6.
მთელი დღე ხელნაწერის კითხვაში გავატარე, ჰარის ვაიგნორებდი. მასზე, ის ბიჭები მაგონდებიან გოგოების გასაჯავრებლად ქაღალდის თვითმფინავებს რომ აკეთებენ და შემდეგ ადრესატს ესვრიან.
დღის ბოლოს სიცივემ საგრძნობლად მოიმატა. გარეთ გასვლისას ავკანკალდი და მანქანაში ჩაჯდომისთანავე გათბობა ჩავრთე. მუქი თმები მხრებზე ჩამოვიყარე, ცხვირი სიცივისგან ამწითლებოდა.
სახლში შევედი თუ არა, გასაღები სავარძელზე დავაგდე და ღრმად ამოვისუნთქე. აარონს გასული საღამოს შემდეგ არ დავკავშირებივარ. არ მინდა წუწუნა შეყვარებულს დავემსგავსო, მაგრამ ერთხელ მაინც ხომ უნდა დაერეკა?!
მობილური ტელეფონი ავიღე, მისი ნომერი ავკრიფე... თუმცა მაშინვე უკან დავდე. თუ ჩემთან ლაპარაკი სურს თავადაც შეუძლია დამირეკოს.
თერმოსტატი ჩავრთე, ტელევიზორის არხებს თვალიერება დავუწყე და ფიქრებში გავიფანტე. მალევე ჩამეძინა, წარმოდგენაც არ მაქვს რამდენად დაღლილი ვიყავი. ჰარიმ და მისმა ხუმრობებმა დამქაცეს. გადავწყვიტე, რომ დღეიდან მისი ყველა ქმედება დამეიგნორებია და ფოკუსირება მთლიანად სამუშაოზე მომეხდინა, იმედია ამის შემდეგ მაინც შეწყვეტს ჩემს შეწუხებას.- - - - - - -
აარონის დანახვისას ხელები გადავაჯვარედინე და მკრეზე დავიწყვე. სრული ერთი კვირა იყო გასული იმ დღიდან როცა შუა ვახშმობის დროს მიმატოვა და ერთხელაც არ დაურეკავს. მის ღიმილში სინანული იგრძნობოდა.
-გინდა რომ თავი გაიმართლო, არა? -ვკითხე და კარებს მივეყრდენი.
-ვიცი, ახლა ძალიან გაბრაზებული ხარ როუზი, მაგრამ გამოსავალი არ მქონდა. გრიპის სეზონი იწყება და ხომ ხვდები...
ამოვიხვნეშე. -გასაგებია, მაგრამ ისე იქცევი თითქოს არც კი ცდილობ ჩემთვის გამონახო დრო. -მძულს ეს ცრემლნარევი ტონი ჩემს ხმაში.
აარონს თვალები გაუფართოვდა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია. -მაქსიმალურად ვეცდები, გპირდები. მალე შვებულება მექნება და ყოველ დღეს შენთან ერთად გავატარებ.
ღიმილი ვერ შევიკავე. -კარგი. -წყნარად ვუპასუხე, ის მომიახლოვდა, ჩამეხუტა და კისერში ნაზად მაკოცა.
რაღაც შამიშუმი მომესმა, თვალები გავახილე და თავი აარონის მხრებიდან ავიღე, კაშკაშა მწვანე თვალებმა იქაურობა გაანათეს, უნებლიედ აარონს ხელი ვკარი და მაშინვე უკან დავიხიე.
ჰარიმ ჩაიცინა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. -გამარჯობა, როუზი. -ისევ ჩვეულად მომესალმა.
აარონი ხან მე შემომხედავდა, ხან ჰარის. ჰარიც დამცინავი ღიმილით, რომელსაც მთელი სახე მოეცვა აარონს მზერას არ აშორებდა.
-შენ აარონი უნდა იყო, მე ჰარი მქვია. -მან ნაბიჯი წინ გადადგა, აარონისათვის ხელის გასაწოდებლად -ბევრი მსმენია შენზე.
აარონმა ხელი ჩამოართვა. -მე არაფერი მსმენია შენს შესახებ... -უპასუხა და მზერა მე მომაბყრო.
-როუზი და მე ერთად ვმუშაობთ, ისე მოხდა რომ ამავდროულად მეზობლებიც აღმოვჩნდით, არა როზალი?
ძირს დავიხედე. ჰარის დაიგნორებით გავლილი წარმატებული კვირის შემდეგ მან მაინც მოახერხა ყველაფრის არევ-დარევა.
-ოუ.. -აარონმა ამოიხვნეშა -ძალიან სასიამოვნოა.
-როგორც გავიგე საავადმყოფოში სტაჟიორი ყოფილხარ...
*ოოო ღმერთოო*
-ხო..
-ძალიან საინტერესოა.
*მაღლა ახედვის მეშინოდა*
-და რა სფეროში საქმიანობ?
-ყველგან, ვეხმარები ყველას ვისაც რაიმე სახის დახმარება სჭირდება.
-გულის ექიმი ხარ?
-არა. კარდიოლოგიით დაინტერესებული ნაკლებად ვარ.
-მე ვიფიქრე, რომ ყველა სფეროში ეხმარებოდი ადამიანებს.
*ღმერთო ჩემო*
-ვეხმარები, მაგრამ როგორც გულის ექიმი ჯერ არ მიმუშავია.
-ახლა გასაგებია.
-შენ რას საქმიანობ?
-მე საბუღალტროში ვმუშაობ.
-Wow.
-შენ არ მუშაობ... -საუბარი შენიშვნით შევაწყვეტინე. -უბრალოდ თავს მაბეზრებ.
აარონმა ჰარის შეხედა. -ის შენ გაწუხებს?! -მკითხა ცივი ტონით.
-არა, ეგრეც არაა. ის უბრალოდ ქაღალდის ბურთებს მესვრის ხოლმე.
ჰარიმ, როგორც ყოველთვის თვითკმაყოფილმა გაიღიმა.
აარონმა შემომხედა. -კარგი, როგორც სჩანს ხშირად მომიწევს შენთან შეხვედრა, ჰარი.
-სასიამოვნო საღამოს გისურვებთ. -მისმა მეგობრულმა ტონმა გამაოცა.
აარონმა ხელი მომკიდა და ჰოლში გავედით.
-ოუ, როუზ...
შემოვტრიალდი და ჰარის შევხედე, აარონიც მაშინვე გაჩერდა.
-თუ რამე დაგჭირდება, მოხარული ვიქნები კიდევ ერთხელ მოგაცილო სახლამდე. -ჰარიმ დამპლურად ჩაიცინა, თვალები სიამოვნებისგან უბრწყინავდა.
სახეზე ავწითლდი. -რას გულისხმობდა? -აარონმა მკითხა
-არაფერს. -ხელი მაგრად ჩავჭიდე და ლიფტში შევედით. ვაღიარებ, აღშფოთებული ვიყავი ჰარის საქციელით. როგორ გაბედა ჩემთვის ეს ყველაფერი შეყვარებული თვალწინ ეთქვა?! წარმომიდგენაც არ მინდა ახლა რას ფიქრობს აარონი.
სადილმა სასიამოვნოდ ჩაიარა, აარონმა სახში მომაცილა და დამშვიდობებამდე თბილად მაკოცა. ენა ტუჩზე რამდენჯერმე გადამისვა, ცდილობდა უფრო ღრმად ეკოცა თუმცა უფლება არ მივეცი. ბოლოს ტკბილი კოცნა დავუტოვე და ერთმანეთს დავშორდით.
ურთიერთობებში სიჩქარე არ მიყვარს, იმის მიუხედავად, რომ მე და აარონი უკვე ოთხი თვეა რაც ერთად ვართ. ხელები მკერდზე მივადე და უკან გავწიე. მან გამიღიმა, ლოყაზე მაკოცა და კიბეებზე ჩავიდა. უეცრად გაჩერდა და კვლავ შემომხედა.
-როუზ, ერთ თხოვნას შემისრულებ?
-რა თქმა უნდა.
-ჰარისგან თავი შორს დაიჭირე.
მისმა თხოვნამ გამაოცა. -რა?
-მას არ ვენდობი... ყოველშემთხვევაში, შეეცადი დისტანცია დაიჭირო მასთან.
თავი დავუქნიე. -მისდამი ოდნავი სიმპათიაც კი არ გამაჩნია, გპირდები.
აარონმა თბილად გამიღიმა. -კარგი, მოგვიანებით გნახავ.
მას მანამდე ვაკვირდებოდი სანამ ლიფტში შევიდა და კარი არ დაიხურა. როგორც კი ლიფტი დაიძრა, ჰოლში გამოვედი და ჰარის კარზე დავაკაკუნე.
ჰარიმ კარი გააღო, ეტყობოდა ჩემი ქცევით გაოცებული იყო. -როუზ?
-როგორ გაბედე აარონის თვალწინ გეთქვა, რომ სახლში მომიყვანე?! ის ფიქრობს რომ ვატყუებ, ან არ ვიცი საერთოდ.
ჰარიმ გამიცინა. -მე უბრალოდ შემოგთავაზე, როუზი, ნუ ხარ სულელი.
-ღმერთო ჩემო, ჰარი შეწყვიტე ამ სახელის დაძახება!
ჰარიმ ხელები გადააჯვარედინა და მკერდზე ჩამოიწყო -და თუ კიდე დაგიძახებ რა?
ღრმად ჩავისუნთქე. -მაშინ... მაშინ...
მან ნიშნის მოგებით გამიღიმა.
-საშინლად დამპალი, ტრაკი ბიჭი ხარ, ჰარი! ყველაფერს აკეთებ რომ ჭკუიდან გადამიყვანო, დავიღალე უკვე ამ თამაშით. თავს რატო არ მანებებ?!
მან ნაბიჯი უკან გადადგა თვალები აენთო. სიბრაზემ შთანთქა მისი სახე.
-კარგი, მარტო დაგტოვებ როუზ, მაგრამ მანამდე რაღაცას გეტყვი ...აარონი შენგან ბევრს მალავს...
-რა ჯანდაბას მეუბნები?! ან საერთოდ რაში გაღელვებს?! -სიბრაზისგან ხელები მოვმუშტე. -ის არასდროს მომექცევა ისე, რომ გული მატკინოს!
-კარგი რა! ნამდვილად მანაღვლებს თუ მისგან გულნატკენი დარჩები!
შიგნიდან თითქოს რაღაც ჩამეფუშა. მისი უგულობა შოკში მაგდებს, უკან შემოვტრიალდი ბინაში შევედი და კარი მთელი ძალით მივაჯახუნე.
*ნამდვილად მანაღვლებს თუ მისგან გულნატკენი დარჩები!*
მინდა უკან გავბრუნდე და სახეში მაგრად გავარტყა ამ სისულელის თქვისთვის. ყველანაირად ცდილობს გამაბრაზოს და გამაღიზიანოს. ნეტა არასდროს შევხვედროდი მას.. არასდროს!
YOU ARE READING
Hidden | COMPLETED
FanfictionRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...