Part 17

783 52 2
                                    

17.

პირი დავაღე ამ სიტყვების გაგონებისას. მეგონა, რომ იმ საღამოს ყველაფერი მომიყვა, მაგრამ როგორც კი შემომხედა რამის თქმა გადავიფიქრე. ფეხიდან ხელი მომაშორა, რაზეც მისი შეხების გარეშე სიცივე ვიგრძენი.
-შენ არასდროს გითქვამს რას აკეთებ, -ვუთხარი. -იმ..იმ ორგანიზაციაში.
ჰარიმ უკან გადაიხარა. -თანხას ვხელმძღვანელობ, დაახლოებით ისე როგორც კრისტალში. მე ვანაწილებ თანხას რაც ალეკს შემოდის და შემდეგ რაც მიდის სხვა კომპანიებში.
-ეს თაღლითობაა.
-ვიცი. -წარბებშეკრულმა შემომხედა. -ამით ნამდვილად არ ვამაყობ, როუზ.
-მაშინ ამას რატომ აკეთებ?
ჰარიმ ენა კბილებით დაიჭირა. -რატომ ვაკეთებ? -მშრალად გაიცინა. -გრძელი ისტორიაა და ახლა მოყოლისთვის მზად არ ვარ. თანაც ლანჩი რამდენიმე წუთში დამთავრდება.
რაღაც მოულოდნელად დამეცა. -მაშინ, როცა შენი ფაილით ხელში გამომიჭირე ნება არ მომეცი მასში ჩამეხედა, რადგან ამით შენს პირად სივრცეს ვარღვევდი და ახლა..
-არ მინდოდა, რომ ვინმე ამაში ჩამეთრია. -მითხრა.
-მაშინ რატომ არ ჩერდები? -დაბალი ხმით ვუთხარი, თითქმის ჩურჩულით.
-არ შემიძლია. -მითხრა და ქალაქს გადახედა. -ალეკი ამას არ დაუშვებს. მე მისი ყველა საიდუმლო ვიცი და თანაც თითქმის აღარ მენდობა იმის შემდეგ რაც.. რაც შენ გამოჩნდი.
-არანაირი გზა არსებობს რომ თავი დააღწიო?
მან მოწყენილი თალებით შემომხედა. -ერთი არსებობს.
დაბნეული სახით გავხედე. -რა?
ჰარიმ მკერდზე ხელები გადაიჯვარედინა. -ორგანიზაციაში ყველაზე ახლოს ზეინთან, ლუისთან, ნაილთან და ლიამთან ვარ. უკვე ორი წელია რაც ვმუშაობთ და ბევრჯერ გვიცდია.. -ჩაახველა. -ბევრჯერ გვიფიქრია აჯანყებაზე.
თვალები დავახამხამე. -აჯანყება?
-თუ ალეკს სწორად მივუდგებით, მის ძირს დაცემას შევძლებთ და ამ საქმიდან სუფთად გამოსვლასაც. მაგრამ, მას მახეში ნდობის გარეშე ვერ გავაბამთ. -ამოიხვნეშა. -სამწუხაროდ, ერთი იდიოტი არსებობს რომელსაც იდეა არასდროს მოსწონს.
-ვინ?
-ლიენი. -თვალები გადაატრიალა.
თვალი ავარიდე. -ამ ხალხთან საქმე რატომ დაიჭირე? -ვკითხე.
ჰარი დაიძაბა. -ცხოვრების რთული პერიოდი მქონდა. იმ დროისთვის სხვა არჩევანს ვერ ვხედავდი. -შემომხედა და შოკირებული დავრჩი მის თალებში დანახული ტკივილით.
მოულოდნელად მობილურმა დაიბზუილა და ჯიბიდან ამოვიღე.
-გისმენთ?
-როუზ! როუზ, როუზ, როზალი. -აარონი ჩემს სახელს ბლუყუნებდა.
-აარონ, მთვრალი ხარ? -წარბები შევკარი.
-არა, არ ვაააარ. -მითხრა და სიცილი ატეხა.
-შენ მითხარი, რომ სამსახურში იყავი.
-მე ყოველთვის გეუბნები რომ სამსახურში ვარ.
-ანუ მატყუებდი? -ხმას ავუმაღლე, რაზეც ჰარიმ შეცბუნებული სახით გამომხედა.
-არა, შენ უბრალოდ ზედმეტად გულუბრყვილო ხარ. -ბრაზი ყელში მომაწვა და მობილური გავთიშე.
კანი ბრაზისგან მეწვოდა. რამდენჯერმე ჩავისუნთქე, მაგრამ ამან არ მიშველა. მთელი ეს დრო, ის მარტყუებდა!
-ნაბიჭვარი.
ჰარის გადავხედე, რაღაც მომენტში დამავიწყდა რომ გვერდით მეჯდა. მისმა იქ ყოფნამ იმედგაცრუება გამიქარწყლა. არასდროს ვყოფილვარ მის მიმართ ისეთი მადლიერი როგორიც ახლა.
ჯიბიდან რაღაც ამოიღო რის დანახვაზეც ერთდროულად გამეცინა და ამეტირა კიდეც. სნიკერსი.
-ამათ ყველგან დაატარებ? -ვკითხე.
-ცოტას, -მითხრა, გახსნა და ნახევარი გამომიწოდა. -ისინი სტრესს მიმსუბუქებენ. შენგან განსხვავებით.
მხარზე ხელი წავარტყი, რაზეც ორივემ ჰარმონიულად გავიცინეთ. ჩუმად ვჭამდით და ქალაქს ვაკვირდებოდით.
-რის გაკეთებას აპირებ? -მკითხა.
მხრები ავიჩეჩე. -ყველაფერის გასარკვევად მასთან დალაპარაკება მჭირდება.-თვალები გადავატრიალე.
თვალი შემავლო და ყურადღება ისევ ქალაქისკენ გადაიტანა. -ლანჩი ხუთ წუთში მთავრდება.
თავი დავუქნიე და ფეხზე წამოვდექი. უკან გავყევი, ლიფტის ნაცვლად კიბეები ჩავიარეთ. ეს პირველი შემთხვევაა როცა მე და ჰარის ცივილიზებური საუბარი გვქონდა- ჰო, შეიძლება სახურავი არც ისე ცივილიზებული იყო მაგრამ, რაც არ უნდა იყოს ერთმანეთისთვის შეურაცყოფა არ მიგვიყენებია.
ვკვდები ისე მინდა გავიგო რატომ დაიწყო ჰარიმ ალეკთან მუშაობა. სამწუხაროდ მისი თვალთვალი აღარ შემიძლია. უკვე ბევრი გავაკეთე და კიდევ თუ გადავდგამ იგივე ნაბიჯს ჰარი საბოლოოდ გაგიჟდება.
ოფისში დავბრუნდით თუ არა მაშინვე მაგიდებს მივუსხედით. შევამჩნიე ვიღაცას მობილურზე ხმოვანი შეტყობინებ დაუტოვებია. გავვოცდი, როცა დედაჩემის ხმა გავიგონე.
„გამარჯობა როუზ. უბრალოდ შეგამოწმე როგორ იყავი, როცა დრო გექნება დამირეკე რაღაც მინდა გკითხო. ნახვამდის."
სწრაფად მისი ნომერი ავკრიფე და სკამზე გადავწექი.
-გისმენთ?
-გამარჯობა დედა, როუზი ვარ. შენი ზარი ვნახე.
-ოუ, გამარჯობა! როგორ ხარ როუზი?
ნერწყვი გადავყლაპე. -კარგად, შენ?
-კარგად. მე და.. მამაშენს გვაინტერესებდა ამ ვიქენდზე ნიუ-იორკში ხომ არ ჩამოხვიდოდი.
-ოუ, -შევჩერდი. -ამმ.. ელიზაბეტიც მანდ იქნება?
დედა შეჩერდა. -ელიზაბეტი.. კი ელიზაბეტიც იქნება.
ტუჩი მოვიკვნიტე. -დედა, მე არ..
-გთხოვ როუზ. ვიცი, რომ ეს რთულია მაგრამ მე და მამაშენს ძალიან გვინდა ჩამოხვიდე, შენი და..
-მეტჯერ აღარ შემაწუხოთ. -ტუჩები დამეძაბა. გასწვრივ მაგიდიდან ჰარის მზერას ვგრძნობდი.
-იცი, რომ ეს სიმართლე არაა როუზ. მას უყვარხარ..
-მას ვძულვარ, ყველა იცის რომ ასეა. გეყოფა თავის მოჩვენება.
დედამ ამოიხვნეშა. -კარგი. თუ იმიტომ არ გინდა ჩამოხვიდე, რადგან შენი დაც აქ იქნება, მაშინ კარგი.
საფეთქლები დავიზილე. -რა გაეწყობა. -ვუთხარი. -კარგი.
მეორე მხრიდან თითქმის ვიგრძენი დედას ღიმილი. -შესანიშნავია. ვიქენდზე გნახავთ. მიყვარხარ. -ლაპარაკი დავამთავრეთ.
მობილური მოვიშორე და თავი ხელებში ჩავრგე. რატომ დავთანხმდი?
ჩემს დას სახეში როგორ შევხედო? ის იმ.. იმ შემთხვევის შემდეგ აღარ მინახავს. ვგრძნობდი შიში როგორ ეშვებოდა ჩემს მხრებზე.
-როუზ. -ავიხედე თუ არა ჰარის სახეს შევეჩეხე. მზრუნველობით სავსე თვალებით მიყურებდა, ხელი დავუქნიე და საქმეს მივუბრუნდი. არ მინდოდა ოჯახის საქმეები ვინმესთან განმეხილა.
როგორც კი ოთხი შესრულდა, ნივთები შევაგროვე და წასასვლელად მოვემზადე.
-როუზ, -მისტერ გრინმენს შევხედე, რომელიც თავისი ოფისის კარს იყო მიყრდნობილი. -შეიძლება რამდენიმე წუთით დაგელაპარაკო?
თავი დავუქნიე და მისკენ გავემართე. -რამე მოხდა?
-არა, ისეთი არაფერი. უბრალოდ დღეს რაღაც დაბნეული მეჩვენები. ყველაფერი კარგადაა?
-ყველაფერი წესრიგშია. მხოლოდ ძილი არ მეყო.
-რა თქმა უნდა. უძილობა არც ჩემთვისააა უცხო. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი კარგად გქონდა. -მეგობრული ღიმილი მესროლა.
-მადლობა. -მიხარია, რომ მისტერ გრინმენი ასეთი თავაზიანი და შემბრალებელი ადამიანია.
-ხვალამდე. -მითხრა და თავის ოფისში დაბრუნდა.
ხელზე ქურთუკი გადავიკიდე და კომპანიიდან გამოვედი. ტალღოვანი თმები მხრებზე მქონდა ჩამოყრილი, მაგრამ თმაში ხელი იმდენჯერ შევიცურე რომ მოუწესრიგებლად გამოვიყურებოდი.
ჩანთაში გასაღები მოვიძიე და თითქმის ვიკივლე, როცა ჩემს მანქანაზე გადაწოლილი ჰარი დავინახე.
-ღმერთო. ასე აღარ გააკეთო. -გულზე ხელი მივიდე და ნერვულად ვუთხარი.
-მაპატიე. -მითხრა და თვალები გადავატრიალე. გასაღების მოძიება გავაგრძელე. -კარგად ხარ? -მკითხა.
ეს კითხვა ჰარისგან ცოტა არალეარული მომეჩვენა. -აჰჰ, ჰო.. ჰო.
-ვინ დაგირეკა?
მორიგი შეკითხვა მისი ხასიათისგან განსხვავდებოდა. -რა მნიშვნელობა აქვს? -გაღიზიანებულმა ვუპასუხე.
წარბები მაღლა აწია. -მომისმინე, ეს მხოლოდ შეკითხვა იყო როზალი. -პასუხი სტაბილურად გამცა.
-ჰო, წესით არ უნდა გაინტერესებდეს. -ვუთხარი.
-რა გემართება? -მკითხა.
-შენ რა გემართება? -მეც შევეწინააღმდეგე.
თვალები დაუვიწროვდა, სწრაფად ზურგი მაქცია და მისი მანქანისკენ გაეშურა.

Hidden  | COMPLETEDWhere stories live. Discover now