Part 47

569 52 9
                                    

47.

სახლში წავედი. დღიურიდან რაღაც გადმოვარდა? რა?
ნიუ-იორკის ქუჩები გადატვირთული იყო, მე კი მეჩქარებოდა და დაახლოებით თხუთმეტი წუთი მხოლოდ საცობში ვიდექი. ათ საათს გადასცდა, ამ საღამოდან შემორჩენილი ყველა კარგი მოგონება გაქრდა. ძნელი დასაჯერებელია ის ,რომ ელიზაბეტმა და მე ზეინი ვნახეთ სამხატვრო გალერეაში მხოლოდ რამოდენიმე საათის წინ.
ორ კიბეს ერთად ვახტებოდი, სახლში შევედი და მისაღებში შევვარდი, სადაც ელიზაბეტი და დედაჩემი ისხდნენ. ისე შემომხედეს, თითქოს გიჟი ვყოფილიყავი. თუმცა ვარ.
- რაღაც, რაღაც გადმოვარდა- ლაპარაკი დავიწყე, ვცდილობდი სუნთქვაც დამერეგულირებინა.
ელიზამეტმა თავი დამიქნია, წამოდგა და ფურცლების დასტა მომცა, რომელიც ნახევარი ინჩი მაინც იქნებოდა. დაჭმუჭნული და დაზიანებული ჩანს. ათასჯერ დაკეცილს გაქვს, მაგრამ მაინც გამოვართვი.
დღიური ერთ ხელში მეჭირა, ფურცლები კი მეორეში. შევტრიალდი, ჩემს ოთახში შევედი და კარი მივხურე.
საწოლზე ჩამოვჯექი, სახიდან თმა გადავიწიე და ქაღალდებს დავხედე.
- გთხოვ, ნიშანი იყავი. - ამოვისუნთქე და ნელა გავხსენი დაკუჭული ქაღალდები.
მზერა მელნით დაწერილ სიტყვებს გადავატარე და გული გამიჩერდა.
ვხედავდი, რომ ერთ დროს აქ სიტყვები იყო, მაგრამ ახლა სულ ადღაბნილია. თავზე ჩემს სახელს ძლივს ვარჩევ, ჰარის ხელნაწერია. ისე გამოიყურება, თითქოს სველი იყო და ახლა გაშრა, მაგრამ სრულიად გამოუყენებელია.
- არა, არა, არა,- ამოვიბუტბუტე, ფურცლებს ვშლიდი და ვხედავდი ,რომ უფრო უარესდებოდა. - არა!
საწოლიდან წამოვდექი, მისაღებში დავბრუნდი. დედამ და ელიზაბეტმა დაბნეულებმა გამომხედეს. კანი მიხურდა, გული გამალებით მიცემდა და ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი.
- დაზიანებულია, - ვთქვი.- რა-რა მოხდ-
დედაჩემი ჩემთან მოვიდა, ფურცლები გამომართვა.
- როგორც ჩანს წყალმა დააზანა. - თქვა, კოპები შეკრა და თავი გააქნია.
- მაგრამ, ელიზაბეტმა თქვა, რომ დღიურად გადმოვარდა. დღიური კი დაუზიანებელია-
- ჟურნალიდან არ გადმოვარდა, ეს ამანათში იდო. ვიფიქრე, რომ დღიურიდან გადმოვარდა, მაგრამ როგორც ჩანს ბოლოში იყო დამალული. - თქვა ელიზაბეტმა.
- არა, - დავიყვირე. - ასე ვერ იქნება!
- როუზ, - თქვა დედაჩემმა, ჩემი ხმით გაოცებული იყო. - დღიურიც დაზიანებული ჩანს. ყდას შეხედე.
ყდას დავხედე ისევ და დავინახე, რომ მართლაც ასე იყო. ზედმეტად ვიყავი კითხვით გართული იმისთვის, რომ მომენტებში წაშლილი ასოები დამენახა.
- როგორ? - ვიკითხე.
- ხომ იცი როგორიცაა ფოსტა, როუზ. - თქვა დედამ. - და ვისაც არ უნდა გამოეგზავნა, დიდი გზა გამოიარა..
- ყველაფერი შეიძლება მომხდარიყო. - დაეთანხმა ელიზაბეტი.
- არა! - ისევ დავიყვირე, ცრემლები ჩამიდგა თვალებში.- ეს-ეს შეიძლებოდა ნიშანი ყოფილიყო!
- ნიშანი?
- ნ-ნიშანი-
სრულიად დავკარგე სხეულში მგრძნობელობა და კორიდორში მდგარ მაგიდას მივეყრდენი. ავტირდი, თავი ვეღარ შევიკარი. ჩემი ბოლო იმედი გაქრა. დედაჩემი ჩემსკენ წამოვიდა, როცა იატაკისკენ დავეშვი. წესიერად ვერ ვხედავდი და მხოლოდ ჩემი გულის ცემის ხმა მესმოდა.
გასული თვეების განმავლობაში ვხვდებოდი, რომ ყველა ელოდა როდის გატყდებოდა ჩემი ჯავშანი. ელიზაბეტი ყოველთვის ფრთხილად მიყურებდა, დედაჩემი კი ტკივილით აღსავსე მზერით. როდესაც კრისტალს ტელეფონზე ველაპარაკებოდი იმასაც ვხვდებოდი, რომ ისიც კი ასე იყო და ფიქრობდა, რომ წამში ავტირდებოდი.
და ახლა, ახლა ვეღარ გავძელი.
- წამოდი, დივანზე დაჯექი, როზი. - თქვა ელიზაბეტმა აღელვებით, როცა ის და დედაჩემი დივნისკენ მიმათრევდნენ. დავჯექი და სახე ხელებში ჩავრგე, ცრემლები არ ჩერდებოდნენ. სხეული მიკანკალებდა და ისეთი შეგრძნება მქოდა, რომ ვკვდებოდი.
- ღმერთო, მტკივა. - ამოვიქვითინე დედაჩემის მკერდზე. - საშინლად მენატრება, მტკივა!
ორივე მომხვივნენ და ტირილი განვაგრძე.
დედამ ხელი თმაში შემიცურა, მაგრმ ამან არ დამამშვიდა. სწრაფად ვსუნთქავდი და ველოდი როდის გავითიშებოდი.
- ძალიან მენატრება. - ამოვიტირე, ლოყები ცრემლებით მქონდა სავსე. - ის დამპირდა ,რომ ისევ მნახავდა. დამპირდა!
- ოჰ, როზი.
ამოვისრუტუნე, დამშვიდებას ვცდილობდი.
- ეს იმედი მქონდა.. ვიმედოვნებდი, რომ სადმე იქნებოდა, მე დამელოდებოდა ან რამე მსგავსი, მაგრამ ვცდებოდი. - ამოვიბურტყუნე. - ჩემს რაღაც ნაწილს სჯეროდა, რომ ის შეიძლება დაბრუნებულიყო, მაგრამ.. მაგრამ არ დაბრუნდება. ის გაქრა, მორჩა.
- ეს არ იცი, როუზ- დაიწყო დედაჩემმა.
- ვიცი! - ვთქვი და წამოვჯექი, ცრემლები მოვიწმინდე. - ეს ქაღალდი.. იმ ქაღალდმა ახსნა თუ რატომ არ მითხრა ის, რომ იცოდა რაც მოხდებოდა. ვიცი. ეს.. ეს დამშვიდობება იყო. დამშვიდობება, რომელიც დღიურში არ ჩაწერა და ცალკე დაწერა.
საშინელ ტკივილს ვგრძნობდი.
- როზი.. - ელიზაბეტმა ცრემლი მომწმინდა, მაგრამ გამოვიწიე.
- ის გაქრა. - გავიმეორე, ახლა უკვე უფრო ხმამაღლა. - ის მკვდარია, ის მკვდარია, გაქრა და ვეღარასდროს ვნახავ. ალბათ ისევ იქ არის-
- როზი.- დედა ჩემს დამშვიდებას ცდილობდა, მაგრამ შეუძლებელი იყო. ვერავინ და ვერაფერი დამამშვიდებდა ახლა ჰარის გარდა. და ვიცოდი, რომ ეს არ მოხდებოდა.
ჰაერის ჩასუნთქვა ვცადე, მაგრამ საშინლად გამიჭირდა. ახლა ჰარი გაქრა, აღარავინ მყავს. მართალია, ოჯახი მყავს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არავინ მყავს ჰარის მსგავსი, არავინაა ჰარისავით სარკაზმული, საყვარელი და მშვენიერი.
- მორჩა. - გავიმეორე, სახე ხელებში ჩავრგე. - ის გაქრა-
- როუზ, გეყოფა!
ელიზაბეტის ხმაზე გავჩუმდი, სწრაფად შევხედე.
ის ფეხზე იდგა, მე მიყურებდა და თვალები აცრემლიანებული ჰქონდა.
- საშინლად იღბლიანი ხარ იმისთვის, რომ შეგიყვარდა ჰარისავით საყვარელი და მზრუნველი ადამიანი. არასდროს გამიცვნია, მაგრამ შენი ლაპარაკიდან გამომდინარე ჩანს, რომ მას მართლა უყვარდი და შენ მარტლა გიყვარდა. თუმცა, ამ დროის განმავლობაში შენ ის არ მოგიძებნია, როუზ. შენი თავი ჩაკეტე და სევდიანი მოწყენილი ადამიანი გახდი ამ თვეების განმავლობაში. მაგრამ შენ იცი, რომ ჰარი დღეს და ღამეს გაასწორებდა შენს ძებნაში.
ტუჩები განვაცალკევე, რომ დამელაპარაკა, მაგრამ ელიზაბეტმა გამაჩუმა.
- მოძებნე, გაიკითხე და არ დანებდე მანამ, სანამ ან მის მკლავებში არ იქნები მოქცეული, ან მის საფლავის ქვასტან არ იდგები. ვერ დანებდები, როუზ, როცა იცი, რომ ის არასდროს დანებდებოდა.
ის მართალია. გასული თვეების განმავლობაში შოკურ მდგომარეობაში ვიყავი. როგორც ჩანს არ მინდოდა, რომ სიმართლისთვის თვალებში შემეხედა, არ ჰქოდა მნიშვნელობა კარგი იქნებოდა ეს, თუ ცუდი. და ვიცი, რომ ჰარი გაუჩერებლივ მომძებნიდა.
ნამდვილი სულელი ვარ.
- სიყვარული აბსტრაქტულია. - თქვა დედამ ჩუმად. - მაგრა ის საუკეთესოა, ნამდვილად მშვენიერია.
დედაჩემს გაოცებულმა შევხედე, გამახსენდა როგორ მითხრა ჰარიმ თითქმის იგივე რაღაც რამოდენიმე თვის წინ. იმ დღეს, როცა მე და აარონი დავშორდით.
* * *
- მე არასდროს მყვარებია. - ვთქვი მე.
- იღბლიანი ხარ.
მას შევხედე.
- შენ გყვარებია?
ჰარიმ ამოიოხრა, შემდეგ კი თავი ფანჯრისკენ გასწია. თავი დამიქნია.
- რა მოხდა? - კითხვა გავბედე.
- არაფერი. - თქვა მან.
- მოდი რა, რაღაც იქნება. - ვთქვი ,ცალი წარბი მაღლა ავზიდე.
- ესაა და ეს, - თქვა თითქმის მოწყენით. - არაფერი მომხდარა. - მის თვალებში იმხელა ტკივილია, რომ მისი დანახვისას მე თვითონვე ვიგრძენი ტკივილი.
- დარწმუნებული ვარ ვინმე ახალს იპოვნი, ვინც გეყვარება. - ვუთხარი.
ჰარიმ მშრალად გაიცინა.
- სიყვარული აბსტრაქტულია. - თქვა მან. - მას ხიფათის გარდა არაფერი მოაქვს.
* * *

Hidden  | COMPLETEDWhere stories live. Discover now