Part 41

688 51 1
                                    

41.

და მთელი ღამის განმავლობაში ასე უბრალოდ ვიჯექით და ვუკრავდით. თუმცა გავჩერდით მაშინ, როცა მისტერ უმ ლიპტიდან გამოაბიჯა და წუწუნი დაიწყო.
- ბოდიშს გიხდით, მისტერ უ. - თქვა ჰარიმ და მისტერ უმ ჩაიბურდღუნა.
- ბოდიში იმას ვერ უშველის, რომ ჩემმა ცოლმა დამტოვა. - ჩაიბუტბუტა და ჰარიმ უცნაურად გაჰხედა, მე კი ის ლიპტში შევათრიე და სიცილი დავიწყეთ.
ჯემასთან ერთად ისევ Bing Bang Theory-ს ვუყურეთ, შემდეგ კი ერთმანეთში ახლართულებს ჩაგვეძინა. ჰარი ბუტბუტებდა, რომ ვუყვარდი, ბოლოს კი ორივე გავითიშე.

- როზი-პოზი.
თვალები გავახილე და დავინახე ჰარი, რომელიც მე დამყურებდა და ცალყბად იცინოდა.
- დაარტყა ბიჭებს და აატირა ისინი. - განაგრძო მან უცნაური რითმით.
- ეს რითმში არც კი ჯდება. - ვთქვი ახალგაღვიძებული ხმით.
- ვიცი, შევცვალე რომ შენთვის მეთქვა.
- მოკეტე. - ამოვიგმინე, გადავტრიალდი და ბალიშს ჩავეხუტე.
- სამსახურის დროა.
ხმა გამოვეცი, რომელიც ადამიანურს არ ჰგავდა და ჰარიმ გაიცინა.
- საწოლიდან უნდა აგათრიო?
- თუ შემეხები ისე ჩაგარტყავ, რომ არწყევ.
- უხეშო.
- რას ვიზავთ.
- ადექი, საშუალება მომეცი ვნახო ეს ულამაზესი ძაღლის განავლის ფერი თვალები.
ჩავიხითხითე.
- არა.
- როზი, როზი. - ჩემსკენ გადმოფოფხდა და თითები გვერდებში ჩამავლო, რის გამოც ხმამაღლა წამოვიკივლე.
- გეყოფა, ჰარი!
- ნახე, გღვიძავს!
- არც დავფიქრდები ისე ჩაგ-
წამში წამოდგა და საწოლის გვერდით დადგა.
- ვაუ, სწრაფი მოძრაობა იყო. - ჩავიხითხითე და წამოვჯექი.
- ბავშვის გამკეთებელი უნდა დავიცვა.
- ღმერთო, საშინელებაა ჰარი. ზედმეტად ადრეა, რომ პენისზე დაიწყო ხუმრობა.
- პენისზე ხუმრობებისთვის არასდროსაა ძალიან ადრე.
თვალები გადავატრიალე და წამოვდექი, ჩემი გასაღები ავიღე და ჩემს სახლში გავედი.
- ოც წუთში გამოვალ! - ჰარი მომაძახა ,როცა კარი გამოვხურე და ჯემას მივესალმე.
სამსახურმა ჩვეულებრივ ჩაიარა, ჰარი საქმეს მაცდენდა და ხელს მიშლიდა. რაღაც გაურკვეველი მიზეზის გამო, იმ კოშმარს თავიდან ვერ ვიგდებდი და გაუჩერებლივ წვეულებაზე ვფიქრობდი.
ჰარიმ ეს შენიშნა ,როცა ლანჩისთვის პანერასთან შევჩერდით.
- რაზე ფიქრობ? - მკითხა, როცა მანტო გაიხადა და სკამის საზურგეზე გადადო.
- წვეულებაზე. - ამოვიოხრე და სკამზე დავჯექი.
ჰარიმ კოვზი სუპში ჩადო და მოურია.
ამოვიოხრე და პურს პატარა ნაწილი მოვაგლიჯე.
- ყველაფერი კარგად იქნება, არ იდარდო. - თქვა მან.
თავი გავაქნიე.
- თავიდან ვერ ვიშორებ.. იარაღზე ვფიქრობ.
ჰარიმ ნელა ამოიოხრა.
- ამაში არ უნდა ჩამეთრიე. - თქვა, კოვზი დადო და თავი ხელებში ჩარგო.
- ამაში თავი მე თვითონ ჩავითრიე, გახსოვს? მე ვიყავი ის, ვინც იდიოტივით გამოგყვა.
- იდიოტი არ ხარ, უბრალოდ-
- ცნობისმოყვარე. - ორივემ ერთდროულად ვთქვით.
ცოტა ხნით სიჩუმეში ვჭამდით, მხოლოდ კოვზების წკაპუნის ხმა ისმოდა.
- ამას გადავიტანთ. - თქვა უეცრად. - ამას ერთად გადავიტანთ. მე და შენ.
გავუღიმე.
- ასე ფიქრობ?
- დიახ, ასე ვფიქრობ. - მანაც გამიღიმა. - რადგან ან ორივე ვიქნებით, ან არცერთი, ასე არაა?
ხელი მაგიდაზე გადავწიე და ჩვენი თითები ერთმანეთში ავხლართე.
- ასეა.

Hidden  | COMPLETEDWhere stories live. Discover now