35.
-მალე უნდა ვიმოქმედოთ.
ყველამ თავი დაუქნია, ლიამს დაეთანხმნენ.
ჩვენ ისევ ჰარის სახლში ვართ, ბიჭების შემდეგი კვირის მორიგეობის ცხრილს განვიხილავთ. ყველას ცვლა თითქმის ერთიდაიგივე დროსაა და ყველა ერთი და იგივე შეხვედრას ესწრება.
ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც მე და ჰარი ზოპარკში ვიყავით, მას შემდეგ ბევრი არ გვილაპარაკია. არც ისეთი ცუდი იყო მას შემდეგ, რაც ვუთხარი ,რომ მიყვარდა, მაგრამ კომფორტული ნამდვილად არ იყო.
-ვფიქრობ ,რომ კრისტალს უნდა ვუთხრათ. - ვთქვი მ ე.
ყველამ მე მომაბყრო მზერა.
გავსწორდი.
-ამაზე იფიქრეთ. ამ კვირების განმავლობაში უმოქმედოდ ვიყავით, ახლა კი რამით უნდა ვიმოქმედოთ
ზეინმა თავი დამიქნია.
-როუზი მართალია.
-კარგი. - თქვა ჰარიმ. - მაშინ ხვალ ვეტყვით.
ნერწყვი გადავყლაპე.
-რომ არ დაგვიჯეროს?
-დაგვიჯერებს. - თქვა ჰარიმ.
-მაგრამ , საიდან იცი? იმას ვგულისხმობ, რომ შენ თქვი, ალეკი დამარწმუნებელი ტიპია, და-
ჰარიმ და ზეინმა ერთმანეთს გადახედეს.
-არ ცდება. - თქვა ლუიმ.
-არა. - დაეთანხმა ზეინი.
-ეს უარესია, რა იქნება თუ არ დაგიჯერებთ და ალეკს ეტყვის ამის შესახებ? - იკითხა ნაილმა.
-ეს კოშმარი იქნება.- თქვა ლიამმა.
-ვერ გავიმარჯვებთ. - თქვა ჰარიმ ,თან ხელები მაღლა აიქნია. - რა ჯანდაბაც არ უნდა გავაკეთოთ, ვერ გავიმარჯვებთ!
-ასე ვერ ვიფიქრებთ. - თქვა ნაილმა.
-კარგი, ნაილ, რის გაკეთებას გვთავაზობ? კრისტალმა რომ არ დაგვიჯეროს და ალეკს უთხრას, მკვდრეიბ ვართ. - თქვა ჰარიმ
მკვდრები?
-მკვდრები? - ვკითხე. - ალეკი .. ალეკი ა-
-არ გამოვცდიდი. - ზეინი მზერას მარიდებდა.
ჩემი შიში ალეკის მიმართ ერთი ორად გაიზარდა.
-ვფიქრობ ეს უბრალოდ არის რისკი ,რომელიც უნდა მივიღოთ. - თქვა ლუიმ. - კრისტალი უნდა დავითანხმოთ, რომ არ თქვას და დაგვიჯეროს.
-მოიცა. - ჰარიმ ბოლთის ცემა შეწყვიტა და მე შემომხედა. - როუზი. როუზის მეშვეობით დაგვიჯერებს.
კოპები შევკარი.
-ჩემი?
-მაშინ ,როცა კრისტალის ოფისში ვიყავი და მას ვეკამათებოდი,- თქვა ჰარიმ. - შენ ის დაარწმუნე, რომ ჩემს მხარეს დამდგარიყო, მან შენ მოგისმინა.
ნელა გამახსენდა.
-შენ გასაღები ხარ. - თქვა მან. - კრისტალმა შეიძლება მე არ მომისმინოს, არც ზეინს, მაგრამ შენ მოგისმენს.
-არ ვიცი. - ვთქვი ,თავი გავქნიე. - ის უბრალოდ სამსახურს ეხებოდა, ეს კი ბევრად სერიოზულია.
-ეს უნდა გააკეთო, როუზ, შენ ჩვენი ერთადერთი იმედი ხარ. - თქვა ჰარიმ.
ამოვიოხრე. თუ ამას გავაფუჭებ, ისინი დიდ გაუგებრობაში ჩამითრევენ. მაგრამ ასე უნდა მოვიქცე თუ გვინდა, რომ ეს საქმე მოგვარდეს.
-კარგი. - ვთქვი, თავი დავუქნიე. - ამას გავაკეთებ.
ყველამ შვებით ამოისუნთქა, მაგრამ არა მე. შეშინებული ვარ იმის გამო, რომ კრისტალი არ დამიჯერებს ,ან მე ვიტყვი ისეთ რამეს, რაც არ უნდა ვთქვა.
მალე ყველა წავიდა, ზეინი, ჰარი და მე კი შევთანხმდით, რომ კრისტალს ხვალ, ლანჩის საათებში დაველაპარაკეოდით.
მე ვიყავი ბოლო ,ვინც ჰარის ბინიდან გამოვიდა.
-ჰეი, - თქვა მან და შევბრუნდი.
-კარგად ხარ? - მკითხა ჰარიმ
თავი დავუქნიე.
-კი.. უბრალოდ ხვალის გამო ოდნავ ვნერვიულობ.
-ყველაფერი კარგად იქნება, ვიცი ,რომ მოგისმენს.
-საიდან იცი?
-უბრალოდ ვიცი.
თავი დავუქნიე,ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე.
-იმედი მაქვს არ ცდები.
-გეშინია?
ნერწყვი გადავყლაპე.
-არ ვიცი, შეიძლება ოდნავ.
-რატომ?
-იმის ცოდნა, რომ შეიძლება ალეკმა მოგკ-
-ამას ვერ იზავს, ის მშიშარაა.
-მაინც, ჰარი. არასდროს იცი ადამიანს რა შეუძლია.
-ეს მართალია.
დაბლა დავიხედე.
-როუზ ,ზეინი და მე იქ ვიქნებით მთელი დროის განმავლობაში, კარგი? - ჩემთან უფრო ახლოსაა, თითები ჩემს ნიკაპზე უდევს და თავს მისკენ მაწევინებს.
-კარგი. - ვუთხარი, უკან დავიწიე. - ჯობს წავიდე.
-ხვალ გნახავ.
ჩემს სახლში დავბრუნდი, კარი მივხურე და ამოვიოხრე. გადავწყვიტე, რომ ცხელი აბაზანა მიმეღო და ზუსტად ამ დროს რაღაც შევნიშნე.
პატარა ნივთი ერთ-ერთი ფოტოს გვერდით იდო ტუმბოზე, დივნის გვერდით. ეჭვით სავსე მზერა ვესროლე, შემდეგ მისკენ წავედი და ავიღე.
პირი დავაღე.
მიკროფონია.
იატაკზე დავაგდე, შევბრუნდი და ჰარის სახლისკენ გავწიე.
ვიცი ,რომ კარები ღიაა, ამიტომ სწრაფად დავაკაკუნე და შემდეგ შიგნით შევედი, კარი მივხურე.
ჰარი სამზარეულოს დახლთან იჯდა, მისი ტყავის ჟურნალიდან ამოიხედა და დახურა.
-რაღაც ვიპოვე. - ამოვისუნთქე.
-რა? - კოპები შეკრა.
-მიკროფონი, ვიღაცამ ჩემს სახლში დაამონტაჟა. - თვალები გამიფართოვდა, როდესაც გავაანალიზე ყველაფერი. ხელი პირით დავიფარე. - ღმერთო ჩემო.
ჰარი წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა.
-რა მოხდა?
-აარონი ,ეს აარონი იყო. - ვთქვი სწრაფად. - როდესაც ჩემს სახლში შემოვიდა, მე მელოდებოდა, მანამ დაამონტაჟა, სანამ სახლში მივიდოდი-
-მოიცა, მოიცა, - თქვა ჰარიმ. - აარონი შენს სახლში როდის შემოვიდა?
ო, ჯონდაბა. ჰარისთვის არ მითქვამს.
-რ-როდესაც არ ვლაარაკობდით, ერთ დღეს სახლში მოვედი, მას კი კარები გაუღია და შიგნით შესულა.
-რატომ არ მითხარი? - ისეთი ტონი ჰქონდა, რომ აშკარა იყო, ყვირილისგან თავს იკავებდა.
-მე.. მაპატიე ,დამავიწყდ-
-ჯანდაბა, როზალი! - ჰარიმ ყავის მაგიდიდან წიგნები გადაყარა, ისინი კი იატაკზე დაიყარა და ყდები გადაეშალა. წინ და უკან დაიწყო სიარული, თან თმას იქაჩდა.
ჩუმად დავრჩი, არ მინდოდა, რომ უფრო გამებრაზებინა. ერთი ნაბიჯით უკან დავიწიე.
დივნის მხარეს ჩაავლო ხელი,ყბა დაჭიმული ჰქონდა.
-მანამ, სანამ ყველაფერს დავამსხვრევ არის კიდევ რამე, რაც არ გითქვამს?
თავი გავაქნიე.
-დარწმუნებული ხარ? - კბილებში გამოსცრა.
თავი დავუქნიე.
ასეთჳ გაბრაზებული არასდროს მინახავს, და აშკარაა, რომ თავს ჯერ კიდევ აკონტროლებს ჩემს გამო. ლოყები სულ აწითლებული ჰქონდა.
-არის ისეთი რამ, რაც შეიძლებოდა ჩვენი გეგმის შესახებ მიკროფონით შეეტყოთ? - მკითხა ჰარიმ მას შემდეგ, რაც რამდენჯერმე ღრმად ამოისუნთქა.
-ა-არ ვიცი. - ვთქვი.
-ძალიან მეხმარები. - თქვა სარკასტულად.
-მისმინე, ბოდიში, რომ ძალიან კარგი მეხსიერება არ მაქვს, ჰარი. - ვთქვი მკაცრად, უკვე მეც ვბრაზდებოდი.
-უბრალოდ იღბლიანი ხარ, რომ შეხვედრები შენს სახლში არ იყო. - თქვა მან.
-მე ვარ იღბლიანი? ჰარი, საიდან უდა მცოდნოდა, რომ ჩემს სახლში მიკროფონი იყო?
-შეგეძლო გეთქვა, რომ აარონი შენს სახლში შემოვიდა, მე კი ყველაფერს შევამოწმებდი.
-გითხარი ვწუხვარ-თქო, შეგვიძლია ახლა უბრალოდ პრობლემას მივხედოთ? - ვკითხე უხეშად.
-შენ არაფერს მიხედავ. - ჩაიფრუტუნა, გვერდი ამიარა და ჰოლში გავიდა.
ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე, ყბა დავჭიმე და მას გავყევი.
ჩემი კარის წინ გაჩერდა, მე შემომხედა.
-სახლში რა ადგილას არის? - მკითხა დაბალი ხმით.
-იატაკზე დავაგდე, დივანთან.
ჰარიმ თვალები დახუჭა, ღრმად ამოისუნთქა ,კარი გააღო და შიგნით შევიდა.
ვუყურებდი როგორ ფრთხილად აიღო მიკროფონი და შეათვალიერა. რაღაცას დააჭირა და ტუმბოზე დააბრუნა.
-კალამი და ფურცელი. - პირით მანიშა.
თავი დავუქნიე და უჯრა გამოვაღე, წებოვანი ფურცლები და კალამი გავუწოდე.
YOU ARE READING
Hidden | COMPLETED
FanfictionRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...