Part 42

591 52 1
                                    

42.

საცეკვაო დარბაზი ისეთივე ლამაზი იყო როგორც წარმომედგინა.
დიდი, კრისტალის ჭაღები ლამაზად ეშვებოდნენ ჭერიდან, იატაკი კი პრიალა შავი ფერის იყო. ბანკეტის მაგიდები კედლებთან იყო ჩამწკრივებული და ზედ საჭმელები ელაგა. მრგვალი მაგიდები შუაში იდგა, ხალხი იჯდა და სხვებს ესაუბრებოდა. კლასიკური ჯაზ ბენდი მშვიდად უკრავდა მელოდიას. ადგილი გადატვირთული ჩანდა სამკაულებით მორთული ქალბატონებით და კარგად გამოწყობილი მამაკაცებით. ისინი ყველგან იყვნენ, საუბრობდნენ და იცინოდნენ.
ასეთი შეშინებული რომ არ ვიყო, ზუსტად ვიცი, ძალიან ვისიამოვნებდი.
- ლამაზია, არა?
ჰარის შევხედე, რომელიც მე მიყურებდა. თავი დავუქნიე და ისევ საცეკვაო დარბაზს გავხედე.
- ისინი სულ ასეთები არიან. - მითხრა მან. - მალე მოსაწყენი გახდება.
- სნობი. - ჩაიფხუკუნა ჯემამ. - ეს გასაოცარია.
ჰარიმ მის კომენტარზე მხრები აიჩეჩა.
ზევით ავიხედე და შევნიშნე, რომ მეორე სართული უფრო მშვენიერი იყო. ზუსტად ისეთი იყო, როგორც ჩემს სიზმარში.
ნერწყვი გადავყლაპე.
- მოდი დავსხდეთ. - თქვა ჰარიმ, ჩემი ხასიათის ცვლილება შენიშნა და ხელი გამიშვა, ამის მაგიერ წელზე დამადო.
ჯემა ჩვენ გამოგყვა, ჰარიმ კი მანიშნა რომ კუთხეში მდგარ მაგიდაზე დავმჯდარიყავი. მოხარული ვარ, რომ ეს ადგილი აირჩია, ეს დაგვეხმარება იმაში, რომ დამალულები დავრჩეთ.
- თქვენ ორი აქ დარჩით, წავალ და ზეინს და ედს მოვძებნი. - თქვა ჰარიმ, ჯემამ და მე თავი დავუქნიეთ, მიმტანს ორი ღვინის ჭიქა გამოვართვით.
ჰარი შებრუნდა და ხალხში ჩაიკარგა, ჯემა და მე მარტო დაგვტოვა.
- ამაზე რას ფიქრობ? - ვკითხე მას, სკამის საზურგეს მივეყრდენი.
- ეს შოუა, მხოლოდ ეს. - მიპასუხა, ღვინის ჭიქა მაგიდაზე დადო. - აშკარაა, რომ ეს ყველაფერი ალექსის გეგმას ფარავს.
თავი დავუქნიე.
- გეთანხმები.
- ისევე როგორც მე.
გვერდით გავიხედე და დავინახე ვაილეტი, რომელიც ჩემს გვერდით იდგა, ისეთივე წითელი კაბა ეცვა როგორც ჩემს სიზმარში. გასაოცრად გამოიყურება, თმები დახვეული აქვს და ტუჩები სრულყოფილად აქვს შეღებილი. ხელში ღვინის ჭიქა ხელში ეჭირა, ჩემს გვერდით დაჯდა და გაიღიმა.
თავი დავუქნიე.
- ვაილეტ.
- საღამო მშვიდობის, როუზ. - თქვა მან, ჯემას გახედა. - და..?
- ჯემა. - თავი გააცნო. - ჰარის-
- და. - დაასრულა ვაილეტმა. - შენზე მსმენია.
არაკომფორტულად შევიშმუშნე და ჯემამ კოპები შეკრა.
ვაილეტსა და ჩემს შორის გაიხედა და წამში ყველაფერს მიხვდა. მიხარია ,რომ ჯემა მიხვედრილია, რომ არაფრის ახსნა არ მიწევს.
- რა გინდა? - ვკითხე ვაილეტს მეგობრული ტონით.
ვაილეტმა ჩაიცინა.
- ჯერ კიდევ არ მენდობი, არა?
- მიზეზი არ მოგიცია.
- არც იმის მიზეზი მომიცია, რომ არ მენდო.
ღვინო მოვსვი.
ვაილეტი ფრთხილად მიყურებდა როგორ ვდებდი ახლა უკვე ცარიელ ღვინის ჭიქას მაგიდაზე.
- კარგი. - თქვა. - რა იქნება თუ გეტყვი ვინ არის ინსაიდერი.
- ვინ არის?
ვაილეტმა ცალყბად ჩაიცინა, უკან გაიწია რომ დამენახა საცეკვაო დარბაზი.
- ამაზე იფიქრე. - თქვა და ორივემ ბრბოს გადავხედეთ. - ვინ ჩანს ყველაზე უცოდველი?
რამოდენიმე თანამშრომელი ვიცანი და ასევე დავინახე კრისტალი, რომელიც მის მეუღლესთან ერთად ცეკვავდა. ლანა და ჯესი დესერტის მაგიდასთან იდგნენ, ფილი კი შოკოლადის ფანთანს მიშტერებოდა.
- ყველა მათგანი. - ვუპასუხე.
- ვის მიუწვდება ხელი ტელეფონის ხაზებთან და სხვა ინფორმაციებთან? ვინ არის ოფისის თვალები და ყურები?
მაშინვე მივხვდი როგორც კი მას შევხედე.
ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და საცეკვაო მოედნის მოპირდაპირე მაგიდაზე იჯდა, შავი კაბა გასაოცრად ჰქონდა მომდგარი. შავი თმა უკან ჰქონდა შეკრული, წითელი ტუჩები მოწუმული ჰქონდა და ლურჯი თვალებით ჩვენ გვიყურებდა.
- მარიონი.
- ასევე ცნობილი როგორც ალექსის უფროსი. - თქვა ვაილეტმა.
- უფროსი? - მას შევხედე.
- ის დაქორწინებულია, მაგრამ მის ცოლს წარმოდგენა არ აქვს რას აკეთებს ის. მან იცის, რომ ის ამის წინააღმდეგი იქნება. - ვაილეტმა ფეხები გადააჯვარედინა, ღვინო მოსვა. - თანაც, მისი ცოლი ბევრს მოგზაურობს, ასე რომ მას წარმოდგენა არ აქვს რა ჯანდაბას აკეთებს ის.
თავი გავაქნიე.
- ის ბოლო ადამიანი იყო ვისაც მოველოდი.
- გითხარი. - თქვა ვაილეტმა, ფრჩხილების თვალიერება დაიწყო. მე გამომხედა. - ვიცი რატომ გეშინია ჩემი, და არ გადანაშაულებ. ჩვენ რომ ერთმანეთის ადგილას ვიყოთ, მეც იგივეს ვიგრძნობდი. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ახლა ოდნავ მაინც შეგიძლია მენდო, რადგან ჩვენ კარგ გუნდს შევქმნიდით.
გაოცებული ვარ ვაილეტის იმედიანი ტონით და მისი შემოთავაზებით.
მან განაგრძო.
- ვიცი, რომ ჰარი გავანადგურე როცა პატარები ვიყავით, მაგრამ ამის შემდეგ ორივე შევიცვალეთ. მას არ გადავეკიდები, მე ასეთი აღარ ვარ. - ამოიოხრა. - ბევრი შეცდომა დავუშვი და მჯერა, რომ სარეაბილიტაციო ცენტრი ამის გაგებაში იმაზე მეტად დამეხმარა, ვიდრე მე დავეხმარე ჩემს საკუთარ თავს. ვწუხვარ თუ ჩემზე ცუდი წარმოდგენა გაქვს, ერთ დროს მეც ასე ვუყურებდი ჩემს თავს.
ვაილეტის საუბარი ამაღელვებელია და უცებ მის მიმართ სიმპათია გამიჩნდა. ამოვიოხრე და ღვინის ჭიქაზე დავიწყე თამაში.
- არ ვიცი თუ შემიძლია ბოლომდე გენდო, ვაილეტ, მაგრამ საკმარისად გენდობი, რომ ამ კავშირის წევრი იყო. - ვთქვი ბოლოს.
გაიღიმა.
- მადლობა, როუზ. - თქვა, ხელი მხარზე შემახო. - შენ ყველაზე ახლო ხარ ჩემთან ვიდრე რომელიმე მეგობარი ამ წლების განმავლობაში.
არასდროს მიფიქრია იმაზე, თუ რა გაიარა ვაილეტმა და როგორ იმოქმედა ამ ყველაფერმა მასზე. და ახლა ვხედავ, რომ ჰოლივუდმა და ცნობადობამ ის შეცვალა.
უცებ ჩავეხუტე და ამით ისიც გავაოცე და საკუთარი თავიც.
ერთმანეთს მოვშორდით, ვაილეტი მე მიღიმოდა.
მეც გავუღიმე, იმედი მქონდა რომ მართლა შემეძლო ვაილეტის ნდობა და გულში ჩუმად ვლოცულობდი, რომ ყველაფერი ცუდად არ შემოტრიალებულიყო.
ვაილეტმა მხარს უკან გაიხედა.
- ჯობს წავიდე, მალე ალეკი მოვა. - მჳთხრა. - გეგმის ყველა დეტალი ვიცი. ლუიმ მითხრა.
თავი დავუქნიე.
- კარგი.
- საფუძველს მალე შევეხები. - ისევ გაიღიმა, შემდეგ კი წავიდა და თეთრი ღვინის ჭიქა მაგიდაზე დატოვა.
- ანუ ეს ვაილეტია. - თქვა ჯემამ.
- ეს ვაილეტია. - თავის ქნევით ვუპასუხე.
- როუზ, გასაოცარი ადამიანი ხარ. ეს იცი? - ჯემამ თქვა და გაოცებულმა შევხედე.
- როგორ?
- ენდობი, მაგრამ ისევ ფრთხილი ხარ. ვერასდროს შევძლებდი რომ ვაილეტისთვის ასე სწრაფად მეპატიებინა.
- მე მისთვის არ მიპატიებია, მაგრამ ვფიქრობ ის გამოგვადგება. - ვთქვი მე.
ჯემამ თავი დამიქნია.
- ასეა.
ვიგრძენი როგორ შემეხო ვიღაც მხარზე და ჰარი დავინახე.
- ზეინი აქაა პერისთან ერთად, ახლახანს ველაპარაკე. - თქვა მან. - ედი კი გზაშია.
- ვაილეტს ვესაუბრე. - ვთქვი.
კოპები შეკრა.
- ვაილეტს.
თავი დავუქნიე.
ბრბოს გადახედა.
- მოდი ვიცეკვოთ, როუზ.
ისევ დავუქნიე თავი და ჯემას ბოდიში მოვუხადე, რომელიც ლანას ელაპარაკოებოდა.
ჰარი საცეკვაო მოედნისკენ გამიძღვა, ოთახში ნელი ჯაზის მელოდია ისმოდა.
ხელი წელზე დამადო, მეორეთი კი ჩვენი თითები ერთმანეთში ავხლართეთ. მე კი მხარზე დავადე ხელი.
ცეკვა დავიწყეთ.
- ვაილეტმა რა გითხრა? - მკითხა ჩუმად.
მას ავხედე, შემდეგ კი ვუთხარი რა მითხრა ვაილეტმა, ჩუმად ველაპარაკებოდი.
- მარიონი? - მკითხა გაოცებულმა როცა საუბარი დავასრულე.
- ვიცი. - ვთქვი. - ვინ იფიქრებდა?
- არასდროს მინახია ის შეხვედრაზე, ან რამე მსგავსზე. - თქვა ჰარიმ. - ძალიან უცნაურია.
ამოვიოხრე.
- უცნაური ერთადერთი გზაა.
ჰარიმ ტუჩი მოიკვნიტა.
- ანუ ახლა ვაილეტს უნდა ვენდოთ?
- არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდა. რატომ მეტყოდა ამას, თუ ჩვენს მხარეს არ არის?
ამოიოხრა.
- კარგი, მაგრამ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ. - თქვა.
თავი დავუქნიე, დაბლა დავიხედე.
ხელი უფრო მაგრად მომხვია წელზე, მისკენ მიმიზიდა.
- ალეკი ჯერ აქ არ არის. ვიმხიარულოთ.
გავიღიმე.
- მე უკვე დავლიე ღვინო.
- ჩემს გარეშე?
- ზუსტად.
გაიცინა და უკან გადამწია, ჩავიხითხითე, გავსწორდით და შემდეგ დამატრიალა. ორივემ გავიცინეთ.
- კარგი მოცეკვავე ხარ. - ვთქვი, როცა კიდევ ერთხელ დამატრიალა.
- ისევე როგორც შენ. - მიპასუხა, ცალყბად ჩაიცინა.
ხელი მხარზე დავადე, თავი მკერდზე დავადე და თვალები დავხუჭე. მის გულის ცემას ვგრძნობდი, რაც ოდნავ მამშვიდებდა.
- როუზ. - თქვა ჰარიმ, მე კი თვალები გავახილე და მას ავხედე.
ხელი წელიდან მომაშორა და ლოყაზე მომეფერა.
- მიყვარხარ. - დაიჩურჩულა.
გავუღიმე.
- და მე შენ მიყვარხარ. - ვუპასუხე.
დაბლა დაიხარა, ის იყო უნდა ეკოცნა, რომ გააჩერეს.
- სტაილს. შეიძლება?
ერთმანეთს მოვშორდით და მისტერ კრისტალს შევხედეთ, რომელიც ცალყბად იღიმოდა.
- რა თქმა უნდა. - თქვა ჰარიმ, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ უნდოდა კრისტალი მოეშორებინა. მისტერ კრისტალი ჩემთან მოვიდა და ხელი წელზე დამადო.
ახალი სიმღერა დაიწყო და მისტერ კრისტალს გავუღიმე.
- წვეულებაზე ერთობი? - მკითხა მან.
- დიახ, ძალიან კარგია. - ვუპასუხე.

- ასეც უნდა იყოს, ძვირი დაჯდა. - თქვა მან. - მე არ დამიჯდა, რა თქმა უნდა. ერთი დოლარიც კი არ გადამიხდია. - ამიხსნა. - მაინტერესებს რამდენი ფული გამოსძალა უოლფმა კომპანიას და მე.
ტუჩები მოვმუწე.
- გასაოცრად ბევრი.
- გეგმა ხორციელდება? - მკითხა.
- დასაწყისი განხორციელდა, - ვუპასუხე.- შემდეგში ვნახოთ.
- გმადლობთ, რომ მოხემარებით, მის ნაით. - თქვა მისტერ კრისტალმა. - თუ ყველაფერი კარგად ჩაივლის, მაშინ შეიძლია ხელფასი მოგიმატოთ მომავალ წელს სტაილსთან და მალიკთან ერთად.
გავიღიმე.
- გმადლობთ, მისტერ კრისტალ. - ვთქვი. - მაგრამ ეს საჭირო არ არის.
- რა თქმა უნდა, არის. - თქვა კრისტალმა. - მოვითხოვ. - გაიღიმა.
სიმღერა მალე დამთავრდა, და როგორც კი დამთავრდა, ჰარი იისევ ჩემთან დაბრუნდა და მისკენ მიმიზიდა.
გავიცინე და ორივემ ერთად შევხედეთ მისტერ კრისტალს, რომელიც მიდიოდა.
- ეჭვიანობ? - ვკითხე, ცალი წარბი მაღლა ავზიდე.
- არა, უბრალოდ მინდა დავრწმუნდე რომ რამეს არ ცდის.
- ის ორმოცდაათ წლამდე მაინცაა ჰარი, თან ცოლ-შვილი ჰყავს. - ვთქვი.
- ნახევარი ჰოლივუდი ამას არ შეუჩერებია.
ორივემ გავიცინეთ. ისევ დამატრიალა და გავიცინეთ.
მთელი სიმღერის განმავლობაში ჰარი აქეთ-იქით მატრიალებდა, ჩვენი ჩუმი სიცილი კი ჰაერს ავსებდა.
ჩვენს ადგილს დავუბრუნდით და დავინახეთ, რომ ლანა, ჯემა და ვაილეტი ერთად იცინოდნენ, მათ წინ კი ცარიელი ღვინის ჭიქები იდგა.
- ცოტა შეანელეთ, ქალბატონებო. - თქვა ჰარიმ, ჩემს გვერდით დაჯდა.
- როგორც ჩანს ვიღაცას სწრაფად სჭირდება დასალევი. - ჯემამ თქვა, ჭიქა ჰარის აუწია და ისევ გაიცინეს.
ჰარიმ თვალები გადაატრიალა.
უეცრად ვაილეტი გასწორდა და ტუჩები მომუწა.
- ის აქაა. - თქვა ჩუმად.
არ მჭირდება ჩაფიქრებ იმისთვის, რომ ვიცოდე ვიზე ლაპარაკობს.
ნელა შევტრიალდი და აკრისკენ გავიხედე, სადაც დავინახე ალეკი, რომელიც მე მიყურებდა და მის უკან მდგომი აარონი.

Hidden  | COMPLETEDWhere stories live. Discover now