26.
შემდეგი დღეები ჩვეულ რეჟიმში ჩაჯდა.
სამი ღამე ჰარისთან დავრჩი, მანამდე, სანამ ის იტყოდა, რომ აარონისგან გასაღებს აიღებდა დღეს, პარასკევს. ისევ და ისევ ვუთხარი, რომ ჩემით შემეძლო წასვლა და გამორთმევა, მაგრამ ყოველთვის ისეთი მზერით მიყურებს, რომელსაც ვერ ვხსნი და ჯიუტად ამბობს ''არა''-ს.
ასევე ჰარი მატარებდა სამსახურში და პირიქით, ისევ, ვუთხარი,რომ ჩემითაც შემეძლო წასვლა, მაგრამ ყოველთვის იცინის და ამბობს, ''როზი, შენს გარემოცვაზე არ დარდობ?''
და რა თქმა უნდა, ჰარის ყოველთვის ბოლო სიტყვა რჩებოდა.
საღამოობით, სახლში დაახლოებით ხუთი საათისკენ მოვდიოდით, ჰარი კი გაუჩერებლად ბუზღუნებდა საცობებზე, მე კი გაუჩერებლად ვატრიალებდი თვალებს. ჰარი სადილს ამზადებდა, ყოველ საღამო რაღაც სხვას, და ყოველთვის, როდესაც შევთავაზებდი,რომ მე მომემზადებინა საჭმელი, თვალებს ახამხამებდა და მეუბნებოდა ''როზალი, გადი ჩემი სამზარეულოდან.''
ასეც ვიქცეოდი.
ყოველთვის მრავალფეროვანი საუბრები გვქონდა სადილის დროს, მაგრამ უმეტესად ვკამათებდით. ეს არ იყო ძლიერი კამათი, უბრალოდ ცივილიზებული კამათი იყო. ყოველთვის ერთ-ერთი ჩვენგანის გადაბჟირებით მთავრდებოდა, და კიდევ უფრო ხშირად, ეს ერთ-ერთი მე ვიყავი.
ყოველ საღამოს ''Office''-ს ვუყურებდით, ასევე ვადარებდით, რომელს რამდენჯერ გვქონდა თითო ეპოზოდი ნანახი. ამ ბოლო დღეების განმავლობაში, არ ვფიქრობ, რომ მენახოს ჰარი ასე ხშირად და დიდად იღიმოდეს.
ყოველი ღამის დასასრულს, ჰარი მემშვიდობება, როდესაც ჩემს დივან-საწოლზე ვწვები, მაგრამ ყოველთვის ერთი საათის განმავლობაში მაინც ფხიზელი ვრჩები ,შემდეგ ჰარის ოთახში ვიპარები და საწოლში მის გვერდით ვწვები. ის არასდროს მეკითხება რას ვაკეთებ, ან ისევ ცუდი სიზმარი თუ მესიზმრა, ის უბრალოდ ხელებს მიხვევს, ღრმად ისუნთქავს და ფეხებს ჩემსაში ხლართავს.
პირველი ღამის შემდეგ რა გვიკოცნია, მიუხედავად იმისა, რომ რომ ყოველთვის ვამჩნევ, როგორ მაშტერდება ტუჩებს ,როდესაც ვლაპარაკობ.
ახლა ჰარის დივანზე ვზივარ, ჟურნალს ვკითხულობ და ველოდები ,როდის დაასრულებს ლუისთან ტელეფონზე საუბარს. მითხრა, რომ ამაღამ ჩემს გასაღებს აიღებს, ამგრამ უკვე ექვს საათს გადასცდა და უკვე ვფიქრობ,რომ ჩემით წავიდე.
როგორც იქნა მისი ოთახიდან გამოვიდა და ხელი თმაში შეიცურა.
-კარგი, მივდივარ. - თქვა, ტელეფონი ჯიბეში შეამოწმა და ყავის მაგიდიდან გასაღები აიღო.
-კიდევ ერთხელ ამიხსენი, რატომ არ შეიძლება წამოვიდე?
-იმიტომ, რომ აარონი ნამდვილი ბოზიშვილია და არ მინდა, რომ მის სიახლოვეს იყო. - თქვა ჰარიმ იოლად. ლუეჯი მაისური და მისი ჩვეულებრივი ჯინსები ეცვა, ლოყებზე კი ღია ვარდისფერი ედო.
-ჰარი, რომ გავნოს?
წარბები მაღლა აზიდა.
-მეც ვავნებ, ორმაგად და უფრო მაგრად. - ჩაიცინა.
ამოვიოხრე.
-არ შეიძლება უბრალოდ წამოვიდე?
-არა. ახლა კი მიდი, განაგრძე იმ ჟურნალის კითხვა, რომელიც ისევ ჩემს ფოსტის ყუთში აღმოჩნდა.
თვალები გადავატრიალე.
-შეეშვი!
ჩაიცინა, შემდეგ კარი გააღო და მე მომიბრუნდა.
-ერთ საათში დავბრუნდები, რამე სისულელე არ გააკეთო.
-მეც იგივეს გეტყვი.
-მე, სისულელე? - ჩაიფრუტუნა.
-უბრალოდ წადი. - ვთქვი, ჩავიცინე და ხელი დავუქნიე.
გაიღიმა,შემდეგ კი გავიდა და კარი მიიხურა.
ვიფიქრე,რომ ჰარის გავყოლოდი, რომ მის უსაფრთხოებაში დავრწმუნებულიყავი, მაგრამ თავს წამაძრობდა, თუ კიდევ ავეკიდებოდი.
შემდეგ, ვიფიქრე, რომ რომ გავყოლოდი ეს უბრალოდ გააბრაზებდა მას, მაგრამ ..
უცებ ჩემი ტელეფონი ,რომელიც ყავის მაგიდაზე იდო განათდა, ავიღე და ყურზე მივიდე.
-გამარჯობა?
-ჰეი, როუზ. დაკავებული ხარ? - მკითხა ზეინმა.
-არა, საერთოდ არა. ყველაფერი კარგადაა?
-კი, ყველაფერი კარგადაა. ჰარი წავიდა?
-კი, ახლახანს გავიდა. გჭირდება?
-არა, ახლა უნდა შევხვდე, უბრალოდ დასარწმუნებლად ,რომ აარონი ნაბიჭვარივით არ მოიქცევა.
გამეცინა იმაზე, თუ როგორ დასცინოდნენ აარონს ნაილი, ლიამი, ჰარი, ზეინი და ლუი ,როდესაც ერთმანეთს ვხვდებოდით. ისინი გაუჩერებლივ ეძახდნენ მას რაღაც სახელებს და მასზე ხუმრობდნენ, და ჩვენს ურთიერთობას თუ დავუბრუნდებით, ვერც კი ვხვდები, მასში რა მომეწონა.
-ზეინ. - ვთქვი მე.
-ჰომ.
-ვაილეტ უათერგეიტზე რამე იცი? - წარმოდგენა არ მაქვს, რატომ ვეკითხები ამას, მაგრამ ვაილეტის თემას თავიდან ვერ ვიგდებდი მას სემდეგ, რაც ჰარიმ მითხრა.
-ვაილეტ უათერგეტი?
-ჰო.
-ის ერთ-ერთ წამყვან როლშია იმ საპნის ოპერაში, რომელსაც ახლა პერი უყურებს.
-სულ ესაა?
-ჰმ.. კარგი, ვფიქრობ რამოდენიმე წლის წინ ჰარისთან ჰქონდა რაღაც ურთიერთობა, განთქმული ძუკნაა. იმას ვფულისხმობ,რომ ყველასთან წვება და ასე შემდეგ, მგონი რეაბილიტაციის ცენტრშიცაა ნამყოფი. პერი ყოველთვის ლაპარაკობს მის ამბებზე. - ჩაიცინა ზეინმა.
ძუკნა? ყველასთან წვება? რეაბილიტაციის ცენტრი?
ჰარიმ ამის შესახებ რამე იცის?
-ოუ. - მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე.
ვაილეტი უბიწო გოგოდ წარმომედგინა, რომელიც ჰარის სიყვარულის ღირსი იყო, მაგრამ ახლა მას სრულიად განსხვავებულად ვხედავ. ეს ავადმყოფური ხედვაა, რომელიც თავს კარგად მაგრძნობინებს.
-გმადლობ, ზეინ. - ვთქვი მე.
-რა პრობლემაა. მოგვიანებით დაგელაპარაკები, როუზ, თითქმის მივედი.
-კარგი, ზეინ.
ტელეფონი გავთიშე,შემდეგ ინტერნეტში შევედი და საძიებო ველში ''ვაილეტ უათერგეიტი'' ჩავწერე.
და აი, ის იქ იყო, კამერებს ისე უღიმოდა, როგორც ჰარის ფოტოში იღიმოდა.
ვფიქრობდი,როგორი ძნელი იქნებოდა ჰარისთვის, რომ ეყურებინა ,როგორ ხდებოდა ვაილეტი ვარსკვლავი და მასზე ივიწყებდა. ჩემი სიყვარული მის მიმართ უფრო გაღრმავდა.
ერთი საათი გავიდა ,მე კი თავს ტელევიზორის ყურებით ვიკავებდი, არხებზე დავრბოდი. ძალიან მინდოდა ჰარი უკან დაბრუნებულიყო, რომ მეკითხა,როგორ წავიდა ყველაფერი აარონთან.
გადავწვყიტე,სადილი მომემზადებინა, თუ ამ სახლში მომიწევდა ამაღამ დარჩენა. ყურადღებით მოვათვალიერე ჰარის საკუჭნაო, ყუთი ვიპოვე, რომელშიც მაკარონი და ყველი იდო.
თვალები გადავატრიალე ,ღუმელზე წყლიანი ქვაბი დავდგი და პასტას კეთება დავიწყე.
უკვე წარმოდგენილი მქონდა, ჰარის გამარჯვებული ღიმილი.
უკვე რვის ნახევარი იყო, როდესაც კარი ძლივს გაიღო და ჰარი შემოვიდა.
ტელევიზორს მზერა მოვარიდე, შემდეგ კი გაოცებისგან პირი გავაღე.
მარჯვენა თვალი ჩალურჯებული ჰქონდა. ტუჩი გახეთხილი, იქიდან კი ოდნავ მოდიოდა სისხლი. ღია ჭრილობა მარცხენა თვალის ქვეშ ჰქონდა,რომლიდანაც ისევ მოდიოდა სისხლი. მისი თვალები, მისი მშევნიერი მწვანე თვალები, ნარცისფერი ჩანდა.
-რა-რა ჯანდაბა მოხდა? - ამოვილაპარაკე.
-დაგეგმილი იყო. - თქვა. ხმა გაბზარული მინასავით ჰქონდა. - აარონმა ათი კაცი მოიყვანა, მე კი მხოლოდ ზეინი მყავდა.
-ზეინი კარგადაა?
-ზეინი კარგადაა, რამოდენიმე ჩალურჯება აქვს, მაგრამ ორივე კარგად ვართ. - ხელი ჯიბეში ჩაიყო, ჩემი გასაღები ამოიღო და გადმომიგდო. - თუმცა შენი გასაღები ავიღე.
კოპები შევკარი, წამოვდექი და მისკენ წავედი, თან მის სახეზე მიყენებულ ჭრილობებს ვაკვირდებოდი.
-ჰარი, ეს ცუდად გამოიყურება. - ვთქვი, მის ჩალურჯებას შევეხე. სახე დაეჭმუხნა და ხელი უკან გავწიე, წარბები შევკარი.
-კარგად ვარ. - თქვა, ეცადა ჩემთვის გვერდი აეარა, მაგრამ შევაჩერ.
-არა, არ ხარ. რამდენი დაგარტყეს?
-არ ვიცი, მე-
-რამდენი?
თავი დაბლა დახარა.
-თვლა ამერია.
თავი გავაქნიე.
-მოდი, მოგხედავ.
-არა, კარგად ვ-
-ჰარი, ერთხელ მაინც მომისმენ? შენს ჯანმრთელობასთან გვაქვს საქმე.
დანებების ნიშნად ამოიოხრა და დივანზე დავსვი, სააბაზანოში გავედი, რომ პირველადი დახმარების ნივთები მეპოვნა.
სააბაზანოდან ბინტებით, ნეოსპორინი და ნაჭერი გამოვიტანე.
ჰარისთან დავჯექი, ჯერ კიდევ გაოცებული ვიყავი მისი ჭრილობების გამო.
ნეოსპორინი ჭრილობებზე გადავუსვი, გამახსენდა, როგორ შეიჭმუხნა ჰარიმ სახე ტკვილისგან. გული ამტკივდა.
-ბოდიში. - ვთქვი ჩუმად და თავი გააქნია.
-არაფერია.
ნეოსპორინის წასმა დავასრულე და მისი ჭრილობის გაწმენდა დავიწყე, რომელიც ტუჩთან ჰქონდა.
მისი ვარდისფერი, ფუმფულა, სველი ქვედა ტუჩი ვერტიკალურად ჰქონდა გახეთქილი. ამ ტუჩებზე მოგონებები თავში ამომიტივტივდა,მაგრამ სწრაფად გავაგდე უკან, სისხლის გაწმენდაზე მოახდინე ფოკუსირება.
-პლასტირი გაქვს? - ვკითხე.
ჩაიფრუტუნა.
-არა, პლასტირი არ მჭირდება.
თვალები გადავატრიალე, ჩემი ჩანთა ავიღე და პლასტირი ამოვიღე.
-საბედნიეროდ, ყველგან დამაქვს, სადაც მივდივარ. - ვთქვი ამაყად და ჰარისგან სუსტი ღიმილი დავიმსახურე.
-ეჭვიც არ მეპარება.
ჩუ.
პლასტირი გავხსენი და ნელა მივაკარი ჭრილობაზე.
-აი. - ვთქვი, სახიდან სულელურ ღიმილს ვერ ვიშორებდი.
-ასეთი სასაცილო რა არის?
-ა-არაფერი. - ჩემს გარშემო დაგროვილი ნაგავი ავკრიფე, ვცდილობდი სიცილი არ ამვარდნოდა.
-როზალი, გეფიცები- შეჩერდა, როდესაც სააბაზანოს სარკეში მისი ანარეკლი დაინახა.
სიცილი ამიტყდა.
-ვინი პუჰი? სერიოზულად?
სიცილი გავაგრძელე, როდესაც მისაღებ ოთახში დაბრუნდა ,სახეზე პატარა ყვითელ დათუნებიანი პლასტირით.
-ვინი პუჰი საყვარელია. - ვთქვი მე.
ჰარიმ ამოიოხრა და ჩემს გვერდზე დაჯდა, თან თვალები გადაატრიალა.
-მომაბეზრებელი ხარ.
-ისეთი მომაბეზრებელი არა, როგორიც შენ. - ჩემი ფეხი მისას გავკარი და გაიღიმა.
აშკარა იყო,რომ ტუჩი ეტკინა, მაგრამ მაინც გაიღიმა.
-ჰარი, დაწექი. ძილი გჭირდება.
-არა, შენ მჭირდები.
როგორც ჩანს ეს სიტყვები შემთხვევით თქვა,რადგან როგორც კი ისინი წარმოთქვა, გვერდზე გაიხედა და ლოყები აუვარდისფერდა.
მეც გავწითლდი, სახეზე კი ღიმილი გადამეკრო.
წინ მივიწიე და ლოყაზე ვაკოცე, რადგან ვიცოდი, რომ ტუჩებზე კოცნა ატკენდა.
ამის შემდეგ, რამოდენიმე წამი ერთმანეთს მივაშტერდით, ჰარის თვალები ნელ-ნელა პირვანდელ, ბრწყინვალე მწვანე ფერს იბრუნებდნენ.
-ყველიანი მაკარონი გავაკეთე. - ვთქვი საბოლოოდ და ჰარიმ სამზარეულოსკენ გაიხედა, შემდეგ ხმამაღლა გაიცინა.
-მაკარონი და ყველი? - წამოდგა, წავიდა და ქვაბში ჩაიხედა.
-უგემრიელესი მაკარონი დაყველი გავაკეთე, ასე რომ ჯობია მოკეტო და ჭამო მანამ,სანამ განმსჯი. - ხელები ხუმრობით გადავიჯვარედინე მკერდზე.
ჰარიმ ჩაიცინა.
-არც გნსჯიდი.
-ჰო , როგორ არა. ეს მზერა ვიცი. იმის გამო, რომ ბრიტანელი და სიმპატიური ხარ ფიქრობ,რომ შენ ყველაზე კარგად ამზადებ საჭმელს.
-ჰმმმ, სიმპატიური? - უფრო დიდზე გაიღიმა.
მთელს სახეზე ავწითლდი.
-მე-მე...
ჰარიმ გაიცინა და ორივესთვის თეფშზე ამოიღო პასტა. ისევ საშინლად ვიყავი აწითლებული ,როდესაც მასთან ერთად დავჯექი მაგიდასთან.
სიჩუმეში ვჭამდით მანამ, სანამ ჰარიმ ხმა არ ამოიღო.
-მიხარია, რომ ჩემთან ერთად არ წამოხვედი.
-რატომ?
-ისინი შენ გელოდნენ. რომ წამოსულიყავი, ისინი.. - წინადადება არ დაასრულა და ფანჯრიდან გაიხედა.
ლუკმა გადავყლაპე.
-თუმცა არ წამოვედი.
თავი დამიქნია და მის თეფშს დაჰხედა.
-გტკივა? - ვკითხე.
-არა. - მოიტყუა.
თვალები გადავატრიალე.
-მოკეტე. გტკივა?
სკამზე შეიშმუშნა.
-უმნიშვნელოდ.
ამოვიოხრე.
-ჩემი ბრალია. - ჩავიბუტბუტე. - თავიდანვე რომ არ მიმეცა გასაღები-
-გეყოფა, როუზ. შენი ბრალი არ არის,რომ აარონი ნაბიჭვარია, კარგი? - ცდილობდა ღიმილი შემეკავებინა.
ჰარიმ ჩემს ღიმილზე უფრო დიდზე გაიღიმა.
-მოგწონს, როდესაც დავცინი, არა?
არ მიპასუხია.
-კარგი, მაშინ მოდი გეტყვი, რატომაა ის პატარა ძუკნა და რატომ ჭამ პენ-
-ჰარი! - გავიცინე. - საკმარისია!
ჰარიმაც გაიცინა, მისმა თვალებმა საბოლოოდ დაიბრუნეს მათი ფერი.
-ჯობია წავიდე. - ვთვი, ცარიელი თეფშები ხელში ავიღე. - მადლობა, რომ აქ დარჩენის საშუალება მომეცი, ჰარი. ეს თავაზიანი საქციელია.
მხრები აიჩეჩა.
-დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა .. ამაღამ დარჩე? - მორცხვად ამომხედა.
ჩავიცინე.
-ჩემი გასაღები მაქვს.
-მაგრამ .. პლასტირი რომ მომძვრეს ღამე..
-შენ დიდი ბიჭი ხარ, ჰარი. ვფიქრობ თავს გაართმევ. - ზედმეტად მხიარულებაა.
-და თავი რომ ვერ გავართვა?
-ჰარი, მთხოვ, რომ ამაღამ დავრჩე?
ა-რ ვიცი, გთხოვ?
-კარგი, მაშინ სახლში წავალ. მაინც ჩემი საწოლი მომენ-
-მაშინ, შემიძლია მე დავრჩე შენთან, თუ შენი საწოლი მოგენატრა..
მის ბავშვურ ტონზე სიცილი ამიტყდა.
ამოვიოხრე.
-კარგი, ჰარი. შეგიძლია დარჩე, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება პლასტირი აგძვრეს.
თვალები გაუბრწყინდა და სწრაფად წამოდგა, სახეზე ბავშვური ღიმილი ჰქონდა აკრული.
მისი ოთახიდან ჩემი ნივთები მოვაგროვე, დავრწმუნდი, რომ ჩემი გასაღებიც ავიღე, ჰარი უკან გახარებული ლეკვივით გამომყვა,როდესაც ჩემი სახლისკენ წავედი.
-საშინლად ყინავს. - იყო პირველი რამ, რაც ვთქვი ,როდესაც თერმოსტატი ავანთე.
როდესაც ჩემს ოთახში შევედი, ჩანთის ამოლაგება დავიწყე, ჰარი კი ჩემს მაგიდაზე დაწყობილ სურათებს ათვალიერებდა.
-ეს შენ ხარ? ელიზაბეტთან ერთად? - მკითხა, ჩემი და ჩემი დის ფოტოზე მიმითითა, რომელიც ცენტრალ პარკში იყო გადაღებული.
-ჰო.- ვთქვი მე.
-რამდენი წლისები იყავით?
-მე ჩვიდმეტის ვიყავი, რაც იმას ნიშნავს, რომ ელიზაბეტი იყო .. ცამეტის.
ჰარიმ თავი დამიქნია, ისევ ფოტოს უყურებდა.
-დიდად არ შეცვლილხარ.
მხრები ავიჩეჩე და ჩემი ტანსაცმლის დაკიდება დავიწყე.
როდესაც საბოლოოდ დავასრულე ამოლაგება, ჩემს ოთახში მდგარი ტელევიზორი ჩავრთე, ჰარი კი მის სახლში გავიდა, რომ პიჟამოები ჩაეცვა,
ჩვენს შორის ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, ძალიან ცოტა დროში. ამ ბიჭზე უფრო და უფრო ვეჯაჭვებოდი, თუმცა პირველად სიკვდილამდე მძულდა. მხოლოდ იმაზე ფიქრი შემიძლია ,რა გრძნობები აქვს მას ჩემს მიამრთ.
ნახევრად მეძინა ,როდესაც ჰარი ჩემს ოთახში შემოვიდა.
-აი, შენი სათადარიგო გასაღები. - თქვა, გასაღები ჩემს მაგიდაზე დადო.
-დაიტოვე. - ვთქვი მე. - გენდობი.
გაიღიმა და თავი დამიქნია. ვიგრძენი როგორ ჩაიზნიქა საწოლი ჩემს გვერდზე, როდესაც საწოლში ჩაწვა, მისი სურნელი ვიგრძენი.
-რას ვუყურებთ? - მკითხა.
-არაფერს, დაღლილი ვარ. - ტელევიზორი გამოვრთე და თვალები მოვიფშვნიტე.
-წვეულების ჩამშლელო.
-უკაცრავად. - ვთქვი, ბალიში ცივ მხარეს გადმოვაბრუნე. - მთელი კვირა შენთან ერთად ვიყავი, დაღლილი ვიქნები, აბა რა.
ჰარიმ გაიცინა და ჩემთან ახლოს მოვიდა, სახე ჩემს ყელში ჩამალა.
-ვანილის სუნი გაქვს. - ამოილაპარაკა ჩემს კანში.
-ჰო, ეს ლოსიონის დამსახურებაა. - ჩავიხითხითე და მანაც გაიცინა, მისი სიცილისგან გამოწვეულ ვიბრაციას კისერზე ვგრძნობდი.
-ღამე მშვიდობისა, როუზ.
-ღამე მშვიდობისა, ჰარი.
YOU ARE READING
Hidden | COMPLETED
FanfictionRose does not like Harry. And Harry does not like Rose. But perhaps the threat of a ruthless brain and a shady corporate conspiracy could change for them. Or, at least, could make a stash of Snickers. He was like the moon - a part of him was always...