Hidden
Chapter 23
-შენი პირველი სიყვარულის შესახებ მომიყევი.
სიტყვები დაუფიქრებლად ამომცვივდა პირიდან, თავი გავაქნიე და გული ამიძგერდა. მისი გამომეტყველება უფრო ღრმა ჩანდა.
-სხვა რამე მკითხე. -სწრაფად მიპასუხა. წარბები ჩაფიქრებულმა შეკრა, მზერა მომაშორა და ძირს დაიხედა.
-არა. -მტკიცედ ვუთხარი. -არა, ჩვენ შევთანხმდით,რომ საიდუმლოებს გავცვლიდით. მე ჩემი პირობა შევასრულე, ახლა შენი ჯერია. -ამოიხვნეშა და ძირს დაიხედა. მოლოდინში თუ რას მეტყოდა ცნობისმოყვარეობა ცოცხლად მჭამდა.
დიდი ხნის განმავლობაში ისე დუმდა ბოლოს ვიფიქრე რომ აღარაფრის თქმას აპირებდა, მაგრამ..
-მისი სახელი იყო ვიოლეტა. ვიოლეტა ვოტერგეიტი. -მშვიდად თქვა და ტუჩი მოიკვნიტა. -მას ბარში შევხვდი და იმ მომენტში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში „ეს ყველაზე ლამაზი გოგოა ვისაც კი ოდესმე შევხვედრილვარ". -მოკლედ გაეღიმა და განაგრძო. -მას ქერა თმა ჰქონდა ნამდვილად რბილი და აგრეთვე გრძელი. ტალღოვანი თმა გაშლილი ჰქონდა, რაც ძალიან მომწონდა. და.. და მისი ლურჯი თვალები ოკეანესავით ღრმა და სუფთა იყო. ისინი ისეთი ლურჯი იყო როუზ, ძალიან ლურჯი. -ცას ახედა და მივხვდი თუ როგორ ამოუტივტივდა მასთან დაკავშირებული მოგონებები. ჩაისუნთქა და თხრობა გააგრძელა.-ლონდონიდან ახალი გადმოსული ვიყავი,ამავდროულად ძალიან სულელი,მაგრამ როცა ვიოლეტას შევხვდი.. ააჰ ჯანდაბა. ის ნარკოტიკივით იყო. ის ვერავის ამჩნევდა, მაგრამ მე მის სიახლოვეს ყოფნას მაინც ვაგრძელებდი. დილის სამი საათი იყო. ნებისმიერი დროს როცა არ უნდა დამერეკა ის ყურმილს ყოველთვის პასუხობდა. -ჰარის ტუჩებზე ღიმილი დათამაშებდა. -სანამ ამას გავიგებდი, მანამდე ვერ შევძელი მისი გაშვება.
ჩვენი თვალები კვლავ ერთმანეთს შეხვდნენ. -გარდა ამისა, მე არაფერს წარმოვადგენდი მისთვის. ეს თავიდანვე ვიცოდი. ვიცოდი, მის გვერდით ყოფნის უფლებას იმიტომ მაძლევდა, რომ იცოდა მასზე ვგიჟდებოდი. ვხვდებოდი, რომ მას ეს სიამოვნებდა.
ჰარიმ შორ მანძილს მოავლო თვალი. - როცა მითხრა, რომ ლოს ანჯელესში თავისი კარიერის ასაწყობად მიემგზავრებოდა, დიდად გაკვირვებული არ დავჩენილვარ. იმ დღეს ვუთხარი, რომ მიყვარდა, სამაგიეროდ კი დამცინა.
ჰარის დატყვევებული ვაკვირდებოდი.
-იმ დღის ყოველი წამი მახსოვს. -მშვიდად მითხრა. -ყველაფერი რაც მას ვუთხარი მნიშვნელობა არ ჰქონია მისთვის. იმ დღეს როცა ის გაემგზავრა აღარაფრის ძალა მქონდა. მინდოდა მეყვირდა, მეღრიალა მისთვის ჩემი გამოყენებისთვის, მაგრამ ამის ნაცვლად მშვიდად ვუყურებდი თუ როგორ მიდიოდა შენი.. -გაჩერდა და გვერდით გაიხედა.
-რა? ჩემი რა?
მან ამოიხვნეშა. -შენი ბინიდან. ის შენ ბინაში ცხოვრობდა.
-ესაა მიზეზი თუ რატომაც გძულდი.-ვუთხარი და წარბი შევკარი. -იმის გამო კი არა,რომ ამპარტავნად მთვლიდი, არამედ იმიტომ, რომ მე მის ბინაში გადმოვედი საცხოვრებლად.
თავი დამიქნია.
-ხო. იმ დღეს როცა შეგხვდი.. და გთხოვე არ გეხმაურა.. მე იმისთვის ვიყავი მოსული რომ.. დავრწმუნებულიყავი ის ნამდვილად წასული იყო. ვგულისხმობ, რომ უკვე სამი წელი გავიდა და იქ არავინ გადასულა საცხოვრებლად. მაგრამ როცა შენ კარი გააღე.. და.. და შენ მუქი თმა და ყავისფერი თვალები გქონდა გავბრაზდი, რომ ვიოლეტასგან ყველანაირად განსხვავდებოდი. -ნერწყვი გადაყლაპა. -მძულდა ის ფაქტი, რომ იქ შენ გადახვედი, გადაიტანე შენი ნივთები.. იქ ყველაფერი გამქრალი იყო რაც ვიოლეტასთან ოდესმე იყო დაკავშირებული.
ჰარიმ კვლავ შემომხედა. -მაპატიე, დიდი ნაბიჭვარივით მოვიქეცი.
-ყველაფერი კარგადაა.
თავი დამიქნია და ღრმად ჩაისუნთქა.
-იმ დღის შემდეგ, მას ესაუბრე? -ვკითხე.
ჰარიმ თავი გააქნია.
-არა, მან მე თავისი ნომერი მომცა, მაგრამ როცა რამდენიმე დღის შემდეგ დავურეკე პასუხი ვიღაც ტიპმა გამცა. ვკითხე თუ ვინ იყო და მან მიპასუხა რომ ვიოლეტას შეყვარებული იყო. -ჰარიმ შემოხედა. -ის მხოლოდ ორი დღის წასული იყო როუზ. ორმოცდარვა საათი იყო გასული და უკვე შეყვარებული ჰყავდა. -მან თავი გააქნია. -მან ერთხელაც კი არ მომცა უფლება, რომ მისი შეყვარებული ვყოფილიყავი. -დაბალი ხმით მითხრა.
რაღაცამ მიბიძგა მკლავები მისთვის შემომეხვია, რომ თავი შედარებით კომფორტულად ეგრძნო. მინდოდა მეთქვა, რომ თუ ვინმე სხვას შეიყვარებდა ბედნიერებას ისევე იგრძნობდა. მინდა რომ ის ბედნიერი იყოს. მინდა ვნახო როგორ იღიმის და ვუყურო მის გაბრწყინებულ თვალებს გულიანად სიცილის დროს. მინდა მისი ხელი ავიღო და ვუთხრა, რომ ვიოლეტა არ იყო მისი შესაფერისი და კიდევ არის ვიღაც ვისც მისი ძლიერად შეყვარება შეუძლია.
მაგრამ მე გაუნძრევლად ვიჯექი და მას ვაკვირდებდი.
-ვწუხვარ რაც მოხდა. -ვუთხარი.
თავი დამიქნია. -ვიცი, მეც ვწუხვარ.
ჩავახველე. -და ის.. ის ახლაც გიყვარს?
ჰარიმ შემომხედა. -არა. -ენა ტუჩებზე გადაასრიალა. -სიყვარულის აღარ მჯერა.
თვალები დავახამხამე. -დიდად ოპტიმისტურად არ ჟღერს.
-ოპტიმისტი არც ვარ.
-ჯერ კიდევ.
-როუზ, ეს ზღაპარი არ არის. არ არსებობს ბედნიერი დასასრული, არც მომხიბვლელი პრინცები და არც ჭეშმარიტი სიყვარული. -მისი ხმა შხამიანად ჟღერდა.
-ვწუხვარ,რომ თავს ასე გრძნობ.
მან შემომხედა.
-პატიოსნად მითხარი, შენ ამ მძღნერობის გჯერა?
-კი.
-როუზ, შენზე ერთხელ სექსუალურად იძალადეს და ორჯერ დიდი ფსიქოლოგიური დარტყმა მოგაყენეს. საერთოდაც როგორ გჯერა სიყვარულის არსებობის?
მის სიტყვებზე დავფიქრდი. -იმის გამო რაც დამემართა, არ ნიშნავს, რომ მე არავინ შემიყვარდება. ვინმე ვინც იგივეს არ გამიკეთებს. ვფიქრობ, თუ შეხვდი ვინმე სწორ ადამიანს შენთვის, ის აუცილებლად შეგიყვარდება.
-ეს ერთი უაზრო ტვირთია.
-არა, ასე არ არის. ერთ გოგოს არ უნდა მისცე უფლება, რომ სიყვარულზე აზრი შეგაცვლევინოს.
-ის უბრალო გოგო არ იყო. -ჰარიმ მითხრა. -ის ვიოლეტაა.
უცებ ჩავფიქრდი, რა მოხდებოდა, რომ ჰარის შევყვარებოდი. ჩემი გულისთვის რას გააკეთებდა? გააქრობდა იმ ტკივილს რაც ჯეისონთან მაკავშირებდა? როცა თავს ცუდად ვიგრძნობდი მომკიდებდა ხელს და როცა ძილს ვერ შევძლებდი ჩამეხუტებოდა მაგრად? გამოიყენებდა ყველა შანსს ჩემი ღიმილის დასანახად?
არა. ის არაფერს გააკეთებდა ზემოთ ხსენებულიდან. იმიტომ, რომ ის ჰარია და მას არც ჯერა ბედნიერი დასასრულის, არც პრინცების და რა თქმა უნდა არც ნამდვილი სიყვარულის.
YOU ARE READING
Hidden | COMPLETED
FanfictionRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...