Epiloge

1.5K 91 19
                                    

Epilogue

დღე სრულყოფილია.
მზის სხივები ღრუბლებიდან აღწევს და თბილად მეცემაკანზე. სხეულში ჟრუანტელმა დამიარა, როცა მამაჩემის გვერდით დავდექი, მოუთმენლად ველოდი ცერემონისს დაწყებას.
ვიოლინოების ხმა გაისმა და დავინახე ვაილეტი, ელიზაბეტი, ჯემა და პერი როგორ გადიოდნენ სკამებს შორის, მათი კაბები ღია ვარდისფერი იყო, ყვავილები კი ღია იასამნისფერი. დავინახე დედაჩემი და ჩემი რამოდენიმე ძველი მეგობარი, რომლებიც სკამებე ისხდნენ ჩემს თანამშრომლებთან ერთად.
აქედან მას ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, რომ ის იქაა, მე მელოდება.სახეზე ღიმილი ავიკარი, როცა მამაჩემმა ამაყი თვალებით დამხედა.
- მზად ხარ? - მკითხა, ხელკავი გამომდო.
თავი დავუქნიე.
- იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე.
რამოდენიმე ნოტიც ვიოლინოზე და მე და მამა პატარა ბილიკის თავში ვიდექით. ყველა ფეხზე წამოდგა, როცა ბილიკს გავუყევით, დაბლა ვარდის ფურცლები ეყარა.
ყველას სახეზე ღიმილს ვხედავ, დედაჩემის ღიმილი კი ყველას ფარავს. ყველა მეჯვარეს გადავხედე, რომლებსაც შავი შარვალ-კოსტიუმები ეცვათ. ნაილი, ედ, ზეინი, ლიამი და ლუი ერთად იდგნენ,ხელები წინ ჰქონდათ დაჭერილი. ყველამ გაიღიმა და მამაჩემს თავი დაუკრა, როდესაც საკურთხეველთან გავჩერდით.
მზერა ჰარის მივაბყარი.
ანგელოზს ჰგავდა, ტუჩები ვარდისფერი ჰქონდა და ღიმილი კიდევ უფრო ულამაზებდა ამას. ხელი გამომიწოდა.
მამაჩემს გავხედე, რომელიც დაიხარა და ლოყაზე მაკოცა, შემდეგ ჰარის დაუქნია თავი.
- მას მიხედე. - ჩუმად უთხრა ჰარის.
- ყოველთვის.
მამამ თავი დაუქნია ჰარის, ხელი ზურგზე დაარტყა და შემდეგ დედაჩემის გვერდით დაჯდა.
ჩემი თითები ჰარისაში ავხლართე, მის წინ დავდექი. გული გამალებით მიცემდა. შავი ჰალსტუხი უკეთია,ზუსტად ისე, როგორც მომწონს.
- შეგიძლიათ დასხდეთ. - თქვა მღვდელმა და ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა.
ზედმეტად აღელვებული ვიყავი იმისთვის, რომ ყურადღება მიმექცია რას ამბობდა მღვდელი,ჰარის ზმერას არ ვაშორებდი. მან გამიღიმა, ლოყებზე ჩაღრმავებები გამოუჩნდა.
- როუზ და ჰარი, იმედი მაქვს, რომ ფიცი მოამზადეთ.
შევბრუნდი და ელიზაბეტს ბარათი გამოვართვი, ამავე დროს მზერა სკამების უკან მდგარ ადამიანს მოვკარი.
შავი კოსტიუმი, ცალყბა ღიმილი, მუქი თვალები, სახეზე იარა.
ალეკმა თვალი ჩამიკრა, ხელი კოსტიუმისკენ წაიღო.
ყელი გამიშრა, ვერ ვლაპარაკობდი და ვერც ვინძრეოდი.
მან იარაღი საკურთხეველს მოუშვირა, მაგრამ გაურკვეველია ვის უმიზნებდა. მინდოდა მეყვირა და რამე გამეკეთებინა, მაგრამ არ შემეძლო.
იარაღის გადატენვის და შემდეგ გასროლის ხმა გავიგე, დარბაზი ყვირილმა მოიცვა.
მაგრამ როდესაც ჰარის გავხედე, ის მე მიყურებდა, თვალები გაფართოებული ჰქონდა და მე მეძახდა. ის დაშავებული არაა.
ჩემს თავს დავხედე, ამწამსვე შევნიშნე ჩემი თეთრი საქორწილო კაბა როგორ იყო სისხლით გაჟღენთილი. სისხლი მუცლის არედან მომდიოდა და არ ჩერდებოდა, უმანკო თეთრი კაბა სასიკვდილო წითლად გადაიქცა.
- როუზ!
* * *
წამოვჯექი. ჰაერის ჩასუნთქვას ვცდილობდი და ვცდილობდი გამეგო სად ვიყავი.
ალეკმა ამჯერად მე მესროლა, ჰარის არა. ეს რას ნიშნავს?
- როუზ.
სახეზე ნაზი შეხება ვიგრძენი ,როცა ცრემლები თვალებიდან გადმომცვივდა და ჰარის მწვანე თვალებს გადავხედე.
- ამაღამ ცუდი იყო, არა?
თავი დავუქნიე, ცრემლები ლოყებზე ჩამომდიოდა. ამოიოხრა, ჩამეხუტა და შუბლზე მაკოცა.
- ამჯერად რომელი იყო?
სიზმარი მოვუყევი, ვცდილობდი გავჩერებულიყავი, ის კი თმას უკან მიწევდა და კოპები შეკრული ჰქონდა.
- როზი. - თქვა როცა მოვრჩი, ხელი ლოყაზე მომითათუნა.
- წყალს დავლევ. - ვთქვი, მან კი თავი დამიქნია, მზერას არ მაშორებდა.
სამზარეულოშჳ სინათლე ავანთე, გაზქურის მაღლა დაკიდებული საათი ორის ოც წუთს უჩვენებდა.
ქორწილის კოშმარები ყოველთვის ყველაზე საშინელია, მაგრამ ხშირად არ ჩნდება. ეს პირველი სიზმარია, სადაც ალეკმა ჰარის მაგიერ მე მესროლა.
ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პორტლანდში დავბრუნდი და ჰარიმ და მე სწრაფად აღმოვაჩინეთ ერთმანეთის კოშმარების შესახებ.ჩემი უფრო ხშირია, კვირაში რამოდენიმეჯერ ხდება და უმეტესად ღამის პირველ საათზე. რამოდენიმე მათგანი განმეორებითია, მაგალითად ქორწილის, მაგრამ სხვები უბრალოდ ახალია. ყოველთვის ვუყვები ჰარის ჩემი კოშმარების შესახებ, და ის ყოველთვის მიყვება მისას.
თუმცა ჰარის კოშმარები ყოველთვის უარესია. ჩემსაზე იშვიათად ხდება, კვირაში ერთხელ ან ორჯერ, მაგრამ როცა ხდება, ისინი ცუდები არიან. ჰარი კონტროლირებად ადამიანია, და როდესაც შუაღამისას იღვიძებს ყვირილით, ვხედავ როგორ ეკარგება კონტროლი. ჩემთვის უჩვეულოა მისი ასე ნახვა. ჩემგან განსხვავებით ,მას ყოველთვის ერთი და იგივე კოშმარი აქვს. მან ეს ამიღწერა როგორც უბრალოდ ძველი მოგონება წვეულების ღამიდან.
უცნაურია, მაგრამ ჰარის და მე არასდროს გვქონია ერთ ღამეს კოშმარი. ან მე ვარ, ან ის, მაგრამ ერთად არა.
მისი კოშარები ღამის სამი საათისკენ ხედავს, და როდესაც მას ვაღვიძებ, რამოდენიმე წუთი მაინც სჭირდება დასამშვიდებლად. ხანდახან, როდესაც თვალებს გაახელს, წამით ისე ჩანს, თითქოს არ მიცნობს, შემდეგ კი მეხუტება. მძულს ,როდესაც ჰარის კოშმარები ესიზმრება. მძულს.
- კარგად ხარ?
ჰარი ჩემი საძინებლის კარებს ეყრდნობოდა, თმები არეული ჰქონდა და ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული.
წამი დამჭირდე იმის გასაანალიზებლად, თუ რაზე ლაპარაკობს და როდესაც ჭიქას დავხედე, რომელიც უნდა ამევსო, შევნიშე ,რომ ხელები მიკანკალებდა. ჭიქა დაბლა დავდე და ამოვისუნთქე, როცა ჰარი ჩემთან მოვიდა, ჭიქა გამომართვა და ეკრანი მოუშვა. ისევ მე მიყურებდა.
მადლობა გადავუხადე, ჭიქა პირთან მივიტანე და წყალი მოვსვი.
- ამან ძალიან შეგაშინა, არა? - მკითხა ჰარიმ, როცა ცარიელი ჭიქა ნიჟარაში ჩავდე.
- ასეთი არასდროს დამსიზმრებია. - ვთქვი მე. - არ ვიცი ამჯერად განსხვავებული არტომ იყო.
ვიგრძენი როგორ შეეხო მისი ხელი ჩემსას და მაგრად მოვუჭირე.
- წამოდი საწოლში დავბრუნდეთ, კარგი?
თავი დავუქნიე და ჩემს ოთახში გავყევი, საწოლში მის გვერდით დავწექი.
ტელევიზორი ჩართო, მე კი თავი მკერდზე დავადე.
- რა იქნება? - თქვა მან. - The Office თუ Big Bang Theory?
- შენ აარჩიე.
- ვფიქრობ ორივემ ვიცით რასაც ავირჩევ.
გავიცინე დამ ანაც გაიცინა, The Office-ის ერთ-ერთი ეპიზოდი ჩართო. ვცდილობდი სიზმარი თავიდან ამომეგდო, მაგრამ როგორც ჩანს წითელი საქორწილო კაბა სამუდამოდ დამამახსოვრდა.
- შენი აზრით რას ნიშნავდა? - დავიჩურჩულე,როცა პერსონაჟებმა ეკრანზე მოძრაობა დაიწყეს.
- არ ვიცი. - თქვა გულრწფელად. - საერთოდ რას ნიშნავს ისინი?
- ნეტავ გაქრეს.
- მეც მაგას ვოცნებობ.
ხელი მკლავზე ჩავუცურე, შემდეგ მის ვარდის ტატუზე შევაჩერე.
- ფიქრობ.. შენი აზრით ისეთი სიზმარი იყოს, როგორიც წვეულებაზე და ახდეს? - ვკითხე.
- რას გულისხმობ?
- რამე რომ მოხდეს ოდესმე თუ დავქორწინდებით?
- ალეკი ციხეშია, ხოლო უოლფის კომპანია აღარ არსებობს. - ჰარიმ თვალებში ჩამხედა. - და საერთოდ დაქორწინება ვინ ახსენა? - ცალყბად ჩაიღიმა.
გავწითლდი.
- ჩემს სიზმარში იყო, არ ვიცი. შენი აზრით ოდესმე დავქორწინდებით?
ჰარიმ გაიცინა, ჩემი თმით დაიწყო ღამაში.
- სხვა თუ არაფერი, ჯერ სავახშმოდ დამპატიჟე.
- უკაცრავად? ბევრჯერ დამიპატიჟებიხარ სავახშმოდ.
ორივემ გავიცინეთ, მან კი ხელი წელზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა, სახე მის ყელში ჩავმალე.
- ვფიქრობ მაგარი წვეულება გვექნება.
გავიცინე.
- საიდან მიხვდი?
- ჩვენ შოკოლადის შადრევანი გექნება. ჩვენ მოვიგებთ.
- მაგრამ ეს მოუწესრიგებელი იქნება.
- სერიოზულად მეკამათები შოკოლადის შადრევანზე? გაგიჟდი?
- თუ ასე ძალიან გინდა, მაშინ ვფიქრობ შეგვიძლია შოკოლადის შადრევანი გვქონდეს. - ამოვიოხრე ხუმრობით.
- უხალისო ხარ, როზალი.
ამოვიოხრე.
- არ ვიცი შემიძლია ვიყო თუ არა ვინმესთან, ვისაც შოკოლადის შადრევანი არ უყვარს. ვფიქრობ უნდა დავშორდეთ, როზი. - გავიცინე, მანაც გაიცინა.
- მაგრამ მე ვიცი სად ინახავ სნიკერსებს.
- გასაგებია. კარგი, მოდი შევრიგდეთ.
გავიცინე, ის კი დაიხარა და მაკოცა, სახეზე ღიმილი ჰქონდა აკრული.
- მიყვარხარ. - ამოილაპარაკა.
- და მე შენ მიყვარხარ.- ვთქვი, სახიდან თმა გადავუწიე.
ჰარიმ და მე შემდეგი საათნახევრის განმავლობაში ტელევიზორს ვუყურეთმ შემდეგ კი ისევ დავიძინეთ. ისევ მახსენდებოდა ჩემი სიზმარი, მაგრამ როგორღაც დაძინება მოვახერხე.
ვფიქრობ ტველაფერი მას შემდეგ მოხდა, რაც ჰარი გავიცანი დაახლოებით ერთი წლის წინ. იმდენი გრძნობა და ემოცია ვიგრძენი, რომელიც არასდროს განმიცდია და იმდენი ტკილი, რამდენიც არც კი ვიცოდი, რომ შესაძლებელი იყო. ძალიან შევიცვალე, მხოლოდ იმიტო, რომ გადმოვედი იმ სახლში ,სადაც ჰარის ყოფილი ცხოვრობდა.
გავაანალიზე, რომ ჩემი მარტოობის შიში მხოლოდ ჰარის გარეშე არსებობს. არ მეშინია მარტოობის, უბრალოდ მეშინია იმის, რაც მის გარეშე ვარ. ჩემი თავის ეს ვერსია ხუთი თვის წინ გავიცანი, და საერთოდ არ მომწონს ეს პიროვნება. იმედი მაქვს არასდროს გავიცნობ ამ მარტოსულ, ჩუმ ადამიანს.
ვიცი, რომ ეს პიროვნება ყოველთვის ჩემში იცხოვრებს. მაგრამ ახლა, როცა ჰარისკენ ვიხედები, რომელსაც მშვიდად სძინავს. ხელი ჩემს წელზე აქვს გადმოდებული, სახე დამშვიდებული და მშვიდად სუნთქავს, ვიგრძენი ,რომ დავმშვიდდი.
არ ვიცი რა მოხდება ამის შემდეგ. მხოლოდ იმის იმედი შემიძლია მქონდეს, რომ ჩვენი ცხოვრება მშვიდი იქნება, ჩვენი მომავალი უსაფრთხო. არ ვიცი რა მოხდება როდესაც ალეკი ციხიდან გამოვა, საერთოდ თუ გამოვა. არ ვიცი ოდესმე ვიქნებით თუ არა ისევ საფრთხეში, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი.
სანამ ჰარი მყავს, თავს მარტოდ არასდროს ვიგრძნობ.
თითი მის ტუჩის კონტურებს გადავატარე და თვალები გაახილა ,რის გამოც უკან დავიხიე.
- ბოდიში, არ მინდოდა შენი გაღვიძება. - დავიჩურჩულე.
- არაფერია. კარგად ხარ?
- ჰო. უბრალოდ ვერ ვიძინებ.
- ოუ.
გადაბრუნდა და მის ზურგზე დაწვა, თვალებს პატარა ბავშვივით იფშვნეტდა. მე გადმომხედა, სახეზე ნამძინარევი ღიმილი გადაჰკვროდა.
- იდეა მაქვს. - თქვა მან.
ცალი წარბი მაღლა ავზიდე.
- რა?
სახეზე მომაბეზრებელი ღიმილი აიკრო.
- გინდა ოცი კითხვა ვითამაშოთ?

დასასრული.

Hidden  | COMPLETEDWhere stories live. Discover now