Part 40

676 52 5
                                    

40.

- მე თქვენ გეხმარებით, ასე არ არის?
თავი დავუქნიე.
- მაგრამ.. არ ვფიქრობ,რომ აქ რამის განხილვა უსაფრთხოა.
- ამას რატომ ამბობ?
უცებ კრისტალის ოფისის კარი შემოიღო და მდივანი შემოვიდა, რომელსაც ხელში ფურცლები ეჭირა.
- თქვენთვის შეტყობინებაა, მისტერ კრისტალ.
მისი ხმა საოცრად ნაზი და მშვიდი იყო. ამასობაში ჩემი ტვინი მახსენებდა, რომ ის სადღაც მყავდა ნანახი.
- მადლობა, ვაილეტ.
სისხლი გამეყინა და თვალები გამიფართოვდა, როცა მომიბრუნდა და გამიღიმა. ლამაზი ქერა თმა მხარს უკან ჰქონდა გადაწეული, მისი ლურჯი თვალები კი ოკეანეს გავდა. ამიტომ ვფიქრობდი, რომ სადღან ნანახი მყავდა. ის არც მეტი არც ნაკლები ის გოგოა, რომელიც ერთ დროს ჰარის უყვარდა.
- როუზ, ეს ვაილეტია, ჩემი ახალი მდივანი. - თქვა მისტერ კრისტალმა.
- სასიამოვნოა შენი გაცნობა, როუზ. - თქვა ვაილეტმა.
და როდესაც გამიღიმა რატომღაც ვიფიქრე, რომ ზუსტად იცოდა ვინ ვიყავი მე.

დამუნჯებული მივაჩერდი ვაილეტს, რომელიც ცალყბად იღიმოდა.
როგორც იქნა გონს მოვედი და თავი დავუქნიე, ვცდილობდი გამეღიმა.
- გ-გამარჯობა. - ამოვიბლუყუნე.
ღიმილი გაუფართოვდა, გვერდი ამიარა და ოფისიდან გავიდა.
- აბა, სად ვიყავით? - იკითხა მისტერ კრისტალმა.
იმ ადგილს მივაჩერდი, სადაც ცოტა ხნის წინ ვაილეტი იდგა. დამუნჯებული ვიდექი.
- როუზ?
თავი გავაქნიე.
- მაპატიეთ.
- არაფერია, დაბნეული ჩანხარ. ახლა შეხვედრას უნდა დავესწრო, შეგვიძლია ეს საუბარი სხვა დროს განვაგრძოთ.
წარმოდგენაც არ აქვს როგორი მადლობელი ვარ ამისთვის. ჰარის უნდა დაველაპარაკო, ეს კი სწრაფად უნდა მოხდეს.
- მადლობა. - ვთქვი მე. - უბრალოდ გამაგებინეთ.
თავი დამიქნია და გამიღიმა. ოფისიდან გამოვედი და ვაილეტის მაგიდისკენ გავიხედე, მაგრამ ის აქ არ იყო.
სწრაფად უნდა წავიდე ჰარისთან. ჩემი გაკვეილი უკვე ვისწავლე, ეს მნიშვნელოვანია და ჰარის აუცილებლად უნდა ვუთხრა.
კიბეებზე ჩავრბოდი რომ ჩვენს სართულზე ჩავსულიყავი, როცა ვიღაცამ მაჯაზე ხელი მომკიდა და შემაჩერა.
- სადმე მიდიხარ?
ვაილეტს ხელი გამოვგლიჯე და სახეზე ღიმილი აიკრო.
- უბრალოდ.. სამუშაოს ვუბრუნდები.
- ასე სწრაფად?
ნერწყვი გადავყლაპე, გული სწრაფად მიცემდა ამდენი სირბილისგან და ვაილეტის გამჭოლი მზერისგან.
ვაილეტს გავხედე.
ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული, ქერა თმა ზურგზე ლამაზად ეფინა. თუ ინტერნეტს დავუჯერებთ ის სარეაბილიტაციო ცენტრში იყო და დაბრუნდა. რას შეიძლება პორტნლანდში აკეთებდეს?
- იცი ვინც ვარ, არა? - თქვა მან.
ნელა დავუქნიე თავი.
ამოიოხრა.
- კარგი, კალამი რომ გქონდეს ხელს მოგიწერდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემმა აგენტმა მირჩია ფანებისგან შორს დამეჭირა თავი.
მას მივაჩერდი.
მე გამომხედა.
- მოიცა.. ფიქრობ ფანი ვარ? - უეცრად გამახსენდა ,რომ ის საპნის ოპერაში იყო. კინაღამ გავიცინე.
- სხვანაირად როგორ უნდა მიცნობდე? - მშრალად გაიცინა.
- გიცნობ გოგოდ, რომელმაც ჰარის გული ატკინა. - დაუფიქრებლად ვთქვი.
მე გამომხედა.
- უკაცრავად?
ერთი ნაბიჯით უკან დავიწიე.
- ჰარი სტაილსი. - ვთქვი მე. - მას შენ უყვარდი, შენ კი ის დატოვე.
- რა თქმა უნდა, ვიცი ვიზეც ლაპარაკობ. - უხეშად მითხრა.
- ისე იქცეოდი, თითქოს არ იცოდი. - ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე. - და თუ იმისთვის დაბრუნდი, რომ იგივე გაუკეთო, მაშინ ჯერ ჩემი ჩამოშორება მოგიწევს გზიდან.
ვაილეტი მე მომაჩერდა.
და შემდეგ გაიცინა.
კოპები შევკარი, ვუყურებდი როგორ იცინოდა და მესმოდა როგორ ისმოდა მისი სიცილის ხმა თითქმის ცარიელ კორიდორში.
- რამე სასაცილოა? - ვკითხე, ლოყები ამიწითლდა.
- აქ იმისთვის არ დავბრუნებულვარ, რომ ჰარი დავიბრუნო, თუ ამას გულისხმობ. - თქვა, როდესაც სიცილს მორჩა.
- მაშინ აქ რატომ ხარ?
- სარეაბილიტაციო ცენტრიდან ახლახანს გამოვედი და ჩემი აგენტი მაიძულებს, რომ ჩვეულ რეჟიმში ჩავჯდე, სამსახური ვიშოვო. -თქვა მან. - ასე რომ, მე კრისტალში დავბრუნდი.
- დაბრუნდი?
- ოჰ, ჰარიმ არ გითხრა? - სარკასტულად გამიღიმა. - კრისტალი ორი წლის განმავლობაში ჩემი მამინაცვალი იყო, მანამ, სანამ დედაჩემი ისევ გაშორდებოდა.
- რამდენი ქმარი ჰყავდა მას?
- შვიდი, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ არის. - თქვა და თვალები გამიფართოვდა. - კრისტალმა სამსახური მომცა მანამ, სანამ ფორმაში ჩავჯდები და შოუში დავბრუნდები. მანამდე კი ჩემს ადგილს საშინელი მსახიობები იკავებენ. - თქვა მან.
ვაილეტი შეიძლება Wolfe-ს ინსაიდერი იყოს.
- საიდან იცოდი, რომ ჰარიმ შენზე მითხრა? - ვკითხე.
- ახლა მისი პატარა შეყვარებული ხარ, გეტყოდა. - თქვა ქედმაღლურად. - იმას ვგულისხმობ, რომ მე მისი პირველი სიყვარული ვიყავი.
- ჩემგან რა გინდა? - ვკითხე.
- საიდან მოიტანე, რომ რამე მინდა?
- აქ გამომყევი.
ვაილეტმა თავი გვერდზე გადასწია.
- მართალია.
- აბა?
- აქ იმისთვის ვარ, რომ დაგეხმარო.
კოპები შევკარი.
- ვიცი, რომ ივორისთან კავშირი გაქვს.- თქვა მან. - და მინდა, რომ მეც ამის ნაწილი ვიყო.
მას მივაჩერდი.
- შენ Wolfe-სთან ხარ?
- სამწუხაროდ დიახ. ალეკმა მე გამომგზავნა იმ წვეულებაზე, რომ ჰარი მეპოვნა და მერე წამოვედი. ასე ჰარი ერთხელ მაინც გააკეთებდა ფულს. ახლა ჩემი შეცდომა გავაანალიზე და შეგიძლია თქვა, რომ მეც შენნაირად ვარ.
- საიდან ვიცი, რომ ინსაიდერი არ ხარ?
ენა კბილებზე გადაიტარა.

Hidden  | COMPLETEDTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang