43
ველოდი, რომ ალეკი მოვიდოდა და ჩვენ პატარა ჯგუფს ააოხრებდა, მაგრამ ამის მაგივრად მისი ნაიარევი სახე მიატრიალა და მისტერ კრისტალისკენ და მისი მეუღლისკენ წავიდა. აარონი მას გაყვა, მანაც მოგვაშორა მზერა.
ვაილეტი სწრაფად წამოდგა. თავი დაგვიკრა, შემდეგ კი ალეკთან და აარონთან წავიდა.
ჰარის ხელი ჩემს თეძოზე ედო, ნერვიულად ასრიალებდა წინ და უკან. ტელეფონი ამოიღო.
- ლიამი, ლუი და ნაილი უნდა შევამოწმო. - ნელა ამიხსნა და თითი ტელეფონის ეკრანზე გადაატარა. - წესით ახლა ივორიში უნდა იყვნენ.
ლანაც მალე მოშორდა ჩვენს მაგიდას და საცეკვაო ოთახის მეორე ბოლოში მდგარ ჯესის რაღაც გადასძახა. ჯემამ ხელი თმაში შეიცურა.
ედი ზეინთან ერთად ოთახის მეორე ბოლოში შევნიშნე და ხელი დავუქნიე. მათაც დამიქნიეს ხელი, სახეზე ნერვიული ღიმილი ჰქონდა ორივეს აკრული.
- გეგმა მოქმედებაში უნდა მოვიყვანოთ. - თქვა ჰარიმ და თვალებში შემომხედა.
საშინლად ავნერვიულდი. შეიძლება ყველაფერი ცუდად დასრულდეს.
ძნელად გადავყლაპე ნერწყვი.
- არ ვიცი ამას თუ შევძლებ, ჰარი-
- დიახ, დიახ შეძლებ. ამას შეძლებ. მე შენი მჯერა, გახსოვს?
ის მომენტი გამახსენდა, როცა ჯეისონს უნდა შევხვედროდი ნიუ-იორკში. კაფეში ვიჯექი, საშინლად ვნერვიულობდი როცა უეცრად ჩემმა ტელეფონმა დარეკა და ეკრანზე ჰარის ნომერი დაიწერა.
''- ჰარი?
- ჰმ?
- შენ.. ჩემში გჯერა?''
- რას გულისხმობ?
- რაღაცის გაკეთებას ვაპირებ.. რაღაც დიდის. გჯერა რომ ამის გაკეთებას შევძლებ?
- რა თქმა უნდა, შეძლებ.''
ნელა დავუქნიე თავი და ჰარიმ რბილად მაკოცა ტუჩებზე.
მანამ, სანამ რამის თქმას მოვახერხებდი მთელს დარბაზში წკარუნის ხმა გაისმა და ყველა ბენდისკენ მიტრიალდა.
ალეკი მიკროფონის წინ იდგა, ხელები ზურგს უკან ჰქონდა.
- საღამო მშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო. - თქვა მან. - მე ალეკ უოლფი ვარ, და მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ამ საღამოს აქ მობრძანდით მისტერ რობერტ კრისტალის საპატივსაცემოდ.
დარბაზში ტაშს დაკვრის ხმა გაისმა, კრისტალი კი იდგა და ყველას ხელს უქნევდა, სახეზე ღიმილი ჰქონდა აღბეჭდილი.
მარიონი, ქალმა რომელმაც დამირეკა, რომ ჩემთვის შეეტყობინებინა ჩემი სამსახურში ყვანის ამბავი. ქალი, რომელიც ყოველ დღე პასუხობს ტელეფონებს კრისტალში, არის ინსაიდერი. ის ისმენდა და ყველაფერს უოლფთან ამბობდა. ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, ბოლოს და ბოლოს ის მიმღებია.
მისგან შევტრიალდი.
- მინდა სადღეგრძელო მოვსვა, - თქვა ალეკმა, ღვინის ჭიქა ჰაერში აწია. - გაუმარჯოს კრისტალის გამომცემლობას, და-
- და იმას, თუ რამდენი ფული აიღეთ თქვენ მათგან. - თქვა ჰარიმ,ფეხზე წამოდგა და ღვინის ჭიქა ჰაერში ასწია.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა.
გაოცებული ვუყურებდი ჰარის, რომელიც ცალყბად იღიმოდა.
ნელა დადო ჭიქა მაგიდაზე.
- გასული ხუთი წლის განმავლობაში, მისტერ უოლფი არალეგალურად ითვისებდა სამ მილიონ დოლარს კრისტალის გამომცემლობიდან, რობერტ კრისტალის ზურგს უკან. - თქვა ჰარიმ იოლად და ოთახში გაოცების ამსახველი ხმები გაისმა.
- საერთოდაც, უკვე სამი მილიონ ოთახსი ათასი.
ვაილეტი სკამიდან წამოდგა, მისი წითელი კაბა გაისწორა.
- სამი მილიონ ოთახსი ათასი დოლარი, - დაადასტურა მან და ოთახში გაოცების ხმები გაისმა. - მხოლო კრისტალის გამომცემლობიდან.
ალეკი ისე გამოიყურებოდა, თითქოს წამიც და დაიფერფლებაო.
- ამასთან ერთად, - განაგრძო ზეინის ხმამ, როცა სკამიდან წამოდგა. - ემუქრებოდა მათ, ვინც მისი კომპანიის დატოვებას შეეცდებოდა.
- ეს სულ ტყუილია, - თქვა აარონმა. - ისინი ტყუიან.
- არა, არ ტყუიან.
ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი, როცა ჰარის გვერდით დავდექი.
- ისინი არ ტყუიან, სრულ სიმართლეს ამბობენ. და არ გაქვს იმის საშუალება, რომ უარყო რასაც ისინი ამბობენ.
აარონმა შემომიბღვირა, მაგრამ გაჩერდა.
ბოლოს მისტერ კრისტალი წამოდგა.
- მის ნაითი სწორია.
- მის ნაითმა არ იცის რაზე საუბრობს. - თქვა უხეშად ალეკმა.
- პოლიციას დაურეკე. - ჩამჩურჩულა ჰარიმ.
ნელა ამოვიღე ტელეფონი ჩანთიდან და ეკრანზე გადავასრიალე თითები.
- მისტერ უოლფ, თქვენი ურთიერთობა კრისტალის გამომცემლობასთან მორჩა. ჩემი თანხის უკან დაბრუნება მინდა.
- თქვენგან არანაირი ფული არ ამიღია, კრისტალ. - ჩაისისინა ალეკმა.
- დამამტკიცებელი საბუთი მაქვს.- თქვა ვაილეტმა. ჩანთიდან რაღაც ფურცელი ამოიღო და წინ დაიჭირა.
- ქვითარი. - თქვა მან. - იმის ქვითარი, რომ თქვენ კრისტალის გამომცემლობიდან დეპოზიტზე ფული გადაირიცხეთ.
ყველა გაოცდა.
- შენ წააგე, უოლფ. - თქვა ჰარიმ უხეშად. - ჩხუბს არანაირი აზრი არ აქვს.
ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, ალეკმა კი ვიღაცას ანიშნა, რომ გამოსულიყო.
მაღალი, ზორბა კაცი დადგა მის გვერდით.
- თომას, პატივი დამდე და მისტერ სტაილსი, მის ნაითი, მისტერ მალიკი და მის უოთერგეითი გააცილე.
შევტრიალდი და კაცს შევხედე ,რომელიც ჰარიზე მაღალი არ იყო. თვალებში ბოროტება ჰქონდა ჩამდგარი.
- შენ ჩემთან ერთად მოდიხარ. - დაიღრინა, მკლავზე ხელი მომკიდა.
არ ვიცი შემდეგ რა მოხდა, მაგრამ წამში დავინახე, რომ კაცი იატაკზე ეგდო და სახეზე სისხლი ჰქონდა.
ჯემა გასწორდა და მისი ნივთები მოაგროვა.
- მოდი აქედან გავიდეთ მანამ, სანამ კაცები კიდევ უფრო შეირცხვენენ თავს.
ჰარიმ და მე გაოცებულებმა შევხედეთ მას, მაგრამ წამიც არ იყო გასული, რომ ალეკის კაცები ჩვენსკენ მოდიოდნენ.
ჩემი გატეხილი ტელეფონი იატაკიდან ავიღე.
შევბრუნდი, როცა ჰარი, მე და ჯემა კარებისკენ მივდიოდით და დავინახე, რომ ალეკი ჯერ კიდევ სცენაზე იდგა, პიჯაკის ჯიბიდან რაღაცას იღებდა.
მზერა მე მომაბყრო და სახეზე ავადმყოფური ღიმილი აეკრო.
ჩემი სიზმრები გამახსენდა და ჰარისკენ მივიწიე.
ბრბოდან გავყავდი და გვერდიდან არ მომშორებია, სანამ მანქანების სადგომზე არ ვიყავით.
ვერცხლისფერი პისტოლეტი გამახსენდა, მაგრამ ვიცოდი, რომ დრო არ გვქონდა გეგმის დასასრულებლად.
ზეინი, ედი და ვაილეტი გარეთ იდგნენ და ჩვენ გველოდნენ. ყველა მანქანის უკან დავიმალეთ, რომ თავი აგვერიდებინა ჩურჩულისთვის.
- კარგი დარტყმა იყო, ჯემა. - უთხრა ჰარიმ მის დას.
თავი დაუქნია.
- ხომ გითხარი.
- სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. - ვთქვი, გული გამალებით მიცემდა.
- ედი და მე ივორიში მივდივართ. - თქვა ზეინმა. - შეიძლება ნაილს, ლუის და ლიამს დახმარება დასჭირდეთ.
- როუზი და მე სახლში უნდა წავიდეთ. - თქვა ჰარიმ ნერვიულად. - ალეკისგან ყველაზე უსაფრთხო ადგილი ისაა. ალბათ ფიქრობს, რომ თქვენ ორთან ერთად ივორიში წავალთ.
- ჰო, და თქვენ ორი ხართ, ის, რაც ალეკს ყველაზე მეტად უნდა. - თქვა ედმა.
- მეც ივორიში წავალ. - თქვა ვაილეტმა.
- მეც შემიძლია, - თქვა ჯემამ. - თუ დახმარება დასჭირდებათ.
ყველამ თავი დაუქნია.
- კარგი, მაშინ წავიდეთ. - თქვა ჰარიმ და სწრაფად წავედით ყველა ჩვენ-ჩვენს გზაზე.
მანქანაში ჩავჯექით და ჰარიმ გასაღები გადაატრიალა, ნელა გაიყვანა მანქანა უკან.
- სახლში შემოვლითი გზით უნდა წავიდეთ. - მითხრა ჰარიმ.
თავი დავუქნიე, ზედმეტად ვნერვიულობდი, რომ მეპასუხა.
ატმოსფერი დაძაბულობით იყო სავსე, როცა ჰარი ამა თუ იმ მიწისქვეშა გასასვლელში და პორტლანდის გარეუბნებში ატარებდა მანქანას.
YOU ARE READING
Hidden | COMPLETED
FanfictionRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...