15.
-კოცნითვე რატომ მიპასუხე? -დამიპირისპირდა.
პირი გავაღე. -მე..მე...
-და ამ ყველაფრის შემდეგ მაინც აარონთან ხარ.
ატმოსფერო მალევე შეიცვალა ჩვენს შორის.
-ამაზე ლაპარაკი არ მინდა. -მტიცედ განვუცხადე.
-შენ თვითონ წამოიწყე.
-შენ ის ხარ ვინც თავიდან მაკოცა!
ჰარი ფეხზე წამოდგა და სახე ჩემსკენ შემოატრიალა. ვნანობდი, ლაპარაკი რომ წამოვიწყე.
-საბანს მოგიტან. -ცივად მითხრა. ოთახში გაუჩინარდა თუ არა, თავი ხელებში ჩავრგე.
მალევე ნაცნობი ბალიშითა და საბნით ხელში უკან დაბრუნდა. წამოვდექი, ნერვიულად ტუჩს ვიკვნეტდი.
-მაპატიე, -ვუთხარი. -შენთან ჩხუბი არ მინდოდა.
არაადამიანურად გაოცებული დავრჩი, როცა ჰარის სახეზე ღიმილი დავინახე, რომელიც მალე სიცილში გადაიზარდა.
-სასაცილო რა არის? -მივაშტერდი.
მუხლებს დაეყრდნო, სიცილისგან უკვე მძიმედ სუნთქავდა.
-როუზ, ვინ ჯანდაბამ ახსენა ჩხუბი?
უმნიშვნელოდ გავიცინე, მერე მეც ავხითხითდი.
ჰარი ისევ სავარძელში ჩაეშვა. მას შევუერთდი და მუხლები მკერდთან მივიტანე, სახეზეც ღიმილი მქონდა მოფენილი. ისევ მის მკლავებში გავეხვიე. უცნაურად ჟღერს, მაგრამ მისი კანის შეგრძნება მომწონს.
-ჰარი, ვართ მეგობრები? -ვკითხე.
ამოისუნთქა. -არ ვიცი, როუზ.
-რატომ არ შეგვიძლია ვიყოთ? -სიტყვებზე კონტროლი დავკარგე.
-შენ გაქვს სურვილი რომ მეგობები ვიყოთ?
-ჰო, როცა ტრაკივით არ იქცევი, მაშინ ძალიან სასიამოვნო ხარ. -ვუთხარი.
მან ჩამომხედა. -მადლობა. -სარკაზმით სავსე ტონით მიპასუხა და მეც გამეცინა. მისი ნაკვთები სიცილის დროს დახვეწილად გამოიყურებოდა. გული უნებლიედ ამითრთოლდა.
-კარგი, როუზ, -თქვა. -თუ შენ მართლა გინდა, მაშინ ვიყოთ მეგობრები.
-მართლა?
-რა თქმა უნდა. თანაც უკვე იცი სად ვინახავ სნიკერსებს, ასე რომ დასამალი აღარაფერი მაქვს.
'დასამალი აღარაფერი მაქვს.'
-შენ რა მაღლა სნიკერსების გროვა გაქვს? -თვალები გავაფართოვე.
-ჯანდაბა, -თქვა მან და თავი გააქნია. მის საქციელზე გამეცინა. -ხო, დაახლობით სამასი ცალი მექნება.
-სამასი? აპოკალიფსისთვის ემზადები თუ რა?
-სნიკერსები აპოკალიფსის დროსაც დამეხმარება. სწორად მიხვდი როზალი.
მკლავზე დავარტყი, ცოტათი შეკრთა და გაეცინა.
-დამაკვირდი, როზალი. -მითხრა.
-ტრაკო.-ვუთხარი, ის ფეხზე წამოდგა და ხელები მკერდზე გადამიჯვარედინა.
-არ მოგწონს როცა 'როუზი'ს გეძახი, არც 'როზალი' მოგწონს. აბა რა უნდა დაგიძახო?
-როუზ!
-თუ მეგობრობა გვინდა, მაშინ ასე დაძახებას არ ვაპირებ.
თვალები გადავატრიალე და ბალიში ვესროლე. -თუ ასე აპირებ გაგრძელებას, მაშინ მეგობრობა აღარ მინდა.
-ოო, ეგრე არ გამოდის. შენ უკვე იცი სადაც ვინახავ სნიკერსებს.
კიდევ გამეცინა და მის ხელებში ჩავეშვი. წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ვარ ჰარისთან ასეთ პოზაში, თუმცა არცერთ ჩვენგანს არ აწუხებს ეს.
ტელევიზორში ისევ „Familie Guy"-გადიოდა, ორივეს ყურადრება ამ გადაცემაზე იყო გადართული.
როცა მე და ჰარი პირველად შევხვდით, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ დამეგობრებას შევძლებდით. გაურკვეველი მიზეზების გამო უხეშად მეპყრობოდა. ვერ ვიტყვი რომ ახლაც არაა უხეში ჩემს მიმართ, მაგრამ უკვე მასთან დარჩენის უფლება მომცა და მგონი ყველაფერს ნელ-ნელა თავიდან ვიწყებთ.
ასე დიდხანს ვიყავით, ვუყურებდით ღამის გადაცემებს, ვიცინოდით სხვადასხვა სისულელეზე ან პროგრამებს ვაკრიტიკებდით.
თვალებს ვებრძოდი რომ არ დამეხუჭა, თუმცა ბოლოს მაინც დავმარცხდი. თავი ჰარის მხარს მივადე, მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე, ამდენი ხნის განმავლობაში პირველად დავისვენე ასეთი სიამოვნებით. აარონის გვერდით არასდროს ჩამძინებია.
აარონის გახსნენებაზე დანაშაულის გრძნობამ შემახსენა თავი. რატომ უნდა ვიყო დამნაშავე? მე და ჰარი მხოლოდ მეგობრები ვართ.
შუა ღამით გამეღვიძა, აღმოვაჩინე რომ ისევ მის მკლავებში ვიყავი გახვეული. მისი ნელი და მყარი სუნთქვით თუ ვიმსჯელებთ არც ის იყო ჩაძინებული. ხელები წელზე თამამად ჰქონდა შემოხვეული, თავი ჩემსაზე მოდებული. ისე, რომ ჩვენი შუბლები ერთმანეთს უმნიშვნელოდ ეხებოდნენ. გვერდით, მისი სხეული სითბოს ვგრძნობდი.
ძვეული როუზი ჩემს ადგილას ფეხზე წამოხტებოდა, მას მოიშორებდა და მაშინვე თავის ბინაში გავარდებოდა, მაგრამ ძველი როუზი ნელა კვდება და უჩინარდება. ჰარიმ რაღაც გამიკეთა, ცნობისმოყვარეობას, რომელსაც მის მიმართ ვგრძნობ არასდროს განმიცდია.
მასთან უფრო ახლოს მივიწიე, გულში ჩავეკარი და თვალები დავხუჭე. ოდნავ შეირხა, ამოიხვნეშა და მკლავები უფრო მჭიდროდ მომხვია. მალევე მის მწვანე თვალებისა და სურნელის ფიქრში ისევ ჩამეძინა.
YOU ARE READING
Hidden | COMPLETED
FanfictionRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...