Part 25

691 54 5
                                    

25.

ჩემი პირველი ფიქრი ჰარის კოცნასთან დაკავშირებით, უკან გამოწევა იყო.
მაგრამ თავში იმდენი ფიქრი მიტრიალებდა.. როგორ შემომხედა მან, როგორ მაძლევს საშუალებას,რომ აქ დავრჩე, და საერთოდაც როგორ ვაღიარე,რომ ის შემიყვარდა.
და გამახსენდა,რომ აარონს აღარ ვხვდებოდი, ჯანდაბა, აარონია იმის მიზეზი,რომ აქ ვარ და არა ჰოლის მეორე მხარეს.
ამიტომ რეგულარულ როუზს თავი დავანებე,რომელიც თავში მიჩიჩინებდა და ჰარის ხელები კისერზე მოვხვიე.
და ჩემი თავი გავუშვი,ზუსტად ისე,როგორც ჰარიმ გაუშვა ვაილეტი რამოდენიმე წუთის წინ.
საშუალება მივეცი ავეწიე და საწოლზე დავეწვინე, შემდეგ დაიხარა და ყელში კოცნების დატოვება დამიწყო. ხელები მის თმაში ავხლართე, თითებს მის კულულებში დავაცურებდი. ჩავიხითხითე,როდესაც ყურის ბიბილოზე მომქაჩა და მანაც გაიცინა. ჟრუანტელმა დამიარა,როდესაც ყელში მიკბინა. თვალები მიმენაბა, როდესაც მისი ტუჩები ისევ ჩემსას მოაწება, ენა პირში შემომიცურა. გული გამალებით მიცემდა,რაც ჰარისი და მისი საოცარი კოცნის დამსახურება იყო.
რეგულარული როუზი მოკვდა და გაქრა.
როდესაც საბოლოოდ მოვშორდით ერთმანეთს, ჰარი თვალებში მიყურებდა, მისი შუბლი კი ჩემსაზე ედო. თვალები დავხუჭე.
-არ ვიცი,ეს რატომ გავაკეთე. - თქვა ბოლოს, ხმა ჩვეულებრივზე ბოხი ჰქონდა.
თვალები გავახილე,მას ავხედე.
-არაფერია.
გაიღიმა.
-აქ იმისთვის მოვედი,რომ მეთქვა, სადილი მზად არის.
გამეცინა,მასაც გაეცინა. ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა,რომ საწოლიდან წამოდგომაში დამხმარებოდა.
გონებაში ჩვენი კოცნა პირველ, კაზინოს წინ კოცნას შევადარე,როდესაც ხელი ვკარი და მოვიშორე.მაშინ აარონზე ვფიქრობდი. ამის შემდეგ, ის დისტანციას იცავდა და ალბათ უფრო მეტადაც ვძულდი,მაგრამ ახლა, ისე მიღიმის, თითქოს წლების მეგობრები ვიყოთ.
ნეტავ ამ კოცნაზეც არაფერს იტყვის,როგორც პირველ კოცნაზე არაფერი თქვა?
ჰარის მისაღებ ოთახში გავყევი,სადაც საჭმლით სავსე თეფში მომცა. თეფშზე ქათამი იდო.
დივანზე ჩამოვჯექით, ჩვენი თეძოები თითქმის ეხებოდა ერთმანეთს, ჰარი კი ტელევოზირში არხებს დაათამაშებდა.
და ისევ, ჩვენს გარშემო აურა შეიცვალა. შეიძლება ეს დაძაბულობა ჩვენი კოცნის გამო იყო.
-ყველა შოუ იდიოტურია. - თქვა ჰარიმ.
-უბრალოდ რომელიმე ამოირჩიე. - ამოვიგმინე.
-კარგი. შემდეგ არხზე გავჩერდები.
შემდეგ არხზე გადართო და დავინახე,რომ იქ ''Office'' გადიოდა.
-ღმერთო ჩემო! - ორივემ წამოვიძახეთ.
ერთმანეთს შევხედეთ, შემდეგ გავიცინეთ.
-მოდი, გამოვიცნობ. - თქვა ჰარიმ. - შენი საყვარელი შოუ''Office''-ია.
-ჰო. - ჩავიცინე. - და მოდი, გამოვიცნობ, ეს შენი საყვარელი შოუცაა.
-მართალი ხარ, როზალი.
ჰარი და მე ერმანეთს უცნაური, გასაოცარი გზებით ვგავდი.
-ეს ნანახი მაქვს.- ორივემ ერთდროულად ვთქვით და ისევ გავიცინეთ.
-კარგი,ეს უნდა შევწყვიტოთ. - ვთქვი.
-გეთანხმები.
ჭამას მოვრჩით და უბრალოდ ვიჯექით და შოუს ვუყურებდით,თან სასაცილო მომენტებზე ვიცინოდით.
ჰარისკენ გავიხედე, ტელევიზორიდან გამოსული შუქი, თვალებში ერეკლებოდა. ტუჩებზე ღიმილი ჰქონდა აკრული,თან შოუს უყურებდა და ლოყებზე ჩაღრმავებები უჩანდა.
კიდევ მინდა,რომ ვაკოცო.
და როდესაც ეს გავიფიქრე,მან ჩემსკენ გამოიხედა, ჩვენი მზერა შეერთდა. ნერყვი გადაყლაპა და თვალები ნელა დაახამხამა,როდესაც გავუღიმე,შემდეგ კი მანაც გამიღიმა.
ეს არის ბიჭი,რომელიც დიდი ხანი მძულდა, ბიჭი,რომელიც მაწვალებდა და შეურაცხყოფას მაყენებდა,როგორც კი შანსი მოეცემოდა. ბიჭი,რომელმაც მოსალმების მაგიერ მითხრა, რომ არ მეხმაურა, როდესაც დარწმუნებული ვარ, ჩვენს მეზობლებს ზუსტად იგივეს თქმა უნდათ ჩვენთვის, ჩვენი ყვირილის და კამათის გამო.
-როუზ.
ჰარის უხეშმა ხმამ ფიქრებიდან გამომაფხიზლა.
-ჰმმ?
-არასდროს შემინიშნავს,როგორი საყვარელი თვალები გაქვს. - მისი მწვანე თვალები ჩემსას უყურებდნენ, ტუჩებზე პატარა ღიმილი ჰქონდა აკრული.
-ისინი საყვარლები არ არიან. - ჩავიფრუტუნე და წამოვჯექი. - ძაღლის განავალის ფერია.
ჰარიმ გაიცინა.
-არა, დარწმუნებული ვარ ძაღლის განავალი უფრო მუქია.
-ძაღლის განავალს გააჩნია.
ჰარიმ ჩაიცინა.
-არ გააჩნია, შენი თვალები ძაღლის განავლის ყველაზე ლამაზი ყავისფერი ფერია,რომელიც კი ოდესმე მინახავს.
გავიცინე.
-გაოცებული ვარ.
ყურადღება შოუს მივაბყრე, ამოვიოხრე და ჰარის მხარს მივეყრდენი. ეკრანზე პერსონაჟებს ვუყურებდით, მე კი ხშირად ვიცინოდი.
ჰარი ყოველთვის დამხედავდა ხოლმე,როდესაც ვიცინოდი. თითქოს ჩემი სიცილი აფხიზლებს მასო.
რამოდენიმე ხნის შემდეგ, თვალები დამიმძიმდა და ჰარის მხარზე უკვე მესამედ ჩამომეძინა. მთელი ძალით ვცდილობდი,რომ თვალები არ დამეხუჭა,მაგრამ მთელი დღის გადაღლილობის გამო, ვერ მოვახერხე.
ჰარიმ შეამჩნია ჩემი ბრძოლა ძილთან.
-ჰეი. - თქვა რბილად. - გინდა,რომ პლედი მოგიტანო?
თავი გავაქნიე,არ ვშორდებოდი.
-არა. - ვთქვი მე, არ მინდოდა,რომ წასულიყო.
-როუზ, გეძინება. - წამოდგომა დაიწყო,მაგრამ ხელი მაისურზე ჩავჭიდე.
-არა. - ისევ ვთქვი.
მასთან სიახლოვით ზედმეტად ვნებივრობდი.
-როზალი ნაით. - თქვა მან,ხმა ვითომდა ავტორიტეტული ჰქონდა. - ახლავე დაწექი.
ისე ჰგავდა ამ წუთას დედაჩემს,რომ გავიცინე,მან კი დრო იხელთან და წამოდგა, სახეზე ტრიუმფალური ღიმილი ჰქონდა აკრული.
-უსამართლობაა. - ამოვიწუწუნე.
-პლედს მოგიტან. - წაიმღერა და ჰოლში გაუჩინარდა.
ამ დროის განმავლობაში, ძილმორეულმა პიჟამოები ჩავიცვი და კბილები გამოვიხეხე.
როდესაც გამოცფხიზლდი, პლედები უკვე დივანზე ეწყო. ჰარის ერთ-ერთი ბალიშიც აქ იდო.
დივანზე წამოვწექი და სანათი გამოვრთე. ჰარი იმ კედელს იყო მიყრდნობილი,რომელიც ჰოლსა და მისაღებს აერთებდა.
-ტკბილად იძინე,როზი. - თქვა მან.
-შენც.
გაიცინა,შემდეგ კი მის ოთახში გაუჩინარდა.

Hidden  | COMPLETEDOnde histórias criam vida. Descubra agora