36.
შიშმა მომიცვა,როდესაც ტექსტი ხუთჯერ, ათჯერ გადავიკითხე.
-თამაში? რას გულისხმობს? - ხმა მიკანკალებდა.
-შიგნით შემოდი. - თქვა ჰარიმ, მისი ხმა გასაოცრად მშვიდი იყო ,როდესაც ჩემს სახლში შემათრია.
კარი დახურა, მე კი პანიკა დამეწყო.
-როგორ გაიგო? ღმერთო ჩემო, გვიპოვნის, და მ-
-როუზ, დამშვიდდი ,რომ ფიქრო შევძლო. - ბოლთის ცემა დაიწყო.
პირი მოვკუმე, ქვედა ტუჩი საშინლად მიკანკალებდა. ჩემი სიზმრიდან იარაღი გამახსენდა.
-საიდანღაც იცის,რომ კრისტალს ვესაუბრეთ. და მას უნდა, რომ გვიპოვნოს ჩვენ, განსაკუთრებით კი შენ. - თქვა ჰარიმ, თან კოპები შეკრა.
შიშმა დანასავით გაჭრა მთელი ჩემი სხეული და სუნთქვა გამიხშირდა.
თავი გავაქნიე.
-აქ ვერ დავრჩეიბ. - ვთქვი, ჰარის გვერდი ავუარე და ჩემს საძინებელში შევედი.
-რაზე ლაპარაკობ? - ჰარი უკან გამომყვა, დაბნეული მიყურებდა როგორ ვიღებდი ჩემოდანს საწოლის ქვეშიდან.
-ნიუ-იორკში უნდა დავბრუნდე. - გადავწყვიტე უცებ. ტექსტმა, რომელიც ორივემ მივიღეთ, თითქოს რაღაც შეცვალა ჩემში.
-გაგიჟდი?
-ჰო, შეიძლებ. - ჩემს კარადასთან მივედი და ტანსაცმელი გამოვიღე. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე სახლში წასვლა, მაგრამ ვიცი ,რომ პარანოიდი იდიოტი ვიქნები, აქ რომ უფრო დიდხანს დავრჩე.
-იქ რამდენხანს დარჩები? - მკითხა, მიუყრებდა როგორ ვყრიდი ჩემს მაისურებს და ჯინსებს ჩემოდანში.
ამოვიოხრე, ხელი თმაში შევიცურე.
-დიდხანს, - ვთქვი ბოლოს. ჰო, დიდხანს. აქ არც უნდა გადმოვსულიყავი, მხოლოდ შიში და პარანოია მომიტანა აქ გადმოსვლამ.
-როუზ, იფიქრე ყველაფერზე რასაც ამბობ.
-ვფიქრობ, ვფიქრობ. კრისტალს ოფისები ნიუ-იორკშიც აქვს, იქაც შემიძლია ვიმუშავო და სახლში ვიცხოვრო მანამ ,სანამ ახალ ადგილს არ ვიპოვი. ამას გავყიდი და ყველაფერი ისევ კარგად იქნება. - გული უფრო სწრაფად მიცემდა ყოველ მიღებულ გადწყვეტილებასთან ერთად.
-უოლფიზე რას იტყვი? ჩვენს გაერთიანებაზე?
-თქვენ ჩემს გარეშე უკეთესად იქნებით, აქ იმის გამო არ ვარ, რომ ყველაფერი ავურიო. - ვთქვი, ჩემი კარადიდან ჯინსები გამოვიღე.
-ეს სიმართლე არ არის.
-ოჰ, მართლა? გასაგებად თქვი ადრე, რომ მანამ, სანამ შენს ცხოვრებაში მოვიდოდი ,ყველაფერი წესრიგში იყო. - ბლუზი საწოლზე გადავაგდე. - თუ წავალ, შენს ცხოვრებაში ყველაფერი მოწესრიგდება და ისე იქნება,თითქოს აქ არც არასდროს ვყოფილვარ.
-არა, ასე არ იქნება. - ჰარიმ კოპები შეკრა.
-მისმინე, არ ვიცი რატომ ცდილობ, რომ შემაჩერო. შენ მე არ გაინტერესებ. - წინდები ჩემი ტანსაცმლის გროვაზე გადავაგდე.
ჰარის არ უპასუხია, ამიტომ მივბრუნდი რომ შემეხედა. ის მე მომჩერებოდა, თვალებში ცეცხლი ენთო, ლოყები აწითლებული ჰქონდა.
-იცი რა, როუზ? წადი. წადი. წადი და არ დაბრუნდე. - თქვა მან.
-არ დავბრუნდები, - ვთქვი, თან ნერწყვი გადავყლაპე. - აქ არაფერია ისეთი, რაც ნიუ-იორკში ვერ მექნება.
-მართალიხარ. მე შენზე არ ვღელავ, ასე რომ, უბრალოდ წადი და დაივიწყე ყველაფერი, რაც აქ მოხდა. - ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.
თავი დავუქნიე.
-ეს ყველაფერი ამის გამოა, არა? ჩემი წასვლა იმის გამო არ გინდა, რომ იცი, მიყვარხარ და ამის გაზრდა გინდა.
ყბა დაჭიმა.
-არა.
-კარგი, იცი რა, ჰარი? მე ეს გოგო არ ვიქნები. - ჩემი საძინებლიდან გამოვედი ,შევბრუნდი და სააბაზანოში შევედი.
-ეს გოგო? - მკითხა მან, თან უკან მომყვებოდა.
-ჰო, ეს გოგო. ის გოგო ,რომელიც უიმედოდაა შეყვარებული იმაზე, ვინც ვერასდროს შეიყვარებს მას და მთელს მის ცხოვრებას იმაში გაატარებს, რომ მის გამო თავი ცუდად იგრძნოს. - ვთქვი, კაბინის კარი გამოვაღე და სააბაზანოს ნივთები მოვხიკე. - ვიცი ,რომ არადსროს გეყვარები, ჰარი, ასე რომ ,რა აზრი აქვს?
-ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა წახვიდე.
-კი, ამას ნიშნავს. ჩემს გარეშე ყველა თქვენს საქმეს დაუბრუნდებით და ალეკისთვის იმუშავებთ, ყველაფერი ჩვეულ, სრულყოფილ რითმში ჩაჯდება.- სააბაზანოს ნივთები ჩანთის ელვა შესაკრავი შევკარი და ჩემს საძინებელში დავბრუნდი.
-არა, ვერ გაიგე. - თქვა ჰარიმ თავის ქნევით.- ჩვენ გვჭირდები.
-შენ არ გჭირდები. ჩემს გარეშე უკეთ ხარ.
-არა, მე- ჩვენ არ ვართ.- სწრაფად შეასწორა.
საწოლზე ჩამოვჯექი,სახე ხელებში ჩავრგე.
-ძალიან დაბნეული ვარ. - ჩავიბუტბუტე. - დაბნეული და შეშინებული ვარ, არ ვიცი რა გავაკეთო. - ხმა გამებზარა.
ვიგრძენი როგორ ჩამოჯდა ჰარი ჩემს გვერდით.
-ვწუხვარ, მეც მეშინია.- თქვა რბილად. - შენ უბრალოდ.. უბრალოდ ვერ წახვალ, როუზ.
-რატომ განაღვლებს რომც წავიდე?
-რომ წახვიდე, მაშინ ჩემი ცხოვრება.. ისევ მოსაწყენი იქნება. იცი, წავალ სამახურში და შევიძულებ ალეკს, და არასდროს გავიცინებ. - მისკენ გავიხედე და ის წინ გადაიწია, იდაყვები მუხლებზე დაიდო. - უბრალოდ ჰარი ვიქნები, მე კი ეს არ მინდა.
-თუ უბრალოდ არ იყავი მაშინ, მაშინ რა ხარ ახლა? - ვკითხე.
-უკეთესი ჰარი. ის ჰარი ,რომელიც ბევრს იღიმის, ზოპარკში მიდის, ფანჯრებზე ზის და ბარმენებს დასცინის. მე კი ვერ ვიქნები ეს ჰარი შენს გარეშე.
ვიგრძენი როგორ ამიწყლიანდა თვალები და ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე. ამოვისუნთქე.
-ამას როგორ ამბობ, ახლა, როცა რამოდენიმე კვირის წინ სახეში დამცინე, როცა ჩემი შენდამი სიყვარული ვაღიარე?
-ჯანდაბა, - შეიკურთხ ჰარიმ ,საწოლიდან წამოდგა და ბოლთის ცემას მოჰყვა.
თავი გავაქნიე და შევბრუნდი ,რომ ჩემოდანი შემეკრა.
უბრალოდ ნიუ-იორკშჳ უნდა დავბრუნდე რამოდენიმე დღით, მანამ, სანამ მოვიფიქრებ, ისევ მინდა აქ გადმოსვლა თუ არა. ყველაფერმა, რაც მან მითხრა, დამამძიმა, და თან ვერ წავალ და იმის შიშში ვერ ვიქნები, რომ აქ ალეკია.
-მართლა მიდიხარ? - მკითხა ჰარიმ, რომელიც ჩემი ოთახის კართან იდგა.
-ვფიქრობ ეს ცხადია. - ვთქვი, ოთახიდან ჩემი ნივთები მოვკრიფე.
-დიდი ხნით?
მისკენ მივბრუნდი.
-მე.. მე ამას ვგეგმავდი.
-ჩემზე რას იტყვი?
მის თვალებში სევდა იყო.
-იმედი მაქვს, რომ იპოვნი ვინმეს, რომელიც ისე შეგიყვარებს, როგორც მე. - ვთქვი, თვალებიდან ცრემლები მოვიწმინდე, გვერდი ავუარე და სამზარეულოში გავედი ,რომ რამოდენიმე ნივთი ამეღო.
-რატომ გიყვარვარ? - მკითხა, ხმას უწევდა. - რა შეიძლება შენ გიყვარდეს?
-არ ვიცი, - ვთქვი, უჯრებიდან სხვადასხვა ნივთებს ვიღებდი და დახლზე ვაწყობდი. - შენ მომაბეზრებელი ხარ, უხეში და სარკაზმული. ბევრჯერ დაგიშვივარ დაბლა, იყო მომენტები ,როცა თავს არარაობად მაგრძნობინებდი.
შევჩერდი, უჯრიდან პასპორტი ამოვიღე და დახლზე გავაცურე.
-მაგრამ შენ მხიარულიც ხარ, და აშკარაა, რომ ჩემზე ღელავ, მაშინაც კი ,როცა ამბობ,რომ ასე არ არის. გახსოვს სულელური, პატარა ფაქტები ჩემს შესახებ,რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანნი არიან ,როცა შენ საუბრობ მათზე. შენ თავს უსაფრთხოდ მაგრძნობინებ და ვიცი ,რომ ყოველთვის, არ აქვს მნიშვნელობა სად ვიქნებით, ასე მოიქცევი. და ... და ყოველთვის ვპოულობთ ერთმანეთს, და ვცადე ჩემი თავისთვის მთქვა, რომ ეს რაღაცას ნიშნავდა, მაგრამ ახლა ვხედავ ,რომ არ ნიშნავს.
ლოყებიდან ცრმელები მოვიწმინდე და ღრმად ამოვისუნთქე.
-მართლა ვწუხვარ, რომ ამდენი პრობლემა გაგიჩინე. - ვთქვი რბილად, ჩემი საფულე ავიღე და საჭირო ნივთები ჩავდე.
როდესაც ავიხედე, ჰარი ჩემსკენ ზურგით იდგა, ხელები თმაში ჰქონდა შეცურებული. მძიმედ სუნთქავდა.
-თუ წახვალ.. ოდესმე კიდევ გნახავ? - მკითხა ნელა.
-სავარაუდოდ არა. - ფრთხილად ვუყურებდი.- შეიძლება ეს ორივესთვის უკეთესია.
და მაშინ, როცა ველოდი ,რომ დამეთანხმებოდა, თავი გააქნია და ჩემსკენ მობრუნდა.
-არა, არ არის.
მას მივაჩერდი.
-არ არის უკეთესი ,როცა შენ ხარ ერთადერთი ადამიანი ,რომელიც მისმენს ყველაფერს, რასაც ვამბობ, როუზ. შენ მე მისმენ, ჩემს სარკაზმულ იუმორზე იცინი და ეს მე ვიქცევი იდიოტივით რაღაცეებზე. შენ მაცინებ იმაზე მეტს, ვიდრე მთელი ჩემი ცხოვრების მნძილზე მიცინია. შენ ჩემს ცხოვრებაში შემოხვედი და .. და შენ უბრალოდ.. შენ ეს შემოაბრუნე და შენი თავი შემაყვარე.
პირი დავაღე.
-რა?
თვალები დახუჭა, თითქოს არც მას სჯეროდა იმისი ,რაც თქვა.
-მისმინე, ვიცი, რომ იდიოტი ვარ. ვიცი ,რომ სიყვარულის არ მჯერა,ახლაც არ მჯერა. ეს სისულელეა, ტვირთია და ცუდი ამბების მეტი არაფერი მოაქვს. ერთ გოგოს საშუალება მივეცი, რომ ეს გაეთელა მაშინ,როცა ახალგაზრდა ვიყავი, და ეს ჩემი მხრიდან სულელური მოქმედება იყო. მერომანტიული არ ვარ, ჯანდაბა, დაბადების დღეზე კალმების ნაკრები გაჩუქა. დროის ოთხმოცდაათი პროცენტის განმავლობაში მაგიჟებ, დანარჩენი ათი პროცენტის განმავლობაში კი საშინლად მაბრაზებ. მაგრამ.. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული სულელური მითია, მაინც შევძელი ,რომ შენს მიმართ მეგრძნო.
თითქოს ცოტაც და გავითიშებოდი. ლოყები ცრემლებისგან სველი მქონდა, ქვედა ტუჩს ვიკვნეტდი და ვერ ვიჯერებდი იმას, რაც მან თქვა.
ჩემსკენ წამოვიდა, ლოყებიდან ცრემლები მომწინდა.
-ასე რომ, გთხოვ, გთხოვ, არ წახვიდე. - დაიჩურჩულა.
-არა, - ვთქვი, - არ წავალ. - ხმა გამებზარა.
გულში ჩამიკრა, თავი მის მკერდზე მედო და ხელები მაგრად ჰქონდა ჩემს გარშემო შემოხვეული. მისი სურნელი შევისუნთქე და თვალები დავხუჭე, ჯერ კიდევ შეშინებული ვიყავი ალეკის სიტყვების გამო, მაგრამ ახლა მასთან თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდი,ეს ყოველთვის ასე იქნება.
და ამ მომენტში მივხვდი ,რომ მას ნამდვილად ვუყვარდი. იმ მომენტიდან, როცა სახლში პირველად წამიყვანა მას შემდეგ, რაც აარონს დავავიწყდი, იქამდე, სანამ პოკერის სათამაშოდ წამიყვანდა. როდესაც ჩემთან ეწეოდა და მკოცნიდა. როდესაც დაკუჭულ ქაღალდებს მესროდა სამსახურში, მხოლოდ იმიტომ ,რომ გავებრაზებინე. როდესაც Wolfe Enterprises-ს შესახებ მითხრა, და როდესაც მასთან დავრჩი იმის გამო, რომ მეშინოდა. როდესაც სახურავზე ამიყვანა, როდესაც ვარსვკლავების სანახავად წამიყვანა და ზოპარკშიც. მას მე ვუყვარდი, ამას მასში ვხედავდი.
როდესაც ერთმანეთს მოვშროდით, ლოყები ისევ დასველებული მქონდა.
-კარგი, ახლა უნდა წავიდე დე ყველაფერი ამოვალაგო, - ვთქვი, ჰარიმ კი გაიცინა და ლოყებზე ჩაღრმავებები გამოუჩნდა.
-სწრაფად, 'ოფისი' მალე იწყება.
-მოგვიანებით გავაკეთებ. - ამოვიოხრე.
-დიდი ხანიც ნუ გადადებ.
ცალყბად ჩავიცინე, მანაც ჩაიცინა.
შემდეგ წინ მივიწიე და ვაკოცე.
მაგრად.
სწრაფადვე მიპასუხა ,ხელები წელზე მომხვია ,მე კი თითის წვერებზე შევდექი ,რომ მის ტუჩებს მივწვდომოდი. ხელში ამიყვანა, კოცნა შეწყვიტა. მის თვალებს ვუყურებდი ,როდესაც ოთახში შემიყვანა და ნაზად დამაწვინა.
გავიცინე, როდესაც ფრთხილად გადადო ჩემი ჩემოდანი და ტანსაცმელი საწოლიდან და ჩემს გვერდი დაწვა.
ტუჩებზე ისევ დამაცხრა.
ჩავიხითხითე, როდესაც ტუჩები ყელში ჩამისრიალა და ნაზად მაკოცა.
-შენი ტუჩები ცივია. - გავიცინე.
-ბოდიში, - ჩემს კანში ამოილაპარაკა და ისევ გავიცინეთ.
ყელში კანზე მომწოვა, რის გამოც კანზე სისხლი მომაწვა, მან კი წითელი და იასამნისფერი წრეები შექმნა. ამ მომენტში თავი ბედნიერად ვიგრძენი. შემდეგ ისევ ტუჩებზე დამაცხრა და ენა პირში შემომიყო.
ოთახში ტემპერატურა საგრძნობლად გაიზარდა, როდესაც ჰარის მაისურით დავიწყე თამაში. ვიგრძენი როგორ ჩაიღიმა, წამოჯდა, გაიხადა და იატაკზე გადააგდო.
მის სხეულს შევხედე, რომელიც შავი მელანით იყო დაფარული. მკერდზე ორი მერცხალი ეხატა, მკლავებზე კი შედარებით პატარა ტატუები ჰქონდა. ორი ასო შევნიშნე, 'ჯ' ჯემასთვის, ხოლო 'ე' ენისთვის. ორივე რაღაცას ნიშნავდა მისთვის, ამიტომ მინდოდა მცოდნოდა მათი დატვირთვა. ხელი ავწიე და მის მკერდზე ტატუებს გადავუსვი თითები.
-მერცხლები მოგწონს? - მკითხა, ხმა დაბოხებული ჰქონდა.
-ჰო, - ვთქვი, - ისინი ლამაზები არიან.
-შენი ტატუ უნდა ვნახო, როზი?
ცალყბად ჩავიცინე, გამახსენდა ,რომ ვუთხარი ,ტატუ მაქვს-თქო მაშინ, როცა ლიპტში ვიყავით გაჭედილები.
მაისურ გადავიძრე, ჰარის მაისურის გვერდით მივაგდე. გადავბრუნდი ,რომ ჩემი ტატუ დაენახ.
ვიგრძენი როგორ გადამატარა მისი რბილი,თბილი თითის წვერები კანზე.
-ვარდი, - თქვა მან რბილად,გაოცებით.
-ეს იმის გამოა,რომ არასდროს დავივიწყო ვინ ვარ, - ვთქვი და გადავბრუნდი ,რომ მისთვის შემეხედა. - იყო მომენტები ,როცა დამვიწყებია, ამიტომ ეს გავიკეთე როდესაც თვრამეტი წლის გავხდი. ეს იმიტომაა, რომ გამახსენოს ,რომ მე როუზი ვარ და ყოველთვის ის ვიქნები.
-ეს.. მშვენიერია. - თქვა მან, შუბლი დაბლა დასწია და ჩემსას მოადო. - და ვაღიარებ, ჯერ კიდევ არ მჯეროდა, რომ ტატუ მართლა გქონდა.
გავიცინე, მანაც გაიცინა და ჩვენი სიცილის ხმა ყველაზე მშვენიერი ხმა იყო ,რაც კი ოედსმე მომისმენია.
მთელს სხეულში ცეცხლი ამიგიზგიზდა, როცა კიდევ მაკოცა, ხელები კისერზე მოვხვიე. შემიძლია სამუდამოდ ვკოცნიდე მას .
რამოდენიმე წუთის შემდეგ, ჯინსები აღარ მეცვა, ასევე არ ეცვა ჰარის. მას მე ვუთხარი, რომ ის ცივი იყო, მან კი გაიცინა და საბნის ქვეშ შემიწვინა. ტუჩები მომაწება ,შემდეგ კი მკითხა, თუ რისი გაკეთება მინდოდა.
მე ვუთხარი, რომ მისი ვიყავი.
ყელში მაკოცა და მითხრა, რომ ვუყვარდი ,რის გამოც მთელს სხეულში ჟრუანტელმა დამიარა. ვუთხარი, რომ მეც მიყვარდა და მან გამიღიმა.
VOCÊ ESTÁ LENDO
Hidden | COMPLETED
FanficRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...