49.
ჰარიმ ხელი თმაში შიეცურა და ღრმად ამოისუნთქა. მოთმენით ვუყურებდი მას, წარმოდგენა არ მქონდა რას უნდა მოვლოდებოდი.
ფოტოების გადასაღები კაბინა პატარაა, და ჰარის ფეხი ჩემსას ეხება. ჩვენს წინ ეკრანი ანთებულია, გველოდება როდის ავირჩევთა სასურველ ფილტრს და დაწყების ღილაკს მივაჭერთ, მაგრამ ახლა ფოტოების გადაღების დრო ნამდვილად არაა.
ჰარის ასეთი ქცევა ოდნავ მაშინებს. არასდროს მინახია ასეთუ უმწეო, ემოციური ჰარი. და მიუხედავად იმისა, რომ მისი ასეთად ნახვა გულს მტკენს, ჩემს მეორე ნაწილს უნდა, რომ მისი ეს მხარე დაინახოს.
- ახლა. სადაც შევჩერდი.
ჩემს ხელებს დავხედე, არ ვპასუხობდი.
მის მზერას ვგრძნობდი, მელოდებოდა რამე მეთქვა.
- აჰ, ჰო. როდესაც საავადმყოფოდან გამომწერეს.
განაგრძო ისე, თითქოს პასუხი გავეცი.
- ჯემა ისევ ჩემთან რჩებოდა და მან მითხრა, რომ იცოდა, რომ ნიუ-იორკში წახვედი. ამან დაადასტურა ის, რაც მე უკვე ვიცოდი. ამის შემდეგ საშინლად ვიყავი, ვიცოდი, რომ დამალულად დარჩენის პირობა მე დაგადებინე, მაგრამ სიმართლე რომ გითხრა, არ მეგონა, რომ ვიცოცხლებდი.
ჰარი შეიშმუშნა ,ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
- ჯემა მარტში გადავიდა, ჩემი და შენი სახლიდან არც ისე შორს, და ისევ დიზაინს უბრუნდება. ვიღაცამ ის გაიცნო წვეულებაზე და სამსახური შესთავაზა. ჩემთვის კი, მე უბრალოდ ცხოვრებას ვაგრძელებდი. მაგრამ, იმ განსხვავებით, რომ ეს ჩემი ცხოვრება აღარ იყო. ვაკეთებდი იმას, რასაც შენს გაცნობამდე ვაკეთებდი, ვფიქრობდი, რომ ნიუ-იორკში ჩემს გარეშე უკეთღესად იყავი. ყოველ დღე სამსახურში მივდიოდი და ჩემს საქმეს ვაკეთებდი, შენს ჩეკებს გიგზავნიდი და მარტო მეძინა. მაგრამ ყველაფერი აშკარად სხვანაირად იყო. არასდროს გამიანალიზებია, თუ როგორ მოსაწყენი ვიყავი მანამ, სანამ შენ გაგიცნობდი.
ნერწყვი გადავყლაპე, ჩემს კალთას დავხედე.
- ბევრი ვიფიქრე. ალბათ ზედმეტიც კი. ვიფიქრე ყველაფერ იმაზე, რაც შენ გითხარი წვეულების ღამეს და რაც შენ მითხარი. ვფიქრობდი, თუ როგორ დავიფიცე, რომ უსაფრთხოდ იქნებოდი და შენ ნიუ-იორკში უსაფრთხოდ იყავი. ყოველთვის ვფიქრობდი პირობაზე, რომელიც მე დავდე შენი ნახვის შესახებ. ვცდილობდი, რომ ორივე დაპირება შემესრულებინა, მაგრამ არ შემეძლო. იცი ,როდესაც უოლფისგან გაიქეცი და როდესაც ნაილმა და ლუიმ შუა ქუჩაში შეგაჩერეს, ჩემში ამ პარანოიამ დაიწყო ზრდა. ჯერ პატარა იყო, იოლი იყო დასაიგნორებლად. მაგრამ დროთა განმავლობაში, როცა გხედავდი, რომ ჩემს გამო თავს საფრთხეში იგდებდი, ის იზრდებოდა და ბოლოს ზედმეტად დიდი გახდა თავის გასამრთმევად. წვეულების ღამეს შემაწუხა, როდესაც გითხარი, რომ დამალული დარჩენილიყავი. საშინელი იყო, მაგრამ უნრა მეფიქრა, რომ იმ ღამის მოვკვდებოდი და ვიფიქრე, რომ ჩემი სიკვდილით შენს ცხოვრებაში ყოველი საფრთხე წაიშლებოდა.
მუცელი მეკუმშებოდა.
- მიუხედავად იმისა, რომ უოლფის კომპანია ერთადერთი საშიში რამ იყო, რაში ჩაფლული ვიყავი, ამ წვეულების შემდეგ უფრო დავრწმუნდი, რომ შენთვის საფრთხე ვიყავი. ჩემი ტვინის ლოგიკური ნაწილით ვიცოდი, რომ ასე არ იყო, და შენ კარგად იქნებოდი, მაგრამ იყო მომენტები, როცა ჩემი პარანოია მჯობნიდა. მართლა ვიფიქრე, რმ თუ შენ გამოგყვებოდი და შენთან ერთად ვიქნებოდი, ისევ საფრთხეში ჩაგაგდებდი, და უბრალოდ ამაზე ფიქრიც კი ცუდად მხდის, მაგრამ უკეთესს ვერაფერს შემოგთავაზებ. ეს იყო მე ჩემი გონების წინააღმდეგ, და ცოტა ხნის განმავლობაში, ვფიქრობდი, რომ ჩემი გონება იმარჯვებდა.
- ახლა რატომ წამომყევი? - ვკითხე ბოლოს.
- მანდაც მივალ.
თავი დავუქნიე.
- რაც თვეები გავიდა, ვგრძნობდი, რომ უფრო და უფრო ცუდად ვიყავი. ბოლოს მივხვდი ,რომ ამას ვეღარ გავუძლებდი. მე მარტოსული ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ჯემას ხშირად ვსტუმრობდი და ყოველ დღე ვნახულობდი ყველას სამსახურში. ვჯდებოდი დივანზე და ტელევიზორს ვუყურებდი, მაგრამ შოუებს ყურადღებას არ ვაქცევდი, რადგან შენზე ვფიქრობდი. ყოველ ღამე კოშმარები მესიზმრებოდა. ხანდახან.. - თავი გააქნია, მშრალად ჩაიცინა.
- ხანდახან რა?
მე გამომხედა, შემდეგ განაგრძო.
- ხანდახან კოშმარიდან ღამის პირველ საათზე გამოვიღვიძებდი, და ისეთი შესინებული ვიქნებოდი, რომ შენს სახლში გადავდიოდი და იქ ვიძინებდი. ეს საცოდაობაა, ვიცი. მაგრამ ამან თავი უსაფრთხოდ მაგრძნობინა და შენს ბალიშებს შენი სურნელი ასდიოდა, ასე რომ..
ტუჩი მოვიკვნიტე, რომ არ ავტირებუილყავი და ამავე დროს არ გამეცინა.
- ფიქრობ, რომ ეს საცოდაობაა? შენს ტელეფონზე ვრეკავდი მხოლოდ იმიტომ, რომ შენი ხმა გამეგო.
ცალყბად ჩაიცინა.
- ანუ ტელეფონის ნომერი არ უნდა შემეცვალა, არა?
- რატომ შეცვალე?
- სასამართლოს ბრძანება იყო. რადგანაც უოლფის გამო კინაღამ მოვკვდი, მათ უნდოდათ, რომ შემეცვალა ყოველი შემთხვევისთვის, რომ ვინმე არ შემხმიანებოდა.
- მაშინ რატომ ვხვდებოდი ყოველთვის შენს ხმას?
- როგორც ჩანს ნომერი ჯერ არავის აუღია. უცნაურია, რომ ჯერ კიდევ იქ არის. ამას მოვაგვარებ.
- ოუ.
ჰარის ყბა დაეჭიმა, წინ გაიხედა და შემდეგ განაგრძო.
- საერთოდაც, დროთა განმავლობაში ჯემა და ვაილეტი ცდილობდნენ, რომ გარეთ გავეყვანე ან რამე, მაგრამ არ მინდოდა. ღმერთო, ყველაფერი მოსაწყენი იყო. ძლივს მეძინა, თავს საშინლად ვგრძნობდი. დედაჩემის სიკვდილის შემდეგ ეს ყველაზე საშნელი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. შემეძლო ამ თვეების განმავლობაში ედაჩემი გამომეყენებინა. იცი, უბრალოდ ვინმეს დავლაპარაკებოდი. ყოველთვის მისმენდა. მასზეც ბევრს ვფიქრობ. როდესაც არ მძინავს ხოლმე, ბევრ რამეზე ვფიქრობ. თებერვალში, ზეინმა და პერიმ მათი ნიშნობის ამბავი გამოაცხადეს. არაკომფორტული გრძნობა იყო. ვეჭვიანობდი, რომ ისინი ერთად იყვნენ და ჩვენ არა. მაგრამ არაფერი მითქვამს ,რადგან ზეინი ჩემი მეგობარია და ისინი ერთად კარგად არიან. ზეინს ვუთხარი, რომ არამგონია ქორწილში წამოვიდე თქო, მან კი მეხვეწა და მეხვეწა, რომ წავსულიყავი. მან თქვა, რომ ჩემს გარეშე არ იქნებოდა კარგი და დიდი შანსი იყო, რომ შენც დაესწრებოდი ამ წვეულებას. როგორც ჩანს ამან წამომიყვანა აქ.
უნდა გაიგო, არასდროს მინდოდა, რომ ეს ტკივილი გემოგეცადა. და ვიცოდი ,რომ არ მომძებნიდი, რადგან მე ასე გითხარი, და მოხარული ვიყავი, რომ ერთხელ შენს ცხოვრებაში მომისმინე ,მაგრამ ამავე დროს გაბრაზებული ვიყავი. მძულდა ის ფაქტი, რომ შენ ფიქრობდი, რომ მკვდარი ვიყავი, მაგრამ გონებაში ერთი ფრაზა გაუჩერებლივ მიმეორდებოდა. ეს იყო ''მე მას დავიცავ.'' შებყრობილი გავხდი შენი დაცვლის სურვილით. სულ იმას ვფიქრობდი, რომ თუ შენს სიახლოვეს ვიქნებოდი, ისევ გავნებდი. ეს საშინლად მაშინებდა. ვერაფერს ვფიქრობდი გარდა ამისა. ეს მაკონტროლებდა. წერილებს გწერდი, შემდეგ კი დღიურიდან ამოხევით ვასრულებდი, რადგან გაბრაზებული ვიყავი ჩემს თავზე იმის გამო, რომ ასეთი სულელი ვიყავი ჩვენი პირველი შეხვედრისას. რა თქმა უნდა, ბოლოს ეს წერილები გამოგიგზავნე, მაგრამ როგორც ჩანს დაზიანდა, როგორც შენ ტქვი. ვერ ვიგდებდი იმ აზრს თავიდან, რომ თუ უფრო ფრთხილად ვიქნებოდი, ეს არ მოხდებოდა.რაღაც პერიოდის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ მართლა გავგიჟდი.
ჰარის მივაჩერდი, ყბა დაჭიმული მქონდა. არასდროს მიფიქრია, რომ ჰარიზეც დატოვებდა ეს რაღაც კვალს, ისევე როგორც ჩემზე.
- მაპატიე. -თქვა მან. - უნდა დამერეკა იმ დღესვე, როგორც კი საავადმყოფოდან გამოვედი და მეთქვა, რომ კარგად ვიყავი. მაგრამ უნდა დამეცავი.
- გავიგე. - ვთქვი, თავი გავაქნიე, თვალებიდან ცრემლები მცვიოდა. - გავიგე, მართლა. გავიგე, რომ შენი გონება გაკონტროლებდა და ზედმეტს ფიქრობდი. მაგრამ არ ფიქრობ, რომ ამდენი ხნის შემდეგ დროა, რომ მე დაგიცვა?
- რისგან დამიცვა?
- შენი თავისგან.
დაბლა დაიხედა.
- მართალი ხარ. - თქვა მან. - მართალი ხარ.
თავი გავაქნიე.
- წარმოდგენა არ გაქვს. - ვთქვი, თვალებიდან ცრემლები მცვიოდა. - ვერ წარმოიდგენ როგორ ვიტანჯებოდი, როცა ვიფიქრე, რომ მოკვდი.
ნერწყვი გადაყლაპა, მზერა მე გადმომატარა.
- მეც მესიზმრებოდა კოშმარები, საშინელი, საშინელი კოშმარები. ყოველთვის ერთი და იგივე იყო. სულ იგივე ადგილას ვიყავით, და არსაიდან ტყვია გამოვარდებოდა და შენ გხვდებოდა. - ვთქვი, ცრემლები მოვიწმინდე. - და მინდოდა, რომ პორტლანდში დავბრუნებულიყავი შენს სანახვად, რომ მენახე მართლა მოკვდი თუ არა, მაგრამ არ შემეძლო. ისევ შოკში ვიყავი, შოკში იმის შემდეგ, რაც მოხდა და ვიცოდი, რომ თუ ცოცხალი იყავი, გენდომებოდა, რომ ჩემი პირობა შემესრულებინა. ვიცი უბრალოდ სულელური, სულელური დაპირებები იყო. რატომ შევქმენით საერთოდ ისინი, როცა ახლა აქ ვსხედვართ და ვარღვევთ მათ?
- შესაძლოა იმიტომ შეიქმნა, რომ დაგვერღვია.
- მაშინ რატომ შევინარჩუნეთ ამდენი ხნის განმავლობაში?
- ნეტავ ვიცოდე.
ამოვისუნთქე. უცებ ვიგრძენი ჰარის სურნელი. მოვკვდებოდი ოღონდაც ეს სურნელი ისევ შემეგრძნო, და აი აქ ვზივარ, მის გვერდით ისე, თითქოს უცხოები ვიყოთ.
რამოდენიმე თვის წინ ვიფიქრებდი, რომ ჰარის მაგრად ჩავეხუტებოდი თუ ცოცხალი აღმოჩნდებოდა. მაგრამ ახლა, როცა ეს მართლა მოხდა, იმდენ ემოციას განვიცდი ,რომ ძლივს ვინძრევი. ვიცი ,რომ აღარ ვარ ის როუზი, რომელიც ჰარისგან წამოიყვანეს ოც დეკემბერს, მაგრამ ერთი რამ არ შეცვლილა. და ეს ერთი რამ ჩემი სიყვარულია ჰარის მიმართ.
მასთან ახლოს მივიწიე და ხელები მოვხვიე, თავი მკერდზე დავადე. წამში მიპასუხა, ხელები მაგრად მომხვია გარშემო. მისი გულის ცემა მესმის და მიხარია. მისი ნიკაპი თავზე მადევს და თვალები დავხუჭე.
- შენი დაბადების დღე გამოვტოვე. - ვთქვი. - ამაზე ვიფიქრე,პირველ თებერვალს ვიცოდი, რომ შენი დაბადების დღე იყო. ვიფიქრე როგორ გავიდოდით სავახშმოდ ან რამე, და ვეცდებოდი ტორტის გაკეთებას, მაგრამ შენთან შედარებით ნამდვილი საშინელება იქნებოდა. და რაღაც სულელურ საჩუქარს გაჩუქებდი, რომელიც ჩუმად შენ გეყვარებოდა. და ტორტში ოცდახუთ სანთელს ჩავარჭობდი ,მხოლოდ იმიტომ, რომ თავი მოხუცად გეგრძნო და შემდეგ გაგეხუმრებოდი, თუ როგორ დაგრჩა ხუთი წელი ოცდაათ წლამდე.შემდეგ შენც გამეხუმრებოდი, რომ ექვსი წელი მაშორებდა ოცდაათს და ბოლოს ერთმანეთს დავცინებდით. - აკანკალებული სუნთქვა ამოვუშვი.
ჰარიმ ხელი თმაში შემიცურა.
- შენთან ერთად შობა გამოვტოვე. - თქვა მან. - და ახალი წელი. ვფიქრობდი თუ როგორ წავიდოდი შენთან ერთად ნიუ-იორკში ,რომ შენი ოჯახი გამეცნო და შენ მთელს ქალაქს შემომატარებდი ისე, თითქოს ტურისტები ვყოფილიყავით. თოვლი იქნებოდა და მე დავიწუწუნებდი, შენ კი გამომაჯავრებდი. ვალენტინობის დღეს ისევ ზოპარკში წაგიყვანდი ან რამე სულელურ ადგლას, არ ვიცი. ყოველთვის სულელი ვიყავი რომანტიკაში.
- ასე არაა.- ჩავიფრუტუნე. - შენ საუკეთესო ხარ, ეს მე ვარ სულელი.
- შესაძლოა ორივე სულელები ვართ.
- ნამდვილად.
ვიგრძენი როგორ ჩაიცინა ჰარიმ.
- და იცი რა, - თქვა ჰარიმ. - ჩემი დაბადების დღე კარგი არც ყოფილა.
- დარწმუნებულ ვარ იყო. ჯემა რამეს გააკეთებდა.
- გააკეთა, მაგრამ იმის ნახევარიც არა, რასაც შენ გააკეთებდი.
- გთხოვ. შენ იმდენი რამე გააკეთე ჩემს დაბადების დღეზე, მე კი შენსაზე ვიფიქრე, რომ მკვდარი იყავი.
- ყოველთვის არის შემდეგი წელი.
- ამ წელს აღარასდროს დავუბრუნდებით.
ჰარი უკან გაიწია, თვალებში ჩამხედა.
- ვფიქრობ ეს არის ის, რასაც მე და შენ უნდა შევეგუოთ, როზალი.
YOU ARE READING
Hidden | COMPLETED
FanfictionRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...