5.
აარონი კართან იდგა. -როდის იწყებ? -მკითხა.
-ორშაბათს. ასე არასდროს მინერვიულებია ცხოვრებაში. -საყურე გავიკეთე.
-მახსოვს ჩემი სტაჟიორობის პირველი დღე. -მიპასუხა აარონმა. -ძალიან მეშინოდა.
-ჰმმმ... -ჩვენი სამსახურები სრულიად განსვავდებოდა ერთმანეთისგან.
-როუზ მაგიდა ექვსზე მაქვს დაჯავშნული, გვავიანდება. -გაბრაზებულმა შემომხედა.
-ვიცი.. ბოდიში.. უბრალოდ -ტუჩსაცხი ავიღე, სწრაფად გადავისვი. -მზად ვარ, წავედით.
აარონმა გამიღიმა, ოთახიდან გავედით და კარი ჩავკეტე. შაბათი დღეა, როგორც იქნა აარონს თავისუფალი დრო აქვს. მიხარია, რომ ამ დღეს მასთან ერთად გავატარებ. დღეებმა შეუმჩნევლად სწრაფად გაიარა, ზეინთან საუბარი სიამოვნებას მანიჭებდა, კარგად გავიცანი პერი და ლანა, ყველაზე მთავარი კი ჰარის ვაიგნორებდი და ისიც ყურადღებას არ მაქცევდა. კიდევ ვბრაზდებოდი ჰარის უმადურობაზე, მის საქციელებზე.
აარონის მანქანაში ჩავჯექით, კარგი ამინდი იყო ძალიანაც არ ციოდა.
-გარეთ გრილა. -მითხრა აარონმა.
-ხო.. ძალიან ცივა ხოლმე ზამთარში?
-ზოგჯერ თოვს, მაგრამ ხშირად არა. უმეტესად ყინვებია.
ავკანკალდი. -იმედია, ჩემს სახლს კარგი გათბობა აქვს.
აარონმა ჩაიხითხითა. -ხოო.
მთელი გზა სიჩუმეში გავატარეთ, მე ფანჯრიდან ვიხედებოდი და ქალაქის ნათებით ვტკბებოდი.
-პორტლენდი ძალიან ლამაზია ღამით. -სიწყნარე დავარღვიე.
-მჰჰ... -აარონი საჭეზე თითებს ათამაშებდა. მას გადავხედე. ჩვენი შეხვედრის პირველივე დღიდან ვფიქრობ, რომ ის ძალიან მიმზიდველია. მას სწორი მუქი თქმა აქვს და ნათელი ლურჯი თვალები.
-აამმ.. და სად მივდივართ? -ინტერესით ვკითხე.
-ერთი ლამაზი ადგილი ვიცი ვილამეტის გასწვრივ, ღამით მდინარე იქ შეუდარებელია.
თანხმობის ნიშნად თავი დავუკარი. მძულს მომენტი, როცა მე და აარონი გავურბივართ ერთმანეთთან ლაპარაკს. ყოველთვის როცა რამის თქმას დავაპირებ, ის ან მაწყვეტიებს ან თემას ცვლის.
-მოვედით. -მანქანა პარკინგზე დააყენა. სწრაფად გავაღე კარი, მას გავყევი და რესტორანში შევედით. საუკეთესო ხედით შეურჩევია ადგილი, მენიუს გადავხედე. საკვებს საკმაოდ მაღალი ფასები ეწერა, იმედია აარონი მომცემს საშუალებას საკუთარი თანხა გადავიხადო, ვერ დავუშვებ ამ რაოდენობის თანხა ჩემს გამო დახარჯოს.
უკვე ვუკვეთავდით, როდესაც აარონის მობილურმა გაანათა, დიდი ხანი აკვირდებოდა ეკრანს.
-ამის დედაც!
-რა მოხდა?
-უნდა წავიდე. ერთ-ერთი სტაჟიორი ცუდად გამხდარა, წარმოდგენა არ მაქვს! -ნახევრად გამიღიმა. -ჩეკი თუ შეიძლება!
შეძრწუნებულმა შევხედე. -კი მაგრამ ააარონ, უკან როგორ დავბრუნდე?
-ძალიან ვწუხვარ როუზ, უნდა გავიქცე... მოგვიანებით ყველაფერს გამოვასწორებ, გეფიცები. -მისი ნივთები აიღო და წასასვლელად გაემზადა.
-მაგრამ...
-მაპატიე, უნდა გავიქცე.
პირი მოვმუჭე. -კარგი.
აარონს თვალები მოულბა. -როუზ, იმედი ნუ გაგიცრუვდება გთხოვ.
-იმედი როგორ არ უნდა გამიცრუვდეს?! შაბათ დღეს ხომ თავისუფალი უნდა ყოფილიყავი?! ეს დღე ხო ერთად უნდა გაგვეტარებინა?!
-მათ ვჭირდები სააავადმყოფოში და აქედან როგორ დავეხმარო?! იქნებ ვინმესთვის ეს სავალალოა?! იქნებ ვინმე კვდება?!
-გასაგებია, მაპატიე.
კოცნისთვის გადმოიხარა -ხვალ გნახავ.-მითხრა მან და დავინახე, როგორ გაიქცა რესტორნიდან ისე რომ უკან არც კი გამოუხედავს.
ხელები გადავაჯვარედინე. უკან როგორ უნდა დავბრუნდე?! ამაზე აარონს როგორ არ უნდა გავუბრაზდე, ნუთუ სხვა სტჟიორი არ ჰყავდათ სააავადმყოფოში?!
ნივთები ავალაგე და გარეთ გამოვედი. ოფიციანტს ბოდიში მოვუხადე და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.
კედელს მივეყუდე, ხალხს ვათვალიერებდი და ვფიქრობდი ვისთის მეთხოვა დახმარება. ქალაქში ახალი ვარ, ჯერ არავის ვიცნობ. კარგი იქნებოდა ზეინს დავკავშირებოდი, ის დამეხმარებაზე უარს არ მეტყოდა.
ამოვიხვნეშე, ზოგჯერ აარონი ისეთი.... ააჰჰჰჰ.
შეწყვიტე ამაზე ფიქრი, ჩემ თავს შევეწინააღმდეგე, აზრები გავფანტე. ხო... უნდა წასულიყო ალბათ, ვინმეს ძალიან სჭირდებოდა მისი დახმარება.
მზერა ქუჩის მეორე მხარეს ბარმა მიიპყრო. ხმამაღალი მუსიკის ხმა ისმოდა შენობიდან, მთვრალი ხალხის ცივი და მტკივნეული სიცილის ხმა გამოდიოდა შენობიდან.
დავინახე ვიღაც ბარიდან გამოვიდა, ჯიბეში ხელები ჩაეწყო. დაელმებულად შევხედე. არა!... შეუძლებელია.
რესტორანში დაბრუნება გადავწყვიტე, თუმცა აღმოჩნდა დავიგვიანე.
-როუზ!
უკან შემოვბრუნდი, ჰარის თვალები გავუსწორე, უკვე ქუჩა გადმოეჭრა და ჩემსკენ მოდიოდა. დამცინავი ღიმილი კვლავ მის სახეს დათამაშებდა.
ყბა დამეძაბა. -გამარჯობა. -სწრაფად ვუთხარი.
-ამ დროს აქ მარტო რას აკეთებ? -მისი ტონი დამცინავად ჟღერდა.
ხელები გადავაჯვარედინე. -შენი ცინიზმი ნამდვილად არ მჭირდება, იდეალური საქციელი იქნება შენი მხრიდან მოიქცე თითქოს არ დაგინახივარ და უკან მშვიდად გაბრუნდე -მკაცრად ვუპასუხე.
ჰარის ღიმილი საშინლად გამაღიზიანებელი იყო -დოქტორი ბოიფრენდი სად გყავს?-პასუხი დამიიგნორა.
-ის სტაჟიორია. -ნიშნის მოგებით ვუპასუხე. პირი გავხსენი, როდესაც მივხვდი ასეთი დაძაბულობით კბილები სულ მტკენოდა.
-სწორია, ეს როგორ დამავიწყდა. -ჰარიმ მზერა მომაპყრო.
-სწორია. -მის ტონს მივბაძე. -მარტო დამტოვე თუ შეიძლება!
-რაღაც მეუბნება, რომ სახლში წაყვანა გჭირდება, როუზი.
დაძაბული მას გავუსწორდი. -ეგ სახელი მეორედ აღარ დამიძახო! -საშნელი მოგონებები ამოტივტივდა ჩემს თავში, მაგრამ თავი მაშნვე გამოვიფხიზლე.
-რა, როუზი? თუ გირჩევნია როზალი დაგიძახო? -რა თქმა უნდა მან იცოდა ჩემი სრული სახელი. ჯანდაბა, რატომ ჩაუგდეს ჩემი ანკეტა ხელში.
-გაჩერდი! -დავუყვირე.
-მე პირადად „როუზი" უფრო მომწონს.
-დაახვიე!
-ვიცი, ვინმე გჭირდება სახლში რომ წაგიყვანოს. თავაზიანობას გამოვიჩენ და ამას გავაკეთებ, ოღონდ ჩემთან ვალში იქნები.
-შენთან ერთად წაომსვლას არ ვაპირებ.
-კარგი, მაშინ ვის ელოდები?
-ზეინს. -ვიცრუე.
-მატყუარავ, ზეინმა არამგონია შეძლოს შენი შინ მიყვანა.
-რატომ?
-ის... -თვალები გადაატრიალა და მზერა მომაშორა. -არ ცალია. -მისმა მზერამ სხვა საგანზე გადაინაცვლა. თავი გავაქნიე, ცნობისმოყვარეობამ სრულიად მომიცვა.
-საერთოდ საიდან მოიტანე, რომ ვინმეს დახმარება მჭირდება მგზავრობისთვის?
ჰარიმ შემომხედა და კბილები დაკრიჭა. -შემიძლია გითხრა.
-მოდი! -უკან შეტრიალდა და გზა გადაჭრა. ადგილიდან რომ არ გავნძრეულვარ, კვლავ უკან გამომხედა. -ან თუ გირჩევნია, შეგიძლია სიცივეში გარეთ დარჩე.
დიდი არჩევანი არ მქონდა, ჰარისთან ერთად წავლას ისევ მაიკის ყურება მირჩევნია, როგორ ჭამს M&M-ს. თვალები გადავატრიალე და გზა გადავჭერი.
ჩაიცინა, როდესაც მისკენ მიმავალი დამინახა. ბარს ჩავუარეთ, პარკინგზე მივედით, გაპრიალებულ შავ სედენთან გავჩერდით. ჰარიმ მანქანა გააღო, მე სავარძელზე დავჯექი და ფანჯრიდან ყურება დავიწყე. მისი მანქანა გამაოცებლად სუფთა იყო, შიგნით სიახლის სუნი ტრიალებდა. მაინტერესებდა, მისი ბინაც თუ ისევე აკურატულად გამოიყურებოდა როგორც ეს მანქანა.
-მოიცა, მივხვდი -თქვა ჰარიმ და ჩემსკენ შემოტრიალდა. -ექიმმა ბიჭუნამ იქ მიგატოვა არა?
თვალები გადავატრიალე. -ცდები.
-თუ პირდაპირ სადილის დროს მიგატოვა, ჯანდაბა რა მტკივნეულია.- დამცინა, რამაც უარესად გამაღიზიანა.
YOU ARE READING
Hidden | COMPLETED
FanfictionRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...