Part 48

606 46 3
                                    

48.

როგორც კი მისი ბაგედან გადმომავალი ეს სიტყვები მოვისმინე, გული შემეკუმშა. ტკივილი ,რომელიც გასული თვეების განმავლობაში ვიგრძენი, დამიამდა. თვალები დავხუჭე, ტუჩი მოვიკვნიტე რომ სულელივით არ გამეღიმა.
ზეინი ისევ ლაპარაკობს და თავს ცუდად ვგრძნობ, რადგან არ ვუსმენ, მაგრამ მხოლოდ იმაზე შემიძლია ფიქრი ,რომ ჰარი აქ არის, ჩემს უკანაა და ის სუნთქავს.
აშკარაა, რომ ელიზაბეტი არაფრის გაგებაში არ არის. ზეინის სიტყვების გამო თვალებში ცრემლები აქვს ჩამდგარი.
ზეინმა ლაპარაკი დაასრულა და პერიმ დაიწყო ფიცის დადება, სახეზე დიდი ღიმილი ჰქონდა გადაკრული.
ფეხი ნერვიულად მიკანკალებდა. შოკში ვიყავი.
იქნებ მომეჩვენა?
უკან გავიხედე, რომ დავრწმუნებლიყავი.
მე მიყურებდა, როცა ჩემი თვალები მისას შეეჩეხა, ტუჩებზე ცალყბა ღიმილი ჰქონდა მოფენილი. ენა ტუჩებზე გადაიტარა, თვალები დაახამხამა. ლოყებზე ჩაღრმავეები ჰქონდა. თვალი ჩამკირა. თვალი ჩამიკრა!
- ჯანდაბა, - დავიჩურჩულე და უკან შევბრუნდი.
- რა? - გადმომიჩურჩულა ელიზაბეტმა.
- არაფერი. - დავისისინე.
ვცდილობდი ამის შემდეგ ყურადღება ქორწილზე გადამეტანა. მართლა ვცდილობდი, მაგრამ არ შემეძლო. ჰარი ჩემს უკან ზის, სახეზე კი ცალყბა ღიმილი აქვს მოფენილი.
ჯანდაბა, ჰარი.
როგორც იქნა პერიმ ფიცის დადება დაასრულა და ბეჭდები გაცვალეს. დიდზე გავიღიმე, როცა ერთმანეთს აკოცეს, პერიმ ხელები კისერზე მოჰხვი ზეინს და ყველამ ტაში დაუკრა.
ცერემონია საღამოს ექვს საათზე დაიწყო, ცოტა უჩვეულოა, მაგრამ მაინც კარგი. ვფიქრობ ეს იმიტომ, რომ ცენტრალ პარკიდან მზის ჩასვლის ყურება უნდოდათ.
- შემდეგ ხელის მოწერაა, არა? - მკითხა ელიზაბეტმა.
თავი დავუქნიე, მზერა ჰარის მივაბყარი, რომელიც ლიამთან და ნაილთან ერთად გადიოდა.
- კარგად ხარ? - ელიზაბეტმა მკითხა.
- არა, - ვაღიარე. - საერთოდ არა.
- რატომ? რა მოხდა?
ხელი მკლავზე მოვკიდე, რომ არ წასულიყო და ჰარისკენ მივანიშნე.
თვალები მოჭუტა.
- ეს.. ღმერთო ჩემო..
- ის ჩვენს უკან იყო, ო, ღმერთ-
- როუზ, ის-
- ცოცხალია. ახლა ჩავიფსავ-
- მიკვირს, რომ ჯერ არ ჩაგიფს-
- ო, ღმერთო ჩემ-
- კარგი, წადი დაელაპარაკე!
- რა? რა ვთქვი? ღმერთო!
- ტუჩებზე აკოცე და-
- არა, ჯერ ბევრი რამ აქვს ასახსნელი. არ ვაპირებ უბრალოდ მივიდე, და-
- ჯანდაბა, ჩვენსკენ იყურება, შენ გიყურებს!
- ელიზაბეტ, ო, ღმერთო-
კარვიდან გამოსულები ვართ და ბალახზე გადავდივართ, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფს ორ კარავს. გული გამალებით მიცემს, ძლივს დავდივარ და ჰარის ვუყურებ.
- თუ ეს დღის სიზმარია, ნამდვილად ჩავიფსავ. - ჩავიბუტბუტე.
- რა ჯანდაბაა დღის სიზმარი?
ჩავიცინე ჩემს გამოგონილ სიტყვაზე და კარავში შევედით, რომელშიც ხელი უნდა მოაწერონ. კარავი ლამაზადაა მორთული, ძირითადად ღია ლურჯ და თეთრ ფერებშია გაწყობილი. საცეკვაო მოედანი ოთახის შუაგულშია მოწყობილი, იქვე დიჯეი დგა, რომელიც უკვე მუსიკას უკრავდა. მაგიდები უკვე გაწყობილია, ოთახის კუთხეში კი ფოტოების გადასაღებ კაბინას მოვკარი თვალი.
- ფოტოების გადასაღებ კაბინაში უნდა შევიდეთ! - ელიზაბეტს ვუთხარი. უკვე კარგ ხასიათზე ვარ, ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმის გამო, რომ ჰარი არც მკვდარია და არც გამქრალი.
ჩვენს სკამებზე დავსხედით, და წამსვე გამიცრუვდა იმედი, რადგან ჰარი ოთახის მეორე კუთხეში იჯდა. თავი გავაქნიე და ვეცადე მომესმინა ელიზაბეტისთვის, მაგრამ ძნელი იყო. ჩემს კალთას დავხედე და ელიზაბეტს თავი დავუქნიე იმის დასტურად, რომ ვუსმენდი.
- ხელის მოწერა შვიდს რომ თხუთმეტი დააკლდება, მაშინ დაიწყება-
ვიღაც ჩემს გვერდით დაჯდა, მე კი შევბრუნდი და ჰარის შევეჩეხე, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა. სახეზე ისევ ცალყბა ღიმილი აიკრო, წინ კი ბარათი დაიდო, რომელზეც მისი სახელი იყო დაწერილი.
- საღამო მშვიდობის. - მომეგება, სახეზე ნასიამოვნები ღიმილი ჰქონდა აკრული.
- მ-მე ვიფიქრე, რომ მეორე მხარეს იჯექი. - ამოვიბუტბუტე.
- ჯანდაბა, ხუთი თვეა ერთმანეთი არ გვინახავს და ამას მეუბნები?
ავწითლდი, ამოვისუნთქე და ჩემს კალთას დავხედე.
- მოდი რა, მხოლოდ გეხუმრები. - მისი კალთა ჩემსას მოარტყა და მთელს სხეულში ავხურდი.
- რას იტყვი იმ ადამიანზე, რომელიც აქ უნდა დამჯდარიყო?
- შეუძლიათ სხვა ადგილი იპოვნონ, რას იტყვი?
- ბევრი რამ გაქვს ასახსნელი. - ვთქვი მე.
კოპები შეკრა და პირი გააღო, რომ რაღაც ეთქვა, მაგრამ ხელი შეეშალა.
- საღამო მიშვობისა! - თქვა ლიამმა მიკროფონით სცენიდან, სადაც დიჯეი იდგა. გაიღიმა. - როგორც ჩანს ყველა მზად არის, ასე რომ შევეგებოთ, მისტერ და მისის მალიკებს!
ყველამ ტაში დაუკრა, როცა ზეინი და პერი კარავში შემოვიდნენ და დიდზე გაიღიმეს. საცეკვაო მოედნის შუა გულში შევიდნენ, სადაც ნელი ცეკვა დაიწყეს.
ჰარი გაუჩერებლივ ათამაშებდა ფეხს, მე კი ყურადღებას სხვა რამეზე ვერ ვიტანდი.
- არ ვიცი რას გულისხმობ ახსნაში. - გადმომიჩურჩულა ჰარიმ, როცა ზეინმა პერი უკან გადასწია და გაიცინა. - ამანათი არ მიიღე?
- შენ გამოაგზავნე?
- ჰო, არ წაგიკითხავს?
- არა, იმას ვგულისხმობ, რომ-
მაგიდის მეორე მხირიდან ვიღაცამ დაუსტვინა, ჰარი კი მათკენ შებრუნდა და შეუბღვირა. ჩავიცინე.
ცეკვა მალე დასრულდა, ზეინმა კი გამოაცხადა, რომ სადილი დაიწყო და სტუმრები საკვების ასაღებად მაგიდების ნომრების მიხედვით მისულიყვნენ, რათა კარავში არეულობა არ შექმნილიყო.
საბედნიეროდ ჩვენი მაგიდა მეოთხე იყო, ელიზაბეტი და მე კი ერთად წავედით საჭმლის მოსატანად.
- ჯანდაბა. - დაიჩურჩულა და თავი დავუქნიე.
- ეს ნამდვილი ერ იქნება. - და გადავუჩურჩულე, როცა ქათმის თეფში მომაწოდეს.
- გინდა გიბწკინო?
- არა, მე-
- მაინც გიბწკენ.
- ოუ! ელიზაბეტ!
გაიცინა, როცა საჭმელები მოგვაწოდეს.
ჩვენს მაგიდას დავუბრუნდით და ჰარის მე არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის. ნამდვილად არ ვიცი რა ვთქვა, ან საიდან დავიწყო.
როდესაც მოვრჩით წვეულება დაიწყო, მე კი ავდექი, რომ ჩემს ძველ მეგობრებს მივსალმებოდი.
ლუი, ნაილი და ლიამი მაგრად ჩამეხუტნენ და ვაილეტმა ბოდიში მომიხედა, რომ არ გადმოურეკია. გავოცდი, რომ ჯემა დავინახე.
- როუზ, ყველაფერი საშინლად იყო შენს გარეშე. - თქვა მან. - ჰარი ნამდვილი იდიოტი იყო, მაგრამ სხვა თუ არაფერი ჩვენი პრობლემები მოვაგარეთ.
- მართლა?
- ჰო. ბოდიშს ვუხდიდი მან კი მითხრა, რომ აღარ უნდოდა ამის გაგონება.
- ჯემა, ეს მაგარია! - ისევ გადავეხვიე მას.
მინდოდა, რომ მეკითხა მათთვის რა მოხდა წვეულების ღამის შემდეგ, მაგრამ ახლა ქორწილში ვიყავით და არ მინდოდა, რომ ვინმესთვის ხასიათი გამეფუჭებინა.
პერი ჩვენთან მოვიდა და გადაგვეხვია.
- გასაოცრად გამოიყურები. - ვუთხარი, როცა ისევ ჩამეხუტა. მოხარული ვარ მისი ნახვით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ოც დეკემბერს მოხდა. უბრალოდ იმის იმედი მაქვს, რომ ჰარის კარგი მიზეზი აქვს ჩემთან არ დარეკვის გამო.
ელიზაბეტი ყველას გავაცანი. ის, ჯემა და ვაილეტი კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს. როგორც აღმოჩნდა, ელიზაბეტი დიდი ფანი იყო იმ საპნის ოპერის ,რომელშიც ვაილეტი იღებდა მონაწილეობას და გაუჩერებლივ იმაზე ლაპარაკობდა, თუ როგორ აღარ იყო ის საპნის ოპერა ისეთი, როგორც მის წასვლამდე იყო.
ღია ბართან ჩემთვის დასალევი შევუკვეთე.
- ვაშლის მარტინი, არა?
შევბრუნდი და ჰარის შევხედე,რომელმაც გამიღიმა და ჩემს გვერდით ბარს მიეყრდნო.
- დიახ. - ვუპასუხე.
- გახსოვს ბოლოს ერთად რომ წავედით ბარში?
ჯერემის გაბრაზებული სახე გამახსენდა, გავიღიმე და თავი დავუქნიე.
- მახსოვს, რომ მოვეწონე. - ვთქვი, თან სასმელი მოვსვი.
- ნაბიჭვარი. აშკარა იყო, რომ ვიღაცასთან იყავი.
- ეს მანამდე იყო, სანამ ერთად ვიქნებოდით.
- მაინც, დიდი სიამოვნებით დავარტყავდი.
გავიცინე, დაბლა დავიხედე.
ჰარიმ მე გამომხედა.
- გინდა გავიაროთ?
მას ავხედე.
- სად?
- პარკში.
- რატომ?
- სალაპარაკო გვაქვს, ასე არ ფიქრობ?
მართალია, მაგრამ ახლა ქროწილში ვართ და მხოლოდ ის მინდა, რომ წვეულებით ვისიამოვნო.
- მე არ..
ღრმად ამოსიუნთქა.
- გთხოვ, ჩემთან ერთად გაიარე.
ტუჩი მოვიკვნიტე, ბოლოს თავი დავუქნიე.
მანაც დამიქნია თავი და შევბრუნდი, რომ კარვიდან გავყოლოდი. იმედი მქონდა ,რომ პერი და ზეინი ვერ შეგვამჩნევდნენ. დავინახე როგორ ელაპარაკებოდნენ ზეინის მშობლებს.
ჰაერი თბილი იყო. მიყვარს ცენტრალ პარკი ღამით, განსაკუთრებით მაშინ, როცა თბილა.
- კარგი საღამოა. - თქვა ჰარიმ.
- ვერ ვიჯერებ, რომ ცოცხალი ხარ.
ჩაიცინა, ხელები ჯიბეებში ჩაიყო.
- მადლობა.
- არა. ის ვიგულისხმე, რომ-
- ვიცი რაც იგულისხმე, როზი, უბრალოდ გეხუმრები.
როდესაც როზი დამიძახა გული ამიჩქარდა.
წამში ისევ მომინდა ტირილი. ის აქ არის, ამდენი თვის შემდეგ და საერთოდ არ შევხებივარ. რატომ ვარ ასე?
შოკი. შოკში ვარ.
- კარგად ხარ?
თავი გავაქნიე, შევბრუნდი, რომ ჩემი თვალები არ დაენახა.
- კარგად ვარ.
- კარგი.. როგორ იყავი?
კითხვა ირონიულია და თითქმის გავიცინე.
თავი მოვამზადე,რომ მეთქვა 'კარგად', მაგრამ ამოვიოხრე და გავჩერდი. ჰარიც გაჩერდა, დაბნეულმა გამომხედა მე.
- საშინლად. - ამოვიოხრე. - საშინლად ვიყავი.
მზერა სახეზე გადმომატარა, კოპები შეკრული ჰქონდა.
- სიმართლე რომ გითხრა, მეც.
- რატომ იყო შენთვის საშინელი? ყოველ წუთს შეგეძლო დარეკვა.
- არ წაგიკითხ-
- კი, წავიკითხე ის დაწყევლილი დღიური, მაგრამ ბოლო ჩანაწერი ცხრმეტ დეკემბერს იყო, წვეულების წინა ღამეს. როგო-
- მეორე წერილი?
- რა მეორე წერილი?
- ამანათში.
- ოუ. - ამოვიოხრე. - ის სრულიად განადგურებული მოვიდა. სულ დასველებული იყო წყლისგან, ვერც კი გავარჩიე რა ეწერა.
- ჯანდაბა. - ხელი თმაში შეიცურა. - როგორც ჩანს უნდა აგიხსნა.
- რატომ? რა ეწერა წერილში?
ჰარიმ პირი გააღო,შემდეგ ისევ მოკუმა.
- მოდი დავსხდეთ. - თქვა, ახლო მდებარე სკამისკენ წავიდა და მწვანე საფარით დაფარულ ჰორიზონტს გახედა.
- რა ეწერა წერილში? - გავიმეორე. - და სად ჯანდაბიდან გქონდა ჩემი ნიუ-იორკის მისამართი?
ამოიოხრა.
- შენი ხელფასის ჩეკებს მე გიგზავნიდი კრისტალიდან. - აღიარა. - ერთ დღეს, როცა იმეილი უნდა გამომეგზავნა, ჩემი ამანათის წამოვიღე..
- ამის გასაკეთებლად ხუთი თვე რატომ დაგჭირდა? - ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე.
ჰარიმ ისევ ამოიოხრა, წინ გადაიწია და იდაყვები მუხლებზე დაიდო.
- მე.. - ტუჩი მოიკვნიტა.
- ღვითს გულისათვის, ამოღერღე.
მე გამომხედა და გაიცინა, მე კი ღიმილის შეკავება ვცადე.
- მგონი დასაწყისიდან უნდა დავიწყო, ხომ?
თავი დავუქნიე.
- წვეულების ღამეს, ოც დეკემბერს, ნაბიჭვარმა ალეკმა მესროლა.
- ეს ვიცი.
- უბრალოდ თავიდან ვიწყებ,როზალი.
ტუჩი მოვიკვნიტე, რომ არ გამეღიმა.
- როგორც ვამბობდი,- განაგრძო. - ალეკმა მესროლა. თუმცა, მან კარგად ვერ დაუმიზნა და მარჯვენა მკლავში მომარტყა.
მზერა მარჯვენა მკლავს მივაბყარი, რომელიც თეთრი პერანგით იყო დაფარული.
- ბევრი სისხლი დავკარგე, ამიტომ დაახლოებით ერთი კვირა საავადმყოფოში გავატარე.მინდა ვთქვა, რომ გამაყუჩებლები მაგარი იყო. და ახლა გასაოცარი იარა მაქვს.
- ალეკს რა მოუვიდა?
- მაქამდეც მივალ, როზი, დამშივდდი.
პირი მოვკუმე, ვცდილობდი კითხვები აღარ დამესვა.
- თუ გაიხსენებ, ვაილეტი შენს უკან მდგომი მანქანიდან გადმოვიდა. საერთოდაც, ორი მანქანა მოვიდა, ერთ-ერთ მათგანში ისინი ისხდნენ, ვინც ივორიში იყვნენ. გამოსადაგები გახდნენ. მათ პოლიცია მოიყვანეს იქ. ალეკი კიდევ მესროდა და მომკლავდა, რომ არა ჯემა, რომელიც არსაიდან გამოვარდა და სახეში დაარტყა.
- არ არსებობს!
- გიჟური იყო, და ყველაფერი მახსოვდა. მიწაზე ვეგდე, როცა დავინახე როგორ დაეცა ალეკი მიწაზე, ამის შემდეგ კი გავიიშე. შემდეგ საავადმყოფოში გავიღვიძე, ხელი შეხვეული მქონდა, მაგრამ საშინლად მტკიოდა.
- გაერთიანებაზე რას იტვი?
- ეჰ, ჩვენ საზოგადოებრივი საქმე დაგვევალა საათობრივად, მაგრამ მეტი არაფერი.
- ოუ.
- ასე რომ, ჩვენ ეს გავაკეთეთ, ჩვენ მოვიგეთ. ჩვენ თავისუფლები ვართ.- სახეზე სულელური ღიმილი აიკრო და გავიცინე.
- საერთოდაც, როდესაც საავადმყოფოდან სახლში დავბრუნდი, შენს კარზე დავაკეკუნე, მაგრამ არ მიპასუხე. და როგორც ყველა სხვა ნორმალური ადამიანი მოიქცეოდა, სათადარიგო გასაღები გამოვიყენე, რომ შემოვსულიყავი და მომეძებნე, მაგრამ არსად იყავი. ვიცოდი, რომ აქ, ნიუ-იორკში დაბრუნდი. ზუსტად არ ვიცოდი როგორ ვიცოდი, ამგრამ ვიცოდი, და ყველაფერი ჩამოინგრა. ვიცოდი,რომ უნდა მეპოვნე, მაგრამ ჩვენი შეთანხმები გამახსენდა მანამ, სანამ ზეინი გვიპოვნიდა. და გამახსენდა, რომ დაგპირდი უსაფრთხოებას-
ქვედა ტუჩი ამიკანკალდა.
- ამიტომ არ მოვედი? სულელური დაპირების გამო?
თავი გააქნია.
- მე-
- შენ დამპირდი, რომ კიდევ მნახავდი, ასე არ იყო? ამ დაპირებაზე საერთოდ იფიქრე მაინც?
- როუზ, გთხოვ.
ჩემს მიწაზე ვიდექი, თვალებში ცრემლები მქონდა ჩამდგარი.
- ამაზე ვეღარ ვილაპარაკებ. - ვთქვი. - ქორწილში ვართ, ზეინის და პერის ქორწილში. აქ მათ გამო ვართ, ჩვენს გამო არა. არ მინდა, რომ ამაზე ვილაპარაკოთ.
ჰარიმ მტკივნეული სახით გამომხედა.
- გთხოვ, უბრალოდ მომისმინე.
თავი გავაქნიე, რამოდენიმე ნაბიჯით უკან დავიწიე.
- ამისთვის მზად არ ვარ ,ახლა არა. წვეულებაზე არა.
შევბრუნდი და წამოვედი.
არ ვიცი ასე რატომ მოვიქეცი, მაგრამ ბოლო დროს საშინლად უმწეო ვიყავი და ამის გაგონება მტკიოდა.
გავიგონე როგორ დამიძახა ჰარიმ და მისი ნაბიჯების ხმაც გავიგე, მაგრამ კარავში შევედი ,ელიზაბეტისკენ წავედი. ის ჯემასთან და ვაილეტთან ერთად იჯდა ,რაღაცაზე იცინოდა.
- უნდა წავიდეთ. - ვთქვი სწრაფად. - სახლში უნდა წავიდე.
მე ამომხედა, კოპები შეკრული ჰქონდა.
- რა? რატომ?
- გთ- დავიწყე, მაგრამ ვიგრძენი როგორ მომკიდა ვიღაცამ ხელი მაჯაზე.
შევბრუნდი და ჰარი დავიანხე. გავოცდი, როცა მისი აცრემლებული თვალები დავინახე.
- გთხოვ, არ წახვიდე. - თქვა მან, მისი ხმა ისეთი სუსტი იყო, რომ კარგად უნდა მომესმინა ამ მუსიკის ხმაზე რომ გამეგო. - ასე უბრალოდ ვეღარ გაგიშვებ.
კოპები შევკარი.
- რა?
ხელი არ გაუშვია და ხალხის ხროვაში გამათრია. დაბნეული ვიყავი, როცა ფოტოს გადასაღები კაბინის წინ შეჩერდა.
- შედი. - თქვა მან.
- რა? არ-
- შედი, გთხოვ.
წამით მას მივაშტერდი, შემდეგ კი შევედი და დავჯექი.
ჰარი ჩემს გვერდით დაჯდა.
- მომისმენ. - თქვა მან და ცრემლები მოიწმინდა. - მომისმენ და ამის ჩემს მხარესაც გაიგებ.
არ ვიცი რა გამეკეთებინა, ამიტომ უბრალოდ თავი დავუქნიე. მან კი ღრმად ამოისუნთქა და პირი გააღო.

Hidden  | COMPLETEDWhere stories live. Discover now