შიშმა მომიცვა,თავის გაბრუნება დამჭირდა,რომ მისთვის სრულყოფილად შემეხედა.ძირს იყურებოდა და ხელში დანას ათამაშებდა.თავში ათასმა საშინელმა აზრმა გამიელვა.მომენტალურად ამომხედა,ჩაიღიმა,თითქოს ამას ელოდაო და მხრებში გაიმართა.გული ამიჩქარდა,ამ ოთახში ვართ მარტო მე და ის.ამის გაფიქრებაზე ხელები გამეყინა.ამავდროულად გამიკვირდა ის,რომ ასეთ ლამაზ ოთახში ვიყავი.ჩვეულებრივი ოთახი იყო,მე კი მეგონა რაღაც ნანგრევებში უფრო ავღმოჩნდებოდი.რაც მთავარია,საწოლზე ვიჯექი და ბორკილებით მის კიდეზე ვიყავი მიბმული.მშვენიერია!
-შენ,რა თქმა უნდა,-ირონიით დავიწყე საუბარი-თავიდანვე როგორ ვერ მივხვდი ნეტა,-ზიზღით ვუყურებდი.მის თითოეულ მოძრაობას ვაკვირდებოდი.
-ასეთი ლამაზი და ასეთი უხეში?-ფეხზე წამოდგა და ცინიზმით მიპასუხა-მშობლებმა არ გასწავლეს,რომ ადამიანს ჯერ უნდა მიესალმო.მითუმეტეს უფროსებს,-თითის ქნევა დაიწყო და ამაყი,გამომწვევი ღიმილით ჩემს წინ სკამზე ჩამოჯდა.
-დამიჯერე,ზრდილობა შენგან არ მესწავლება,-ჯიუტად ვეპასუხებოდი,მიუხედავად იმისა,რომ ვიცოდი,რამე ზედმეტი რომ მეთქვა იმ დანას ჩემი სისხლით შეღებავდა მაშინვე.
-როგორი თავდაჯერებული ხარ,-მისი ღიმილი უკვე მაღიზიანებდა-ძალიანაც ნუ გათამამდები,-მუხლებს დაეყრდნო იდაყვებით და დანა იატაკს წვერით დაარჭო.არაფერი მიპასუხია,მხოლოდ თვალებში ვუყურებდი დაჟინებით.
-წამალმა შენზე არაჩველებრივად იმოქმედა.მთელი დილა გელოდებოდი როდის გაიღვიძებდი,-ცალი წარბი აწია და ქვედა ტუჩზე იკბინა.დამაჟრიალა,თავი საშინლად ვიგრძენი.ყველაზე მეტად წამლებს და ნემსებს ვერ ვიტან.არა იმიტომ,რომ მეშინია.უბრალოდ ყველაზე საზიზღრობად მიმაჩნია იმის დანახვა,თუ როგორ შედის ნემსი ადამიანის კანში,მითუმეტეს ამის შეგრძნება ხომ სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის.
-რა გინდა ჩემგან?-ხმადაბლა ვკითხე.
-აჰ,როგორ არ მიყვარს ეს დრამატიზმი.ასე მგონია კინოში ვთამაშობ.რა უნდა მინდოდეს შენგან? არც არაფერი.მხოლოდ მოვითხოვ,რომ დამჯერი გოგო იყო და პრობლემებიც არ გვექნება,-საზურგეს მიაწვა და ხელები შარვლის ჯიბეებში ჩაიწყო.როგორი ამაყია,თითქოს ეს უხდება კიდეც.მაგრამ ვერ ვიტან მისი კატეგორიის ადამიანებს.
-დამჯერი გოგო?-ხმამაღლა გავიცინე-შენ ამას სერიოზულად ამბობ? თანაც მოითხოვ?-სპეციალურად ვიცინოდი,ვიცოდი ეს ნერვებს მოუშლიდა.
-ეს ამაყი გოგოები,როგორ გიყვართ თავის მოკატუნება.სიცილის მეტი თუ აღარაფერი დაგრჩენია,იცინე.დამიჯერე,უფრო მეტი გაქვს სანერვიულო ახლა.შენ ჩემი მძევალი ხარ და მხოლოდ ჩემს ნათქვამს ასრულებ.თუ რა თქმა უნდა გინდა,რომ ცოცხალი გადარჩე,-მისი ირონია აუტანელი იყო უკვე.
-ჩემი ძმა სადაც გიპოვის და დარწმუნებული იყავი იმაში,რომ გიპოვის,იქვე გამოგამშვიდობებს სიცოცხლეს,-ამჯერად მე ვსაუბრობდი ამაყად,რადგან ჩემი სიტყვების სიმართლეში დარწმუნებული ვიყავი.
-შენს ძმას გადაეცი,რომ დიდი სიამოვნებით დაველოდები მის მოსვლას,-იგივე ინტონაციით მიპასუხა როგორც ყოველთვის,საკუთარ თავში დარწმუნებულმა.ისიც სახეზე მაკვირდებოდა და გამჭოლი მზერით მიყურებდა.პასუხი ვერ გავეცი,ჩუმად დარჩენა ვამჯობინე.დრო არ დავკარგე და შეუმჩნევლად დავათვალიერე მისი აღნაგობა.უნდა ვაღიარო ჯინსის კურტკა საშინლად უხდებოდა,მასზე ვერც კი იტყოდი,რომ რამდენიმე დღის წინ ერთი ჩვეულებრივი პატიმარი იყო.სიმპატიური,სასიამოვნო შესახედაობა აქვს.ლამაზი ტუჩები,ლამაზად დავარცხნილი თმები,პატარა წვერიც.გემოვნებიანად ჩაცმული იყო,თანამედროვედ გამოწყობილი.მაგრამ განსაკუთრებით მისი თვალები მომეწონა,თუმცა საუბრის მანერა და ზოგადად,მისი ცინიზმი,სარკაზმი ამ ყველაფერს ფარავდა.
-ეჭვიც არ შეგეპაროს,აუცილებლად გადავცემ.მაგრამ იცოდე,მხოლოდ ერთ რამეში გაიმარჯვე.მიკვირს როგორ მოახერხე გამოქცევა,-ყველანაირად მინდოდა გამეგო როგორ შეძლო გამოქცევა,როცა ჩემი ძმის თანამშრომლები საუკეთესოები არიან ქალაქში.
-აი ეგ ჩემი საყვარელი ნაწილია,-მისი ღიმილი გაფართოვდა-სიამოვნებით მოგიყვებოდი დეტალებში,მაგრამ ერთი პატარა პრობლემა გვაქვს.შენ ჩემი საყვარელი ფედერალის დაიკო ხარ,მე კი ვალდებული არ ვარ რამე გითხრა,-ისეთი სახე მიიღო თითქოს ეს დასანანი იყოს და გული სწყდებოდეს.მაგრამ მე უფრო სხვა რამ გამიკვირდა: საიდან იცის რომ ადამის და ვარ?
-შენ საიდან იცი,რომ ადამის და ვარ?-ჩემს ხმაში საკმაოდ დიდი გაკვირვება იგრძნობოდა.
-ციხეში ბევრი რამ ვრცელდება.უბრალოდ ეს თქვენთვის,ჩვეულებრივი და უდანაშაულო ადამიანებისთვისაა უცნობი.მაგრამ რა ხდება იმ გისოსების მიღმა უკვე არავის აინტერესებს,-მის ხმაში ვერანაირ ირონიას და ცინიზმს ვხედავდი.პირიქით,ჩემდა გასაკვირად ტკივილი და სინანული უფრო წინ წამოიჭრა.თითქოს ეს არ უნდოდა.არ უნდოდა მისი წარსულის გადმონაშთი გრძნობები დამენახა.
-რატომ გაჩუმდი? მეტს ვეღარ მეპასუხები?-უცბად ისევ ცინიზმით ჩაიცინა.ნაადრევი დასკვნებისგან თავი უნდა შევიკავო,მისი ხასიათების ცვლილებაც რაღაც ახალია.
-ჯანდაბამდეც გზა გქონია,-თითოეული სიტყვა დავუმარცვლე და კონკრეტულად ვუთხარი.მაგრამ ამაზე უფრო გაიცინა,თავი უკან გადააგდო.ვიგრძენი როგორ ამიხურდა ლოყები,სისხლი სახეზე მაწვებოდა.მისი ავადმყოფური სიცილი ჩემს დამცირებას უფრო მიანიშნებდა.როგორ მინდა ბორკილები მოვიშორო და ის სახე ცემისგან ჩავულურჯო.
-დამიჯერე იქიდან მოვდივარ ზუსტად და უკან დაბრუნებას აღარ ვაპირებ,-სიცილისგან ძლივს მოითქვა სული.დაიხარა და რამდენიმე წუთის წინ დარჭობილი დანა უკან აიღო.კი,შენ ეგრე იფიქრე რომ არ აპირებ.ადამი ციხეში ამოგალპობს შე ნაბიჭ..
-სამწუხაროდ,ახლა ჩემი წასვლის დროა,-ფიქრები გამაწყვეტინა,საათს დახედა და ფეხზე წამოდგა-საინტერესო და ძალიან სახალისოც იყო შენი გაცნობა,-კიდევ ერთხელ გაიცინა-იმედია მარტო ყოფნის არ გეშინია,-მისთვის არც მიმიხედია,მოპირდაპირე კედელზე ერთ წერტილს ვიყავი მიშტერებული.ხმას არ ვცემდი,მინდოდა რაც შეიძლება მალე გასულიყო,რომ ფიქრი დამეწყო იმაზე,აქედან თავი როგორ დამეღწია.ბევრი არც მოიცადა,ჩემთვის დროს არ დახარჯავდა.გარეთ გავიდა და კარებიც გაიხურა,შემდეგ კი გადაკეტა.უკან მივიწიე და თავი კედელს მივადე,თვალები დავხუჭე.ჯერაც ვერ ვიჯერებდი თუ რა მოხდა ჩემს თავს.უკვე ყველაფერი შეიცვალა.
ყველაფერი.
მე,ერთი ჩვეულებრივი სტუდენტი,რომელსაც ცოტახანში ქორწილი უნდა ჰქონოდა და უბრალოდ მშვიდ ცხოვრებაზე ოცნებობდა მომავალ საქმროსთან ერთად,რა დამემართა? პირველ რიგში საკუთარ თავს ვადანაშაულებ ყველაფერში.არ მჯერა,რომ ერთ ოთახში ვარ გამოკეტილი ძაღლივით,რომელსაც როგორც უნდათ ისე ათამაშებენ.მარტოდ ვგრძნობდი თავს,მაგრამ ეს არ მაშინებდა.ყოველთვის არსებობს გამოსავალი.
დედა,მამა,ადამი,დილანი.ვინ იცის რა დღეში არიან,ნერვიულობენ.ჩემი ბრალია,რატომ არ დავუჯერე ადამს.საშინლად ჯიუტი ვარ და ამის ბრალია.ცოტა,რომ დავფიქრებულიყავი მანამდე,სანამ ღამის 1-ზე მეგობრის სახლიდან წამოვიდოდი ახლა უნივერსიტეტში ვიქნებოდი,ლექციაზე.ალბათ უკვე ჩემზეც გამოაცხადეს ძებნა.და რას მიპირებს ახლა? ის კი ვიცი,რომ საკუთარი გეგმებისთვის და თავისუფლებისთვის გამომიყენებს,როგორც მძევალს.მაგრამ ბოლოს? მომკლავს? გამორიცხული არაა.მაგრამ მე დანებებას ნამდვილად არ ვაპირებ.იმის იმედიც მაქვს,რომ აუცილებლად გვიპოვიან.არც ტირილს ვაპირებ და მისთვის იმის ჩვენებას,თითქოს სუსტი ვარ და ჩემზე რამე ზეგავლენა აქვს.რამეს აუხილებლად მოვიფიქრებ.
თვალები გავახილე და მაშინვე ჩემ ხელს შევხედე.საბედნიეროდ ბეჭედი ჯერ კიდევ მეკეთა.გასაკვირია,რატომ არ აიღო? ვითომ ვერ შეამჩნია? რაღაც ეჭვი მეპარება.
ოთახი კიდევ ერთხელ დავათვალიერე.ნუთუ ეს მისი სახლია? ასეთი მოწესრიგებული და მოვლილი? მითუმეტეს ძალიან თანამედროვედ არის მოწყობილი.ან აქ ჩემს გარდა კიდევ ჰყავს ვინმე? იქნებ სულაც შიმშილით მომკლავს? მაგრამ მგონი ეს მის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს.მოკლედ,ჯერ კიდევ ბევრი კითხვაა,რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.
ბორკილებს შევხედე.ცოტა ვიწვალე და შევეცადე რამე მომეხერხებინა,მაგრამ ეს ხომ სისულელეა.მე ამდენი ძალა არ მაქვს.აი უბრალოდ რამე წვრილი ნივთი რომ მქონდეს..აუცილებლად მოვახერხებდი თავის დახსნას.
რამდენიმე საათი ასე სიჩუმეში ვიყავი,არც ვაპირებდი მისთვის რამის ხვეწნას და ცრემლებად დაღვრას.მხოლოდ ვფიქრობდი,როგორ გავქცეულიყავი,მაგრამ მანამდე მისი ხასიათების კარგად შესწავლა დამჭირდებოდა.რამდენად დაკვირვებულია,ყურადღებიანია.გამიჭირდება ეს ყველაფერი თუ არა?
კარები გაიღო,უკვე მოსაღამოვდა და ფანჯრიდან როგორც ჩანდა,სიბნელე იყო.შუქი აანთო,თვალები მეტკინა და დავხუჭე მაშინვე.
-საშიმშილოდ აქ არ მყავხარ,ამიტომ შეჭამე რამე.მადლობა არაა საჭირო,ვიცი რომ ძალიან კეთილი ვარ,-ცალყბად ჩაიღიმა და ჰამბურგერიანი თეფში და კოლას ჭიკა იქვე ტუმბოზე დადო.ფეხები საწოლზე მქონდა შემოდებული და ოდნავ ვუღიმოდი,ამაყად.მართალია ცოტათი მშიოდა,მაგრამ მოვითმენდი,შევეწინააღმდეგე.
-რატომღაც არ მშია,-მალევე მივუგე.
-მოგშივდება,-სარკაზმით მიპასუხა.
-როგორი მზრუნველი ხარ,გაოცებას ვერ ვმალავ,-მეც ვიცი როგორია ცინიკური და აგდებული საუბარი.
-ხანდახან საკუთარი თავის თითონ მიკვირს,ასეთი გულთბილობაც არ შეიძლება,-ამყვა მაშინვე თამაშში-მიირთვი,თუ დავიჯერო მთელი დღის უჭმელს მართლა არ გშია?-თვალები დააწვრილა,მის „ფირმულ" ღიმილს სახიდან არ იშორებდა.
-არა,-მოკლედ მოვუჭერი.
-შენი ნებაა,-მხრები აიჩეჩა და ჯიბიდან გასაღები ამოიღო.გამიხარდა,მაგრამ ის უფრო ჭკვიანია.
-ყველა ადამიანს აწუხებს ბუნებრივი მოთხოვნილებები და ამიტომ შეგიძლია სააბაზანო გამოიყენო,-მისი ძალით თავაზიანობა ნერვებს მიშლიდა.როგორც კი მომაძრო მაჯებიდან ბორკილები ფეხზე წამოვდექი და პირისპირ დავუდექი.მაჯაში ხელი წამავლო,მაგრამ მაშინვე მუხლი ამოვარტყი ფეხებს შორის.ეს ჩემს გეგმებში არ შედიოდა,მოულოდნელად გადავწყვიტე.მაგრამ უნდა მემოქმედა,იქნებ ამას გაეჭრა კიდეც.რა თქმა უნდა ხელი გამიშვა ტკივილისგან და მეც კარებისკენ გავიქეცი.ჰოლში როგორც კი ავღმოჩნდი კიბეებისკენ გავიქეცი,თან გზა და გზა უფრო მეტი იყო ჩემში გაოცება.ძალიან ლამაზი სახლი იყო,საიდან ამდენი მოხერხება.სწრაფად მივრბოდი,ვიცოდი ის მალე მომეწეოდა და შემდეგ ყველაფერი კარგად ვერ დამთავრდებოდა.
მთავარ კარებს მივვარდი,რაც შემეძლო ვჩქარობდი,მაგრამ ჩემდა საუბედუროდ ჩაკეტილი აღმოჩნდა.სახელურს ვაწვალებდი,იქნებ რამენაირად გამეღო ან ჩამემტვრია,მაგრამ შანსი მხოლოდ ნული იყო.მაშინ გადავწყვიტე მეორე გასასვლელი მეპოვა.დრო აღარ იყო,გამობრუნებას ვაპირებდი,როცა ხმაური მომესმა უკნიდან და მაშინვე მკლავში ძლიერი ხელი მწვდა.მეორეთი დანა ყელთან მომიტანა და ყურთან ახლოს ჩუმად მითხრა.
-როგორც ჩანს შენთან ნორმალურად საუბარი არ ჭრის.ახლა დაწყნარდი და კიბეებისკენ წადი,-სხვა გზა არ მქონდა,ჯანდაბა! მის ნათქვამს ვასრულებდი,რაც ყველაზე მეტად მეზიზღება,როცა სხვის ნებას ვემორჩილები.მითუმეტეს ასეთი ადამიანის.დანა საკმაოდ ბასრი იყო,ამიტომ ნელა ვმოძრაობდი,თან ერთი წუთითაც არ მაშორებდა ყელიდან.პატარა მოქმედება აკლდა,რომ ჩემი სიცოცხლეც იქვე დამთავრებულიყო.
ოთახში როგორც კი შევედით კარები გადაკეტა და გამიშვა ხელი.ოთახის შუაში ვიდექი და მას ვუყურებდი,თუმცა დარწმუნებული ვარ ჩემს სახეზე შიშის არანაირი კვალი არ იყო.არადა ჩემი გული გამალებით ცემდა.
-ახლა მომისმინე.მე ზედმეტებს არ ავიტან შენგან!-დაიღრიალა,თვალებიდან ნაპერწკლებს ისვროდა-ერთხელ უკვე გაგაფრთხილე და იცოდე რაიმე ცუდს თუ დაგპირდი,იმის შემსრულებელი ვარ.შენ მე ვერ გამაცურებ,გაქცევაზე ნურც კი იფიქრებ.აქედან მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში წახვალ თუ ამას მე მოვინდომებ,გასაგებია?-მომიახლობდა და მკლავში მწვდა,ძლიერად მიჭერდა,მაგრამ ტკივილს ჩუმად ვიტანდი-ბედნიერი უნდა იყო,სანამ კარგ ხასიათზე ვარ და ასევე კარგად გექცევი.თუ ასე გააგრძელებ,მერე სალოცავად გექნება საქმე,რომ არ შემომაკვდე.გირჩევნია არც კი შეეცადო ჩემს გაბრაზებას!!!-ყოველ წინადადებაზე ყვიროდა და ყურები ამტკივდა.თვალები დავხუჭე და მთელი ძალით ვაჭერდი ქუთუთოებს ერთმანეთს,მისი განრისხებული სახის დანახვა არ მსიამოვნებდა.პირველად შემეშინდა,ერთიანად ავკანკალდი და მგონი ეს მანაც შენიშნა,რადგან ხელი გამიშვა.თვალებში ვეღარ შევხედე,როცა უკან დაიხია,ისევ ძირს ვიყურებოდი.
-ახლა კი შეგიძლია შეხვიდე სააბაზანოში,-არ ვიცი ეს მისგან „პატივია" თუ უბრალოდ დამცირება,მაგრამ თავი ნამდვილად უნდა მომეწისრიგებინა.ის ოთახიდან გასვლას არ აპირებდა ალბათ,მე კი მასთან ახალდაბანილი უნდა გავსულიყავი? ამაზე დამცირებულად ჯერ არასოდეს მიგრძვნია თავი.
უსიტყვოდ გამოვბრუნდი და სააბაზანოში შემოვედი,კარებიც საიმედოდ გადავკეტე.აქაც უკვე გამზადებული იყო ყველაფერი,ახალი პირსახოცები ეწყო,ხალათიც კი.წარბები ჩემდაუნებურად ამეწია,მძევალს ასეთი კომფორტი აქვს თუ მე ჩამოვრჩი მოვლენებს? ჯერ სარკეში ჩავიხედე,საკუთარ თავს ვერ ვცნობდი.საშინლად გადაღლილი ვიყავი და მკვდრის ფერი მედო.შევეცადე ყველაფერი 10 წუთში მომეგვარებინა,არ იყო იმის დრო,რომ ცხელი წყლის ქვეშ მენებივრა.თმის რეზინი მქონდა უკვე,ამიტომ სველი თმა შევიკარი.
კარები გავაღე და გამოვედი.
-მე მეგონა პირსახოცშემოხვეული გამოხვიდოდი,-თითქოს ცოტა ხნის წინ არც არაფერი მომხდარაო,ლაღად ჩაიცინა.თვალები გადავატრიალე და ხელები გადავაჯვარედინე.მომიახლოვდა,უხეშად მომკიდა ხელი და ისევ საწოლზე დამსვა.შემდეგ ორივე მაჯაზე ბორკილები დამადო,ძველ პოზიციას დამაბრუნა.
-შეგეძლო,გეჭამა ახლავე,მაგრამ რადგან გაჯიუტდი და პირველივე დღეს ბევრი გამიბედე,დაისაჯე,-წარბი ამიწია.
-ამას ინანებ,გპირდები,-კბილებში გამოვცარი გამწარებულმა.
-შეგიძლია რამდენიც გინდა იმდენი დამემუქრო,თუ შენ ეს შვებას გგვრის.აქ ვერავინ გვიპოვის მაინც და ნუ გექნება შენი ძამიკოს იმედი,-ქვედა ტუჩი დამცინავად გადმოაგდო-აქ მე ვწყვიტავ ყველაფერს!-უცებ დასერიოზულდა,მაგრამ რამდენიმე წამში ისევ გაიცინა-მიყვარს,როცა ჩემი გაბრაზების მერე შენს საწყალ თვალებს ვხედავ.ნეტავ იცოდე როგორ ვგრძობ შენს შიშს ჩემდამი,-დაიხარა და სახე პირისპირ მომიტანა.მე უფრო ძლიერი ვარ.მიდი,სქაილინ,შეეპასუხე! ჯანდაბა,არ შემიძლია.რატომ? იქნებ მართლა მეშინია? ნახევარი საათის წინ დავრწმუნდი,რომ ჩემი მოკვლა არ გაუჭირდება.მანაც უკვე გაიგო,რომ ჩემზე ზეგავლენა აქვს.ეს კი ის იყო რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა.
-ხო,მე ზეინი ვარ,სხვათაშორის.შენი სახელი უკვე ვიცი,თავს ნუ შეიწუხებ საპასუხოდ,სქაილინ,-ნახევრად შეღებულ კარებში იდგა და მიყურებდა.შუქი გამორთო და საბოლოოდ ოთახიდან გავიდა.საწოლზე დაწოლა მოვახერხე რაღაცნაირად,მინდოდა ცოტა ხნით მაინც დამეძინა.საკმაოდ რბილი საწოლი იყო,მაგრამ მე სახლი მენატრებოდა.ძველი ურთიერთობები და ოჯახის წევრებთან ერთად სიცილი.ვიგრძენი როგორ მომადგა ცრემლი თვალების ბოლოებში,მაგრამ უხეშად მოვიშორე.ამ ზეინთან,ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანთან ერთად უნდა ვიყო ახლა რამდენი ხანი?
პირველად მჭირდებოდა ასე ძალიან ძმის დახმარება.გულში ლოცვა დავიწყე და ნელ-ნელა ვიგრძენი,რომ გამოვითიშე.