Part 4

1K 63 2
                                    

4.

-რაა ? -წამოვიძახე.
-Whoah.
თვალები დავივიწროვე და გადაჯვარედინებული ხელები მკერდზე დავილაგე.
-რა გინდა? -უხეშად ვკითხე.
-შენი ფოსტა ჩემს ყუთში მოხვდა- მიპასუხა და ფურცლების დასტა გამომიწოდა.
-მეორედ ეს აღარ განმეორდეს!
-და შენი აზრით მე ვარ დამნაშავე? -ფურცლები გამოვართვი.
-მე ეგ ფურცლები შენს ყუთში არ ჩამიგდია!
-ხო, შენ გადმოხვედი აქ! -ტუჩზე იკბინა.
დროის გაფლანგვას მასზე არ ვაპირებ, კარი ცხვირ წინ მივუჯახუნე. ეს ბიჭი ნერვებს მიშლის!
ფოსტა ტახტზე დავაგდე და ნაადრევად გადავწყვიტე დაძინება. ჰარის ხუმრობები ჭკუიდან მშლის. სამსახურში დამცინოდა, ახლა კი ყველანაირ უხეშობას გადააჭარბა. ვფიქრობ, არასდროს მინახავს მისი ღიმილი დაცინვის გარეშე.
შუქი გამოვრთე და თავზე სამოსი ავიფარე. იმედი მაქვს, მომდევნო დღეები არ იქნება იმდენად სტრესული, როგორიც დღეს.
***
ოთხშაბათ დილით, მისტერ გრინმენის ოთახში შევედი და მაგიდაზე გასწორებული ხელნაწერები დავუდე. მან ხელში აიღო ფურცლები, კითხვა დაიწყო. გაოცებული მზერა შევნიშნე მის სახეზე.
-Wow როუზ, სულ ოდნავაც არ მოველოდი, რომ სამუშაოს ხუთშაბათამდე დაასრულებდი. -ღიმილით მითხრა.
მეც გავუღიმე, სიამაყით ამევსო სხეული. -სწრაფად ვმუშაობ.
-ვიმედოვნებ, ყველაფერი ნათქვამისამებრ არის რედაქტირებული.
-იმედებს არ გაგიცრუებთ.
-გენდობით. კარგი შთაბეჭდილება დატოვეთ ჩემზე მის ნაით.
გავუღიმე. -მადლობა.
მან ხელნაწერი გახსნა. -შევამოწმებ და რაც ჩემიძლია სწრაფად დაგიბრუნებ. -თქვა მისტერ გრინმენმა.
თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი და ოთახიდან გამოვედი. გადავწყვიტე, რადგან ჩემი პირველი ხელნაწერი ასეთი წარმატებით დავასრულე თავი დამესაჩუქრებია და შესვენების ოთახში გავედი სასადილოდ.
მაცივარი გამოვაღე, მაშინვე შევამჩნიე Diet Coke. ავზუზუნდი და მაცივრის კარი მივხურე, შემოვტრიალდი, ჰარი კარებზე იყო მიყრდნობილი. შიშისგან წამოვიყვირე და საჭმელი ძირს დამივარდა.
ჰარიმ როგორც ყოველთვის გამაღიზიანებლად ჩაიცინა.
-რატომ შემაშინე? - ვუყვირე და ძირს დავიხარე სადილის ასაღებად.
-რთულად შესამჩნევი ხარ. -გაეცინა
მას გავუსწორდი. -მადლობა. -სარკაზმით ვუპასუხე.
გვერდი ავუარე და ოთახიდან გავედი. სამწუხაროდ, ჰარიმ დამიჭირა და მისკენ შემატრიალა.
-პირველი ხელნაწერის დასრულებას გილოცავ. -ირონიულად მითხრა.
-მნიშვნელობა არ აქვს.
-მადლობაც გეყოფა ჩემგან.
-საქმე არ გაქვს გასაკეთებელი? -შევჩერდი და სახე-სახესთან გავუსწორე.
-რა თქმა უნდა მაქვს.
-მაშინ წადი და მიხედე. -კბილებში გამოვცარი.
-ვამჯობინებ, რომ დავისვენო. -მიპასუხა დამცინავი ღიმილით.
თვალები გადავატრიალე. -მიკვირს, სამსახურს როგორ ინარჩუნებ.
-აჰ... -თქვა მან, საუზმე გამომართვა და მაღლიდან თითი გადაუსვა. -საშინლად კარგი ვარ ამ საქმეში.
საუზმე უკან გამოვართვი. - უფრო თამამი ხარ.
-არა, უბრალოდ ყველაფერში სწორი ვარ.
გავბრაზდი და გვერდი ავუარე, ჩემს მაგიდას დავუბრუნდი. სავარძელზე დავჯექი, თავით ხელს დავეყრდენი, გაბრაზებული ვიყავი ჰარიზე და მის საშინელ ხუმრობებზე.
-საუზმეს ჯერ ნუ გახსნი, სულ ცოტა ხნის წინ ძირს დაგივარდა. -ისევ ის გამაღიზიანებელი ჰარი!
-მოკეტე! დავუყვირე და ხელნაწერი გავხსენი, რომელიც მისტერ გრინმენისგან მივიღე.
ჰარი ამით უფრო ერთობა ვიდრე მისი საქმით. პირიდან ჰაერი ამოუშვა, ჯესიმ ფურცლები დაუწყო მაგიდაზე, ხოლო ჰარიმ თვალი გადაავლო საბუთებს.
-აშკარად მეღადავები. - ადგილიდან წამოხტა. ფურცლები მუჭში მოიქცია, დაუყონებლივ შევარდა მისტერ გრინმენის ოთახში და კარი მოიჯახუნა. ყველა გაოცებული დატოვა ჰარის ამ საქციელმა.
-ფურცელზე რა ეწერა? -ზეინმა ჯესის ჰკითხა.
-არაფერი განსაკუთრებული, პროცენტული ჩამონაჭერი ბიუჯეტზე რასაც კომპანია აკეთებს.
მხრები ავიჩეჩე და საუზმეს გადავხედე, გადავწყვიტე ცოტახანი მომეცადა მის გახსნამდე.
რამდენიმე წუთის შემდგეგ, ყვირილი მოისმა ბატონი გრინმენის ოთახიდან.
-ეს ჩამონაწერი ძალიან დიდია! თუ ამას ახლა გავაკეთებთ, სამ წელში კომპანია გაკოტრდება. ჩვენ შეგვიძლია თავს უფლება მივცეთ ფასი ცოტა დავწიოთ! -ჰარი ტიპიური ბრიტანული აქცენტით ვიცანი.
-ეს საუკეთესო გზაა ამ მომენტისთვის, ფულს წლის ბოლოს კვლავ დავიბრუნებთ და ყველაფერი ძველებურად იქნება. არ იცი რას ლაპრაკობ...
-გინდა რომ სამ წელში ფულის გარეშე დარჩეთ? კიდევ სამი წელი შეგვეძლება მუშაობა და შემდეგ ყველა სამსახურის გარეშე დავრჩებით!
-რა იცი, რომ შენი გამოთვლები სწორია?
ცოტახნით შეჩერდა.
-ამას კრისტალთან წავიღებ
-სტაილს...!
ყველამ დავინახეთ, როგორ გამოვარდა ჰარი ოთახიდან, ბრაზისაგან ლოყები აწითლებული ქონდა. მერიონის მაგიდას ჩაუარა და ლიფტში შევიდა.
ზეინმა ჩაიხითხითა. -ჰარი და მისი ხასიათი.
-რატომ გაგიჟდა ასე ბიუჯეტის შემცირებაზე? -გავიკვირვე -საკმაოდ სასიამოვნო ჩანს.
ზეინმა მხრები აიჩეჩა. -ის დიდ ინტერეს იჩენს სამუშაოს მიმართ.
მე ჩავილაპრაკე. -რაღაც არ ეტყობა.
-შეიძლება დიდ დროს არ ატარებდეს სამსახურში, მაგრამ ის საოცრად ჭკვიანია. სამუშაოსთვის მხოლოდ კალკულატორს იყენებს.
ამ ამბავმა შოკში ჩამაგდო. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ჰარი ასეთი პროფესიონალი იქნებოდა მათემატიკაში.
ჩემს საქმეს დავუბრუნდი. ჰარი ძლაინ რთული ადამინია, ყოველდღე ახალს ვსწავლობ მისგან. რამდენადაც მეზიზღება ის, იმდენად ცნობისმოყვარე ვარ მის მიმართ.
სამი საათი შესრულდა და ჰარი კვლავ არ დაბრუნებულა. თითქმის საათ ნახევარია წასულია. ძალიან მიანტერესებს რა ხდება.
-მის ნაით. -მისტერ გრინმენმა დამიძახა ოთახიდან.
სწრაფად ავდეგი მაგიდიდან და მისკენ გავეშურე.
-ხელნაწერი რომელიც შეასწორე ფანტასტიური იყო. ვისურვებდი, რომ CEO-ს წაეკითხა, სანამ გამოვაქვეყნებდით. წაიღებთ ამას ბატონ კრისტალთან, მისი ოფისი ორი სართულით მაღლაა. ჩვეულებრივ მერიონი აკეთებს ამას, როდესაც ხელნაწერზე მუშაობას ასრულებენ, მაგრამ ვიმედოვნებ მისტერ კრისტალსაც მოეწონება ეს.
თავი დავუქნიე და ნერწყვი გადავყლაპე. მისტერ გრინმენმა საქაღალდე მომაწოდა.
ვცდილობდი, ნერვიულობა დამეფარა, ფეხებს ლიფტის იატაკზე ვაბაკუნებდი. ბატონი კრისტალის ოფისთან მივედი სადაც მდივანი შემეგება.
-როუზ ნაითი. -ვუთხარი მე. -ბატონმა გრინმენმა გამომგზავნა აქ.
მან თავი დამიკრა. - მისტერ კრისტალი დაკავებულია, მგონი მისტერ სტაილსი კვლავ ოთახშია, დაელოდებით?
-დიდი დრო არ მჭირდება, უბრალოდ ეს საქაღალდე უნდა დავუტოვო.
თავი დამიკრა და ტუჩები მომუწა, -კარგი, შებრძანდით.
როგორც კი ბატონი კრისტალის ჰოლში შევედი, ჰარის ხმამაღალი საუბარი გავიგონე. ნერწყვი გადავყლაპე, კარზე დავაკაკუნე და ოთახში შევედი.

Hidden  | COMPLETEDHikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin