Part 30

654 51 2
                                    

30.

გული ამიჩქარდა, როდესაც ჰარიმ კარი მიხურა.
-სტაილსი ჩვენს საუბარს უსაფრთხოების ოფისიდან უსმენდა, - თქვა ალეკმა ეშმაკურად.
ჰარის მზერა სტოიკური იყო, მე მომჩერებოდა.
წარმოდგენა არ მქონდა რა მეფიქრა, ან რას დავლოდებოდი. ყელი გამშრალი მქონდა და ვერაფერს ვამბობდი.
ალეკი ჩემს ცრუ სიტყვებს იყენებს ჩემი გრძნობების შესახებ ,რომ ჰარი ჩემს წინააღმდგგ განაწყოს.
-სტაილს, შეგიძლია როუზის სიტყვები დაადასტურო? - თქვა ალეკმა, სადისტური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. - მის მიმართ არაფერს გრძნობ?
წამით დავინახე,როგორ გაუელვა ათასობით ემოციამ თვალებში, მაგრამ მწვანე თვალები წამში გადაიქცა ბნელად. მახსენდებოდა საღამო,როდესაც მას ვეჭირე, როდესაც მე ვუმუშავებდი ჭრილობებს, როდესაც ერთად ვიცინოდით,მისი ხელი ჩემს წელზე იდო და ვარსკვლავებს მივჩერებოდით, ეს კი სულ რამოდენიმე საათის წინ.
თვალები ჩაუბნელდა, მწვანე თითქმის შავად იქცა.
-არაფერს არ ვგრძნობ მის მიმართ, - თქვა უხეშად, მზერა ამარიდა.
ვიგრძენი როგორ გამებზარა გული.
-როგორც ჩანს, სათანადოდ ვერ შევაფასე, - თქვა ალეკმა,ცალი წარბი მაღლა აზიდა, - მაგრამ ყოველთვის არის შანსი იმისა,რომ იტყუებოდეთ. - მზერა გაუმკაცრდა.
ჰარიმ ნერწყვი გადაყლაპა.
-მე გითხარი, მან არაფერი იცის. მას რატომ ვეტყოდი რამეს?
ყოველი მისგან წარმოთქმული სიტყვა, უფრო მანადგურებდა, მაგრამ ვცდილობდი, რომ გამომეტყველება არ შემცვლოდა.
-აქედან წაიყვანე, სტაილს. ამიერიდან კი ველი, რომ შეხვედრებს დაესწრები, - თქვა ალეკმა მკაცრად, მაგიდიდან ფურცლები აიღო და გაასწორა.
ჰარიმ თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა.
მე ჩემი სკამიდან წამოვდექი, ბოლოჯერ გავხედე ალეკს, შემდეგ მოვბრუნდი და ჰარის გავყევი.
მძულს ალეკი.
როდესაც ივორიდან მოსახვევში გავედი, ჰარი თავის მანქანასთან იდგა, რომელიც გზის მეორე მხარეს ეყენა.
-ჩაჯექი, - თქვა უხეშად,როდესაც მივუახლოვდი.
ამოვიოხრე და დავემორჩილე.
როგორც ჩანს, ყოველ ჯერზე, როცა ივორიში მოვდივარ, ჰარი გაბრაზებული ჩემზე რჩება.
-ვერ გავიგე, - ვთქვი, - იქ რას აკეთებდი?
-მასთან სალაპარაკოდ წავედი, რომ შემემოწმებინა, გაბრაზებული ხომ არ იყო, რადგან შეხვედრებს არ ვესწრებოდი. დაგინახათ როგორ შემოდიოდით შენ და ლუი და მითხრა, რომ ოთახში შევსულიყავი. - ჰარის ჩემთვის არც შემოუხედავს.
კალთაზე დავიხედე.
სიჩუმე სუფევდა.
თავი ფანჯარას მივადე, თვალები დავხუჭე.
-ჩემს მანქანაში ისევ არ დაიძინო, მაღლა არ აგიყვან.
ჰარის სიტყვებზე შევკრთი, წამოვჯექი და გავსწორდი.
-არ ვაპირებდი.
ჰარის ხელები ისე მაგრად ჰქონდა მოკიდებული საჭესთვის,რომ სახსრები სულ გასთეთრებოდა.
-არ ვიცი რატომ ხარ გაბრაზებული, - ვთქვი.
-ყველაფერი გავიგე,რაც თქვი, - თქვა უხეშად. - ყველაფერი.
-და რა?
-რა და, შენ პრაქტიკულად თქვი ,რომ გკიდივარ.
-რატომ გადარდებს?
-რა თქმა უნდა, მადარდებს, ჩვენ მეგობრები ვართ, - თავი გააქნია. - მეგობრები ვიყავით. - შეასწორა და გული შემეკუმშა.
-ეს მიზეზი არ არის, და შენ ეს იცი. - ვთქვი. - შენ ჩემს მიმართ გრძნობები გაქვს, მაგრამ არ ამბობ.
-შენს მიმართ გრძნობები არ მაქვს, როუზ. მირჩევნია ვაილეტის წინაშე დავდგე მუხლის ჩოქზე, ვიდრე შენს მიმართ მქონდეს ოდესმე გრძნობები.
მისმა სიტყვებმა გამანადგურეს, ტუჩზე ვიკბინე,რომ არ ავტირებულიყავი.
-ტყუი. - ვთქვი,როდესაც მანქანა ჩვენი სახლის წინ გააჩერა და სწრაფად გადავიდა.
სწრაფად გავყევი უკან.
ეს ალეკმა გააკეთა,ვიცი ,რომ მან გააკეთა. უნდა,რომ მე და ჰარი ჩამოგვაშოროს ერთმანეთს, თავის მიზანს კი აღწევს.
-რას იტყვი იმ დროზე ,რომელიც ერთად გავატარეთ? - დავიყვირე, ხელი მაჯაზე მოვკიდე და სიარული შევაწყვეტინე.
გაჩერდა.
მანქანების სადგომზე ვიდექით,ქარი უხეშად უბერავდა აქეთ-იქით.
-რას იტყვი იმაზე, რომ ღამით შენთან დარჩენის საშუალებას მაძლევდი? იმაზე ,როდესაც შენს გვერდით მეძინა? იმაზე, როდესაც თქვი,რომ მხოლოდ ერთი სურვილი რომ გქონოდა, მე მისურვებდი? იმაზე, როდესაც მაკოცე, ჰარი? - ხმა გამებზარა.
არ მიყურებდა.
-ეს შენ თქვი ,რომ ჩემს მიმართ არაფერს გრძნობდი, - თქვა უხეშად. - ალეკს სახეში უთხარი, იქვე. მე დავინახე.
-იმიტომ ვთქვი,რომ თუ გაიგებდა, რომ შენს მიმართ გრძნობები მქონდა, ორივე განწირულები ვიქნებოდით!
მზერა მე მომაბყრო.
-ჩემს მიმართ გრძნობები გაქვს?
-რა თქმა უნდა, შენს მიმართ გრძნობები მაქვს ,ჰარი! ღვთის გულისთვის, ეს აქამდე როგორ არ იცი? - მზერა მოვაშორე, ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე. - შენ .. შენ ჩემში ეს ცეცხლი აანთე,რომელიც არც კი ვიცოდი,რომ არსებობდა. როდესაც შენთან ვარ, თითქოს რაღაც ძალას ვგრძნობ,რომელიც ერთმანეთისკენ გვიზიდავს, და არ ვიცი რატომ ან როგორ, მაგრამ მე ეს მიზიდავს, ჰარი.
პასუხი არ გაუცია და მას გავხედე.
-თუმცა მნიშვნელობა არ აქვს, - ვთქვი, - რადგან შენ არაფრის გჯერა, არა?
დაბლა დაიხედა.
თვალები დავხუჭე, ღრმად ამოვისუნთქე.
-შენ ბედნიერი დასასრულის არ გჯერა, სიმპატიური პრინცების და რა თქმა უნდა, არც სიყვარულის.
თვალები გავახილე და შევბრუნდი, ვესტიბიულში შევაბიჯე და ჰარი დავტოვე ,რომელიც მიყურებდა, როგორ მოვდიოდი.
ვფიქრობ გავიგე, როგორ დაიძახა ჩემი სახელი, მაგრამ დავაიგნორე და კიბეები ავირბინე.
ჩემი სახლის კარი მივაჯახუნე, თვალებში ცრემლები მქონდა დაგუბებული.
მძულს ალეკი, მძულს ამის გაკეთების გამო. ჩემი ტყუილები დაინახა და ჩემს საწინააღმდეგოდ გამოიყენა.
ჰარიც მძულს. მძულს, რადგან დაიჯერა, რაც მე ვთქვი და გულთან მიიტანა.
სააბაზანოში შევედი, ვცდილობდი მთელი დღის ქმედებები ჩამომერეცხა ,მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ჰარის ტკივილით სავსე, ბნელი თვალები გონებიდან არ მცილდებოდა.
პიჟამოები ჩავიცვი და საწოლში ჩავწექი, ტელევიზორი ჩავრთე და არხიდან არხზე დავრბოდი ზანტა.
თეთრმეტს გადაცილებული იყო, მე კი დაძინება არ მინდოდა, რადგან ვიცოდი ,რომ ჰარი ჩემს სიზმრებში იქნებოდა.
ბოლოს შუა ღამისას ჩამეძინა, ტელევიზორი ისევ ხმადაბალზე იყო ჩართული.
როდესაც მეძინებოდა, მივხვდი,რომ ჰარის მიმართ მხოლოდ გრძნობები არ მქონდა.
მე ის მიყვარს.

Hidden  | COMPLETEDTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang