Part 32

679 52 3
                                    

32.

ჯემას ჰარისთვის არ დაურეკია.
ნუ, რამოდენიმე დღის განმავლობაში მაინც.
აშკარაა, რომ ჯერ კიდევ ცდილობს კარგად გახდომას ჯემას ზარის შემდეგ, ხანდახან მოწყენილი სახით ამოწმებს ხოლმე ტელეფონს. გული მეწვის ,როდესაც ის ამას აკეთებს, ვიცი ,რომ ღრმად უნდა, რომ მას დაელაპარაკოს, მაგრამ ზემდეტად სტკივა გული მისი საქციელის გამო.
ისინი მე და ელიზაბეტს გვგავდნენ.
დასვენება ზედმეტად მალე დამთავრდა, ყველა სამსახურში დავბრუნდით. უმეტესად ჰარი და მე ლანჩზე გავდივართ ხოლმე, და ხანდახან პერი და ზეინიც მოგვყვებიან. აარონის და ალეკის გამო ყოველთვის ვფრთხილობთ, არ გვინდა,რომ კიდევ ერთხელ შევეჩეხოთ მათ.
ყოველი ახალი დღის გასვლის შემდეგ ვგრძნობ, როგორ ღრმად მიყვარდება ჰარი. მის შესახებ პატარა ფაქტებს ვამჩნევ. მაგალითად როგორ იკვნეტს ტუჩს მართვისას, ან როგორ ღეჭავს კალამს,როდესაც მუშაობ. დაბნეული ვარ, ვფიქრობ რატომ ვგრძნობდი თავს ასე, მაგრამ უბრალოდ შევეგუე.
აღმოჩნდა, რომ ჰარი და მე დაბლოკილები ვიყავით ბარიდან, სადაც ჯერემის ვაწვალებდით. ჯერემის თქმით, 'სიმშვიდეს ვარღვევდით,' ნუ, ასეც იყო, მაგრამ ამას ჰარი არ შეუჩერებია მისი ოცი დოლარის მოთხოვნისგან.
თუმცა ჯერემის უკან არ დაუბრუნებია.
არც ველოდით, რომ დაუბრუნებდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჰარიმ უთხრა, რომ მისი ცხვირი მისი სახისთვის ზედმეტად დიდი იყო.
ამინდი სასტიკად ცივი იყო, ხანდახან თოვდა კიდეც. მომწონდა ჰარის თმა, როდესაც მასში პატარა თოვლის ფიფქები ეფინებოდნენ.
ასეც ვუთხარი.
-ნუთუ? - იკითხა, ცალყბად ჩაიცინა.
-დიახ, დიახ ასეა. - მეც ჩავიცინე.
-კარგი, მაშინ უფრო მეტჯერ უნდა მოთოვოს.
ჰარიმ სამშაბათს მისი სახლის სათადარიგო გასაღები მომცა, მითხრა, რომ მისი სნიკერსების გროვას არ შევხებოდი, თუ არადა მიპოვნიდა და მომკლავდა. ვუთხარი ,რომ ამას ვერ გავბედავდი, მან კი გაიცინა.
ოთხშაბათს, ჰარიმ ''შემთხვევით'' დააქცია ყავა ჩემს მაგიდაზე.
-რა ჯანდაბაა? - ვუთხარი უხეშად.
-ბოდიში, - თქვა, მის მაგიდასთან დაჯდა, სახეზე ცალყბა ღიმილი დასთამაშებდა ,რომელიც მეუბნებოდა ,რომ საერთოდ არ წუხდა მისი საქციელის გამო.
-გაწმინდე. - ვუბრძანე, მაგიდიდან ქაღალდები ავკრიფე.
-გინდა მაიძულო?
ცალი წარბი მაღლა ავზიდე.
-სიამოვნებით. - წამოვდექი ,მის მაგიდასთან მივედი, რეზინის ბურთი მაგიდიდან ავაცალე და ზურგს უკან დავმალე.
-არა, არა, - თქვა, წამოდგა.
-გაწმინდე.
-დამიბრუნე.
-არა, სანამ არ გაწმინდავ.
ჰარი მე მომაჩერდა, სახეზე გაბრაზება ეტყობოდა, შემდეგ ამოიოხრა, ''კარგი'', მითხრა, გვერდი ამიარა და ოთახიდან გავიდა, რომ ხელსახოცები მოეტანა.
ჩემს ადგილს დ ავუბრუნდი, თან ცალყბად ვიღიმოდი.
ნასიამოვნები სახით ვუყურებდი ჰარის,რომელიც ჩემს მაგიდას წმენდდა.
-აჰა, ბედნიერი ხარ? - მკითხა აგდებულად.
-დიახ. - ვთქვი, ჩემს მაგიდას დავეყრდენი. - ძალიან.
-მომეცი ბურთი.
-უნდა იპოვნო.
-ვიპოვნო? სერიოზულად?
ცალი წარბი ავზიდე.
ჩაიფრუტუნა და შებრუნდა, ყველას ეკითხებოდა მისი ძვირფასი ბურთი ხომ არ დაუნახავთ.
-ისევ შენ გაქვს, არა? - მკითხა ზეინმა.
გავიცინე, თავი დავუქნიე და ჩუმად ვანიშნე.
ზეინმა თავი გააქნია და ჩაიცინა.
საათ ნახევრის შემდეგ, ჰარი დანებდა და სკამზე დაჯდა.
-ამას ეძებ?
ბურთი მაღლა ავწიე, თვალები გაუფართოვდა.
-შე პატარა..
ჩავიხითხითე.
-დამიბრუნე.
-ჯადოსნური სიტყვა?
-გთხოვ.
-არა, ეს არაა.
-აბა, რა არის?
-ლოსიონი იყო.
-კარგი. ლოსიონი.
-დარწმუნებული არ ჩანხარ, რომ ეს ჯადოსნური სიტყვაა.
ჰარიმ ყველაზე ყალბი ღიმილი აიკრო სახეზე, რომელიც ოდესმე უნახავს.
-ლოსიონი! - დაიყვირა და ყველა მას მიაჩერდა.- აქ არაფერია. - უხეშად უთხრა ყველას, მე და ზეინმა კი გავიცინეთ.
-მომეცი ბურთი. - ჰარიმ პრაქტიკულად დაიღრინა.
მას ვესროლე, ისევ ვიცინოდი.
პარასკევს ,ჯემამ ისევ დაურეკა ჰარის.
მის სახლში ვიჯექით, 'ოფისს' უყურებდა,როდესაც მისმა ტელეფონმა დარეკა. ნელა აიღო, სახიდან ფერი გადაუვიდა.
-ვინ არის? - ვკითხე.
არ განძრეულა. ახმაურებულ ტელეფონს მიაჩერდა, მელოდია მეორდებოდა და მეორდებოდა.
ბოლოს უპასუხა და ყურზე მიიდო.
-დიახ? - ნელა იკითხა.
მეორე ხაზიდან ხმა გავიგონე. სუნთქვა აჩქარებული ჰქონდა, კოპებნი შეკრული. თითქოს დიდ ტკივილშიაო.
მაშინ გადავწყვიტე, როდესაც ვუყურებდი რა რეაქცია ჰქონდა ჯემას სიტყვებზე, რომ უნდა ცდონდოდა, რომ მე ის მიყვარდა.
არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ იმსახურებს,რომ იცოდეს. იმსახურებს იცოდეს, რომ ვინმეს მისი სიყვარული შეუძლია, და ეს ვინმე მე ვარ.
-ჰარი, - დავიჩურჩულე.
ხელი მაღლა აწია ,ისევ უსმენდა.
-ჰარი, ეს მნიშვნელოვანია, - ვთქვი ისევ.
-როუზ, ვსაუბრობ.
ნერწყვი გადავყლაპე.
-ჰარი, უბრალოდ ერთი წამით მომისმინე.
წამოდგა, ზურგი მე მომაქცია და ფანჯრისკენ მიბრუნდა.
-ჯემა, ეს ნომერი საიდან გაიგე? - გავიგე როგორ ჰკითხა.
გაჩუმდა.
კ-არგი, ხოდა აღარ დარეკო. მგონი გასაგებად ვთქვი ,რომ შენგან აღარაფრის გაგება არ მინდა.
გული აჩქარებული მქონდა.
-არ მაინტერესებს, ჯემა! ძალიან იოლად შეგეძლო, რომ გეთქვა, მაგრამ არგითქვამს, მე კი ამას ვერ გაპატიებ.
ყბა დაჭიმა.
-ნახვამდის, ჯემა.
ტელეფონი გათიშა, ისევ ფანჯრიდან იყურებოდა. დაძაბული იყო, ძნელად სუნთქავდა.
-ჰარი. - ვთქვი.
-რა. - მისი ხმა მონოტონური იყო, არ შემობრუნებულა.
-მე შენ მიყვარხარ. - ისე ჩუმად ვთქვი,რომ მეგონა ვერც გაიგო, მაგრამ როდესაც ხელიდან ტელეფონი გაუვარდა,მივხვდი, რომ გაიგო.
ტელეონი იატაკზე დავარდა, მთელს ოთახში ბრახვანის ხმა გაისმა. ნახევრად მობრუნდა ჩემსკენ, კოპები შეკრული ჰქონდა.
-რა? - იკითხა ურწმუნოდ.
კალთას დავეხე. ვერ ვიჯერებ ,რომ ეს ხმამაღლა ვთქვი.
-ვფიქრობ კარგად გაიგე - ვთქვი ჩუმად, მისთვის არ შემიხედავს.
-შენ მე გიყვარვარ? - ახლა მთელი ტანით ჩემსკენ იყო შემობრუნებული,თვალები გაფართოებული ჰქონდა.
მშრალი, უიომურო სიცილით გაიცინა.
ზუსტად ისე,როგორც ვაილეტი მოექცა მას.
-შენ მე გიყვარვარ, - გაიმეორა, - ეს სისულელეა.
კოპები შევკარი.
-არა, არ არის.
-როუზ, ადრეც მითქვამს,მე ამის არ მჯერა. ასე რომ, დრო არ დაკარგო.
წამოვდექი.
-მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ გჯერა, არ ნიშნავს იმას, რომ მე არ შემიძლია. - თავს პატარად და სულელად ვგრძნობდი ამის აღიარების გამო.
-რა აზრი აქვს? რა შეიძლება შენ გიყვარდეს ჩემში?
იატაკს დავხედე.
-არ ვიცი. - ვთქვი. - ახლა ყველაფერს მირთულებ.
-კარგია. ეს ორივესთვის კარგია.
მისკენ მივიწიე, სიბრაზე იზრდებოდა ჩემში.
-რა, ანუ მე შენთვის არაფერს ვნიშნავ ,როგორც ამასწინად თქვი? - ვკითხე. - როდესაც მაკოცე, ეს არაფერს ნიშნავდა? როდესაც თქვი,რომ გინდოდი, ეს არაფერს ნიშნავდა? როდესაც ვარსკვლავების სანახავად წამიყვანე, არაფერს ნიშნავდა? - უკვე ვყვიროდი, ლოყები სიბრაზისგან ამწითლებოდა.
ყბა დაჭიმა.
-მიდი, მითხარი, რომ არაფერს ნიშნავდა, ჰარი! მითხარი, რომ ეს ყველაფერი დროის კარგვა იყო.
სხვაგან გაიხედა.
-თქვი, - გამოვსცერი. - მითხარი, რომ შენთვის არაფერს ვნიშნავ.
-ჩემთვის არაფერს ნიშნავ.
სამი სიტყვა. სულელური, უმნიშვნელო სიტყვები, მაგრამ მაინც ლამის მუხლები მომკვეთეს.
უკან დავიწიე, ნერწყვი ძნელად გადავყლაპე.
-შენ თქვი,რომ როდესაც ვაილეტს უთხარი, რომ გიყვარდა, დაგცინა,- ვთქვი, სახეში ვერ ვუყურებდი. - ერთ რამეს გეტყვი, ჰარი, არც შენ ხარ უკეთესი.
შემოვბრუნდი და მისი სახლიდან გამოვედი, კარი მაგრად მოვაჯახუნე.

Hidden  | COMPLETEDWhere stories live. Discover now