებაც კი ვერ ვიპოვეთ,თითქოს მიწამ ჩაყლაპაო,-ახლა ვილიამი გამოეპასუხა.
-მერე რა? ის ჩემი დაა და მე არ დავნებდები ასე მალე!-ხმამაღლა მომიწია პასუხის გაცემა.
-არც ჩვენ,მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს..
-არ გაბედო ამის თქმა!-საყელოში ვწვდი ტომასს და კედელს მივანარცხე-არც კი დააბოლოვო შენი წინადადება!
-გეყოთ,დაწყნარდით.ადამ ნერვებს უნდა მიხედო,-გაშველება დაგვიწყეს მაშინვე.
-თუმცა ტომასს ნაწილობრივ ვეთანხმები,საეჭვოა რომ ვერანაირად მოხერხდა აქამდე რაიმე სამხილის პოვნა,-ზურგსუკან ვიღაც ალაპარაკდა ისევ.
-მომისმინეთ! სქაილინი პირველ რიგში ამ დონემდე არ დაეცემოდა.მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემები,რომ თვითმკვლელობაზე ეფიქრა მაინც.ის თითონ გმობს ამას! და მეორეც-მკვლელობა გამოირიცხოს.მთელი ერთი კვირის განმავლობაში სხეულს რამენაირად აღმოაჩენდნენ.მითუმეტეს მისი მანქანა შუა გზაზე გაჩერებული იპოვეს.
-ამით რისი თქმა გინდა?
-ამით იმის თქმა მინდა,რომ დარწმუნებული ვარ იმ ნაბიჭვარმა გაიტაცა.სხვა აზრი არ მომდის.ის ზეინი თუ ვიღაც ახალგაქცეული პატიმარი იყო,მძევალი კი რა თქმა უნდა დასჭირდებოდა.სქაილინიც ზუსტად მას გადაეყარა.ყველა შემთხვევაში-ის გატაცებულია.
-შესაძლოა მართლა ეგრეა,მაგრამ ჯერ ხომ ვერ დავამტკიცებთ მაგას.იმასაც ვერ ვპოულობთ,ორივე გამქრალია თითქოს.
-ამის დედაც! საქმე წინ კიარა უფრო უკან მიდის!-დავიღრიალე და მაგიდას ხელი დავარტყი.
-ადამ,ჩვენ მას მაინც ვიპოვით,-ხმადაბლა,დამარწმუნებელი ხმით მომმართა ერთ-ერთმა.
-კი,ვიპოვით,მაგრამ საკითხავია როგორ მდგომარეობაში?-მშვიდად მივუგე და მისკენ შევბრუნდი.ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე,ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა,მაგრამ გული მაინც ვერ ისვენებდა.
პასუხი ვერავინ გამცა,უფრო დაიძაბნენ და აუტანელი სიჩუმეც გამეფდა.
-ღმერთს მხოლოდ იმას ვევედრები,რომ სქაილინი ცოცხალი დავიბრუნო,-მშვიდად ვაგრძელებდი.ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი მქონდა,ყველაზე საშინელი ერთი კვირა! სქაილინი უგზო-უკვლოდ დაკარგულია,მშობლები ნერვიულობენ და ცუდად არიან.განსაკუთრებით დედა.ყველაფერი ჩემზე გადმოვიდა-სამსახური,ოჯახი,მეგობრები.ყველაფერი თავზე მემხობა თითქოს.ყველა სქაილინზე ნერვიულობს.დილანიც საშინელ დღეშია,ყოველდღე მოდის ჩემთან და მის ამბავს კითხულობს.მაგრამ რითი ვანუგეშო,რა ვუთხრა კარგი?! თითონ მხოლოდ დამაწყნარებლებს ვსვავ,რომ როგორმე კონცენტრაცია საქმეზე მოვახდინო და პატარა წინსვლა მაინც დავინახო ამ ყველაფერში.ვიცი,რომ მას აუცილებლად ვიპოვი,აუცილებლად! რადაც არ უნდა დამიჯდეს,თუნდაც შევეწირო ამ ფაქტს,მას სახლში მაინც დავაბრუნებ.ოღონდ არაფერი დაუშავონ და ცოცხალი იყოს..სად ხარ,სქაილინ?
*თხრობას აგრძელებს სქაილინი*
კარადაში ვიმალები და ვცდილობ არც კი ვისუნთქო.კარები ოდნავ მაქვს დატოვებული ღიად და იქიდან ცალი თვალით ვიჭყიტები.საკმაოდ სიმპატიური ახალგაზრდა იყო,სმოკინგში გამოწყობილი,ლამაზი ნაკვთებით.მაგიდაზის უჯრებში რაღაცას ეძებდა გამალებით,გული აჩქარებული მქონდა.გაშეშებული ვიყავი და ისეთი შეგრძნება მქონდა მალე წავიქცეოდი და ბოლოს იქვე მომკლავდნენ კიდეც.წამები საშინლად გაიწელა,ნერვიულობისგან კანკალმა ამიტანა და ახლა ამაზე გადავიტანე ყურადღება.საკუთარ თავს ვერ ვუმკლავდებოდი.როგორც იქნა,წამოდგა და გასვლაც დააპირა.მაგრამ ზუსტად ამ დროს კარადისკენ გამოიხედა დაეჭვებით.ნელა უახლოვდებოდა,ჩემს ორგანიზმში გარდაქმნები დაიწყო.დამაჟრიალა,გავიყინე,გონება ვეღარ აზროვნებდა.ეს მინდოდა ახლა ზუსტად.ზეინ,შენ მომისწრაფე მე სიცოცხლე და ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალი იქნება! რამდენიმე წამი შეიძლება ითქვას პირისპირ ვიდექით,უბრალოდ კარები იყო ჩვენს შორის.მაგრამ როგორც ჩანს ვერ მხედავდა,სუნთქვა შეკრული ვიდექი და უკვე ჩემს აღსასრულს ველოდებოდი.გამიმართლა,კარებისკენ გაიხედა და გაბრუნდა.მადლობა ღმერთს! როგორც კი გავიგე კარების მიხურვის ხმა კარადიდან ჩუმად გადმოვედი და ტანსაცმელი გავისწორე.არანაირი ნაბიჯების ხმა აღარ იყო ამიტომ ჩემი საქმე გავაგრძელე.ჯერ მაგიდაზე რაც იდო სულ გადავქექე,მერე ყველა უჯრა.ვერაფერი ვერ ვიპოვე.თაროებიც ვნახე,მაგრამ დისკის მსგავსიც არაფერი იყო.ალბათ 20 წუთი ყველაფერს ვათვალიერებდი,მაგრამ უშედეგოდ.ამისთვის ვიწვალე ამდენი?
გამოსვლა დავაპირე,მაგრამ კარები ჩაკეტილი იყო.ახლა ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო.10 წუთი საკეტის გახსნას ვცდილობდი.ზეინ ამ ყველაფერს მართლა არ დაგივიწყებ.
ჰოლში გამოვედი და პირველ სართულზე ჩასვლა დავაპირე.მაგრამ არ ვიცოდი რანაირად უნდა გამოვსულიყავი გარეთ.
-მეორე სართულზე ვიღაც არის!-დაიყვირეს ქვევიდან და მაშინვე ელდა მეცა.ახლა კი ნამდვილად ჩიხში ვარ.უკან გამოვიქეცი,მესმოდა კიბეებზე როგორ მორბოდნენ ვიღაცეები.მარცხნივ გავუხვიე,მაგრამ იმის იქით უკვე გზა აღარ იყო.მხოლოდ ოთახები,რომლების ყველა კარები ჩაკეტილი იყო.ხმაური მესმოდა,ერთმანეთს უყვიროდნენ რაღაცეებს.ერთი ბიჭი გამოიქცა და დერეფანში გაჩერდა,მიყურებდა გაფართოებული თვალებით და დანარჩენებს პასუხს არ სცემდა.დაცვათაგან ერთ-ერთი არ იყო,ტიპიური სიმპატიური ბიჭი იყო,ზეინის ასაკის,არაფერი განსაკუთრებული.მოტკეცილი შარვალი,ტყავის ქურთუკი.ჩემი მზერით ვთხოვდი რომ გაჩუმებულიყო,მაგრამ რამდენად დამინდობდა არ ვიცოდი.აქ არავის ვიცნობდი,ვინ როგორი ადამიანია.
-არის მანდ ვინმე?-კიდევ ერთხელ დაუძახეს.
-არავინაა,-უპასუხა,თან თვალი არ მოუშორებია ჩემთვის-არავინაა მეორე სართულზე და ტყუილად გამოიწვიეთ აჟიოტაჟი.ყველა პირველ სართულზე,ჩქარა! და აქ არ ამოხვიდეთ!-დაუყვირა მათ.პასუხი აღარ გამიგია,კიდევ ერთხელ გამომხედა,ამჯერად დაწყნარებული თვალებით და გავიდა შემდეგ.რამდენიმე წუთი ისევ იქ ვიდექი,გონზე მოსვლას ვცდილობდი.დღეს უკვე მერამდენედ მივიღე ლამის გულის შეტევა.ღრმად ვსუნთქავდი და თვალებს ვახამხამებდი.ნელა წამოვედი ჰოლისკენ და თავიდან მხოლოდ თავი გავყავი.როცა ვერავინ დავინახე გამოვედი და კიბეებზე ფრთხილად ჩავედი.ირგვლივ ვიყურებოდი,ამ სახლში იმდენი ადამიანია არ გამიკვირდება ვინმე რომ შემეჩეხოს მოულოდნელად.
ბოლო საფეხურიც გადავლახე და წინ წავედი.მაგრამ ჩემი სისწრაფის გამო ორ დაცვას შორის ამოვყავი თავი.ისინი ზურგით იდგნენ და ვერ დამინახეს,მაგრამ მთავარი ოთახიდან ვიღაც უცხო ბიჭმა დამინახა და მაშინვე შეიცხადა.
-აი,ის იქ არის!-ხელი ჩემსკენ გამოიშვირა.დაუფიქრებლად გამოვიქეცი უკან ჰოლში,როგორ მიშლიდა ხელს ეს ქუსლიანი ტუფლები.დაცვა უკან გამომეკიდა,მაგრამ მე უფრო წინ ვიყავი.კიდევ კარგი აქ ყველგან იყო შუქი ჩამქვრალი და ბნელოდა.მარჯვნივ გამოვუხვიე და ისევ დერეფნის ბოლოში აღმოვჩნდი.რანაირი პროექტის სახლია,ლაბირინთს უფრო ჰგავს.სამი ოთახი იყო.პირველი ორი არ გაიღო.მესამე კარები გაიღო და შიგნით შევვარდი.არ ვიცი დამინახეს თუ არა,მაგრამ საკეტით მაინც გადავკეტე და ჩანთიდან რაცია ამოვიღე.
-ზეინ? გესმის ჩემი?-ანერვიულებულმა სწრაფად დავუძახე.რამდენიმე წამი სიჩუმე იყო.
-სად ხარ?-როგორც იქნა პასუხი მივიღე.
-პირველ სართულზე,მგონი სახლის აღმოსავლეთ ნაწილში.ერთ-ერთ ოთაახში ვარ ჩაკეტილი,-სწრაფად ვესაუბრებოდი.ჰოლში ჯერ კიდევ ისმოდა სირბილის ხმა.
-რა? მანდ რა გინდა?-გაუკვირდა.
-დამინახეს და აქ მომიწია დამალვა.
-ფანჯრიდან გადმოიხედე და მანდ მოვალ.
ფანჯარას მივვარდი და გამოვაღე.კარგად დაბნელებულიყო,ბნელოდა და უკვე ეჭვიც შემეპარა,ზეინს დავინახავდი საერთოდ თუ არა.მაგრამ მაინც ვერ ვიგებდი აქედან რანაირად უნდა გავსულიყავი.კარების იქით ხმაური არ წყდებოდა,ყვიროდნენ,აბრახუნებდნენ.მგონი მალე ამ ოთახსაც მოადგებოდნენ.
-სქაილინ,-ჩურჩულით დამიძახა.
-აქედან როგორ უნდა გამოვიდე?-პირდაპირ კითხვით მივმართე,რადგან ეს საკითხი მართლა მაწუხებდა.
-წინიდან ვერ გამოხვალ და სხვა გზა არ გაქვს.უნდა ჩამოხტე.
-რა? გაგიჟდი? ბარემ პირდაპირ თქვი რომ თვითმკვლელობას მთავაზობ!-მართალია პირველი სართულია,მაგრამ მაინც მაღლაა და გადმოსახტომადაც სახიფათოა.
-მე დაგიჭერ,-მისი ხმა ცუდად მესმოდა.
-ძალიან გამაცინე ზეინ,ახლა კი მართლა უკვე! რამე მოიფიქრე,-დავიწუწუნე.
-მე სერიოზულად გეუბნები დაგიჭერ თქო,-მართლა ვერ ვამჩნევდი ვერც ირონიას და ვერც დაცინვას.
-შეუძლებელია,დავვარდებით.თან საიდან უნდა გენდო,რა გარანტია მაქვს,რომ სიმართლეს ამბობ?
-არ დავვარდებით.საამისო ძალა მაქვს,რომ დაგიჭირო,-ჩაიცინა-და შენი სიკვდილი არ მაწყობს.თორემ თავისუფლად შემიძლია მანდ დაგტოვო,-თავდაჯერებულად გააგრძელა.დერეფანში ხმაური შეწყდა,ჩაწყნარდა თითქოს ყველაფერი.ამან დამაეჭვა,ასე ადვილად ყველაფერი არასოდეს გვარდება.მემგონი მომიწევს აქედან გადავხტე მართლა.
-რა გადაწყვიტე,მანდ უნდა გაათენო?-გაიცინა.ჩანთას ხელი მოვკიდე და გარეთ ვისროლე,ისე რომ არც გადამიხედია.
-გაგეფრთხილებინე მაინც,-წაიბუზღუნა.მის წინადაადებას უნდა დავთანხმდე,აქ ყოფნა მართლა არ მინდა,ამიტომ უნდა გავრისკო.ფანჯარაზე ავძვერი,ფეხები გადავყავი და რაფაზე დავჯექი.მადლობა ღმერთს,რომ კაბა არ მაცვია.
-არა,არ შემიძლია,-სიმაღლის შიში არ მაქვს.უბრალოდ ვიცი რომ დავვარდები აუცილებლად და რამეს მოვიტეხავ.
-ისინი თუ შემოვარდებიან მოგკლავენ,მაგაში დარწმუნებული იყავი,-სერიოზული ხმით მითხრა.გამახსენდა,რომ სიტუაცია უკვე ჩაწყნარებული იყო და დავმშვიდდი.მაგრამ ჩემი აზრები მალევე გაიფანტა,როცა კარებზე ბრახუნი ატყდა ხელახლა და ამჯერად ამას თოფის გასროლის ხმაც დაემატა.
-ზეინ,-დავუყვირე და გადავხტი.ყველაფერი ისე მალე მოხდა,ჰაერში თვალდახუჭული ვიყავი.ადრენალინის მოძღვავება ვიგრძენი,თითქოს მომენტალური ელექტროშოკი მივიღეო.მაგრამ ბოლოს მაინც ზეინის მკლავებში აღმოვჩნდი.გავიგე,რომ იმ ოთახში კარები შემოამტვრიეს და მერე ყვირილიც დაიწყეს.ზეინმა სწრაფად ჩამომსვა,ჩანთა მომცა და მანქანისკენ გავიქეცით.სროლა ატყდა,მაგრამ ჩაბნელებული მიდამო მათ ხელს უშლიდა და ზუსტად ვერ გვიმიზნებდნენ ტყვიებს.მანქანაში სწრაფად ჩავჯექით და იქაურობას გავცილდით.მისი მეგობრებიც დავინახე,ჩვენს უკან გაიქცნენ და მეორე მანქანაში ჩაჯდნენ.სწრაფად აამუშავა ძრავა და წამებში გავცილდით იქაურობას.
-დისკი სად არის?-20 წუთის მერე შემეკითხა აღელვებული ხმით.
-ზეინ მე..,-არ ვიცოდი როგორ უნდა მეთქვა.გამომეტყველება შეეცვალა,თვალები თითქოს გაუშავდა.
-დისკი მომეცი!-გაბრაზებულმა დამიყვირა.
-არ მაქვს!-მეც არ დავაკელი ყვირილში.
-რა?-მანქანა გააჩერა-რას ნიშნავს არ გაქვს?!
-მთელი ოთახი გადავქექე,ზეინ,მაგრამ დისკი საერთოდ არ იყო იქ.არანაირი,-შედარებით მშვიდად ვუპასუხე.
-ამის დედაც!-შეიკურთხა და მანქანიდან გადმოვიდა.მეც ასევე მოვიქეცი.
-რა ჩემი ბრალია,მე ყველაფერი გავაკეთე,მთელი ნახევარი საათი ვეძებე ყველგან,იმ სამალავშიც,მაგრამ ვერაფერი ვნახე,-ხელებს ვშლიდი და ვყვიროდი.უნდა შეიგნოს რომ მე აქ ბრალი არ მიმიძღვის!
ბიჭებმა მანქანა გააჩერეს და გადმოვიდნენ.აფორიაქება ეტყობოდათ.
-ზეინ რა ხდება?-საეჭვოდ მიყურებდნენ.
-არაფერი,-კბილებში გამოსცრა.
-აბა რა გაღრიალებს შეჩემა?-მანაც გაღიზიანებულმა ჰკითხა.
-არაფერი თქო და ნუ გამიტრაკე ახლა.ხვალ გეტყვი.წადით თქვენ,-დაუყვირა მათ.თავი უკმაყოფილოდ გააქნიეს და ხელი ჩაიქნიეს მასთან საუბარზე.რამდენიმე წუთში მანქანაში ჩაჯდნენ და წავიდნენ.მარტო დაგვტოვეს.სრულ სიბნელეში ვიდექი,მხოლოდ მანქანის შინაგანი მოწყობილობა იყო განათებული.მარტო ვიდექი,აბუზული და ვუყურებდი როგორ სცემდა ბოლთას განერვიანებული ზეინი.
-რაღაც აუცილებლად გამოგრჩებოდა.ეს შეუძლებელია,მე ახლა უკვე დისკი უნდა მქონდეს!!!-ბოლო ხმაზე ყვიროდა.ყურები მტკიოდა მისი ხმამაღალი საუბრისგან.
-ძალიან ვწუხვარ,მაგრამ თქვენ ყველანი შეცდით.მე თავი საფრთხეში ოთხჯერ ჩავიგდე შენს გამო და ჩემი მადლიერიც არ ხარ?-მშვიდად საუბარი მასთან არ გამოდიოდა.შუბლი მოისრისა და მანქანის საპირისპირო მხარეს წავიდა.კარებს მიეყრდნო,გაჩუმდა,ხმას არ იღებდა.ეს მგონი უფრო უარესია,ვიდრე მისი ჩხუბი.მგზავრის მხარეს ვიდექი და მეც კარებს მივეყრდენი.ერთმანეთისკენ ზურგშექცევით ვიდექით.მთელი 10 წუთი ჩუმად იდგა და ღრმად,ხმამაღლა სუნთქავდა.ნერვების მოთოკვას ცდილობდა ალბათ.
-გქონია ისეთი მომენტი,რაღაცის მიღწევა საშინლად რომ გინდა,გგონია,უკვე მიაღწიე ამ მიზანს და ბოლო წამს ყველაფერი წყალში გეყრება?-ძალიან ხმადაბლა მკითხა.
-მაგას იმედგაცრუება ჰქვია და კი,თანაც არაერთხელ,-მეც ასევე მივუგე.წინ ვიყურებოდი,შავ უსასრულობაში.
-ჯანდაბა,ჯანდაბა!!-დაიღრიალა და ხელი მანქანას მაგრად დაარტყა-მთელი ეს წლები ამისთვის ვიბრძოდი? ამაზე ავაწყვე ჩემი გეგმები? ეს არის სამართალი?-ბოლო ხმაზე ღრიალებდა და ხელს მანქანას ურტყავდა.მისკენ შევბრუნდი და ვუყურებდი გაგიჟებულ,გაბრაზებულ ცხოველს.დიახ ცხოველს და არა ადამიანს.
-ზეინ!-დავუყვირე,მაგრამ არ მომისმინა.
-როგორ მინდოდა იმ ნაბიჭვრის დატანჯული სახის დანახვა,გაწამებული და გამწარებული,ისევე როგორც მე ვიყავი,-შეშლილივით იქცეოდა.ბრაზს ვერ ერეოდა და თავსაც ვერ აკონტროლებდა.არ ვიცი რანაირად გავბედე ამ დროს მასთან ახლოს მისვლა და საუბარი.
-ზეინ კმარა!-ხელები გავუკავე,მაგრამ ესეც ჩემს საწინააღმდეგოდ წამოვიდა.
-რა გინდა? რატომ მაკავებ?-ხელი წელზე მომკიდა,მის სხეულს მიმაჯახა.შემდეგ მანქანას მიმაყუდა და მეორე ხელით მას დაეყრდნო-რატომ ცდილობ ჩემს დაწყნარებას? არ გსიამოვნებს ასეთს რომ მხედავ? გამწარებულს და გატეხილს?-ახლა ჩემზე გადმოვიდა ღრიალით.
-არ მსიამოვნებს,საკუთარ თავს ვნებ და შეგნებულად ვცდილობ,რომ დაგეხმარო.შენ კი ყველაფერს პირიქით იგებ,-თვალებში ვუყურებდი და ვხედავდი,როგორ ქრებოდა სიშავე ნელ-ნელა.რატომ ვუთხარი ეს ყველაფერი? წესით უნდა ვმდგარიყავი დამეყურებინა ამ ყველაფრისთვის.მაგრამ სამწუხაროდ ეგეთი გულქვა ადამიანი არ ვარ.ვიგრძენი როგორ დაწყნარდა,სუნთქვა დაურეგულირდა.თავი დახარა და ამოიგმინა.შემდეგ ისევ შემომხედა,მაკანკალებდა და მეშინოდა.თან ჩემი სიმამაცით და გამბედაობით ვიყავი გაკვირვებული.მისი სურნელი ვიგრძენი,სითბო,რომელმაც ყველანაირი სიცივე გააქრო ჩემი სხეულიდან.ხელი,რომლითაც მანქანას ეყრდნობოდა ლოყაზე ნელა მომისვა,შემდეგ თმა ყურს უკან გადამიწია.გაკვირვებული ვუყურებდი,სიბნელეშიც დავინახე როგორ ბრწყინავდნენ მისი თვალები.მომენტალურად მასში სხვა მხარე დავინახე,რომელიც სულ იმალებოდა.ერთმანეთთან ისე ახლოს ვიყავით,რომ ამან ჩემი აღელვება გამოიწვია.ხელი მომაცილა და დაემუშტა,თვალები მაგრად დახუჭა.საკუთარ თავს ებრძოდა.მეორე ხელი წელიდან გამოაცურა და უკან დაიხია.
-მანქანაში ჩაჯექი,-უემოციოდ,ჩამქრალი ხმით მითხრა და მეც მას დავემორჩილე.გზა ისევ უსიტყვოდ გავაგრძელეთ,მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვანაირად მიდიოდა.

AwakingWhere stories live. Discover now