Prologue. Part 1

4.4K 105 9
                                    

Prologue

ჩვენი სხეულები მჭიდროდ არიან ერთმანეთზე მიკრულნი, ვგრძნობ მის სუნთქვას, რომელიც სახეზე მეცემა. მღელვარებით და შიშით გამოწვეული ტემპერატურა სივრცეში სწრაფად იზრდება. თავი კედელზე დავასვენე, ვიცი ნებისმიერ მომენტში ჩემი ბინა გაიჩხრიკება, რომელიმე ჩვენგანის მიზეზით. ისინი დაანგრევენ ყველა ოთახს, სანამ იპოვიან იმ ერთს, ერთადერთს რომელიც შიგნიდან ბლოკავს, ხოლო შემდეგ არც კი დააყოვნებენ და გაანადგურებენ მას.

მის თვალებს ვგრძნობ, ისინი ლაზერივით წვავენ ჩემს კანს. პატარა კარადაში, სადაც ახლა ჩატენილნი ვართ, იქაც კი ვხედავ მწვანე თვალებს.
- გეშინია?
დაბალი ხმა ზარივით გაისმა სიჩუმეში. თავი მაღლა ავწიე რომ მისთვის შემეხედა, თვალები დავხუჭე. ვფიქრობ ყველა იმ დროზე, როცა მან ეს კითხვა დამისვა.
-შენ? - კითხვითვე ვუპასუხე.
თვალი ამარიდა და ღრმად ჩაისუნთქა.
ყელი მიშრებოდა, კანი ნერვიულობისგან ოფლით დამსველებოდა. წაბლისფერი თმები, რომელიც მხრებზე ჩამომყროდა უწესრიგოდ გამოიყურებოდნენ. გულის ბაგა-ბუგი მთელს კარადას მოედო.
-როუზ.- თვალები გავახილე, რათა მისთვის შემეხედა.
-მინდა, რომ დამპირდე- დაბალი, გაბრაზებული და სასოწარკვეთილი ხმით მითხრა. თანხმობის ნიშნად თავი ნელა დავუკარი.
-აქ თუ რამე მოხდება... მჭირდება ამის ცოდნა... ღრმად ჩაისუნთქა, ხელი თმაში შეაცურა -მინდა რომ გაიქცე, კარგი?... კვლავ შემომხედა.
წარბები შევკარი.– რას გულისხმობ?
-მინდა, რომ ნიუ-იორკში დაბრუნდე, მინდა დამივიწყო. -მის თვალებს დიდი ტკივილი ავსებდა.
ხელი ამიკანკალდა. - არა! მე..მე არ შემიძლია.
-ასე უნდა მოიქცე როუზ, როგორ არ გესმის? თუ რომელიმე ჩვენთაგანი ამის გაკეთებას დააპირებს, მინდა რომ ეს შენ იყო! -უხეშად მითხრა, დაიძაბა და ვენები კისერზე გამოუჩნდა.
გულმა უფრო სწრაფად დამიწყო ძგერა. – არა! ამას ვერ დაგპირდები!
-ასეა საჭირო, აქაურობა უნდა დატოვო და აღარასდროს დაბრუნდე უკან. ძებნა არ დამიწყო...
-ამას არ ვიზამ!- საუბარი შევაწყვეტინე. პირი დამუწა და სახე დაეძაბა. ჩავისუნთქე და გავაგრძელე: -აქ თუ რამე მოხდება, ამას ან ორივე გავუმკლავდებით, ან არცერთი!-მკაცრად ვუთხარი.
მომაშტერდა, ჩემს თვალებში სასოწარკვეთილებას ეძებდა. ყბაზე ძარღვები დაეკუნთა, სუნთქვაც არათანაბარი გაუხდა. კისერი ოფლისაგან უბზინავდა.
როგორც იქნა, მომაშორა მზერა და თვალები ძირს დახარა. მაწუხებდა ის აზრი, რომ ის ამ ყველაფერს ვერ დაუსხლტებოდა. ისინი გამიშვებდნენ მე, მაგრამ არა მას.
-ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც შენ გინდა,- მითხრა და რამდენიმე წუთის დუმილის შემდეგ განაგრძო. -ყველაფერი სრულყოფილი ვერ იქნება..
-ჩვენ არ გვაქვს უფლება ასე ვიფიქროთ. ეს ჩვენ გაგვანადგურებს. -ვუპასუხე და განვაგრძე: -რა მოხდება თუ შენ ამას გააკეთებ და მე არა? -კითხვა გავუბედე.
თვალები კვლავ ჩემსას მოაპყრო. -მაშინ მე მოვკვდებოდი სურვილით, ვყოფილიყავი შენს ადგილას.
გულს ყელში ვგრძნობდი. თბილი ცრემლები ჩხვლეტენ ჩემს სახეს და მათაც მაშინვე ვიშორებდი.
-ასე ნუ ლაპრაკობ!- შევეხვეწე. -გაჩერდი!
ის მიყურებდა და გრძნობდა ჩემს უხეშ ტონს, მაგრამ არაფერს ამბობდა.
-ყველაფერი რასაც ვამბობ... -თავიდან დაიწყო - არის...- არც ვაცადე დასრულება.
-ზუსტად ვიცი რასაც ამბობ, მინდა გაჩერდე და აღარ გაიმეორო ეს სიტყვები! -ჩემმა ხმამ ამოხეთქა, ტონი ისტერიკაში გადაიზარდა.
ის ჩემს ხელს მისწვდა და თავისკენ მიიზიდა. მისი უხეში კანი ეხებოდა ჩემს ნაზ კანს. ცერა თითს დამამშვიდებლად უხახუნებდა ჩემს ხელს. რამდენჯერმე ღრმად ჩავისუნთქე, ვცდილობდი თავი დამემშვიდებინა.
-უბრალოდ დამპირდი -ჩამჩურჩულა. -დამპირდი, რომ დაფარული დარჩები.
პასუხი არ გამიცია.
-გთხოვ, როუზ- მევედრებოდა. -ამის ცოდნა მჭირდება!
ნერწყვი გადავყლაპე და თავი დავუკარი. თუ ეს არის რისი მოსმენაც უნდა, მაშინ დავთანხმდები.
-დამპირდი! -პასუხს ითხოვდა.
-დაფარული დავრჩები! -დავიჩურჩულე.
ზუსტად მაშინ, როდესაც ის ჩემსკენ მოიწია რათა გულში ჩავეკარი, შემაძრწუნებელი ბრახუნი გაისმა და ჩვენს გვერდით კარი ვიღაცამ შეარყია.

Hidden  | COMPLETEDWhere stories live. Discover now